ციცინო შურღაიას დიდი პატივისცემა და სიყვარული ჩემგან! 1995 წელს მივედი უცნობ ქალბატონთან (ცი ინოზთან) და უსასყიდლოთ, თუმცა ფინანსური პრობლემა არ მქონია და არც მიგრძნობინებია! მან ქართულათ და დიდი მზრუნველობით გამისწორა მოღრეცილი სახე( სამწვერა ნერვის ანთება მქონდა)! ერთი სიტყვით ციცინო არი თავისი საქმის ვირტუოზი და გულისხმიერი , ლამაზი ქართველი ქსლბატონი!!!!!!
შთაბეჭდილება მრჩება,რომ ნოეს ლექსიკონის ნაკლებობა აქვს,ბანალურ კითხვებს და განუვრცობელს მოყვება უინერესო და მშრალი ინტერვიუ სულ ვუყურებ მის ინერვიუებს ცნობილ ადამიანებთან და არარის ის რაც უნდა იყოს 🤷♀️
ღმერთზე ურწმუნოებაზე პასუხით რა სევდიანი იყო, ვფიქრობ, ეს იპოვა გამოსავლად და იმ გამოცდილების ახსნად, რაც მას ჰქონია. თუმცა ეს მისი არჩევანია. ძალიან საინტერესო რესპოდენტია, მაგრამ საოცარი სევდა დამიტოვა. ალბათ, სიყვარულის რომ არ სწამს, იმიტომაც ეპარება ღმერთის არსებობაში ეჭვი. ძალიან საინტერესო გადაცემა იყო და რსპოდენტიც ძალიან კარგი. 😊გულის სიღრმეში ვფიქრობ, ღმერთის სჯერა, წინააღმდეგ შემთხვევაში, უფასოდ ოპერაციების არ გააკეთებდა. სიკეთის მაინც სწამს, უბრალოდ, მეცნიერია და არ უნდა ამ ჭრილიდან გამოვიდეს.
ღმერთის რწმენის გარეშე, ნამდვილად დამთავრდება ყველაფერი სიკვდილის შემდეგ... ქალბატონო ციცინო, უსაყვარლესო და უკიდეგანოდ კეთილო, ღვთის სიყვარული შეგყროდეთ!❤
საინტერესო ინტერვიუ იყო,ნოეს თავისი ინტერესები, შთაბეჭდილებები და რწმენა აქვს; ციცინოს თავისი ცოდნისა და გამოცდილების, პროფესიული პრაქტიკის პარალელურად თავისი არანაკლებ შთამბეჭდავი ხედვა და აღქმა აქვს . მადლობა რომ გაგვიზიარეთ ინტერვიუ ❤
წარმატებები მუდამ.არაფერი მთავრდება და არაფერი ქრება.მოელის მეორედ მოსვლას ადამიანი სიცოცხლისათვის ან საბოლოო დაღუპვისთვის.გწამდეთ უფალი გფარავდეთ მუდამ.ურწმუნოთა და მეცნიერთა თვალით სულელი ადამიანია ის ვინც ელოდება უფლის მოსვლას სულ, ელი.❤ სიხარულით
უმაგრესი ულამაზესი უჭკვიანესი ქალბატონი შემიზლია 10 ჯერ ვუყური ერთი და იგივე გადაცემას სადაც ქალბტონი ციცინო საუბრობს.ვგიჟდები ამ ქალბატონზე ულამაზესი იდუმალი ნამდვილი ქალია❤❤❤❤❤❤ წარმატებები ქალბატონო ციცინო❤❤❤❤
მოგესალმებით, ნოე უმაგრესი ადამიანი ხაართ.რა კარგი რესპოდენტი მოიწვიეთ. ქ. ციცინო საოცარო ქალბატონო, თქვენ რომ იცოდეთ ოღონდ მართლა, როგორ გვიყვარხართ და გაფასებთ . იმდენად გეტყობათ თქვენი თავმდაბლობა, მოკრძალება, უბრალოება და ყველა ადამიანის მდგომარეობაში შედიხართ. არაფერს ვამბობ უსაზღვრო უდიდეს პროფესიონალიზმზე. მართლა მარია კალასი ხაართ პლასტიკურ ქირურგიაში. ❤❤❤❤❤
საყვარელ ნოეს რა თავკომბალას ცნობიერება აქვს! ყველა ადამიანს რომ საკუთარი მრწამსი აქვს ყველაფერზე და ეს პატივსაცემია, როგორც ჩანს მისთვის არავის უსწავლებია. რა “საშინელი პასუხია” როგორ გაბედა და აღმოხდა მედიდურად 😊 ძალიან სამწუხაროა ეს მაღალი ცნობიერების მქონე ადმაიანები ასეთ პაწაწინებს რომ თანხმდებიან ინტერვიუებზე😊
ქ.ციცო თქვენ მართალი ბრძანეთ,არ ჭირდება ძლიერ ქალს ქმარი!თქვენ ხართ მართლაც უმაგრესი პიროვნება და რად გინდათ გვერდში ჩმორები!!❤❤❤ვგიჟდები თქვენზე!იას თქვენს გამო ვუყურებ ტიკ-ტოკზე!!❤❤
ძალიან მომეწონეთ თქვენი საუბარი,განსაკუთრებით ის ოპერაცის გაგება დედამთილმა რომ მოწამლა ამხელა სიყვარული გამოიჩინეთ.უფალმა სულ დალოცვილი გატაროს იმედი ხარ ცხოვრების.❤❤❤❤
საუკეთესო გადაცემის, საუკეთესო წამყვანი ხარ ნოე. ❤❤❤❤. ჩემი დიდი პატივისცემა უნიჭიერეს ქალბატონ ციცოს. მეც მასე ვფიქრობ რომ სიკვდილით ყველაფერი მთავრდება. არ არსებობს სხვა სამყარო.
ასეთ ქალს კაცი არც სჭირდება! ისე რა საშინელ დღეში უნდა იყოს ის კაცი, როცა ამდენი მორგში ნანახი ხალხის მერე სახლში დაბრუნდება ასეთი ქალი?😲😲😲😲 ან ამდენ "გადაჭრილ-ალეწილ" ადამიანს გადააბამს😢😢😢 და მერე მასთან ოჯახურ-ფისუნიაობაში რაფერ უნდა იყო?😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂
@@LaliBeridze-t9t ეხლა ეგ რა შუაშია? მაშინ არცერთმა ექიმმა, არც კაცმა და არც ქალმა ოჯახი არ უნდა შექმნას თქვენი აზრით? აბა მორგი ყველას აქვს ნანახი და გადაჭრილ-გადალეწილ ხალხსაც მკურნალობენ. პოლიციელებმა, პროკურორებმა და გამომძიებლებმა რაღა ქნან უამრავ მოკლულს რომ ნახულობემ და საზარელ მკვლელობებს იძიებენ? არც მაგათმა უნდა შექმნან ოჯახი? ეს ოჯახური ფისუნიაობა კიდევ რაღა ჯანდაბაა?!
