გურმანია - ტკბილეულის დღესასწაული თურქულად - „რახათ-ლუხუმი“ და „ფახლავა“
Вставка
- Опубліковано 29 вер 2024
- 13 მარტი, 2016
→ გურმანიაში, თურქული გემოებში მოგზაურობა, ისევ გრძელდება. ვახო, ცხელ წვნიანს ამზადებს, ოსპის და თურქული ბარდის სქელ წვნიანს, გემრიელად შეზავებული ქათმის ქოფთებით.
→ თამთა, ტკბილეულის ნამდვილ დღესასწაულს იწყობს თურქულად - ფორთოხლის, ჟოლოს და თხილიანი შოკოლადის რახათ-ლუხუმით, ციტრუსის და ნუშის ნუგბარით და რათქმაუნდა, თაფლის ტკბილი სიროფით გაჟღენთილი ფახლავით.
→ გუშინ, თეკლამ, აბდულას სამზარეულოში, ანუ პატარა თბილისურ თურქეთში არომატებით გვამოგზაურა და სხვა თურქულ კერძებთან ერთად, შამფურზე შემწვარ, ტრადიციულ დონერს გაუსინჯა გემო. დღეს, თეკლა , ჩვენთვის კარგად ნაცნობ და საყვარელ თურქულ ნუგბარს აგემოვნებს და მოგზაურობას, ტრადიციისამებრ, თურქული შავი ჩაით ასრულებს.