ინტერვიუ გია დვალთან - NEXT.On.ge

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 29 сер 2024

КОМЕНТАРІ • 79

  • @MyuMyu032
    @MyuMyu032 2 роки тому +40

    ეს ადამიანი არის თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართული სიამაყე, თუმცა ეს ქართველებმა მგონი ჯერ არ იციან. რა მაგარი ტიპია )))))

    • @OtoKemo
      @OtoKemo 2 роки тому +2

      ამ ადამიანს საკმარისად იცნობენ და იმაზე მეტ მედლებს კიდებენ ვიდრე იმსახურებს. რეალურად ვინც საქმეს აკეთებს ცერნში და ყოველდღიურად არის ჩართული ცერნის სამეცნიერო საქმიანობაში, კაკრას მაგ ქართველებზე არ იცით არაფერი საქართველოში. რადგან გია დვალი გგონიათ ალფა და ომეგა, როდესაც გიაზე დიდი მოღვაწეობა აქვს გაწეული ათობით ქართველ მეცნიერს, ვინც ჩუმად აკეთებენ საქმეს (როგორც რეალურად უნდა კეთდებოდეს მეცბიერება) და ტელევიზორში არ ფილოსოფოსობენ.

    • @cerberus987
      @cerberus987 2 роки тому +19

      @@OtoKemo არ ვემხრობი თქვენს აზრს რომ 'ნამდვილმა' მეცნიერმა ჩუმად უნდა აკეთოს თავის საქმე და თუ საზოგადოდ გადაწყვეტს თავის მოსაზრებების გაზიარებას ეს აღქმული უნდა იყოს ფილოსოფოსობად.სად და როგორ იცნობენ და აფასებენ ცალკე თემაა მაგრამ ფაქტია ჩვენ ქვეყანაში არცთუ ისე ბევრმა იცის მის შესახებ და მსგავსი ფორმატის ინტერვიუები და პოდკასტები არა მხოლოდ კონკრეტულად ვიღაცის გაპიარებას ემსახურება არამედ ცნობიერების ამაღლებას, რასაც მხოლოდ დადებითად ვაფასებ

    • @OtoKemo
      @OtoKemo 2 роки тому

      @@cerberus987 "უნდა აკეთოს" ჩემი მოსაზრება არ არის, რეალურად ასე კეთდება საქმე. მარკეტერზე და სხვა საიტებზე რომ პიარდება ათასი სისულელე, არავინ არ იცის გინდ ჰიგსის ბოსონის აღმოჩენაში ქართველი მეცნიერების წვლილი რამდენია და ახალი ექსპერიმენტების შექმნაში - რამდენი. ფაქტია თქვენც არ იცით, ხომ? ქართული ჟურნალისტიკის ბრალი ხომ არაა? გია კარგი თეორიტიკოსია გასაგებია, იმსახურებს პატივისცემას, მაგრამ გიათი არც იწყება ქართველ მეცნიერთა მოღვაწეობა და არც მთავრდება, უბრალოდ ოდესღაც გაპიარდა და მის გარშემო ტრიალებენ დღემდე. სამეცნიერო ჟურნალისტიკა უკეთეს დონეზე რომ იყოს, უკეთ უნდა ესმოდეთ ქართველ სამეცნიერო ჟურნალისტებს რეალური მეცნიერება და მხოლოდ ფილოსოფოსობის არეალში არ უნდა ტრიალებდნენ.

    • @MyuMyu032
      @MyuMyu032 2 роки тому +5

      @@OtoKemo რამ გაგაბოროტათ ბატონო

    • @OtoKemo
      @OtoKemo 2 роки тому

      @@MyuMyu032 გაბოროტებული ნამდვილად არ ვარ, თუმცა დავიღალე წლების მანძილზე იმის ყურებით რომ ქართველ მეცნიერებისა და მათი შრომის გაშუქება გია დვალით იწყება და მთავრდება. გიასთან არ მაქვს პრეტენზია არანაირი, ვინმემ არასწორად რომ არ გაიგოს, ქართულ ჟურნალისტიკასთან მაქვს.

  • @peti822
    @peti822 17 днів тому

    უკიდურესად საინტერესოა...
    საოცრად განათლებული და დადებითი ადამიანია გია,მადლობა მას და წამყვანს.
    შემიძლია უსასრულოდ ვუსმინო მეცნიერებს.

  • @khatunaaslanikashvili6451
    @khatunaaslanikashvili6451 10 місяців тому +1

    დედამიწაზე ალბათ თითზე ჩამოსათვლელია ისეთი გენიოსები როგორიც გია დვალია!
    და ის საქართველიში დაიბადა და ჩამოყალიბდა ასეთ ადამიანად❤️❤️❤️ დიდება უფალს 🙏🏻🙏🏻🙏🏻

  • @nikolozmagradze7256
    @nikolozmagradze7256 Рік тому +5

    კარგი იყო განსაკუთრებით ბოლოში❤ მადლობა წამყვანს, უბრალოდ ისეთი შეგრძნება დამრჩა რომ მეტის გამოწურვა შეიძლებოდა მაგ გენიოსი კაცისგან. წარმატებები

  • @genesis-9183
    @genesis-9183 2 роки тому +10

    რამდენჯერ მიფიქრია მსგავს თემებზე უამრავჯერ და ახლაც ვფიქრობ ფუნდამენტური მეცნიერებების სიყვარულის გამო. უნდა არსებობდეს რამე კავშირი ისეთ ადამიანებს შორის რომლებსაც მართლა აინტერესებთ ესეთი თემები. და წინ უნდა წამოიწიოს რომ საზოგადოებაში ინტერესის მუხტი გაჩნდეს. ზოგადად ძალიან მცირე მასშტაბი ინტერესდება ასეთი თემებით.

  • @maxodanelia2908
    @maxodanelia2908 Рік тому +11

    სამწუხაროდ ბაგირას და კოსტას უფრო იცნობენ საქართველოში ვიდრე ამ პიროვნებას...