ყველას გიხდით უღრმეს მადლობას პროდიუსერები დან,წამყვანის ჩათვლით და ჩემი ღრმა პატივისცემა ქალისადმი,რომელიც ნამდვილად იმსახურებს ამას.ქალბატონი ციცინოს მიმართ ისედაც სიმპატიით ვარ განწყობილი და უფრო შემიყვარდა ამ გულწრფელი საუბრის შემდეგ...❤❤❤❤ თქვენისთანა ქალები გვყავს თითზე ჩამოსათვლელი და მინდა გისურვოთ გამძლეობა დაუნდობელი ხალხისგან გამომდინარე და დიდხანს სიცოცხლე.❤❤❤❤❤ციცინო შურღაია ჩემი დიდი მოტივატორი ქალი, რომელსაც ვცემ დიდ პატივს.მადლობა სამყაროს რომ თქვენ არსებობთ ქართველი ქალი,ქვეყნის და ერის ბრილიანტი❤❤❤❤❤
სული უკვდავია, რადგან სული ენერგიის ნაწილია და ყველაფერი ენერგიაა. მთელი უნივერსი ენერგიაა.ეს უკვე ასტრო ფიზიკამ დაამტკიცა..სული ჩასახვის დროიდანვე არსებობს.სული ამქვეყნად მოდის და იძენს სხეულს, რომელიც უკვე ჩასახვამდე ამოირჩია. სული ირჩევს იმ წყვილს და ირჩევს კიდეც გარეგნობას დედას ჰგავდეს თუ მამას ან ორივესგან ყველაზე ლამაზ ნაწილს უთანხმებს. სულს სხვანაირად ჰქვია ინტუიცია, ანდა შინაგანი ხმა ანდა ცნობიერება, ვისაც როგორ უფრო ესმის ისე შეხედავს ამას.რაც მართლა მთავრდება სიკვდილის შემდეგ არის სხეული - ის ვეღარ აღსდგება, მაგრამ სული რომ სხეულს დატოვებს ის მერე ისევე ეძებს სხვა სხეულში შევიდეს ანუ ჩაისახოს, რადგან სულს მარტო ყოფნა ატმოსფეროში თუ დაბლა მიწაზე არ უყვარს, მოსაწყენია და ის იცვლის სხეულს.სირთულე იმაშია, რომ ჩვენ ამას არავინ გვასწავლის გავიგოთ ის თუ წინა სიცოვხლეში ვინ ვიყავით და სამწუხაროდ მიმაჩნია ეს და არ მომწონს ჩვენ თვითონ რომ ამას ვერ ვიხსენებთ, თუმცაღა რომ შეიძლება ამ ქვეყნად უკვე ვიყავი, მაგრამ ეხლა სხვა ცნობიერება მაქვს, ანუ სხვა ტვინი აქვს.მე ინკარნაციის იმითი მჯერა, რომ განსაკუთრებით ბავშვობაში ხშირად ვჩერდებოდი რამდენიმე ადგილას სადაც დეჟავიუ მემართებოდა და ვერ ვიგებდი ეს ადგილი, რომელიც პირველად ვნახე რატო მეცნობოდა ასე ზუსტად.არც არავინ მაცდიდა უფრო მეტი მეფიქრა, მიყვიროდნენ " წამოდი ახლა, რათ იცი ბავშვო ასე ერთ ადგილას გაშტერება და დგომა"- ო..ხოდა რატო და ახლა ამ ჩაშტერებას და ჩამოდგომას მედიტაცია ჰქვია, სადაც შეიძლება წარსული დაინახო ვინ იყავი..იქნებ მაშინ გამეგო იმ ადგილებით რატო მეცნობოდა და ვინ ვიყავი წინად, მერე ძნელია ამ ადგილების გახსენება თუ სპეციალური სულის მოგზაურობის მედიტაცია არ გააკეთე მედიუმთან.სული უკვდავია, მაგრამ მართლაც ეგ არის, რომ ამას ვეღარ გრძნობ სხეულის გარეშე და არც იმ სულს არ შეუძლია ლაპარაკი ან შეხება და აი აქედან რთულდება ყველაფერი😊.ფაქტია, რომ სხეული სულის გარეშე ვერ ფუნქციონირებს და სული სჭირდება და სულს კი, რომ გამოჩნდეს და მოქმედებაში მოვიდეს მას სჭირდება სხეული..და ასეა რომ მერე ტვინი კი არ მართავს ადამიანს არამედ სული, რაც გულის ხმას ნიშნავს და ყური ჩვენ გულს-ინტუიციას უნდა მივუგდოთ.ტვინი გვესაჭიროება პრაქტიკული საქმეების განხორციელებაში, დაგეგმვაში, სწავლაში, გახსენებაში, ორგანიზატორულ საქმეებში .გადაწყვეტილება კი მხოლოდ გულმა უნდა მიიღოს.ჩვენ კი ასე გაგვზარდეს რომ "გულით კი არა ცივი გონებით უნდა გადაწყვიტო"- და რა მცდარია ეს შეხედულება..ე.ი. გული მიგრძნობს სხვა რამეს და ამ დროს ჩვენ ❤კი არა, მშიშარა ტვინის მეორე ნახევარს- რაციონალურ მსჯელობას ვუსმენთ და შეცდომები იმიტო მოგვდის ცხოვრებაში, რადგან რაციო მშიშარაა და ძველი ურჩევნია , ვიდრე ახალი რამ გააკეთოს.ჩვენმა სულმა კი, რომელიც ჩვენი გულის მეშვეობით გვაგებინებს, მან ყოველთვის სწორად იცის, რა უნდა გააკეთო და ამიტომაც მივედი მე იმ დასკვნამდე რომ სული იგივე ღმერთს ნიშნავს, ღმერთი იგივე უნივერსია, იგივე იესო და იგივე ჭეშმარიტებაა.მხოლოდ ასე შეიძლება ეს წინადადება გავიგოთ თუ რას ნიშნავს:" ღნერთი არს ჩვენში და ჩვენა ვართ ღმერთში".. როგორ? იმიტო, რომ ყველაფერი სულია და იმ ენერგიის ნაწილი რასაც ჩვენ ღმერთს ვეძახით. ყველა ადამიანში ამიტომაც არის იესოს სულის ენერგია და ამიტომაც ვართ ყველა ადამინები ერთმანეთთან დაკავშირებულები. ამიტომ შეიძლება მხოლოდ, რომ იესო გულით ატარო, რადგან მისი სულის ნაწილი ხარ❤.ღმერთი იმიტო ხედავს ერთდროულად ყველას რომ ჩვენ მისი მიკრო ფორმატები ვართ და ამიტომაც გვაქვს თვითგანკურნების ძალა, რაც იესოს ჰქონდა.ჩვენ პატარა ღმერთები ვართ და სასწაულების მოხდენა ჩვენთვის და ჩვენი ცხოვრებისთვის ამიტომაც შეგვიძლია, მაგრამ ამას თუ ასე არ დაინახავ, ვერ შეიგრძნობ და რეალიზაციას ვერ მოახდენ მაშინ ვერ გამოსცდი ამ თვისებას და სწორედ ეს არის ცხოვრების საიდუმლოება❤. ამიტომ, სულისთვის დედამიწაზე ყოფნა ყველაზე ლამაზი ადგილია და ამიტომაც გამოთქმა "სიცოცხლე ტკბილია" და"ერთხელ ხარ მოსული ამ ქვეყნად" და ეს მოსვლა ყველანაირად კარგად უნდა გამოიყენოს ადამიანმა,რაც შეიძლება ლამაზად და რაც მთავარია სიყვარულით და სიკეთით. ჩვენ ვართ სიყვარული,რადგან სული სიყვარულია-სიყვარული კი სულია.❤
@@khatunachachanidze3333 თუ ეთანხმებით, მადლობა, თუმცაღა ამის მოლოდინი არ მაქვს..მაგიტომ არ ვწერ..რომ იცოდეთ არც ერთი კლასიკური ფილისოფოსის არაფერი არ წამიკითხავს.. ჩემი უდიდესი ფილოსოფოსი დედა-ბუნება და ჩემი ინტუიცია-სულია..მე რასაც ვწერ ჩემ თავზე გამოცდილი დაკვირვებებია..მე ეს ყველაფერი მაინტერესებდა პატარაობიდანვე, როგორც აღვნიშნე და ამის გასაგებად კი ლუიზე ჰეის წიგნიდან " ჯანმრთელი სხეული და ჯანმრთელი სული" რომ მაჩუქეს 7 წელი დავამუშავე თემები და ბევრი რამ გავიგე ცნობიერების ასამაღლებლად.. 2 წელია კი რეინკარნაციის სემინარებზე ვიღებ მონაწილეობას, ჩვენი ხელმძღვანელი ყველა ამ კლასიკურ ფილოსოფოს არ ჩამოუვარდება..ადამიანი, რომელიც წელში მოწყდა და 1 წელიწადში სულმთლად გამოჯანმრთელდა, რასაც მედიცინა იშვიათ სპონტანურ გამოჯანმრთელებას ეძახიან..ამ პაციენტს- კინო რეჟისორს კი ზუსტად ამან შეეშინა და დააინტერესა , რომ 5 პაციენტიდან მარტო ეს რატომ გახდა ისევ ჯანმრთელი და როგორ დადიოდა ისევ თავისი ფეხით..ამის გამორკვევას 23 წელი მოანდომა, 23 სხვადასხვა ქვეყანაში ყოფნისას, ისე რომ დალაი ლამასთან ტიბეთშიც კი მოხვდა რასაც ვერასოდეს წარმოიდგენდა და მოკლედ ეს კაცი დღეს კურსებს და სემინარებს სთავაზობს ხალხს რათა ასწავლოს მათ სწორი ფიქრით და ლაპარაკით თვითგანკურნება და ბედნიერება და სიყვარულ საკუთარი თავისა და აშშ . და საერთოდ დედა-ბუნება და უნივერსი როგორ მოქმედებს ადამიანთან.. ასე ვაკვირდები ცხოვრებას და დილის 5 საათზე იცით როგორი პასუხები ჩამომდის ხოლმე მაღლიდან? ..მე წინა დღეს ან ძილის წინ შევეკითხები და პასუხი მოდის..სულაც არ მიზიდავს სიმართლე გითხრად ვიცოდე უეჭველად დიდი ფილოსოფოსები.. რაც მინდოდა მასწავლის ცხოვრება..და ისინიც ადამიანები იყვნენ და ჰქონდათ მაღალ ენერგიასთან კონტაქტის უნარი ..ე.ი. ფილოსოფიის ლექტორმა ფილოსოფია რომ ახსნას ლექციაზე, მათაც ასე ეტყვიდ "გეთანხმებით, მაგრამ გაჯერებულია კლასიკური ფილოსოფიითო"?..ეს მარტო ფილოსიფია არ არის, არამედ უფრო თეოლოგიაა- ლუიზე ჰეის თეოლოგია ჰქონდა ნასწავლი, დანარჩენი თვითონ დაინახა და 80 იან წლებში მილიონობით ადამიანი განკურნა შიდსის დაავადებით. ხოო, ბევრი დავწერე და ამან გაგაჯერად, მაგრამ რა ვქნა გული რომ დაიწყებს ლაპარაკს სიტყვების წერას ვერ ვასწრებ, კომენტარს კი ძალიან იშვიათად ვწერ საერთოდ..თქვენი ბოლო ფრაზებიდან კი ნეგატიური ენერგია წამოვიდა. დამცინიდ, რომ "ეს შენი სიტყვა არ არისო და "გაჯერებულია სხვისი სიტყვებით"-ო😉. რა ვქნა თუ დიდ ფილოსოფოსებისას წააგავს თურმე.იქნებ მეც ვხდები ფილოსოფოსი😃. 17 წელი კია რაც ჩემი სულის სწავლებაში ვარ და თუ მეთანხმებით ე.ი. მოგეწონათ და რაღა გაღიზიანებთ, რატომ მოგხვდათ ჩემი ნაწერი ასე ცუდად? ..იმიტო რომ არ შეიძლება უბრალო ადამიანს დიდი ფილოსოფოსების თვალხედვა თვითონ განუვითარდეს?!.თქვენი წარმოდგენით მე ფილოსოფოსების ფრაზებს ვიმეორებ😉.. თქვენ ალბად კარგად იციდ ყველა დიდი ფილოსოფოსი, კი ბატონო..მე კი არა, თორემ მაშინ იმასაც მივაწერდი ბრჭყალებში რომელი ფილოსოფოსის იყო.. ასეთი რა დავწერე რომ სულ მათნაირი გამოვიდაა?! ..სული უკვდავია, მაგას ბებიაც გვეუბნებოდა .. როგორც ჩანს კი შევძელი თურმე მათნაირი ფილოსოფოსობა😉..
