ქვეშეთი-კობის გვირაბის სამუშაოები აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა მოინახულა

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 27 вер 2024
  • საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის ფარგლებში მშენებარე 9 კმ-იანი გვირაბის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
    ქვეშეთი-კობის გზის პროექტი აზიის განვითარებისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკებითან (EBRD) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება, რომლის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდ ლარს შეადგენს.
    ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი 2 მონაკვეთადაა დაყოფილი, რომლის ფარგლებშიც შენდება 23 კმ-იანი, 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდი, 5 გვირაბი და რეაბილიტაცია უტარდება 1 ხიდს. ამ დროისათვის, 5 გვირაბიდან უკვე გაიჭრა 2 გვირაბი, ხოლო ყველაზე გრძელი - 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბი უკვე 8 კმ და 100 მ-ზეა გაჭრილი. სამუშაოები აქტიურად გრძელდება დანარჩენ გვირაბებსა ხიდებზეც, სადაც ბურჯებისა და ხიმინჯების მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის დასრულება ეტაპობრივად 2024-2025 წლებში იგეგმება.
    „პროექტი, რომელიც წარმოადგენს ყველა დაგროვილ გამოწვევაზე კომპლექსურ პასუხს, ვითარდება ინტენსიური სამუშაოების ფონზე და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ქვეყნის შიგნით რეგიონული კავშირისთვის, ისე საერთაშორისო რეგიონული თვალსაზრისით. შთამბეჭდავი პროცესია ამ ისტორიული პროექტის 9 კმ-იანი გვირაბის ბურღვითი სამუშაოები, სადაც მომდევნო წელს დაიწყება ელექტრო, მექანიკური, უსაფრთხოების და სხვა ძალიან მნიშვნელოვანი სისტემების მონტაჟიც. პარალელურად, იჭრება სათადარიგო საევაკუაციო გვირაბი, გრძელდება მისასვლელი გზის, ხიდების მშენებლობაც,“-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
    „აღფრთოვანებული ვარ იმ შესანიშნავი წინსვლით, რომელსაც მივაღწიეთ ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორთან - ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ურთიერთთანამშრომლობით. გვქონდა შესანიშნავი შესაძლებლობა ადგილზე გავცნობოდით საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქვეშეთი-კობის გზის ინფრასტრუქტურულ პროექტს და გვენახა გვირაბის გაყვანის სამუშაოები. გვირაბის დიდი ნაწილი გაბურღულია და სამუშაოები დასრულდება მომავალი წლის თებერვალში,“-აღნიშნა აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის დირექტორმა, ევგენი ჟუკოვმა.
    9 კმ-იანი გვირაბის ბურღვის სამუშაოები პროექტისთვის სპეციალურად დამზადებული გვირაბგამყვანი დანადგარით (TBM - Tunnel Boring Machine) წარმოებს. ამ ეტაპზე, სამუშაოების დაახლოებით 90% შესრულებულია. ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბი, საქართველოში ყველაზე გრძელი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება. ქვეშეთი-კობის გზის პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი გზისა და ტურისტული ცენტრის მშენებლობაც.
    პროექტის დასრულების შემდეგ, კობის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა ზამთარში აღარ შეიზღუდება. უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებასთან ერთად, ახალი გზა შეამცირებს გადაადგილების დროსაც და ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას 1 საათის ნაცვლად 15 წუთი დასჭირდება.

КОМЕНТАРІ • 12

  • @КахаКаха-т5б
    @КахаКаха-т5б 4 місяці тому

    მე პირადად მინდა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა, მე მსურს რომ საქართველოს ქონდეს ყველა ევროპელ ქვეყნებთან კარგი პოლიტიკური ურთიერთობა, რაც შეეხება საქართველოს რუსეთის ახალ მაგისტრალს ეს გრანდიოზული მშენებლობაა, ეს არა მარტო საქართველოს ჭირდება არამედ ყველა ქვეყნებს რომლებიც მოძრაობს ტრანზიტით საქართველოს გავლით, მე კიდევ მსურს რომ აშენდეს რკინისგზა, ეს დამატებით შექმნის ხალხის მგზავრობას იოლად მგზავრობას, ასევე ტვირთის გადაზიდვას, ეს უკვე დამატებითი ფინანსები ბიუჯეტში, საქართველოს არ ააქვს ნავთობი, გაზი, რკინა ნახშირი, საქართველოში არა არის არავითარი მძიმე მრეწველობა, მაგრამ საქართველოს აქვს ყველანაირი შანსი რომ იცხოვროს ბედნიერად, ეს კურორტები ბორჯომი, წყალტუბო, საირმე, ბევრი კურორტებია, იმას აღდგენა ჭირდება, და დარწმუნებული ვარ რომ რუსეთთან და ევროპასთან ერთად საქართველო მიაღწევს წარმატებებს

  • @demoxaladze9438
    @demoxaladze9438 9 місяців тому +1

    გვირაბებში სხვა რამეც უნდა დამონტაჟდეს რომ საჭიროების შემთხვევაში თავზე დაემხოთ

  • @pirakobesaschwili8453
    @pirakobesaschwili8453 10 місяців тому

    გთხოვთ დადოთ ახალი სრული ვიდეო კობი-ქვეშის გვირაბებსა და მაგისტრალებზე.

