„დღეს თუ გავჩერდებით, ხვალ ბელარუსში გავიღვიძებთ“ - ინტერვიუ ლაშა ღვინიანიძესთან

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 8 тра 2024
  • ⭕ „აგენტების კანონის“ საწინააღდეგო აქციების მონაწილე ბაიკერი ლაშა ღვინიაშვილი, რომელსაც 8 მაისს ღამით, საკუთარ სახლთან ახლოს, რამდენიმე ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა, ჯერ კიდევ საავადმყოფოში რჩება - მას გახეთქილი აქვს ტუჩი, ადევს ნაკერები და სახის არეში რამდენიმე ჰემატომაც აქვს.
    ⭕ თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე უცხო ნომრიდან, რომლითაც ბოლო ორი დღეა მასობრივად ურეკავენ ადამიანებს და აგინებენ, ჯერ ლაშას დედას დაურეკეს, შემდეგ მის 72 წლის მამას. საღამოს კი, ცემამდე ცოტა ხნით ადრე, უცხო ზარი მის ტელეფონზეც გაისმა. ხმა არავის ამოუღია, მხოლოდ სიჩუმე ისმოდა. რამდენიე წუთში კი, ლაშას და მის მეგობარს უცხო ადამიანები მიუახლოვდნენ და ცემა დაუწყეს.
    ⭕ თავდასხმას ლაშას მეუღლეც შეესწრო, რომლის კივილზეც მეზობლები გამოვარდნენ და თავდამსხმელები გაიქცნენ.
    ⭕ ლაშა ფიქრობს, რომ ახლა გაჩერება გამოსავალი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მისი თქმით, ორბორბლიანებზე გაცხადებული ნადირობა დაიწყო, მათ ვერ შეაშინებენ, რადგან დუმილი და გაჩერება დღეს - ნიშნავს ხვალ ბელარუსში გაღვიძებას.
    ⭕ მას ჩვენ საავადმყოფოში დავუკავშირდით და ეს ინტერვიუც ასე ჩაიწერა.
    --
    🔸 მეტი ახალი ამბავი, ანალიზი, ინტერვიუები და ბევრი სხვა ნახე ჩვენს საიტზე 👉🏻 www.radiotavisupleba.ge
    გამოგვყევი 👇🏻
    UA-cam-ზე 👉🏻 tinyurl.com/5ek3z4e3
    Facebook-ზე 👉🏻 tinyurl.com/yc84b2x3
    Instagram-ზე 👉🏻 tinyurl.com/2cb8w3wp
    TikTok-ზე 👉🏻 tinyurl.com/3skhv3ws
    Threads-ზე 👉🏻 tinyurl.com/bddphfyp

КОМЕНТАРІ • 8

  • @shemeshvii
    @shemeshvii 20 днів тому

    ლოკაცია როგორ ნახეს ბიჯო, რანაირად გაიგეს ესე ზარის დარეკვით. კინოებში როგორც არის?

  • @mak712.
    @mak712. 29 днів тому +1

    თავს ვინც დაგესხმება პირდაპირ უნდა მოკლა , ნებისმიერი საშუალებით.

    • @shemeshvii
      @shemeshvii 20 днів тому

      თავის დაცვაა ჩვეულებრივი. გეთანხმები

  • @mak712.
    @mak712. 29 днів тому

    ვერავინ დაიმალება , რა პირბადეც გინდა გაიკეთონ .

  • @mak712.
    @mak712. 29 днів тому

    პასუხს აგებენ , სად დაიმალებიან ნეტა.

    • @user-qt5gj2nb5j
      @user-qt5gj2nb5j 29 днів тому

      არავინ აპირებს დამალვას კანონი შევა ძალაში მერე ვნახავთ ცემატყებაზე გადასული ოცნებას

  • @giorgadadiani649
    @giorgadadiani649 29 днів тому

    Sacyali!!gixirda nacebis gamo eget dxehi havardna??!