@@khatunachachanidze3333 ასე დარწმუნებული ნუ იქნებით, რომ ეს 'აუცილებლად " სხვისია..ეს უკვე განკიცხვაში და ცილისწსმებაში გადაგდით.. რომ იცოდეთ არცერთი დიდი კლასიკური ფილისოფოსის არაფერი არ წამიკითხავს და ჩემი ცხოვრების გამოცდილებით, შეხედულებებით ვსაუბრობ. ცნობილი, საუკეთესო თეოლოგი ლუიზე ჰეის წიგნიდან ის ვისწავლე რაც ყიველთვის მინდოდა გამეგო, 7 წელი გამუდმებით დავამუშავე ყველა ცხოვრებისეულ თემები. ეს მარტო ფილოსოფია არ არის, არამედ უფრო თეოლოგია, რაც ლუიზე ჰეის ნასწავლი ჰქონდა და მხოლოდ მან შესძლო აეხსნა ჩვენთვის რას ნიშნავს ადამიანი და ცხოვრება ერთმანეთისთვის, ასე ვერვინ შესძლო ეს..80-იან წლებში მან მილიონობით ადამიანი განკურნა შიდსით დაავადებისგან და 3 წლის წინ გარდაიცვალა 90 წლის ასაკში. სხვისგან რომ კარგს ისწავლის ადამიანი, ამას მერე ხომ ყველა თავისი ხედვით განავრცობს .. მარტო ნასწავლი არაფერს გვარგებს თუ ამას ცხოვრების პრაქტიკაში ტრანსფორმირებას არ მივცემთ..ეს კი საკუთარი გზის და ხედვის გაკვალვას ნიშნავს და მე ჩემი უკვე გაკვალული გზის დაკვირვებები მოვყევი, რომელიც სხვებს მოეწონათ..თქვენ კი "გაგაჯერად" - რა ვუყოდ, ასეთია ამჟამად თქვენი ხედვა.. 2 წელია რეინკარნაციის სემინარებზე ვიღებ მონაწილეობას და ჩვენი ხელმძვანელი არა ნაკლები დიდი ფილოსოფოსია. ადამიანი, რომელიც სახურავიდან ჩამოვარდა წელში მოწყდა და 1 წლის შემდეგ სრულიად გამოჯანსაღდა და ისევ გაიარა, რაც მედიცინაში ეს სპონტანური გამოჯანმრთელებად ითვლება, რაც ძალზე იშვიათია..სწორედ ამან შეაშინა და დააინტერესა ეს პაციენტი - კინო რეჟისორი, რომ რატომ მხოლოდ ამან გაიარა 5 პაციენტიდან და ამის გამოსარკვევად 23 წელი მოუნდა 21 ქვეყანაში ყოფნისას, ისე რომ დალაი ლამაც კი შეხვდა ტიბეთში, რასაც ვერ წარმოიდგენდა და მასთან 3 კვირა იცხოვრა.წარმოგიდგენიად იმისგან რამდენი ისწავლა და თავისი ცნობიერება სადამდე გაზარდა?.შემდეგ კი ის დაბრუნდა უკან და ახლა ასწავლის ადამიანებს თვითგანკურნებას, ავადმყოფობის მთავარ მიზეზს და ამ პრობლემის ჰარმონიზირებას, რაც ავადმყოფობას არჩენს და საერთოდ ყველაფერს რაც ჩვენ გვჭირდება დედამიწაზე ყიფნის დროს, რომ ცხოვრებით დავტკბეთ და მუდამ სიყვარულში ვიყვედ...იცით დილის 5 საათზე რა პასუხები ჩამომდის მაღლიდან? ძილის წინ ვკითხავ და დილით პასუხი მოდის.. ეს რომელმა ფილოსოფოსმა გვასწავლა იქნებ შემახსენოდ? ..ე.ი ფილოსოფიის ლექტორმა რომ ლექციაზე ფილოსოფია ახსნას იმასაც ასე ეტყვიდ:" გეთანხმებით, მაგრამ აუცილებლად გაჯერებულია ყველა კლასიკური ფილოსოფოსებითო"?😄.. ისინიც ადამიანები იყვნენ უკვე მაღალი ენერგიით დაბადებულნი და მათაც უნდოდათ შეეცნოდ სამყარო და არ ნიშნავს , რომ მათ გარდა ეს აღარავის შეუძლია. თქვენ ალბად კარგად იციდ ფილოსოფია, მე კი არა, მაგრამ როგორც ჩანს ჩემი შეხედულებები ყველა ასე ემთხვევა მათსას? . იქნებ მეც ფილოსოფოსი ვხდები? 😉..როგორც ჩანს კარგად კი გამომდის თურმე "ფილოსოფოსობა' ;-).
არ არსებობს სიტყვები, რომლითაც ქალბატონი ციცინოს პროფესიონალიზმი და ადამიანობა გამოიხატება👍👍, ის ჩვენი თვალმარგალიტია, მოვუფრთხილდეთ მას და დავაფასოთ უმაღლეს დონეზე🙏🙏💖💖💖💖💖
საოცარი პროფესიონალია და იმსახურებს აღფრთოვანებას მაგრამ გული ასე რატომ აქვს გაყინული? ვფიქრობ იმდენი რამე უნახავს ფსიქიკა გაყინული აქვს რომ არ შეშლილიყო. რთული პროფესია აქვს ნამდვილად. უნიჭიერესი ქალბატონია, ვუსურვებ ქალბატონს ცხოვრებით ტკბობას, სულის სიმშვიდეს, ცხოვრება მარტო პროფესია არ არის და გულით მინდა სიმშვიდეში იცხოვროს❤ გიგზავნით სიყვარულის ქალბატონო ციცინო❤
მან თქვა რომ მისტიკური ქალი ვარო მისტიკურობა სულაც არ ნიშნავს ადამიანის უკვალოდ გაქრობას ერთს ამბობს, ხოლო მეორეს ამტკიცებს. ისე ძალიან კეთილი და საყვარელი ქალი ჩანს.