  • @giorgitalakhadze5193
    @giorgitalakhadze5193 10 місяців тому +1

    ამ საუკუნის გამორჩეული მოაზროვნეა ეს კაცი ❤

  • @ilar10N
    @ilar10N 2 роки тому +3

    სრულად მოვუსმინე. უაღრესად საინტერესო იყო.

  • @mastergow139
    @mastergow139 2 роки тому +3

    პირველ რიგში დიდი პატივისცემა არხს,ყველა მის მსმენელს და ბატონ გიას.იქნებ დამილინკოთ ბატონი გიას ღია ლექციის ან ინტერვიუს ჩანაწერი იუთუბის გარეთ,აქ მგონი ყველა ნანახი მაქვს(ენა:ქართული,რუსული,ინგლისური)მადლობა წინასწარ

  • @giokakhiani
    @giokakhiani Рік тому +1

    ყველაზე საინტერესო მომენტში დამთავრდა...

  • @nikagabadze8648
    @nikagabadze8648 Рік тому +2

    წარმატებები , უფრო მეტი ასეთი გადაცემები (y)

  • @ziadoziado3112
    @ziadoziado3112 Рік тому +1

    ძალზედ საინტერესოა.

  • @christian78478
    @christian78478 Рік тому +2

    Gia Dvali - Great Georgian Physicist - Author of the "Many-Worlds" Multiverse theory
    "In 1998, my colleagues and I presented my theory and showed that extra dimensions of about 1 millimeter can exist. It was a shock to everyone - it was difficult to imagine that there are additional dimensions of 1 mm size that we do not notice in everyday life, while 1 millimeter is quite a large size, visible to the eye. Their size does not even slightly exceed 1 millimeter. If not, then we would see it experimentally. It turned out that this theory not only contradicts nothing, but also has predictions - for example, that a black hole can be born at the CERN accelerator. Previously, this idea was implausible - it was thought that to create a black hole at an accelerator, the accelerator energy would have to be greater than the Planck energy required for a galaxy-sized accelerator, but my theory shows that it is entirely possible for CERN to create a microscopic black hole. It may have already been created, but it decays so quickly and is so small that it is difficult to detect, although possible. In short, what this theory tells us: there are extra dimensions and we (electromagnetic interaction, light, everything) are localized on a three-dimensional surface. If you imagine a book - in a book there are many pages stacked on top of each other - we live on one of these pages, but there are other parallel pages. The number of these sheets (parallel "worlds" - parallel universes) is limited, but very large, about 10^32 (ten to the power of 32) - a very large number - trillions upon trillions, but still a finite number. Each of these sheets is sometimes called Parallel Universes, but sometimes Parallel Worlds, because they are not completely separate universes, they are parts of our universe in some way, since we are united by a common gravity. We interact with our neighboring sheets only gravitationally, and perhaps by some as-yet-unknown forces. Dark matter, for example, may actually be matter like ours localized on these parallel sheets. The existence of such a parallel worlds is absolutely realistic and scientific - and most importantly, experimentally observable. For example, we can interact with them at the expense of gravity. If a ship of a civilization from that world visited us here on Earth, we could communicate with them, observe them at the expense of normal gravity. Even a planet from that world could pass through Earth and gravitationally disturb us and cause a lot of destruction if it was the size of the moon, but if it was smaller, then it just wouldn't cause that big of an earthquake. We certainly don't know if there are beings like us or any other type of civilization out there. Nothing can be ruled out.
    If we live on one of the pages of this "book" and are bordered by neighboring pages (worlds) in additional dimensions, how should we understand and confirm this? Imagine that an two-dimentional ant-like creature or something like that lives on a two-dimensional surface and has no idea that there is a third dimension where the whole world is - people walk, cities are built on top of them, etc. How is this being supposed to understand that there is an additional dimension, in this case a third dimension? It should disturb the page on which it leaves as strongly as possible. Because if you disturb the sheet enough, the waves will go in all directions, not just on the surface of your sheet. In absolutely all directions - outside as well, and as a result we will disturb also additional sheets. At CERN, that's what we're trying to do to get our parallel papers excited. And we know this as it happens, the formation of the mentioned small black hole is also part of this experiment.
    The resulting black hole does not pose any danger, on the contrary, it will be a huge step forward for the development of science. Now it is hard to even imagine how much progress this will lead to. We will observe quantum gravity in the strong mode directly at the accelerator. This will allow us to study black holes in the laboratory, which will give us a lot of information. Black holes are the most economical, efficient and compact storage of information. We can learn all this from black holes and create and improve quantum computers as well as raise the level of consciousness and intelligence of humans. The human brain consists of approximately 86 billion neurons with tens of trillions of synapses. If we take one neuron as a bit and a black hole with the same number of bits of memory, the size of the black hole would be billions of billions of times smaller than a proton, and even smaller, but such a small black hole loses information very quickly, it soon disappears. The human brain lasts about 100 years. To store as much information as the human brain can store for that long, we would need a black hole almost the size of the human brain. Therefore, the evolution of life over 4 billion years has optimized our brains very well. But we want to improve even more. The idea is to learn from the black hole. For example, are we, humans the only species with consciousness? Of course not, animals also have consciousness. Humans have the highest level of consciousness, dogs less than humans, fish less than dogs, and snails less than fish. When we see the multi-layered, multi-leveled consciousness, we must understand that although biologically there is no other species within our observation range that has a higher consciousness than us, this does not mean that human has reached a limit level and further development is impossible. We may not only have reached the limit, but our current level of consciousness maybe is almost nothing compared to what we can achieve. It is quite possible that the limit to the growth of consciousness is infinitely large. We can create such consciousness artificially - artificial intelligence (AI), which will have a much higher level of consciousness and intelligence than a human neing. And secondly, we can use it to increase the consciousness and intelligence of our offspring and also to genetically modify them. It is very likely that there are many types of intelligence in the universe, some of which may not even be organic, but at the same time they are of a much higher level than humans."
    Gia Dvali - Georgian physicist-theoretician and science communicator.
    Interview of Dato Samniashvili, editor of NEXT.On.ge, with Gia Dvali. Batumi, Georgia. 12.08.2022.

