მთაწმინდის საბაგიროს ტრაგედია (1 ივნისი 1990)

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 27 вер 2024
  • სიუჟეტი ჩაწერიალია 22 წელი მთაწმინდის საბაგიროს ტრაგედიიდან 2012 წელს
    თაწმინდის საბაგიროს 1990 წლის ტრაგედია - 1990 წლის 1 ივნისს მომხდარი საბაგირო უბედური შემთხვევა, საქართველოს დედაქალაქ თბილისში, რომლის შედეგადაც 42 ადამიანი დაშავდა და 19 გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა ორი კაბინის მონაწილეობით მოხდა, რომლებიც რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის დამაკავშირებელ საბაგიროზე მოძრაობდნენ.[1] წითელი კაბინა ნომერი 2 მთაწმინდის პარკისკენ მიემართებოდა და სულ რამდენიმე მეტრი აშორებდა ზედა ანძას, ასევე წითელი კაბინა ნომერი 1 რუსთაველისკენ ეშვებოდა და ქვედა სადგურს უახლოვდებოდა როდესაც საწევი ბაგირი გაწყდა ზემოთ მიმავალი კაბინას ქუროში. ორივე კაბინა პარალელურად დაგორდა (არ იმოქმედა საავარიო სამუხრუჭე სისტემამ). ქვევითა კაბინა ქვედა სადგურის კედელს შეეჯახა, რა დროსაც დაიღუპა 4 და ბევრი ადამიანი დაშავდა, ზევითა კაბინამ მაღალი სისწრაფის აკრეფა დაიწყო (საავარიო სამუხრუჭე სისტემამ არც არ იმუშავა), რაც უფრო უახლოვდებოდა კაბინა საყრდენს მის ქუროზე ქვემოთა მხრიდან ჩაბმული კუდის ბაგირი მოეშვა და ქვედა საყრდენის როლიკებზე ჩამოეკონწიალა. ქვედა საყრდენთან ვაგონის ქურო და ურიკა დაკონწიალებულ კუდის ბაგირს და საყრდენის როლიკებს ძლიერ შეეჯახა, შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა რომ კუდის ბაგირმა კაბინა ორ ნაწილად გადაჭრა, ხოლო მზიდი ბაგირი საყრდენი ანძის ღარიდან გადმოვარდა. ბაგირზე შერჩენილმა გაგლეჯილმა კაბინის ნახევარმა დაგორება განაგრძო და 6 სართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავთან გაჩერდა. კაბინის გაგლეჯისას დაახლოებით 20 მეტრის სიმაღლიდან ადამიანები 6 სართულიანი შენობის სახურავზე, მის ეზოში და დაკიდული ბაღებზე ჩამოცვიდნენ. 15 ადამიანი დაიღუპა ადგილზე 4 კი მოგვიანებით საავადმყოფოში. 42 ადამიანმა მძიმე დაზიანებები მიიღო. მგზავრების ნაწილი ახალციხიდან №5 სკოლის მოსაწავლეები იყვნენ რომლებიც მთაწმინდის პარკის დასათვალიერებლად ექსკურსიაზე ჩამოვიდნენ, „ბავშვთა დღეს“ აღნიშნავდნენ. მცირე ნაწილი ჯარისკაცები დანარჩენი კი უბრალო მოქალაქეები. ავარიის დღეს ქვემოთ მომავალ კაბინაში 46 ადამიანი იმყოფებოდა ხოლო ზემოთ მიმავალში 47.
    ტრაგედიის 19 მსხვერპლი
    კაბინა №1 (რომელიც ქვედა სადგურს დაეჯახა)
    მგზავრები:
    ბექა სალუქვაძე (5 წლის), ახალციხე
    თამაზ თარხნიშვილი (12 წლის), ახალციხე
    თემურ ჯინჭველაძე (13 წლის), ახალციხე
    ასმათ ზედგენიძე (59 წლის), ახალციხე
    კაბინა №2 (რომელიც კუდის ბაგირმა გაგლიჯა ჰაერში)
    საბაგირო კაბინის გამცილებელი:
    გურამ ფირცხალავა (45 წლის), თბილისი
    მგზავრები:
    მირანდა ვერულაშვილი (5 წლის), აბაშა
    ზვიად კუტალაძე (16 წლის), თბილისი
    დარეჯან ასლანიშვილი (18 წლის), კასპი
    ალოვსად ისმაილ ოღლი ორუჯევი (18 წლის), სამხედრო
    ილხან აიდინ ოღლი მიქაელოვი (19 წლის), სამხედრო
    ტარლან მოვლან ოღლი აბდულაევი (19 წლის), სამხედრო
    გივი გოზალოვი (19 წლის), სამხედრო
    სვეტლანა გულბანი (23 წლის), გუდაუთა
    მაია ხუციშვილი (26 წლის), გარდაბანი
    გიორგი რუსია (30 წლის), თბილისი
    ქეთევან წიწავა (33 წლის), ზუგდიდი
    ნატალია ანდიევსკაია-გაბეცაძე (34 წლის), თბილისი
    ვლადიმერ ვახტანგიშვილი (34 წლის), თბილისი
    მიხეილ დანგაძე (39 წლის), წყალტუბო

КОМЕНТАРІ •