არ იყო კარგად გაშლილი საკითხები,რომელიც წამოიწია,როგორც პიროვნული მახასიათებლის,ინტელექტის,მეცნიერული ერუდიციის თანხვედრაში უნდა შექმნილიყო ერთობლივად და წარმოეჩინა რესპოდენტის სახე.ინტერვიუერი იმდენად ეჭრებოდა სტუმრის აზრებს და ისეთი დაჩეხილია დროის გამო ჭრაში,რომ ყველაფერი დამაკლდა გამეგო მის შესახებ. არა და კარგი მასალაა.. რაც შეეხება მის დამოკიდებულებას სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ ეს არის ყველაზე სევდიანი იმედი,რაც კაცობრიობამ ამაოების დამარცხებისთვის გამოუგონა საკუთარ თავს ❤
ამაოება ათეიზმის პირობებშიც შეგიძლია დაამარცხო - იმაზე ფიქრით რომ ამ ცხოვრებაშივე შეგიძლია იყო ბედნიერი და ამიერშიც შეგიძლია მიაღწიო სულიერ ჰარმონიას და სამოთხეს. იქით რა ხდება არავინ ვიცით და ალბათ დადასტურებულად ვერც გავიგებთ, ჩვენს სიცოცხლეში მაინც. იმედია, ჩვენი შვილები გაიგებენ მეცნიერების დახმარებით.
@@enigma8147 მოდით, მაშინ ისევ მეცნიერულ ფსიქოლოგიურად გეტყვით, ადამიანი ცხოვრობს საკუთარ ილუზიაში, რაც მის გარშემო არის მისი ფიქრების შედეგია და თუ ასე ხდება, სიკვდილის შემდეგაც შეიძლება იმის ილუზია ექმნებოდეს ადამიანს, რომ ის ისევ ცოცხალია.
არც მე ვარ დამთმობი ,ჩემ დამახინჯებას ვერ გაგიტარებთ,ვითომ შენ თავში დარწმუნებულო პროფესორო შურღაია.რა ბლეფი ხართ.ვუყურებ გადაცემას ,თქვენ მსახიობობა დაგმშვენდებოდა.
უნიჭიერესი ქალია , ულამაზესი და უმაგრესი. მაგრამ აქვს მეცნიერული ტვინი. ამიტომაა ასეთი ძლიერი პროფესიინალი, მაგრამ ეს ყველაფერი უფალმა მისცა. უფლის რომ სწამდეს გაცილებით დიდი იქნებოდა კიდე. სიყვარული კი არაა მეცნიერული, ვერ ჩასვავ ჩარჩოებში და ესაა მისი უდიდესი პარადოქსი ❤❤❤❤ ❤ მე ვუსურვებ ნამდვილ დიდ სიყვარულს ცხოვრებაში
ნამდვილი დიდი სიყვარული ცხოვრებაში მოდის მხოლოდ საკუთარი თავის სიყვარულისგან❤️ ..როცა თავი გიყვარს , მაშინ შეგიძლია ის დიდი, ნამდვილი სიყვარული შენსკენ მოიზიდო❤️
ჟურნალისტს (თუ არის ჟურნალისტი) არ აქვს უფლება შეაფასოს რესპოდენტის მოსაზრება, საშინელი იყო თუ აღმაფრთოვანებული და ა.შ. მას შეუძლია დაეთანხმოს ან არა, მაგრამ რესპოდენტის მოსაზრებაზე შეფასება არ უნდა გააკეთოს.
@@Mz17._. აზრის გამოხატვაში ცუდიათქო არც მე მითქვამს. რესპოდენტს როცა ეკითხები ანუ მისი აზრი გაინტერესებს მიუხედავად იმისა მისაღებია თუ არა ის შენთვის და მისი ასეთი შეფასება არასწორია და ჟურნალისტს ახასიათებს ეს არასწორედ, თორემ რესპოდენტს დიდი არაფერი აკლდება.
ქბტ.ციცინო ჯანმრთელობა და დღეგრძელობას გისურვებთ.
ჩემი უდიდესი პატივისცემა ქალბატონ ციცინოს❤ გენიალური ქალბატონი❤
ასეთი ჭკვიანი ქალბატონების ეშინიათ კაცებს!
უნიჭიერესია და ულამაზესი
ციცინო შურღაიას დიდი პატივისცემა და სიყვარული ჩემგან! 1995 წელს მივედი უცნობ ქალბატონთან (ცი ინოზთან) და უსასყიდლოთ, თუმცა ფინანსური პრობლემა არ მქონია და არც მიგრძნობინებია! მან ქართულათ და დიდი მზრუნველობით გამისწორა მოღრეცილი სახე( სამწვერა ნერვის ანთება მქონდა)! ერთი სიტყვით ციცინო არი თავისი საქმის ვირტუოზი და გულისხმიერი , ლამაზი ქართველი ქსლბატონი!!!!!!
გიორგი გახარია.
კარგი ექიმი,კარგი ქალბატონი მაგრამ ურწმუნო.გული დამწყდა...
@@guliratia2980თქვენ რატო დაგწყდათ გული იმაზე რომ სხვა ადამიანი ურწმუნოა ?
Chemtvis ugmerto da urwmuno adamiani arafers ar nishnavs.araraobaa!.bodishit chemi subieqturi azristvis.
შთაბეჭდილება მრჩება,რომ ნოეს ლექსიკონის ნაკლებობა აქვს,ბანალურ კითხვებს და განუვრცობელს მოყვება უინერესო და მშრალი ინტერვიუ
სულ ვუყურებ მის ინერვიუებს ცნობილ ადამიანებთან და არარის ის რაც უნდა იყოს
🤷♀️
სასწაული ქალია !,წიგნივით ღრმა და საინტერესო არ მეყო მისი მოსმენა❤️❤️❤️
ნამდვილი ქალბატონია😊 კეთილი, საყვარელი, უმაღლესი კლასის პროფესიონალი.
ძალიან საინტერესო რესპონდენტია 👍 ამ ქალის მოსმენის შემდეგ ყოველთვის ღრმად ფიქრს იწყებ ურთიერთობებზე 👍👍 კიდევ დიდხანს მოვუსმენდი. საოცარი ქალია ❤
ღმერთზე ურწმუნოებაზე პასუხით რა სევდიანი იყო, ვფიქრობ, ეს იპოვა გამოსავლად და იმ გამოცდილების ახსნად, რაც მას ჰქონია. თუმცა ეს მისი არჩევანია. ძალიან საინტერესო რესპოდენტია, მაგრამ საოცარი სევდა დამიტოვა. ალბათ, სიყვარულის რომ არ სწამს, იმიტომაც ეპარება ღმერთის არსებობაში ეჭვი. ძალიან საინტერესო გადაცემა იყო და რსპოდენტიც ძალიან კარგი. 😊გულის სიღრმეში ვფიქრობ, ღმერთის სჯერა, წინააღმდეგ შემთხვევაში, უფასოდ ოპერაციების არ გააკეთებდა. სიკეთის მაინც სწამს, უბრალოდ, მეცნიერია და არ უნდა ამ ჭრილიდან გამოვიდეს.
არასდროს მომბეზრდება ციცინოს საუბარი❤️ უნიჭიერესი ქალბატონი🥰❤️
ღმერთის რწმენის გარეშე, ნამდვილად დამთავრდება ყველაფერი სიკვდილის შემდეგ... ქალბატონო ციცინო, უსაყვარლესო და უკიდეგანოდ კეთილო, ღვთის სიყვარული შეგყროდეთ!❤
საინტერესო ინტერვიუ იყო,ნოეს თავისი ინტერესები, შთაბეჭდილებები და რწმენა აქვს; ციცინოს თავისი ცოდნისა და გამოცდილების, პროფესიული პრაქტიკის პარალელურად თავისი არანაკლებ შთამბეჭდავი ხედვა და აღქმა აქვს .
მადლობა რომ გაგვიზიარეთ ინტერვიუ ❤
კიდევ მოიწვიეთ ეს ქალბატონი❤
ძაან კაი ტიპია აქვს საკუთღი აზრი და ფეხზე კიდია სამყარო რეალურად ეს ქმნის ინდივიდს
საუკეთესო ქალბატონი🙏 უნიᲭიერესი🙏 სწორედ რომ უფლისგან აქვს, ასეთი საოცარი ნიᲭი! მე იმედი მაქვს, აუცილებლად იწამებს ᲦმერᲗის არსებობას🙏🙌💒🕊🕊🕊🥰
სასწაულია ეს ქალბატონი უნიჭიერესი და უმაღლესი დონის პროფესიონალი♥️♥️👍👍
ყოჩაღი!პირველ რიგში საკუთარი საქმის პროფესიონალი! 👍
როგორი საინტერესო და მართლის მთქმელი ადამიანი ყოფილა ქალბატონი ციცინო შურღაია.ძალიან ვეთანხმები და მომწონს როგორც პიროვნება.გაიხარეთ !
