დუეტი "კახურა" - ბიჭო იქნებ პაპა იყო შენი. ცოცხალი 🔴Dueti Kaxura - Bicho Iqneb Papa Iyo Sheni. Live

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 22 гру 2024

КОМЕНТАРІ • 55

  • @svetlanahass1681
    @svetlanahass1681 Рік тому +6

    ძალიან კარგი შესრულებაა.
    ლექსი ეკუთვნის არაჩვეულებრივ პოეტს იოსებ ნონეშვილს.
    სამწუხაროდ, ქართველ ახალგაზრდობას დაავიწყეს სასიქადულო პოეტთა სახელები.👍❤❤❤

    • @giorgibagashvili8618
      @giorgibagashvili8618 15 днів тому

      სამაგიეროდ სტალინის ლანძღვა ასწავლეს!
      საცოდაობაა უვიცი ახალგაზრდობა, ამიტომაც ბრმად იყენებენ!

  • @IakoZavrashvili
    @IakoZavrashvili Рік тому +7

    მე სულ მეტირება ამ სიმღერაზე.
    ჯერ კიდევ ძალიან პატარას მასწავლა დედამ.😢

    • @aleksandre80aleksandre80
      @aleksandre80aleksandre80 9 місяців тому +1

      გენაცვალე მაგ ქართულ სულში !🙏✊❤️

  • @ninoimedashvili6979
    @ninoimedashvili6979 2 роки тому +11

    ჩვენი ტანჯული ერი ულამაზესი შესრულებაა👏❤️🇬🇪😔

  • @neli.kavkasieli1387
    @neli.kavkasieli1387 2 роки тому +12

    სიმღერას ასრულებს ბრწყინვალედ.გაიხარე.

  • @rezosikharulidze2926
    @rezosikharulidze2926 2 роки тому +5

    ეს შენ მოგცა ნებად და უფლებად რო სიმღერად მოგეყოლა ქართველთა!

  • @nanulichokheli6720
    @nanulichokheli6720 Рік тому +4

    მადლობა რომ ძველ სიმღებს აცოცხლებთ საუკეთესოდ მღერიხართ

  • @nanaoqradze7900
    @nanaoqradze7900 2 роки тому +6

    მშვენიერი და დიდებული სიმღერა და მომღერალი.
    გაიხარეთ, ძალიან მიყვარს ეს სიმღერა.

  • @giorgidonadze2178
    @giorgidonadze2178 2 роки тому +4

    Yelshi burti gamecheda. Gaixare genatsvale.

  • @dodopopxadze36
    @dodopopxadze36 3 місяці тому

    Shemogevleeee,ra kargad imxere ,mamas uxvarda da xshiradac mxeroda,didi madloba❤

  • @prikoliist
    @prikoliist 4 роки тому +11

    გაგიმარჯვოს ბალღოოო!!!!

  • @aleksandre80aleksandre80
    @aleksandre80aleksandre80 9 місяців тому +1

    დიდება ქართულ გენს !🙏✊

  • @Salome-gf3pl
    @Salome-gf3pl 4 місяці тому +1

    იოსებ ნონეშვილის ლექსი.❤

  • @natoabramishvili50
    @natoabramishvili50 2 роки тому +5

    ვგიჟდები ამ ხმაზე

  • @nikatv8941
    @nikatv8941 2 роки тому +6

    გენაცვალე გიო მაგარი ხარ ძმაო მაგარი

  • @akakichavchanidze5622
    @akakichavchanidze5622 4 роки тому +12

    უძლიერესი შესრულებაა,გაიხარე ძმაო.