  • @gogazalace2004
    @gogazalace2004 9 місяців тому

    ადგილობრი მოსხლეობას ნუ გაფატრავთ თქვენი გზის გაყვანით,ველური დასვლეთი არ არის რკინიგზა რომ გაყავდათ,ადგილობრივეს შეეკიატხეთ?!

  • @lashajiqia6886
    @lashajiqia6886 9 місяців тому

    წვიმა რო წამოვიდეს ხო არ დაანგრევს იმ ახალი ხიდივით? შენ არ იძახდი წვიმა წამოვიდა და ბიჯი დაინგრეოდა აბა რას იზავდაო?

  • @XXX10Tacles
    @XXX10Tacles 9 місяців тому

    კაია, მაგას რა სჯობია თუ რუსები კომფორტულად იმგზაგრებენ ლარსით.

    • @Alex-go4fx
      @Alex-go4fx 7 місяців тому

      სააკაშვილი უფრო ლამაზად ფუთავდა ყველა ბოსელს, და დატოვა საქართველო მამაპაპეულ ვალებში!

    • @XXX10Tacles
      @XXX10Tacles 7 місяців тому

      @@Alex-go4fx აჰა ეს მაგარი იცით ყველაფერის ნაციონალებზე და სააკაშვილზე გადაბრალება, კიდე კაი ეგ კაცი ცოცხლებს თორე მერე ვიღას მიაწერდით ამ ყველაფერს. ციტირება "ვინც გაჭირვებულია ნაციონალია".
      ვთვათ და სიყვაზე მართალი ხარ, ანუ კაია ხოო რუსეთს რო ვეტენებით იმ ყველაფრის მერე რაც გაგვიკეთეს. ხო აბა რა, სააკაშვილია ბრალია აფხაზეთის ომიც, იქაც სააკაშვილი იყო.
      რახამ და სააკაშვილი პიდარასტი იყო ესეიგი ამათ ყველაფერი ეპატიებათ თუ რა ლოგიკაა ვერ ვხდები.

    • @Alex-go4fx
      @Alex-go4fx 7 місяців тому

      @@XXX10Tacles მე ვხედავ რომ რაღაცას ესენი აკეთებენ, და ბევრი რამე მართლა კარგია. არ არიან ის რაც გვინდა, ცუდსაც აკეთებენ, მაგრამ ჯერ ოპოზიციაში არავინ არ არი რიმ ამათზე მეთი გააკეთონ, ეგ ფაქტია, უფრო აურევენ.
      როცა გამოჩნდება მერე ვილაპარაკოთ.
      მანამდე უნდა რაც არ მოგვწონს ვიძახოთ რომ გაიგონ, შეეშინდეთ და გააკეთონ უფრო კარგად!

    • @XXX10Tacles
      @XXX10Tacles 7 місяців тому

      @@Alex-go4fx არც მე არ მომწონს არავინ ოპიზიციიდან მაგრამ, ვფიქრობ რომ ნებისმიერი გააკეთებს საქმეს იმ დონეზე როგორც ესენი აკეთებენ და მე პირადად დამოუკიდებელი პოლიტიკოსი მირჩევნია, რაც არ უნდა სუსტი იყოს, ადამიანი ვინც მოუსმენს ხალხს, ვიდრე პოლიტიკური ძალა რომელიც ყველაფერს გააკეთებს რომ ბატონი ბიძინა გაახაროს.

    • @XXX10Tacles
      @XXX10Tacles 7 місяців тому

      @@Alex-go4fx თან ესენი აკეთებენ ბევრ კარგს და ოპიზიცია ვერ შეცვლებს ამათ ჩანავლებას? ეს ის ხალხი არ არიან რომ იძახდნენ სასამართლო კი წავაგეთ იმიტორო ხელშეკრულება დავარღვიეთ მაგრამ სამაგიეროდ ნაკლები ჯარიმის გადახდა მოგვიწევსო ? საერთოდ რო არ დაერღვიათ არა ? :D
      თუ ბათინკი რომ მისცეს კაი ხარისხის ჯარს სხვა ვერ შეძლებს მსგავსი რამის გამეორებას ? ვაიმეე რა დღეში ვართ.... და ხალხი კიდე ამათი მომხრეა. 10 წლის განმავლობაში მარტო ბათინკით შემოიფარგლნენ და მაგით ამაყობდნენ.... ღმერთო ჩემო...

  • @Иван-с2ш5ь
    @Иван-с2ш5ь 8 місяців тому

    ᲦმერᲗმა ხელი მოგიმარᲗოᲗ. საᲨვილიᲨვილო საქმე კეᲗდება ქვეყნის განვითარებისᲗვის და ხალხისთვის. გუდაურის ბუნებაც გაიწმინდება და ინფროსტრუქტურაც გაუმჯობესდება.