ჩემი დიდი პატივისცემა ქალბატონ ციცინო შირღაიას❤ ვგიჟდები ამ ქალზე!
ძალიან მომწონს ეს ქალბატონი.
ერთ ერთი გამორჩეული ადამიანია ჩემთვის ✨️❤
როგორც ადამიანი განსაკუთრებული თვისებებით და სიმართლის მოყვარული...
და როგორც პროფესიონალი თავის საქმეში ❤
საოცრება ქალბატონი ძალიან მიყვარს წარმატებები❤❤
ძალიან საინტერესო საუბარი იყო არმინდოდა დაესრულებინათ😊😊😊
ძალიან სასიმოვნო რესპოდენტია.უნიჭიერესია.❤
დიდებული ადამიანი ჯერ და არაჩვეულებრივი ქირურგი.
წარმატებები მას❤❤❤
საოცარი ქალბატონი 🌹💕
სუპერ ქალბატონი👑👑💥💥👏👏💕💕🌺🌺
კარგი ქალია ძალიან❤მიყვარს ადამიანები თავისი საქმის პროფესიონალები და ამასთანავე ადამიანურები,ასეთი ქალბატონია ციცინო🫶🏻🌹🌹
საყვარელი და ნიჭიერი ქალბატონი❤❤❤
წარმატებები მუდამ.არაფერი მთავრდება და არაფერი ქრება.მოელის მეორედ მოსვლას ადამიანი სიცოცხლისათვის ან საბოლოო დაღუპვისთვის.გწამდეთ უფალი გფარავდეთ მუდამ.ურწმუნოთა და მეცნიერთა თვალით სულელი ადამიანია ის ვინც ელოდება უფლის მოსვლას სულ, ელი.❤ სიხარულით
მაგარი საინტერესო ქალია კიდე მოუსმენდი მოკლე გამოვიდა
დიდება უფალს 🙏🙏🙏ნოე კარგი ადამიანი ხართ🙏❤️🙏
მიყვარს ეს ქალბატონი და მეამაყება რომ ქართველია. დავაფასოთ ჩვენ მაინც❤❤
უმაგრესი ულამაზესი უჭკვიანესი ქალბატონი შემიზლია 10 ჯერ ვუყური ერთი და იგივე გადაცემას სადაც ქალბტონი ციცინო საუბრობს.ვგიჟდები ამ ქალბატონზე ულამაზესი იდუმალი ნამდვილი ქალია❤❤❤❤❤❤ წარმატებები ქალბატონო ციცინო❤❤❤❤
ქალბატონო ციცინო ჯამრთელობას და წარმატებებს გისურვებთ❤
ძალიან მიყვარს ეს ქალბატონი ❤
უმაგრესი ქალი,საოცარი ინტერვიუ იყო ,გავოგნდი😊❤
რა ლამაზი და ჭკვიანი ქალია ♥
ჩემი პატივისცემა თქვენ ქბ ნო ციცინო🥰
სასწაული პროფესიონალი ქალბატონი❤❤👏👏ბრავო
ნოე ,როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო კითხვებით ❤ მადლობა თქვენ ❤🙏
ქალბატონი ციცინოს ინტერვიუ ყიველთვის საინტერესოა❤დიდი პატივისცემა ქალბატონ ციცინოს❤❤❤
ძაან კარგად ჩამოაყალიბა ყველაფერ მიყვარს ❤😊
მოგესალმებით, ნოე უმაგრესი ადამიანი ხაართ.რა კარგი რესპოდენტი მოიწვიეთ. ქ. ციცინო საოცარო ქალბატონო, თქვენ რომ იცოდეთ ოღონდ მართლა, როგორ გვიყვარხართ და გაფასებთ . იმდენად გეტყობათ თქვენი თავმდაბლობა, მოკრძალება, უბრალოება და ყველა ადამიანის მდგომარეობაში შედიხართ. არაფერს ვამბობ უსაზღვრო უდიდეს პროფესიონალიზმზე. მართლა მარია კალასი ხაართ პლასტიკურ ქირურგიაში. ❤❤❤❤❤
უნიჭიერესი❤
საყვარელ ნოეს რა თავკომბალას ცნობიერება აქვს! ყველა ადამიანს რომ საკუთარი მრწამსი აქვს ყველაფერზე და ეს პატივსაცემია, როგორც ჩანს მისთვის არავის უსწავლებია. რა “საშინელი პასუხია” როგორ გაბედა და აღმოხდა მედიდურად 😊 ძალიან სამწუხაროა ეს მაღალი ცნობიერების მქონე ადმაიანები ასეთ პაწაწინებს რომ თანხმდებიან ინტერვიუებზე😊
წაიკითხეთ დოქტორ მოუდის "ასი კლინიკური სიკვდილი " და არა მგონია ასეთი შეხედულება გქონდეთ რწმენაზე .ამ შემთხვევაში ნოეს პასუხი ზედმიწევნით სწორი იყო. ❤
უკეთესი ინტერვიუც შეიძლებოდა..❤
სუპერ ადამიანი ყველაფერში ვეთანხმები! ნოეს ბევრი რამე გაუკვირდა მაგრამ მასეა ნოე კი! წარმატებებიიი ორივეს ! ♥♥♥
❤❤საყვარელი ქალბატონი
როგორ მიყვარს ეს.ქალბატო ნი❤❤❤❤❤❤❤❤
უსაყვარლესი ციცინო!!❤❤❤❤❤
რა მაგარი ქალია უფასოდ უკეთებს გაჭირვებულებს
ქ.ციცო თქვენ მართალი ბრძანეთ,არ ჭირდება ძლიერ ქალს ქმარი!თქვენ ხართ მართლაც უმაგრესი პიროვნება და რად გინდათ გვერდში ჩმორები!!❤❤❤ვგიჟდები თქვენზე!იას თქვენს გამო ვუყურებ ტიკ-ტოკზე!!❤❤
ძალიან მომეწონეთ თქვენი საუბარი,განსაკუთრებით ის ოპერაცის გაგება დედამთილმა რომ მოწამლა ამხელა სიყვარული გამოიჩინეთ.უფალმა სულ დალოცვილი გატაროს იმედი ხარ ცხოვრების.❤❤❤❤
გეთანხმებით, ადამიანი კვდება და მორჩა ყველაფერი
აბა რა აზრი აქვს ამ ცხოვრებას თუ ეგრეა? უბრალოდ გეკითხებით, განა ვკამათობ, მაინტერესებს, ვერ ვხვდები
საინტერესო ინტერვიუ იყო👏💜
ჩემი დიდი სიმპათიაა ეს ქალბატონი ❤
❤მიყვარს ეს ქალბატონი.❤
საუკეთესო გადაცემის, საუკეთესო წამყვანი ხარ ნოე. ❤❤❤❤. ჩემი დიდი პატივისცემა უნიჭიერეს ქალბატონ ციცოს. მეც მასე ვფიქრობ რომ სიკვდილით ყველაფერი მთავრდება. არ არსებობს სხვა სამყარო.
ძალიან კარგი ქალბატონი ❤❤❤❤❤❤
❤❤ უმაგრესი ქალბატონი
ბრძენი ქალბატონი❤ადამიანი❤
ძალიან მომწონს ეს ქალბატონი მე. ❤ წარმატება.
respect როგორც ქალს და როგორც თავის საქმის მცოდნეს
ძალიან მაგარი ქალია.ასეთ ქალს რომ უღალატებ კაცი არ გქვია
ასეთ ქალს კაცი არც სჭირდება! ისე რა საშინელ დღეში უნდა იყოს ის კაცი, როცა ამდენი მორგში ნანახი ხალხის მერე სახლში დაბრუნდება ასეთი ქალი?😲😲😲😲 ან ამდენ "გადაჭრილ-ალეწილ" ადამიანს გადააბამს😢😢😢 და მერე მასთან ოჯახურ-ფისუნიაობაში რაფერ უნდა იყო?😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂
@@LaliBeridze-t9t ეხლა ეგ რა შუაშია? მაშინ არცერთმა ექიმმა, არც კაცმა და არც ქალმა ოჯახი არ უნდა შექმნას თქვენი აზრით? აბა მორგი ყველას აქვს ნანახი და გადაჭრილ-გადალეწილ ხალხსაც მკურნალობენ. პოლიციელებმა, პროკურორებმა და გამომძიებლებმა რაღა ქნან უამრავ მოკლულს რომ ნახულობემ და საზარელ მკვლელობებს იძიებენ? არც მაგათმა უნდა შექმნან ოჯახი? ეს ოჯახური ფისუნიაობა კიდევ რაღა ჯანდაბაა?!
