„საარჩევნო კომპასი 2024“ - პლატფორმის პრეზენტაცია / ელჩების განცხადება

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 3 жов 2024
  • საარჩევნო კომპასი 2024 - ელექტრონული პლატფორმის პრეზენტაცია გამართეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა. აღინიშნა, რომ ეს იქნება უპარტიო, ელექტრონული საშუალება, რომელიც მომხმარებელს მიაწვდის ინფორმაციას პოლიტიკური პარტიების პოზიციებზე. ინიციატივა დაეხმარება ამომრჩეველს განსაზღვროს სხვადასხვა პარტიის ხედვები და პრიორიტეტები. მიზანი მოქალაქეთა ინფორმირებაა. ამერიკის ევროკავშირსა და გერმანიის ელჩებმა საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემოც შეაფასეს. პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ქცევას განიხილავენ, როგორც არამეგობრულს, შესაბამისად გადაწყვეტილება მიღებულია აღარ იყოს უმაღლესი დონის კონტაქტები მოქმედ მთავრობასთან. მისივე თქმით დაელოდებიან ეუთო/ოდირის შეფასებას, იქნება თუ არა არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი. გერმანიის ელჩმა კი აღნიშნა რომ არჩევნები საქართველოს მოსახლეობის საქმეა, და ყველამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუ როგორი მმართველობა სურს მომავალში.
    ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
    მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
    გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
    ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
    მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
    დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
    ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

КОМЕНТАРІ •