ტაკაო ტოდას საჯარო ლექცია

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 15 січ 2023
  • 24 ოქტომბერს, კახა ბენდუქიძის კამპუსში გაიმართა მეიჯის უნივერსიტეტის (იაპონია) პროფესორის ტაკაო ტოდას საჯარო ლექცია: „იაპონიის გამოცდილების გაზიარება განვითარებადი ქვეყნებისთვის მმართველობის სფეროში და მისი შედეგები საქართველოსთვის“.
    პროფესორმა ტოდამ მიმოიხილა იაპონიის გამოცდილება მმართველობის სფეროში მიღწეული პროგრესის შესახებ და ასევე ისაუბრა საქართველოსთან მომავალი შესაძლო თანამშრომლობის გზებზე მმართველობის სფეროში.
    საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვებიდან უმოკლეს დროში საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა დემოკრატიზაციისა და ეკონომიკის განვითარების კუთხით. ამის მიუხედავად, ქვეყანა რთული გამოწვევების წინაშე დგას, რაც დაკაშირებულია, ერთი მხრივ, მეზობელი ქვეყნებიდან მომდინარე სამხედრო საფრთხეებსა და დემოკრატიზაციის პროცესების ხელშეწყობასთან, ხოლო, მეორე მხრივ, ეთნიკური უმიცრესობების ინტეგრაციასთან.
    საჯარო ლექცია არის JICA-იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მიერ ორგანიზებული იაპონიის შემსწავლელი კურსის პირველი შეხვედრა, რომელიც შედგება ცხრა ლექციისგან და მოიცავს სხვადასხვა თემას იაპონიის საგარეო პოლიტიკის, სოფლის მეურნეობის, სოციალური უსაფრთხოების, ისტორიის, იაპონური მენეჯმენტის და ლიტერატურის შესახებ.
    იაპონია და JICA წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ დემოკრატიული მმართველობის გამოწვევების წინაშე მყოფ ქვეყნებთან მშვიდობის შენარჩუნებასა და დემოკრატიზაციასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრისთვის.

КОМЕНТАРІ •