Dzalian nichieri da dadebiti qalbatoni xart umaglesi donis qirurgi❤️❤️
ბრავო
Namdvili kalbatonia🌹
სული არსებობს❤❤
მიყვარხარ უნიჭიერესო დოკტორო ❤❤❤❤
ყველას გიხდით უღრმეს მადლობას პროდიუსერები დან,წამყვანის ჩათვლით და ჩემი ღრმა პატივისცემა ქალისადმი,რომელიც ნამდვილად იმსახურებს ამას.ქალბატონი ციცინოს მიმართ ისედაც სიმპატიით ვარ განწყობილი და უფრო შემიყვარდა ამ გულწრფელი საუბრის შემდეგ...❤❤❤❤ თქვენისთანა ქალები გვყავს თითზე ჩამოსათვლელი და მინდა გისურვოთ გამძლეობა დაუნდობელი ხალხისგან გამომდინარე და დიდხანს სიცოცხლე.❤❤❤❤❤ციცინო შურღაია ჩემი დიდი მოტივატორი ქალი, რომელსაც ვცემ დიდ პატივს.მადლობა სამყაროს რომ თქვენ არსებობთ ქართველი ქალი,ქვეყნის და ერის ბრილიანტი❤❤❤❤❤
ამისთანა ქალბატონმა საერთოდ როგორ გაუყადრა თავი 'ქურდ" ბესოს. როგორ ატკინა გული. ამ ქ-ნის ფრჩხილის ფასად არ ღირს ეს კაცი..
სული უკვდავია, რადგან სული ენერგიის ნაწილია და ყველაფერი ენერგიაა. მთელი უნივერსი ენერგიაა.ეს უკვე ასტრო ფიზიკამ დაამტკიცა..სული ჩასახვის დროიდანვე არსებობს.სული ამქვეყნად მოდის და იძენს სხეულს, რომელიც უკვე ჩასახვამდე ამოირჩია. სული ირჩევს იმ წყვილს და ირჩევს კიდეც გარეგნობას დედას ჰგავდეს თუ მამას ან ორივესგან ყველაზე ლამაზ ნაწილს უთანხმებს. სულს სხვანაირად ჰქვია ინტუიცია, ანდა შინაგანი ხმა ანდა ცნობიერება, ვისაც როგორ უფრო ესმის ისე შეხედავს ამას.რაც მართლა მთავრდება სიკვდილის შემდეგ არის სხეული - ის ვეღარ აღსდგება, მაგრამ სული რომ სხეულს დატოვებს ის მერე ისევე ეძებს სხვა სხეულში შევიდეს ანუ ჩაისახოს, რადგან სულს მარტო ყოფნა ატმოსფეროში თუ დაბლა მიწაზე არ უყვარს, მოსაწყენია და ის იცვლის სხეულს.სირთულე იმაშია, რომ ჩვენ ამას არავინ გვასწავლის გავიგოთ ის თუ წინა სიცოვხლეში ვინ ვიყავით და სამწუხაროდ მიმაჩნია ეს და არ მომწონს ჩვენ თვითონ რომ ამას ვერ ვიხსენებთ, თუმცაღა რომ შეიძლება ამ ქვეყნად უკვე ვიყავი, მაგრამ ეხლა სხვა ცნობიერება მაქვს, ანუ სხვა ტვინი აქვს.მე ინკარნაციის იმითი მჯერა, რომ განსაკუთრებით ბავშვობაში ხშირად ვჩერდებოდი რამდენიმე ადგილას სადაც დეჟავიუ მემართებოდა და ვერ ვიგებდი ეს ადგილი, რომელიც პირველად ვნახე რატო მეცნობოდა ასე ზუსტად.არც არავინ მაცდიდა უფრო მეტი მეფიქრა, მიყვიროდნენ " წამოდი ახლა, რათ იცი ბავშვო ასე ერთ ადგილას გაშტერება და დგომა"- ო..ხოდა რატო და ახლა ამ ჩაშტერებას და ჩამოდგომას მედიტაცია ჰქვია, სადაც შეიძლება წარსული დაინახო ვინ იყავი..იქნებ მაშინ გამეგო იმ ადგილებით რატო მეცნობოდა და ვინ ვიყავი წინად, მერე ძნელია ამ ადგილების გახსენება თუ სპეციალური სულის მოგზაურობის მედიტაცია არ გააკეთე მედიუმთან.სული უკვდავია, მაგრამ მართლაც ეგ არის, რომ ამას ვეღარ გრძნობ სხეულის გარეშე და არც იმ სულს არ შეუძლია ლაპარაკი ან შეხება და აი აქედან რთულდება ყველაფერი😊.ფაქტია, რომ სხეული სულის გარეშე ვერ ფუნქციონირებს და სული სჭირდება და სულს კი, რომ გამოჩნდეს და მოქმედებაში მოვიდეს მას სჭირდება სხეული..და ასეა რომ მერე ტვინი კი არ მართავს ადამიანს არამედ სული, რაც გულის ხმას ნიშნავს და ყური ჩვენ გულს-ინტუიციას უნდა მივუგდოთ.ტვინი გვესაჭიროება პრაქტიკული საქმეების განხორციელებაში, დაგეგმვაში, სწავლაში, გახსენებაში, ორგანიზატორულ საქმეებში .გადაწყვეტილება კი მხოლოდ გულმა უნდა მიიღოს.ჩვენ კი ასე გაგვზარდეს რომ "გულით კი არა ცივი გონებით უნდა გადაწყვიტო"- და რა მცდარია ეს შეხედულება..ე.ი. გული მიგრძნობს სხვა რამეს და ამ დროს ჩვენ ❤კი არა, მშიშარა ტვინის მეორე ნახევარს- რაციონალურ მსჯელობას ვუსმენთ და შეცდომები იმიტო მოგვდის ცხოვრებაში, რადგან რაციო მშიშარაა და ძველი ურჩევნია , ვიდრე ახალი რამ გააკეთოს.ჩვენმა სულმა კი, რომელიც ჩვენი გულის მეშვეობით გვაგებინებს, მან ყოველთვის სწორად იცის, რა უნდა გააკეთო და ამიტომაც მივედი მე იმ დასკვნამდე რომ სული იგივე ღმერთს ნიშნავს, ღმერთი იგივე უნივერსია, იგივე იესო და იგივე ჭეშმარიტებაა.მხოლოდ ასე შეიძლება ეს წინადადება გავიგოთ თუ რას ნიშნავს:" ღნერთი არს ჩვენში და ჩვენა ვართ ღმერთში".. როგორ? იმიტო, რომ ყველაფერი სულია და იმ ენერგიის ნაწილი რასაც ჩვენ ღმერთს ვეძახით. ყველა ადამიანში ამიტომაც არის იესოს სულის ენერგია და ამიტომაც ვართ ყველა ადამინები ერთმანეთთან დაკავშირებულები. ამიტომ შეიძლება მხოლოდ, რომ იესო გულით ატარო, რადგან მისი სულის ნაწილი ხარ❤.ღმერთი იმიტო ხედავს ერთდროულად ყველას რომ ჩვენ მისი მიკრო ფორმატები ვართ და ამიტომაც გვაქვს თვითგანკურნების ძალა, რაც იესოს ჰქონდა.ჩვენ პატარა ღმერთები ვართ და სასწაულების მოხდენა ჩვენთვის და ჩვენი ცხოვრებისთვის ამიტომაც შეგვიძლია, მაგრამ ამას თუ ასე არ დაინახავ, ვერ შეიგრძნობ და რეალიზაციას ვერ მოახდენ მაშინ ვერ გამოსცდი ამ თვისებას და სწორედ ეს არის ცხოვრების საიდუმლოება❤. ამიტომ, სულისთვის დედამიწაზე ყოფნა ყველაზე ლამაზი ადგილია და ამიტომაც გამოთქმა "სიცოცხლე ტკბილია" და"ერთხელ ხარ მოსული ამ ქვეყნად" და ეს მოსვლა ყველანაირად კარგად უნდა გამოიყენოს ადამიანმა,რაც შეიძლება ლამაზად და რაც მთავარია სიყვარულით და სიკეთით. ჩვენ ვართ სიყვარული,რადგან სული სიყვარულია-სიყვარული კი სულია.❤
დიდი მადლობა ასეᲗი საინტერესო ლექციისაᲗვის! ვეᲗანხმები Თქვენს აზრს; რომელიც აუცილებლად არის გაჯერებული უდიდესი კლასიკური ფილოსოფოსების აზრებიᲗ.