  • @ioanenikoladze86
    @ioanenikoladze86 2 роки тому +9

    ქართულად რომ უსმენ ესეთ საუბრებს და ამავდროულად ალტინფოს ვიდეოები გხვდება აი ეგ არის სუპერპოზიცია :დ

    • @mastergow139
      @mastergow139 2 роки тому +3

      კარგი დაკვირვებაა👍ახლა უნდა ვეძებოთ ადამიანი რომელიც ალტინფოს სექტაშია,თან ბატონ გიას უსმენს და დავაფიქსირებთ მაკროსამყაროს ობიექტს რომელიც სუპერპოზიციაშია 10ხარისხად27 წლის ლოდინის გარეშე

    • @ioanenikoladze86
      @ioanenikoladze86 2 роки тому +1

      @@mastergow139 საიტერესო ექსპერიმენტი ჩანს.
      ვგონებ დიდ გარღვევას მოახდენს მეცნიერებაში.

  • @shalvatatiashvili
    @shalvatatiashvili 2 місяці тому

    ბიბლიოდანაა ღმერთმა შექმნა ადამიანი თავის მსგავსი.და მაგისმიხედვით ჩვენი ცნობიერება სრულყოფილია

  • @giorgipapashvili1
    @giorgipapashvili1 2 роки тому +3

    კარგი გამოვიდა, საინტერესო შეკითხვები - საინტერესო პასუხები. უბრალოდ ცოტა იყო :) არ ყოფნის ამ თემას 1:30

  • @gogabarat7336
    @gogabarat7336 Рік тому +2

    ამ კაცთან მაქვს მილიარდჯერ მილიარდი კითხვა😊

    • @giokakhiani
      @giokakhiani Рік тому +2

      ათი ოცდამეშვიდე ხარისხში კითხვა 😁

    • @gogabarat7336
      @gogabarat7336 Рік тому +2

      @@giokakhiani ყველაზე რომც მიპასუხოს,მგონი უფრო მეტი კითხვები გამიჩნდება )

    • @iakobkv271
      @iakobkv271 10 місяців тому

      პიროვნულად არ მიიღო, მაგრამ პასუხს გაიგებ, რომ გითხრას? არამგონია.

    • @gogabarat7336
      @gogabarat7336 10 місяців тому

      @@iakobkv271 ყველა ფიზიკოსს იცნობ საქართველოში?

    • @GeorgeMan_1981
      @GeorgeMan_1981 9 днів тому +1

      მკითხე მის მაგივრად გიპასუხებ

  • @usersomething29
    @usersomething29 10 місяців тому +2

    მიუხედავად იმისა რო ჟურნალისტიც განათლებულია, რა კარგად ჩანს როგორ სხვა დონეზეა დვალის გონების თავისუფლება. ინტერვიუერს მაინც ეტყობა რომ აქვს წინასწარ ჩამოყალიბებული მაღალი დონის კონცეფციები რომლებისაც სჯერა/ინტუიტირებს, ხოლო დვალის ყველა აზრი თითქოს 0-დან იქმნება იმ ყველაზე დაბალი დონის კონცეფციებზე რაც აქვს საფუძვლად. რაც მეორე მხრივ ხსნის იმას რატომ არის მისი მოსმენა რთული თუ უკვე არ გაინტერესებს ეს ყველაფერი.

  • @gagagadadadada72629
    @gagagadadadada72629 Рік тому +1

    ძალიან ღრმად და კარგად აქვს გააზრებული ამ ადამიანს ის სფერო რაშიც მუშაობს, ამიტომ შეუძლია შედარებით მარტივად გადმოცეს............ძალიან რტული და ფუნდამენტალური ფენომენები!!!!!!!!

  • @ninotsiklauri6238
    @ninotsiklauri6238 3 місяці тому

    გთხოვთ კიდევ მოიწვიეთ რა❤❤

  • @mishaschmidt1880
    @mishaschmidt1880 10 місяців тому +1

    ⭐️⭐️⭐️⭐️⭐️

  • @lintu2007
    @lintu2007 2 роки тому +4

    "დღეს ვიწყებთ ინტერვიუს"
    რამდენი დღე გრძელდება ეს ინტერვიუ? :დ

  • @gegechadato
    @gegechadato 2 роки тому

    კარგი იყო

  • @gvantsafeliciano389
    @gvantsafeliciano389 Рік тому +1

    adamiania martla saintereso gias vgulisxmob rom marto ar unda mousmino,,, unda agitqva rasats kveba,,,,,,magaria....

  • @iakobkv271
    @iakobkv271 10 місяців тому

    ეს ინტერვიუერი საერთოდ გონზე არაა რას ლაპარაკობს ეს კაცი :D :D :D
    მარტო ეგ მუსიკა რომ ადევს, მაგის დასტურია

  • @nikoloznikolozi2416
    @nikoloznikolozi2416 10 місяців тому

    გადმოწერა ჩართეთ

  • @gigigogaladze7985
    @gigigogaladze7985 2 роки тому +2

    რას ნიშნავს კვანტური მექანიკა ისეთი უნდა მივიღოთ როგორიც არის და მას ინტერსპრეტაცია არ სჭირდება. ეგ იგივე იქნებოდა კაცობრიობას ეთქვა აი ქვა მიწაზე ვარდება და მორჩა ეგეთია ბუნება და არ გამოეკვლიათ რა არის გრავიტაცია და ა.შ. ეს სწორი იქნებოდა? კაი ბატონო მივიღოთ მოცემულობა, რომ უმცირესი ნაწილაკების ბუნება არის ალბათური, სუპერპოზიციური, მაშინ რატომ არ არის ასეთივე მაკრო სამყარო? რატომ ხდება მაკრო სამყაროში გადმონაცვლებისას ტალღური ფუნქციის ან სუპერპოზიციის კოლაფსი? ბატონი გია ახმოვანებს ცნობილ ფრაზას ვინც ამ სფეროში მოღვაწეობს "გაჩუმდი და ითვალე". კიბატონო ეს პრაქტიკულია და ასეთ მინდომას მოაქვს პრაქტიკული შედეგები, მაგალითად ტექნიკის განვითარება და ა.შ. მაგრამ ნუთუ მცენიერების დანიშნულება მარტო პრაქტიკული შედეგების მიღწევაშია? არ უნდა გვაინტერესებდეს სამყარო როგორ და რატომ ფუნქციონირებს ისე, როგორც ფუნქციონირებს? ეს არ არის მეცნიერებისთვის ერთ ერთი ფუნდამენტური დანიშნულება? ბატონ გიას შევახსენებ კვანტური ფიზიკის ცნობილი მეცნიერის სიტყვებს " თუ გგონიათ რომ კვანტური მექანიკა გესმით, ესეიგი არაფერი არ გესმით."