  • @sMylesMyle-nn1hw
    @sMylesMyle-nn1hw 4 роки тому +16

    ქართული გული ქართული სული ქართული მიწა წყალი ქართული ჰანგი ულამაზესი გახლავთ და საოცარი რამ არის საქართველო და კავკასია და საქართველოს მფარველობს წმინდა მარიამ მხვთის მშობელი და უფლის ხვთის და ღმერთის მადლი და კალთა ფარავს და ფარავდეს მუდამ იხარეთ იბენიერეთ და გაიხარეთ მუდამ ჩემო ტკბილო თბილო ადამიანებო კარგი ადამიანი ხარ მეგობარო როგორი საოცარი ხმა გაქვს მუდამ ტკბილად და საუკეთესოთ გემღეროს მუდამ მთელი ცხოვრება ღმერთი ქფარავდეს ყველაგან აეეეეე აჯი აოეე ავოიე ფშიუ მთიულებს მთის ხალხს მთისა და ბარის ხალხნო მიყვარხართ მე გუდამაყრელი გიორგი ბუჩუკური ჩაჩანიძის ჩოხელის და აღულელაურების და გუდამაყრელების შვილიშვილი თორღვა თუშიშვილი ვარ თუში გუდა მაყრელი მიყვარხართ ყველანი ძალიან უზომოდ მეამაყებით და მეიმედებით მუდამ ქართველებო ძმებო დებო მეგობრებო და სრულიად საქართველოვ და ქართველნო სიამაყით ვარ ავსებული მეამაყებით ყველანი მიყვარხართ ამინ დაგილოცავთ ოჯახებს და დედ მამიშვილებს ბედნიერებას გისურვებთ მუდამ მეგობრებო ყველას ყველანი გულში მიყვარხართ

  • @anzordumbadze1671
    @anzordumbadze1671 2 роки тому +5

    კარგია,გაიხარე.

  • @dodopopxadze36
    @dodopopxadze36 2 місяці тому

    Emogevleeee,Ufali shentan,ixare chemo tanjulo Saqrtvelov❤

  • @darikomikaberidze9170
    @darikomikaberidze9170 3 роки тому +6

    Ძალიან კარგად მღერით.♥

  • @ciratavartqiladze2947
    @ciratavartqiladze2947 Рік тому +2

    ❤❤❤Შენ გაიხარე მეგობარო❤❤❤❤❤❤

  • @ЗахарТедеев-б7б
    @ЗахарТедеев-б7б 5 років тому +13

    Супер 👍👍👍

  • @giorgiruadze1998
    @giorgiruadze1998 3 роки тому +4

    სუპერ

  • @zaurisartania1356
    @zaurisartania1356 Рік тому +2

    BRAVO.KARGIA.

  • @davitverdzeuli532
    @davitverdzeuli532 3 роки тому +5

    kargia,gaixaret biheboo

  • @mawnelm8947
    @mawnelm8947 5 років тому +12

    ჯიგრულად მღერის😊

    • @sMylesMyle-nn1hw
      @sMylesMyle-nn1hw 4 роки тому +2

      MAwNE გეთანხმები კარგი ქართული ადათ ტრადიციულად გაშლილი სუფრა ქართული კერძებით გაწყობილი და ამ ადამიანთან ერთათ მოლხენას რაჯობია ძმა

