სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 18 кві 2024
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2023 წლის ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტის მიხედვით, 2023 წელს განსაკუთრებით გაზრდილი იყო საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული საფრთხეები. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, სუს-ი მუდმივ რეჟიმში იღებდა ყველა შესაძლო ზომას, რათა მოეხდინა პრევენცია და აღეკვეთა ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაზიანებლად წარმოებული ღონისძიებები. ანგარიშშია ნათქვამია - „საანგარიშო პერიოდში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, უცხო ქვეყნის სპეციალურ სამსახურებთან დაკავშირებული ძალებისა და ცალკეული დესტრუქციული ელემენტების მიერ აქტიურად მიმდინარეობდა ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიები.
    2023 წელს საინფორმაციო ომის ფარგლებში სხვადახვა ძალის მიერ წარმოებული კამპანიის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის შეფერხება, სტრატეგიულ მოკავშირეებთან პარტნიორული ურთიერთობების დაზიანება, საქართველოს როგორც დემოკრატიული და დასავლური ფასეულობების მატარებელი ქვეყნის იმიჯის დისკრედიტაცია, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების უნდობლობისა და უკმაყოფილების გაზრდა, ასევე, საზოგადოებაში პოლარიზაციის დონის ამაღლება“, - აღნიშნულია ანგარიშში.
    ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა ცალკეული მედიასაშუალებების მხრიდან, ასევე სოციალური ქსელების და ინტერნეტსივრცის გამოყენებით, მიზანმიმართული პროვოკაციული განცხადებები, რაც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში უკმაყოფილების მუხტის გაღვივებისა და დაპირისპირების პროვოცირების საფრთხეს ქმნიდა.
    „გამოვლინდა ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი ცალკეული ჯგუფები, რომლებიც ზემოაღნიშნული კატეგორიის მოსახლეობაში ავრცელებდნენ ნაციონალისტური ხასიათის განცხადებებს, ცრუ და დამახინჯებულ ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას და ანტიქართულ ნარატივებს.
    საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივ რეჟიმში ახორციელებდა ე.წ. საინფორმაციო ომის ფარგლებში მიმდინარე პროცესების მონიტორინგს და აღნიშნული კამპანიების, დაფინანსების წყაროების გამოვლენას. ოპერატიულ კონტროლზე იყო აყვანილი საზღვარგარეთ მსგავს საქმიანობაში ჩართული ორგანიზაციები და საქართველოში მათთან შესაძლო კავშირის მქონე სუბიექტები, რომლებიც ხელს უწყობდნენ შუღლისა და ნაციონალისტური განწყობების გაღვივებას. არსებული გამოწვევების განეიტრალების მიზნით სამსახურის მიერ ტარდებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები“,- აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.
    ასევე სუს-ის ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს საქართველოს სახელმწიფოსთვის ძირითად საფრთხეს კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია წარმოადგენდა. „რუსეთ-უკრაინის ომის მიუხედავად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული რუსეთის საოკუპაციო ძალა, გასული წლების მსგავსად, კვლავ აქტიურად ახორციელებდა უკანონო სამხედრო აქტივობებს, მათ შორის, უკანონო სამხედრო წვრთნებსა და პირადი შემადგენლობის როტაციას. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გრძელდებოდა ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკა. მთელი წლის განმავლობაში საოკუპაციო ძალები განაგრძობდნენ უკანონო დაკავებებსა და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას.
    საანგარიშო პერიოდში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება განსაკუთრებით დამძიმდა და გართულდა 2023 წლის ნოემბერში, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზთან მოკლეს საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური. ოკუპაციის კიდევ ერთი მსხვერპლი დაფიქსირდა ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც მოკლულ იქნა საქართველოს მოქალაქე ვიტალი (თემურ) კარბაია. - ნათქვამია სუს-ის ანარიშში.
    ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
    მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
    გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
    ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
    მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
    დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
    ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

КОМЕНТАРІ •