    • @ginisshit
      @ginisshit 2 роки тому

      მეტყველის ბედნიერება ისაა, რომ ადამიანები ვერ არიქვამენ ნათქვამს, წარმოდგენითობა გადაფარებულია აღმქმელობაზე. :)

    • @pink_floyd1
      @pink_floyd1 Рік тому

      დვალს ის არ უთქვამს რომ კვანტური ფიზიკა არ შევისწავლოთ. ამ რეალობის (სუპერპოზიციის) ლოგიკურად მიუღებლობის გამო ის უაზრო ინტერპრეტაციები არ გამოვიგონოთო, რომელიც ლოგიკურად უფრო მარტივი მისაღებია.

  • @user-vg6bx2us1m
    @user-vg6bx2us1m Рік тому +2

    + intellect
    - charisma

  • @ninoarchvadze3199
    @ninoarchvadze3199 10 місяців тому

    სწორი ბრძანებაა.
    __
    " ის რაც შეუძლებელია კაცთათვის , შესაძლებელია ღვღისთვის".
    ღმერთი იმ კანონების და სისტემის მიღმაა, რაც თვითონ შექმნა.
    ___მიყვარს ფიზიკა , რომელიც ნელი ნაბიჯით მიდის ქრისტემდე.

  • @mecniereba
    @mecniereba 2 роки тому +1

    სინამდვილეში ადამიანს თითქმის არ აქვს თანდაყოლილი ინსტინქტები. თითქმის ყველა ქცევა შეძენილი გვაქვს ზრდის/აღზრდის პროცესში.

    • @13kaxno13
      @13kaxno13 2 роки тому +1

      არა არ არი ეგრე 😂 უბრალოდ მეცნიერება რატო გაწერია))) ემპირიკის მიღმაც გაიხედეთ ცოტა

    • @mecniereba
      @mecniereba 2 роки тому

      @@13kaxno13 ემპირიკას რომ არ ვეყრდნობით მაგის ბრალია ამ დღეში რომ ვართ:)

    • @13kaxno13
      @13kaxno13 2 роки тому +2

      @@mecniereba რაღას არ ვეყრდნობით გაახმო და ჩააბნელმა განმანათლებლურმა ტალღამ ადამიანის გონი))) ისე ინტრიგანი შუახნის ქალივით კი მოგივარდი კომენტარებში 😂 არ მიწყინო, თვალში მომხვდა უბრალოდ ეს რაღაც სციენტისტური და მშრალად მატერიალისტური სენტიმენტი. ტაბულა რასა მცდარია. ცოცხალი ორგანიზმებს დაბადებისას თან დაჰყვებათ ტენდენციები, თუნდაც თვითგადარჩენის ინსტინქტები, ან უფრო წვრილად, ფუტკარმა საიდან "ისწავლა" ცეკვა , ჩიტმა ბუდის აშენება ან მიგრაცია, და ადამიანებზე ლაპარაკიც არ არი, კოლექტიური არაცნობიერი ოკეანეა შინაარსების რაც ცნობიერების მიღმიერად ყველასთვის ყოველთვის ხელმისაწვდომია. და ვაბშე 😁 სუნთქვა ვინ გვასწავლა?

    • @mecniereba
      @mecniereba 2 роки тому

      @@13kaxno13 ინსტინქტს და რეფლექს არ ავურევდი ერთმანეთში.
      ფსიქოლოგრბისგან გაკიგია რომ ადამიანებს ცხოველებთან შედარებით ცოტა ინსტინქტი აქვთ.
      მაგალითად ფიტკარი კი აშენებს საფუტკრეს მაგრამ ადამიანი "ინტუიციაზე" დაყრდნობით ვერც სასახლეს აშენებს ვერც ცეკვებს იგონებს...
      ის კი არა იზოლირებულად ენასაც ვერ სწავლობს..
      სწორედ განმანათლებლების უტოპია იყო, რომ ადამიანი სუფთა და კეთილშობილია ბუნებით, და საზოგადოება აფუჭებს ..
      მერე გაირკვა, რომ საზოგადოების გარეშე ადამიანი ადამიანადაც ვერ ყალიბდება...
      ამას ვგულისხმობ...
      ევოლუციურ წარსულს არ გამოვრიცხავ, მაგრამ არც ზედმეტად დავაკნინებდი კულტურულ და ცივილიზაციურ გავლენებს

    • @13kaxno13
      @13kaxno13 2 роки тому +1

      @@mecniereba ინსტინქტები მარტივი ოპერაციების კონგლომერაციაა არა? რეფლექსიას მოკლებული, თუმცა შეიძლება ჩვენს ინსტინქტებზეც რეფლექტირება. რეფლექსი რა არი? ავტომატური რეაგირება ხო რამე სტიმულზე? სად ავურიე აბა, ეტიმოლოგიაზე რო მომსდევ პასიურ აგრესიულად 😂 ფსიქოლოგი ვარ მეც, რაკიღა ტერმინები და ლეიბლები ესეთი მნიშვნელოვანია. შენ კიდე მაინც პასუხგაუცემელი დატოვე შეკითხვები. და ეგ კულტურა საიდან აღმოცენდება? არქეტიპული სიმბოლიკა, ხატები და შინაარსები რატოა უნივერსალური სწორედ ერთმანეთისგან იზოლირებულ კულტურებშიც კი???? (აი აქ არი გასაღები) .
      განმანათლებლობამ კიდე იმიტო დააბნელა, რო , აგერ ჰა თუნდაც ეს კაციც იძახის, ტრანსცენდენტული ყველაფერი გამორიცხა და მარტო პოზიტივისტური შემეცნება სცნო. მისტიკის რაციოში მოქცევა სცადა, რამაც მარტო ის მოიტანა რო მასებს რეცეპტებით და რიგიდული ფორმულებით გამოერეცხათ ტვინები