  • @dodopopxadze36
    @dodopopxadze36 2 місяці тому

    Mama mxeroda am sixeras cremlmoreuli❤

  • @KAMIKADZE-uy4hn
    @KAMIKADZE-uy4hn 10 місяців тому

    5+ magari shesrulebaa!!! ❤🇬🇪

  • @natoabramishvili50
    @natoabramishvili50 2 роки тому +8

    წუთები როდესაც სიტყვები უძლურია

  • @zurabrazmadze313
    @zurabrazmadze313 Рік тому +3

    ლექსის ისტორია წაიკითხეთ ქართველობო!1970-იან წლებში „ყამირის გატეხვისას“ დროს საბჭოთა პრესაში გამოქვეყნებული ამბავი, რომელიც მკითხველს ყაზახეთში, ხობდის რაიონში, ტრაქტორის სახნისს ამოყოლილ ბორკილდადებულ ადამიანის ჩონჩხზე მოუთხრობდა, მალევე პოპულარულ თქმულებად იქცა. ამ ამბავს იოსებ ნონეშვილმაც ლექსი მიუძღვნა - „ბიჭო იქნებ პაპა იყო შენი“, სახალხო მომღერალმა ილია ზაქაიძემ კი სიმღერად აქცია. საბჭოთა კლიშეების მიუხედავად, მკითხველ-მსმენელი ინტუიციით გრძნობდა, სინამდვილეში ვინ უნდა ყოფილიყვნენ ისინი - „ვისაც ფეხზე ეგ ბორკილი ედო“ და რომელ თაობებს ჰქონდათ გამოცდილი შუა აზიისკენ მიმავალი გზის სიმძიმე საკუთარ ტყავზე - დაწყებული კოლექტივიზაციის დროინდელი წმენდით, 1937-1938 წლების „დიდი ტერორით“ და დასრულებული - 1951 წლის უკანასკნელი დიდი დეპორტაციით.
    დეპორტაცია შობის ღამეს
    1951 წლის 23 დეკემბერს, კვირა დღით, სოფელ ციხესულორში, „დოსააფ“-ის ინსტრუქტორმა ნოშრევან გიორგაძემ და მისმა მეუღლე - შუშანიკამ, რომელიც დაწყებითი კლასების მასწავლებელი იყო, საკარმიდამო ნაკვეთი წინასწარ გაწმინდეს და მოამზადეს საგაზაფხულო სამუშაოებისთვის. საღამოს მცირეწლოვანი შვილები - ზაირა და ელგუჯა დააძინეს და დაღლილებმა თავადაც დაიძინეს, თუმცა, დილას მშვიდობიანი გათენება აღარ ეწერა - სსრკ მინისტრთა საბჭოს დადგენილება №4893-2113 (29.11.1951) - საქართველოს სსრ-დან "სოციალურად უცხო ელემენტების გადასახლების შესახებ" უკვე ამოქმედებული იყო.
    შუა ღამით, გიორგაძეების სახლს შინაგანი ჯარის რაზმი მიადგა, რომელთაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელიც ახლდა და გაოცებულ მასპინძლებს მკაცრად გამოუცხადეს - „ხართ გადასახლებული, გაემზადეთ საჩქაროდ!“….
    archive.ge/ka/blog/97