@@khatunachachanidze3333 თუ ეთანხმებით, მადლობა, თუმცაღა ამის მოლოდინი არ მაქვს..მაგიტომ არ ვწერ..რომ იცოდეთ არც ერთი კლასიკური ფილისოფოსის არაფერი არ წამიკითხავს.. ჩემი უდიდესი ფილოსოფოსი დედა-ბუნება და ჩემი ინტუიცია-სულია..მე რასაც ვწერ ჩემ თავზე გამოცდილი დაკვირვებებია..მე ეს ყველაფერი მაინტერესებდა პატარაობიდანვე, როგორც აღვნიშნე და ამის გასაგებად კი ლუიზე ჰეის წიგნიდან " ჯანმრთელი სხეული და ჯანმრთელი სული" რომ მაჩუქეს 7 წელი დავამუშავე თემები და ბევრი რამ გავიგე ცნობიერების ასამაღლებლად.. 2 წელია კი რეინკარნაციის სემინარებზე ვიღებ მონაწილეობას, ჩვენი ხელმძღვანელი ყველა ამ კლასიკურ ფილოსოფოს არ ჩამოუვარდება..ადამიანი, რომელიც წელში მოწყდა და 1 წელიწადში სულმთლად გამოჯანმრთელდა, რასაც მედიცინა იშვიათ სპონტანურ გამოჯანმრთელებას ეძახიან..ამ პაციენტს- კინო რეჟისორს კი ზუსტად ამან შეეშინა და დააინტერესა , რომ 5 პაციენტიდან მარტო ეს რატომ გახდა ისევ ჯანმრთელი და როგორ დადიოდა ისევ თავისი ფეხით..ამის გამორკვევას 23 წელი მოანდომა, 23 სხვადასხვა ქვეყანაში ყოფნისას, ისე რომ დალაი ლამასთან ტიბეთშიც კი მოხვდა რასაც ვერასოდეს წარმოიდგენდა და მოკლედ ეს კაცი დღეს კურსებს და სემინარებს სთავაზობს ხალხს რათა ასწავლოს მათ სწორი ფიქრით და ლაპარაკით თვითგანკურნება და ბედნიერება და სიყვარულ საკუთარი თავისა და აშშ . და საერთოდ დედა-ბუნება და უნივერსი როგორ მოქმედებს ადამიანთან.. ასე ვაკვირდები ცხოვრებას და დილის 5 საათზე იცით როგორი პასუხები ჩამომდის ხოლმე მაღლიდან? ..მე წინა დღეს ან ძილის წინ შევეკითხები და პასუხი მოდის..სულაც არ მიზიდავს სიმართლე გითხრად ვიცოდე უეჭველად დიდი ფილოსოფოსები.. რაც მინდოდა მასწავლის ცხოვრება..და ისინიც ადამიანები იყვნენ და ჰქონდათ მაღალ ენერგიასთან კონტაქტის უნარი ..ე.ი. ფილოსოფიის ლექტორმა ფილოსოფია რომ ახსნას ლექციაზე, მათაც ასე ეტყვიდ "გეთანხმებით, მაგრამ გაჯერებულია კლასიკური ფილოსოფიითო"?..ეს მარტო ფილოსიფია არ არის, არამედ უფრო თეოლოგიაა- ლუიზე ჰეის თეოლოგია ჰქონდა ნასწავლი, დანარჩენი თვითონ დაინახა და 80 იან წლებში მილიონობით ადამიანი განკურნა შიდსის დაავადებით. ხოო, ბევრი დავწერე და ამან გაგაჯერად, მაგრამ რა ვქნა გული რომ დაიწყებს ლაპარაკს სიტყვების წერას ვერ ვასწრებ, კომენტარს კი ძალიან იშვიათად ვწერ საერთოდ..თქვენი ბოლო ფრაზებიდან კი ნეგატიური ენერგია წამოვიდა. დამცინიდ, რომ "ეს შენი სიტყვა არ არისო და "გაჯერებულია სხვისი სიტყვებით"-ო😉. რა ვქნა თუ დიდ ფილოსოფოსებისას წააგავს თურმე.იქნებ მეც ვხდები ფილოსოფოსი😃. 17 წელი კია რაც ჩემი სულის სწავლებაში ვარ და თუ მეთანხმებით ე.ი. მოგეწონათ და რაღა გაღიზიანებთ, რატომ მოგხვდათ ჩემი ნაწერი ასე ცუდად? ..იმიტო რომ არ შეიძლება უბრალო ადამიანს დიდი ფილოსოფოსების თვალხედვა თვითონ განუვითარდეს?!.თქვენი წარმოდგენით მე ფილოსოფოსების ფრაზებს ვიმეორებ😉.. თქვენ ალბად კარგად იციდ ყველა დიდი ფილოსოფოსი, კი ბატონო..მე კი არა, თორემ მაშინ იმასაც მივაწერდი ბრჭყალებში რომელი ფილოსოფოსის იყო.. ასეთი რა დავწერე რომ სულ მათნაირი გამოვიდაა?! ..სული უკვდავია, მაგას ბებიაც გვეუბნებოდა .. როგორც ჩანს კი შევძელი თურმე მათნაირი ფილოსოფოსობა😉..
@@khatunachachanidze3333 ასე დარწმუნებული ნუ იქნებით, რომ ეს 'აუცილებლად " სხვისია..ეს უკვე განკიცხვაში და ცილისწსმებაში გადაგდით.. რომ იცოდეთ არცერთი დიდი კლასიკური ფილისოფოსის არაფერი არ წამიკითხავს და ჩემი ცხოვრების გამოცდილებით, შეხედულებებით ვსაუბრობ. ცნობილი, საუკეთესო თეოლოგი ლუიზე ჰეის წიგნიდან ის ვისწავლე რაც ყიველთვის მინდოდა გამეგო, 7 წელი გამუდმებით დავამუშავე ყველა ცხოვრებისეულ თემები. ეს მარტო ფილოსოფია არ არის, არამედ უფრო თეოლოგია, რაც ლუიზე ჰეის ნასწავლი ჰქონდა და მხოლოდ მან შესძლო აეხსნა ჩვენთვის რას ნიშნავს ადამიანი და ცხოვრება ერთმანეთისთვის, ასე ვერვინ შესძლო ეს..80-იან წლებში მან მილიონობით ადამიანი განკურნა შიდსით დაავადებისგან და 3 წლის წინ გარდაიცვალა 90 წლის ასაკში. სხვისგან რომ კარგს ისწავლის ადამიანი, ამას მერე ხომ ყველა თავისი ხედვით განავრცობს .. მარტო ნასწავლი არაფერს გვარგებს თუ ამას ცხოვრების პრაქტიკაში ტრანსფორმირებას არ მივცემთ..ეს კი საკუთარი გზის და ხედვის გაკვალვას ნიშნავს და მე ჩემი უკვე გაკვალული გზის დაკვირვებები მოვყევი, რომელიც სხვებს მოეწონათ..თქვენ კი "გაგაჯერად" - რა ვუყოდ, ასეთია ამჟამად თქვენი ხედვა.. 2 წელია რეინკარნაციის სემინარებზე ვიღებ მონაწილეობას და ჩვენი ხელმძვანელი არა ნაკლები დიდი ფილოსოფოსია. ადამიანი, რომელიც სახურავიდან ჩამოვარდა წელში მოწყდა და 1 წლის შემდეგ სრულიად გამოჯანსაღდა და ისევ გაიარა, რაც მედიცინაში ეს სპონტანური გამოჯანმრთელებად ითვლება, რაც ძალზე იშვიათია..სწორედ ამან შეაშინა და დააინტერესა ეს პაციენტი - კინო რეჟისორი, რომ რატომ მხოლოდ ამან გაიარა 5 პაციენტიდან და ამის გამოსარკვევად 23 წელი მოუნდა 21 ქვეყანაში ყოფნისას, ისე რომ დალაი ლამაც კი შეხვდა ტიბეთში, რასაც ვერ წარმოიდგენდა და მასთან 3 კვირა იცხოვრა.წარმოგიდგენიად იმისგან რამდენი ისწავლა და თავისი ცნობიერება სადამდე გაზარდა?.შემდეგ კი ის დაბრუნდა უკან და ახლა ასწავლის ადამიანებს თვითგანკურნებას, ავადმყოფობის მთავარ მიზეზს და ამ პრობლემის ჰარმონიზირებას, რაც ავადმყოფობას არჩენს და საერთოდ ყველაფერს რაც ჩვენ გვჭირდება დედამიწაზე ყიფნის დროს, რომ ცხოვრებით დავტკბეთ და მუდამ სიყვარულში ვიყვედ...იცით დილის 5 საათზე რა პასუხები ჩამომდის მაღლიდან? ძილის წინ ვკითხავ და დილით პასუხი მოდის.. ეს რომელმა ფილოსოფოსმა გვასწავლა იქნებ შემახსენოდ? ..ე.ი ფილოსოფიის ლექტორმა რომ ლექციაზე ფილოსოფია ახსნას იმასაც ასე ეტყვიდ:" გეთანხმებით, მაგრამ აუცილებლად გაჯერებულია ყველა კლასიკური ფილოსოფოსებითო"?😄.. ისინიც ადამიანები იყვნენ უკვე მაღალი ენერგიით დაბადებულნი და მათაც უნდოდათ შეეცნოდ სამყარო და არ ნიშნავს , რომ მათ გარდა ეს აღარავის შეუძლია. თქვენ ალბად კარგად იციდ ფილოსოფია, მე კი არა, მაგრამ როგორც ჩანს ჩემი შეხედულებები ყველა ასე ემთხვევა მათსას? . იქნებ მეც ფილოსოფოსი ვხდები? 😉..როგორც ჩანს კარგად კი გამომდის თურმე "ფილოსოფოსობა' ;-).