  • @odysseus5199
    @odysseus5199 Рік тому

    სამწუხაროდ იმაზე სუსტია ვიდრე ველოდი, ყველა ქვა არ უჭირავს - მაკროს და მიკროს სინთეზს ვერ აწარმოებს - ...
    რა არის როდესაც არ ფიქრობ?
    რამ ჩამოაყალიბა პირველი ფიქრი.
    ეს არის საწყისი მოცემულობა და ამას კვანტური ცოდნა არსჭირდება მარტივი ლოგიკაა.
    აინშტაინის ფრაზა მახსენდება - თუ გესმის მაშინ შეგიძლია მარტივად გადმოსცეს შესახებ:)))
    და კი კვანტები ვიბრაციის სიხშირეში არსებული ენერგიაა :))

  • @nikagziro9424
    @nikagziro9424 Рік тому

    კი იცის ძალიან ბევრი რაღაც ,ნიჭიერი ადამიანია მაგრამ გადმოცემის უნარი არ აქვს , სხვა ვიდეობიც ვნახე ამის და რავიცი დავიტანჯე .

  • @christian78478
    @christian78478 Рік тому

    "ფუნდამენტური მეცნიერებისადმი ინტერესი პირველად 12 წლის ასაკში გამიჩნდა. ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა და კოსმოლოგია ყველაზე ფუნდამენტური დისციპლინაა იმიტომ, რომ ის იკვლევს სამყაროს ელემენტარულ ბლოკებს, რისგანაც ყველაფერია შექმნილი. შესაბამისად ამას ფუნდამენტურ ფიზიკას ვეძახით. ნებისმიერ დისციპლინას თავისი ჩარჩო გააჩნია. ის ჩარჩო, რაშიც ჩვენ ახლა ვმოქმედებთ არის ველის კვანტური თეორია, რომელიც კვანტური მექანიკის განვითარების უმაღლესი ეტაპია. სკოლაში ძალიან კარგად გვასწავლიდნენ მექანიკას, ფიზიკას და ვიცოდით, რომ არსებობს ბუნების კანონები და მექანიკური სისტემა ემორჩილება ზოგადად ფიზიკის კანონებს. ფიზიკის კანონები კი გვეუბნება, რომ დროის რაღაც მოცემულ მომენტში თუ ვიცით რა მდგომარეობაშია სისტემა, მაშინ შეგვიძლია გამოვთვალოთ, რა მდგომარეობაში იქნება ეს სისტემა დროის სხვა რომელიმე მონაკვეთში. პარალელურად სკოლაში საზოგადოებათმცოდნეობას გვასწავლიდნენ, ძლიერად შეზავებულს მარქსისტ-ლენინისტურ იდეოლოგიასთან, რომელიც ცხადია, მატერიალისტური იყო. ცდილობდნენ სისულელეს - რომ უარეყოთ ტრანსცენდენტული არსი. მე მაინტერესებდა არსებობს თუ არა ტრანსცენდენტული მხარე ანუ რაღაც, რასაც მეცნიერება ბოლომდე ვერ ჩაწვდება, მაგრამ მეცნიერული მეთოდით რაღაც დონეზე მაინც შემეცნებადი იქნებოდა მისი ნამდვილად არსებობა. აქ ასეთი პარადოქსი მივიღე - თუ ფიზიკა გვეუბნება, რომ დროის რაღაც მოცემულ მომენტში თუ ვიცით რა მდგომარეობაშია სისტემა, მაშინ შეგიძლია გამოთვალო რა მდგომარეობაში იქნება ეს სისტემა დროის სხვა რომელიმე მონაკვეთში, მაშინ ყველანაირი განუზღვრელობა მოხსნილია. ეს იმიტომ რომ თუ ავიღებთ მთელ სამყაროს, ეს მთელი სამყარო ფიზიკური სისტემაა და ის რაღაც მდგომარეობაშია კონკრეტული დროის მომენტში და ფიზიკის კანონები ცალსახად მეუბნება, რა მდგომარეობაში იქნება ის მომავალში. ამან დამაბნია იმიტომ, რომ გამოდის მომავალი განსაზღვრულია და მაშინ სად არის თავისუფალი არჩევანი? გამოდის, რომ არსებობს ბედისწერა, რომელსაც ვერ გაექცევი და ყველაფერი უკვე გაწერილია, განსაზღვრულია ანუ დეტერმინირებულია. ერთადერთი გამოსავალი აქედან რაც მაშინ ლოგიკურად მოვნახე იყო ის, რომ უნდა დაგვეშვა, რომ არსებობს რაღაც სისტემა, მატერია ან რამე მსგავსი, რაც არანაირ კანონებს არ ემორჩილება, მაშინ ეს ტრანსცენდენტული იქნებოდა. ეს არ მაძლევდა მოსვენებას. ამაზე მასწავლებლებს დაველაპარაკე და საერთოდ ვერც გაიგეს რაზე ველაპარაკებოდი. შემდეგ ერთ-ერთ წიგნში ამოვიკითხე რომ ეს განსაზღვრულობა ცნობილია მეცნიერებაში და ეწოდება ლა პლასის დეტერმინიზმის პრინციპი. ლა პლასიც აყალიბებდა იგივე მოსაზრებას რომ თუ იარსებებს ტვინი, რომელსაც სამყაროზე მთელი ინფორმაცია გააჩნია, მაშინ ნებისმიერ მომენტს მომავლისას იწინასწარმეტყველებდა უდიდესი სიზუსტით. კლასიკური ფიზიკა მართლაც დეტერმინისტულია. დაახლოებით ამავე პერიოდში კვანტურ მექანიკაზე დავიწყე ლიტერატურის გაცნობა და მიუხედავად იმისა, რომ 12 წლის ასაკში ბევრს ვერაფერს ვიგებდი, იმდენი მაინც გავიგე რომ კვანტური მექანიკა დაფუძნებულია სუპერპოზიციის პრინციპზე და ალბათობებზე და მივხვდი იმასაც, რომ თუ სადმე არსებობდა ჩემს კითხვებზე პასუხები, პირველ რიგში ზუსტად აქ - კვანტურ მექანიკაში, ფუნდამენტურ ფიზიკაში უნდა მეძებნა. თუმცა უნდა გავიგოთ ისიც, რომ კვანტური ფიზიკა ცალსახად არ იძლევა იმ კითხვაზე პასუხს თუ რას ნიშნავს თავისუფალი ნება. ვინაიდან კვანტური ფიზიკაც დეტერმინისტულია თავისებურად, მიუხედავად იმისა რომ არის ალბათური. კვანტური ფიზიკა გვეუბნება, რომ ის ენა, რომლითაც ის აღწერს მდგომარეობას, ასევე გულისხმობს ევოლუციას და საწყისი მდგომარეობიდან საბოლოო მდგომარეობამდე მიდის. უბრალოდ კვანტური მექანიკა გვეუბნება, რომ მდგომარეობის ის გაგება რაც არის კლასიკურ ფიზიკაში, რომ მაგალითად რომელიმე კონკრეტული ქვა ან აქ არის ან იქ, ასეთი მარტივი მოცემულობა აღარაა კვანტურ მექანიკაში.