  • @bondodavituri7120
    @bondodavituri7120 3 роки тому +22

    თითქოს გულში აგიფეთქდა მეხი,
    წარბი შეჰკარ, მოგეღრუბლა სახე,
    ბელტთა შორის, როცა ყამირს ტეხდი,
    კაცის ჩონჩხი და ბორკილი ნახე.
    - ნუ იწვიმებ! - ვინ უბრძანოს ღრუბელს?!
    დაგიმძიმდა ცრემლით თვალთა უპე.
    სად შეწყდება სიცოცხლის გზა გრძელი,
    სადაურსა სად წაიყვან, ბედო...
    ბიჭო, იქნებ პაპა იყო შენი,
    ვისაც ფეხზე ეგ ბორკილი ედო.
    ბიჭო, იქნებ პაპა იყო შენი,
    შეებრძოლა შავ-ბნელ ადათ-წესებს.
    ჩამოჰპარსეს გლეხკაცს ცალი წვერი,
    შებორკილი ციმბირს გაამწესეს.
    იქნებ გულში ვერ დაფარა ოხვრა,
    აუჯანყდა ბატონს, ნამუსმოხდილს,
    და მიტომაც დაურჩინეს ოხრად
    გუთნეული და ჩალური ქოხი.
    ყაზახეთში, სირ-დარიის ახლოს,
    შეჯაჭვული მოიყვანეს ალბათ.
    ბარდაუკვრელ ველებსა და ახოს
    გლეხიკაცი გახედავდა ხარბად.
    გახედავდა ყამირს, ცვარში ნაბანს,
    ინატრებდა გამოკვერილ სახნისს
    და ყევარ ხარს-ნიშასა და წაბლას,
    წინ გარეკილ შვილიშვილის სახრით.
    ვაჰთუ ვეღარ აუვიდა ფიქრებს,
    თვალწინ ედგა ღარიბ ქოხის ბანი,
    ხუნდთა ხმაში ჩაესმოდა იქნებ
    სახნისის ხმა და ღირღიტას ბანი.
    მაგრამ, ვაგლახ, ნატვრაც ჰგავდა ზღაპარს,
    ყამირებზე დაღლილივით მიწვა.
    შებორკილი, შეჯაჭვული პაპა
    მიიბარა ყაზახეთის მიწამ.
    ცრემლით არვინ დაუნამა კალთა,
    ვეღარ გახდა წყვილი სანთლის ღირსიც.
    ვარსკვლავებმა გაუნათეს თავთან
    და სუდარად გადეფარა ნისლი.
    სადაურსა სად წაიყვან ბედო,
    სიცოცხლის გზას სად არ გადუკეტავ...
    საფლავშიაც ბორკილები ედო,
    მკვდარი სადღა წავიდოდა ნეტავ?!
    დაჰყურებდი ძვლებს და რკინის ნაჭერს,
    შემდეგ უხმოდ მიაშურე საჭეს...
    - დასცხე, ბიჭო! - ამ ყამირში ყრია
    პაპის ძვლები, რამ დაგზაფრა უცებ...
    - დასცხე, ბიჭო! - მაგ ტრაქტორის გრიალს
    საქართველოს ველ-მინდორიც უსმენს.
    მზე იხილეს გათოშილმა ძვლებმა...
    - დასცხე, ბიჭო! - პაპის ხმაა ალბათ,
    სახნისის ხმა საფლავშიაც სწვდება,
    ბელტი ბელტზე მიაწვინე მარდად
    თავისუფლად, ბიჭო, პაპაშენი
    გუთნეულშიც ვერ უბამდა ხარებს.
    შენ კი გინდა ეს უსაზღვრო ველიც
    ააყვავო, როგორც შენი მხარე.
    დე, ყამირი აღარ დარჩეს არსად,
    გვერდით შენებრ ვაჟკაცები გყვანან...
    წინაპართა ოცნებათა მსგავსად
    კიდით-კიდე შრიალებდეს ყანა.

  • @zviadizivzivadze6078
    @zviadizivzivadze6078 3 роки тому +3

    👍👍

  • @ГурамиБахтадзе
    @ГурамиБахтадзе 8 місяців тому

    МАГАРИ❤

  • @giorgigeliashvili3625
    @giorgigeliashvili3625 3 роки тому +3

    Gulshi chamcdomi sitkvebia

  • @alesandremwedlishvili8981
    @alesandremwedlishvili8981 4 роки тому +7

    👍👍👍👍👍👍👌👌👌👌👌👌💞💞💞💞

  • @zuralagadze8482
    @zuralagadze8482 5 років тому +6

    kargia

  • @liaivanidze1787
    @liaivanidze1787 Рік тому

  • @WadeCrutison-r5t
    @WadeCrutison-r5t 2 місяці тому

    Moore Plains

  • @dalakishvili4480
    @dalakishvili4480 6 років тому +9

    👍👍👍👍👍👏👏👏❤❤❤❤❤❤

  • @ლიანაჯიქია
    @ლიანაჯიქია 3 роки тому +2

    L.p.

  • @аркифодардиани
    @аркифодардиани Рік тому +1

    Гаихарет маг гвелис исев самцухарод

  • @southnest1645
    @southnest1645 Рік тому +3

    მაინც მგონია, რომ ეს მეფის დროზე არაა. ეს სუფთა სტალინის დროინდელი ხელწერაა.

  • @nairajijavadze8652
    @nairajijavadze8652 8 місяців тому