❤რა საინტერესო ქალბატონია❤
აუ რამაგარი ქალია!!!!აი პროფესიაში 1ელი და განათლებაში უმაღლესი ❤
არ არსებობს სიტყვები, რომლითაც ქალბატონი ციცინოს პროფესიონალიზმი და ადამიანობა გამოიხატება👍👍, ის ჩვენი თვალმარგალიტია, მოვუფრთხილდეთ მას და დავაფასოთ უმაღლეს დონეზე🙏🙏💖💖💖💖💖
საოცარი პროფესიონალია და იმსახურებს აღფრთოვანებას მაგრამ გული ასე რატომ აქვს გაყინული? ვფიქრობ იმდენი რამე უნახავს ფსიქიკა გაყინული აქვს რომ არ შეშლილიყო. რთული პროფესია აქვს ნამდვილად. უნიჭიერესი ქალბატონია, ვუსურვებ ქალბატონს ცხოვრებით ტკბობას, სულის სიმშვიდეს, ცხოვრება მარტო პროფესია არ არის და გულით მინდა სიმშვიდეში იცხოვროს❤ გიგზავნით სიყვარულის ქალბატონო ციცინო❤
უდაოდ პროფესიონალი, გულდასაწყვეტი პირადი ცხოვრებით.ისე იმდენი მორგი აქვს ნანახი რო კიდე კარგად აქვს ემოციები😢😢😢😢😢😢😢😢😢😢
გეთანხმებით
მან თქვა რომ მისტიკური ქალი ვარო მისტიკურობა სულაც არ ნიშნავს ადამიანის უკვალოდ გაქრობას ერთს ამბობს, ხოლო მეორეს ამტკიცებს. ისე ძალიან კეთილი და საყვარელი ქალი ჩანს.
ნოე გაიხარე მაგრად დაამთავრე ...ღმერთმა გაგახაროს😊
კარგი იყო!
love you Tsitsi.
ქ.ბ. ციცინო გაფასებთ ❤თქვენ ხართ ქალი თემა❤❤❤❤❤❤❤
ძალიან საინტერესო გადაცემა გამოვიდა მადლობა❤
Ra magari qalbatonia❤
არ მინდოდა დასრულებულიყო ამ ქალბატონის საუბარი❤
არ იყო კარგად გაშლილი საკითხები,რომელიც წამოიწია,როგორც პიროვნული მახასიათებლის,ინტელექტის,მეცნიერული ერუდიციის თანხვედრაში უნდა შექმნილიყო ერთობლივად და წარმოეჩინა რესპოდენტის სახე.ინტერვიუერი იმდენად ეჭრებოდა სტუმრის აზრებს და ისეთი დაჩეხილია დროის გამო ჭრაში,რომ ყველაფერი დამაკლდა გამეგო მის შესახებ. არა და კარგი მასალაა..
რაც შეეხება მის დამოკიდებულებას სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ ეს არის ყველაზე სევდიანი იმედი,რაც კაცობრიობამ ამაოების დამარცხებისთვის გამოუგონა საკუთარ თავს ❤
ამაოება ათეიზმის პირობებშიც შეგიძლია დაამარცხო - იმაზე ფიქრით რომ ამ ცხოვრებაშივე შეგიძლია იყო ბედნიერი და ამიერშიც შეგიძლია მიაღწიო სულიერ ჰარმონიას და სამოთხეს. იქით რა ხდება არავინ ვიცით და ალბათ დადასტურებულად ვერც გავიგებთ, ჩვენს სიცოცხლეში მაინც. იმედია, ჩვენი შვილები გაიგებენ მეცნიერების დახმარებით.
@@enigma8147 მოდით, მაშინ ისევ მეცნიერულ ფსიქოლოგიურად გეტყვით, ადამიანი ცხოვრობს საკუთარ ილუზიაში, რაც მის გარშემო არის მისი ფიქრების შედეგია და თუ ასე ხდება, სიკვდილის შემდეგაც შეიძლება იმის ილუზია ექმნებოდეს ადამიანს, რომ ის ისევ ცოცხალია.
არც მე ვარ დამთმობი ,ჩემ დამახინჯებას ვერ გაგიტარებთ,ვითომ შენ თავში დარწმუნებულო პროფესორო შურღაია.რა ბლეფი ხართ.ვუყურებ გადაცემას ,თქვენ მსახიობობა დაგმშვენდებოდა.
მიყვარს❤
სასწაული ქალბატონი💓💓💓
მადლობა ქალბატონ ციცინოს იმ სიკეთისა და მზრუნველობისთვის, რაც მან ჩემი და ბევრი სხვა ემიგრანტის მიმართ გამოიჩინა.💟
სული კვდება
მიყვარს ეს გოგო
Tsitsi proxora! Se teli oli xora! Isi to Number 1🌼🧿🤍🧿🌼🧿🤍🧿🌼🧿🤍🧿🌼🧿🤍🧿🌼🧿🤍🧿🌼
ნოე როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა.
სუპერ❤
ღმერთის სიბრძნესთან შედარებით ადამიანის სიბრძნე სიდებილეა, თუნდაც მეცნიერება.
მართლაც საოცრებაა შვილიშვილის სიყვარული!
მიყვარს!❤❤
უნიჭიერესი ქალია , ულამაზესი და უმაგრესი. მაგრამ აქვს მეცნიერული ტვინი. ამიტომაა ასეთი ძლიერი პროფესიინალი, მაგრამ ეს ყველაფერი უფალმა მისცა. უფლის რომ სწამდეს გაცილებით დიდი იქნებოდა კიდე. სიყვარული კი არაა მეცნიერული, ვერ ჩასვავ ჩარჩოებში და ესაა მისი უდიდესი პარადოქსი ❤❤❤❤ ❤ მე ვუსურვებ ნამდვილ დიდ სიყვარულს ცხოვრებაში
ნამდვილი დიდი სიყვარული ცხოვრებაში მოდის მხოლოდ საკუთარი თავის სიყვარულისგან❤️ ..როცა თავი გიყვარს , მაშინ შეგიძლია ის დიდი, ნამდვილი სიყვარული შენსკენ მოიზიდო❤️
@@anielba3766 გეთანხმებით , მაგრამ საკუთარი თავის სიყვარული უფლის გარეშე არ არსებობს 💝
Magari qalia bravo
ქალბატონი ციცინო.❤
ნოე, რა საკალელი ხარ😂😂😂
ჟურნალისტს (თუ არის ჟურნალისტი) არ აქვს უფლება შეაფასოს რესპოდენტის მოსაზრება, საშინელი იყო თუ აღმაფრთოვანებული და ა.შ. მას შეუძლია დაეთანხმოს ან არა, მაგრამ რესპოდენტის მოსაზრებაზე შეფასება არ უნდა გააკეთოს.
ეგ მგონი უკვე მოᲫველებული Შეხედულებაა, არაფერია ცუდი აზრის გამოხატვაᲨი, მიᲗ უმეტეს დᲦეს.
@@Mz17._. აზრის გამოხატვაში ცუდიათქო არც მე მითქვამს. რესპოდენტს როცა ეკითხები ანუ მისი აზრი გაინტერესებს მიუხედავად იმისა მისაღებია თუ არა ის შენთვის და მისი ასეთი შეფასება არასწორია და ჟურნალისტს ახასიათებს ეს არასწორედ, თორემ რესპოდენტს დიდი არაფერი აკლდება.
სიცოცხლე მარადიულია უფალ იესო ქრისტეში,რომელიც დამტკიცებულია ბიბლიაში რომელსაც შესწავლა და გააზრება ჭირდება,წარმატებებს გისურვებთ,მადლობა,
დაიკარგე მანდედან ერთი რა