    • @christian78478
      @christian78478 Рік тому

      აქ გამოსავალი გაცილებით უფრო მრავალფეროვანია - ქვა შეიძლება იყოს აქაც და იქაც ერთდროულად, რასაც ვუწოდებთ სუპერპოზიციას. ასე რომ ეს ქვა რაღაც ალბათობით შეიძლება დააფიქსირო აქ ან იქ. მაგრამ სუპერპოზიცია არ დაიყვანება მხოლოდ ალბათობებზე. ის არის მთავარი ამოსავალი მომენტი - სუპერპოზიცია სამყაროს ფუნდამენტური ბლოკია. ქვის საბოლოო მდგომარეობის დაფიქსირება აქ ან იქ მხოლოდ ზედნაშენია, სინამდვილეში ფუნდამენტი სუპერპოზიციაა. ჯერჯერობით არავინ იცის რას ნიშნავს ამგვარ კვანტურად დეტერმინისტულ სამყაროში თავისუფალი ნება. ეს რომ გავიგოთ მარტო სუპერპოზიციის არსი კი არა, არამედ ისიც უნდა გვესმოდეს თუ როგორ იღებს ადამიანი გადაწყვეტილებას - რას ნიშნავს გადაწყვეტილების მიღება. ყველა ვარიანტში, ჩემთვის გასაგები იყო რომ რასაც სკოლაში გვასწავლიდნენ, ის შეუძლებელი იყო რომ სიმართლე ყოფილიყო. ან უნდა დამეშვა რომ არსებობს რაღაც მატერია, რომელიც არანაირ კანონებს არ ემორჩილება და მაშინ მთელი მატერიალიზმი სანაგვეში მიდიოდა, იმიტომ რომ თუ არსებობს მატერია, რომელიც არანაირ კანონს არ ემორჩილება, მაშინ მატერიალიზმიც არ არსებობს. მატერიალიზმი ხომ იმას ნიშნავს, თუ შენ კანონს გაიგებ, მაშინ ყველაფერი გასაგებია იმ კანონის მიხედვით. ან არის მეორე ვარიანტი, რომ უნდა დამეშვა რომ არსებობს დეტერმინიზმი. დეტერმინიზმი, რომელიც კიდევ უფრო საშინელი აზრია იმიტომ, რომ თუ ის არსებობს, მაშინ თავისუფალი ნება აღარ არსებობს და აბსოლუტურად ყველაფერი გაწერილია და თვითონ მატერიალისტურ მოძღვრებასაც კი ამ შემთხვევაში ფასი ეკარგება - მატერიალისტური მოძღვრება ამბობს, რომ მთავარი ამოსავალი წერტილია ადამიანია, ის განსაზღვრავს ყველაფერს და მისი ნებაა მთავარი. დეტერმინისტულ სამყაროში კი ადამიანის ნება იკარგება, აღარ არსებობს, ერთი უბრალო ჭანჭიკი გამოდის დიდ სისტემაში (როგორც უკვე დისკზე ჩაწერილ ფილმში მსახიობი ვერაფერ ახალს ვერ გააკეთებს გარდა იმისა, რაც უკვე დისკზეა ჩაწერილი). მაგრამ პასუხი დღემდე ვერ მივიღე. საბოლოო პასუხი ჯერჯერობით ამ დაპირისპირებაში კვანტურმა მექანიკამაც კი ვერ გამცა. დღეს მეცნიერებას ამაზე პასუხი არ აქვს. აინშტაინი დეტერმინისტი იყო და ეწინააღმდეგებოდა კვანტურ მექანიკას მიუხედავად იმისა, რომ თავისი გენიალური აზროვნებით, მის განვითარებასვე მისცა ბიძგი. დღეს უკვე ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ სამყარო კვანტური ველის პრინციპებით იმართება.

