დისბაქტერიოზი - დღის შოუ

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 21 сер 2024
  • ევექსის რუბრიკა იმედის დღის შოუში, გადაცემა #67
    დისბაქტერიოზი, იგივე დისბიოზი ადამიანის ნაწლავთა მიკროფლორის თვისობრივი და რაოდენობრივი ცვლილებაა, რომელიც არა მხოლოდ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, არამედ მთელი ორგანიზმის ფუნქციობაზე აისახება.
    ადამიანის არა მხოლოდ ნაწლავები, არამედ მთელი საჭმლის მომნელებელი ტრაქტი დასახლებულია მიკროორგანიზმთა მრავალი სახეობით, რომლებიც ჩვეულ მიკროფლორას ქმნიან.
    მათი რაოდენობა მუდმივად იცვლება ისეთ დინამიკურ ფაქტორთა გავლენით, როგორიც არის ასაკი, კვების რეჟიმი, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, შრომისა და ყოფა-ცხოვრების პირობები, კულტურის დონე და ჰიგიენური ჩვევები.
    დისბაქტერიოზის შესახებ საუბრობს იმედის დღის შოუს სტუმარი, ევექსის დიდუბის ამბულატორიული ცენტრის გასტროენტეროლოგი კოტე მაისაია.

КОМЕНТАРІ •