    • @christian78478
      @christian78478 Рік тому

      1998 წელს მე და ჩემმა კოლეგებმა წარვადგინეთ ჩემი თეორია და ვაჩვენეთ, რომ შეიძლება არსებობდეს დამატებითი განზომილებები, რომლის ზომაც დაახლოებით 1 მილიმეტრია. ეს ყველასთვის შოკი იყო - რთული აღმოჩნდა წარმოედგინათ, რომ არსებობს 1 მმ-ის ზომის დამატებითი განზომილებები, რომელსაც ყოველდღიურობაში ვერ ვამჩნევთ, მაშინ როცა 1 მილიმიტრი საკმაოდ დიდი ზომაა, თვალით ხილვადი. მათი ზომა 1 მილიმეტრს არ აღემატება მცირედითაც კი. ასე რომ არ იყოს, მაშინ ჩვენ დავინახავდით მას ექსპერიმენტულად. აღმოჩნდა, რომ ეს თეორია არათუ არაფერს ეწინააღმდეგება, არამედ წინასწარმეტყველებებიც გააჩნია - მაგალითად ის, რომ ცერნის ამაჩქარებელზე შესაძლებელია შავი ხვრელი დაიბადოს. მანამდე ეს აზრი წარმოუდგენელი იყო - მიიჩნევდნენ, რომ შავი ხვრელის ამაჩქარებელზე შესაქმნელად ამაჩქარებლის ენერგია უნდა ყოფილიყო პლანკის ენერგიაზე მეტი, რასაც დასჭირდებოდა გალაქტიკის ზომის ამაჩქარებელი, მაგრამ ჩემი თეორია აჩვენებს, რომ სრულიად დასაშვებია რომ მიკროსკოპული შავი ხვრელი შექმნას ცერნმა. შეიძლება უკვე შექმნა კიდეც, მაგრამ იმდენად სწრაფად იშლება და იმდენად მცირეა, რომ დაფიქსირება პრობლემურია, თუმცა შესაძლებელი. მოკლედ, რას გვეუბნება ეს თეორია: არსებობს დამატებითი განზომილებები და ჩვენ (ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედება, სინათლე, ყველაფერი) ლოკალიზებულნი ვართ სამგანზომილებიან ზედაპირზე. რომ წარმოიდგინოთ წიგნი - წიგნში ხომ არის მრავალი ფურცელი ერთმანეთზე დალაგებული, ჩვენ ერთ-ერთ ამ ფირცელზე ვცხოვრობთ, მაგრამ არსებობს კიდევ პარალელური ფურცლები. ამ ფურცლების (პარალელური სამყაროების) რაოდენობა შეზღუდულია, თუმცა ძალიან დიდია, დაახლოებით არის 10^32 (ათი ხარისხად 32) - ძალიან დიდი რაოდენობა - ტრილიონობით ტრილიონი, თუმცა მაინც სასრული რაოდენობის. ამ თითოეულ ფურცელს ზოგჯერ უწოდებენ პარალელურ სამყაროს (Parallel Universes), მაგრამ ზოგჯერ პარალელურ მსოფლიოებს (Parallel Worlds), რადგან მთლად ცალკე სამყარო ისინი არ არიან, ჩვენი სამყაროს ნაწილები არიან რაღაც კუთხით, ვინაიდან ჩვენ გვაერთიანებს საერთო გრავიტაცია.
      ჩვენს მეზობელ ფურცლებთან ჩვენ მხოლოდ გრავიტაციულად ურთიერთვქმედებთ და შესაძლოა რაღაც ჯერ კიდევ უცნობი ძალებით.
      მაგალითად ბნელი მატერია სინამდვილეში შესაძლოა ჩვენნაირი მატერიაა, რომელიც ამ პარალელურ ფურცლებზეა ლოკალიზებული. ასეთი პარალელური მსოფლიოს არსებობა აბსოლუტურად რეალისტური და მეცნიერულია - რაც ყველაზე მთავარია, ექსპერიმენტულადაა დაკვირვებადი. მაგალითად ჩვენ მათ შეგვიძლია გრავიტაციის ხარჯზე ვეურთიერთოთ. თუ იმ მსოფლიოდან აქ, დედამიწაზე გვესტუმრა იქაური ცივილიზაციის ხომალდი, მათთან შეგვიძლია კომუნიკაცია ჩვეულებრივი გრავიტაციის ხარჯზე. იმ სამყაროს პლანეტამაც კი შეიძლება დედამიწაში გაიაროს და გრავიტაციულად შეგვაშფოთებს და დიდ ნგრევასაც გამოიწვევს თუ მთვარის ზომის იქნება, მაგრამ თუ უფრო პატარა იქნება, მაშინ უბრალოდ მიწისძვრას გამოიწვევს. ჩვენ რა თქმა უნდა არ ვიცით არსებობენ თუ არა იქ ჩვენნაირი ან სხვა ტიპის არსებები ცივილიზაციით. არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.

    • @christian78478
      @christian78478 Рік тому

      თუ ჩვენ ამ "წიგნის" ერთ-ერთ ფურცელზე ვცხოვრობთ და გვესაზღვრება დამატებით განზომილებებში არსებული მეზობელი ფურცლები (სამყაროები), როგორ უნდა გავიგოთ და დავადასტუროთ ეს? წარმოიდგინეთ რომ ჭიანჭველა ან რაიმე არსება ორგანზომილებიან ზედაპირზე ცხოვრობს და წარმოდგენა არ აქვს რომ არსებობს მესამე განზომილება, სადაც მთელი სამყაროა, ადამიანები დადიან, ქალაქებია გაშენებული მათ თავზე და ა.შ. როგორ უნდა გაიგოს ამ არსებამ რომ არსებობს დამატებითი განზომილება, ამ შემთხვევაში მესამე განზომილებაც? როგორ და რაც შეიძლება ძლიერად შეაშფოთოს ის ფურცელი, რაზეც თვითონ ცხოვრობს. იმიტომ რომ თუ საკმაოდ შეაშფოთებს ფურცელს, ტალღებიც წავა ყველა მიმართულებით და არა მხოლოდ თავისი ფურცლის ზედაპირზე, არამედ ყველა მიმართულებით, გარეთაც და დმატებით ფურცლებს შევაშფოთებთ. ცერნში სწორედ ამას ვცდილობთ, რომ ჩვენი პარალელური ფურცლები შევაშფოთოთ. და ეს ვიცით როგორც მოხდება, აღნიშნული მცირე შავი ხვრელის წარმოქმნაც ამ ექსპერიმენტის ნაწილია.
      წარმოქმნილი შავი ხვრელი არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს, პირიქით, იქნება უზარმაზარი ნაბიჯი გადადგმული წინ მეცნიერების განვითარებისთვის. ახლა წარმოდგენაც კი რთულია რამდენად დიდ პროგრესს გამოიწვევს ეს. ჩვენ პირდაპირ ამაჩქარებელზე დავაკვირდებით კვანტურ გრავიტაციას ძლიერ რეჟიმში. ეს საშუალებას მოგვცემს ლაბორტაროიულად შევისწავლოთ შავი ხვრელები, რაც უამრავ ინფორმაციას მოგვცემს. შავი ხვრელები ინფორმაციის ყველაზე ეკონომიური, ეფექტური და კომპაქტური შემნახველები არიან. ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ შავი ხვრელებისგან ეს ყველაფერი და შევქმნათ და გავაუმჯობესოთ როგორც კვანტური კომპიუტერები, ასევე ავამაღლოთ ადამიანების ცნობიერების და ინტელექტის დონეც. ადამიანის ტვინი დაახლოებით 86 მილიარდზე მეტი ნეირონისგან შედგება ათეულობით ტრილიონი სინაფსით. თითო ნეირონი რომ ავიღოთ როგორც ბიტი და შავი ხვრელი, რომელსაც ამდენივე ბიტი აქვს მეხსიერება, შავი ხვრელის ზომა იქნება იმხელა რაც არის პროტონზე მილირდჯერ მილიარდჯერი მცირე, და უფრო მცირეც, მაგრამ ამდენად პატარა შავი ხვრელი ინფორმაციას ძალიან სწრაფად კარგავს, მალე ქრება. ადამიანის ტვინი კი დაახლოებით 100 წელი ინარჩუნებს. ამხელა დროის განმავლობაში რომ შეინახოს ამდენი ინფორმაცია, რამდენიც ადამიანის ტვინს შეუძლია შეინახოს, დაგვჭირდება თითქმის ადამიანის ტვინის ტოლი შავი ხვრელი. ამიტომ 4 მილიარდი წლის განმავლობაში მიმდინარე სიცოცხლის ევოლუციამ ძალიან კარგად მოახდინა ჩვენი ტვინის ოპტიმიზაცია. მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო გაუმჯებესება გვინდა. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ შავი ხვრელისგან ვისწავლოთ. მაგალითად ჩვენ, ადამიანები ხომ არ ვართ ერთადერთი სახეობა, რომელსაც ცნობიერება გააჩნია? რა თქმა უნდა არა, ცხოველებსაც გააჩნიათ ცნობიერება. ადამიანებს ცნობიერების უმაღლესი დონე აქვთ, ძაღლებს უფრო ნაკლები, თევზებს ძაღლებზე ნაკლები და ლოკოკინას თევზზე ნაკლები. როდესაც ვხედავთ ცნობიერების მრავალშრიანობას, მრავალდონიანობას, უნდა მივხვდეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბიოლოგიურად ახლა არ არსებობს ჩვენი თვალთახევდვის არეში როელიმე სხვა სახეობა, რომელიც ჩვენზე მაღალი ცნობიერების მქონეა, ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანმა ზღვრულ დონეს მიაღწია და ამაზე მეტი განვითარება შეუძლებელია. შეიძლება არათუ ზღვრულ დონეს მივაღწიეთ, არამედ დღევანდელი ჩვენი ცნობიერების დონე არაფერი, სრული არარაობა იყოს იმასთან შედარებით, რისი მიღწევაც შეგვიძლია. სრულიად შესაძლებელია რომ ცნობიერების ზრდის ლიმიტი განუსაზღვრელად დიდია. ეგეთი ცნობიერება ჩვენ ხელოვნურადაც შეგვიძლია შევქმნათ - ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც გაცილებით უფრო მაღალი ცნობიერების დონე და ინტელექტი ექნება, ვიდრე ადამიანს. და მეორე, ჩვენ ეს შეგვიძლია გამოვიყენოთ, რომ ჩვენი შთამომავლების ცნობიერება და ინტელექტი გავზარდოთ და გენეტიკური მოდიფიკაციაც გავუკეთოთ მათ. დიდი ალბათობაა, რომ სამყაროში არსებობს მრავალი ტიპის ინტელექტი, რომელთაგან ზოგიერთი სახის შეიძლება ორგანულიც არ იყოს და ამავდროულად გაცილებით მაღალი დონის იყოს, ვიდრე ადამიანი."
      გია დვალი - ქართველი ფიზიკოს-თეორეტიკოსი

    • @christian78478
      @christian78478 Рік тому +1

      ისეთი ინტერვიუა რომ ტექსტადაც უნდა იყოს მთავარი ნაწილები.
      P.S. იმედია მალე დააფიქსირებენ შავ ხვრელს ცერნში და გია პირველი ქართველი ნობელიანტი იქნება.

  • @user-hk8vl5lr4z
    @user-hk8vl5lr4z Рік тому +1

    მე ვარ ექიმი, ფსიქოლოგი და ნერვოლოგი, ვიყავი ავლიპ ზურაბაშვილის მოწაფე, ვმუშაობდი კრიმინალურ ფსიქოლოგიაში, ვარ ბინძური საქმეების სპეციალისტი და გეუბნებით რო ეს ტიპი არი გიჟი და არანორმალური, მამათმავლობის სუნიც ჰსდის, ფრთხილად იყავით მასთან.

    • @Giorgitetunashvili-qi2cx
      @Giorgitetunashvili-qi2cx 10 місяців тому +3

      მერე სადაც ამდენი რაღაც გისწავლია გრამატიკა და წერაც გესწავლა შე დალოცვილო 😀😀

    • @user-hk8vl5lr4z
      @user-hk8vl5lr4z 10 місяців тому

      @@Giorgitetunashvili-qi2cx რათა ცუდად ჰვსწერ ჯო, აბა სად არი შეცდომა გიჟო.

    • @TamarMebonia
      @TamarMebonia 9 місяців тому

      "გიჟი" და "არანორმალური" საშინლად არაპროფესიონალური ტერმინებია. რთული წარმოსადგენია, ფსიქოლოგმა და ნევროლოგმა ეს სიტყვები გამოიყენოს. კონკრეტულად დაასახელეთ, რის სიმპტომებს ამჩნევთ. გარდა ამისა, "ბინძური საქმეების სპეციალისტი" რამე ახალი პროფესიაა?

    • @giorginho19901
      @giorginho19901 7 місяців тому

      არჯად ქალჯატონო ყველაფერი ჯარდად წერია

  • @ketig9564
    @ketig9564 2 роки тому

    Calian sainteresoa.velodebit shemdegs☺️

  • @nnddkk98
    @nnddkk98 Рік тому