გიორგი კობერიძის ხსოვნას

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 2 січ 2025
  • 2024 წელი უმძიმესი იყო პირველი არხისთვის. დავკარგეთ გამორჩეული კოლეგა, ძვირფასი მეგობარი და გამორჩეული თვისებების მქონე ადამიანი. 24 აგვისტოს საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტი გიორგი კობერიძე გარდაიცვალა. მის გარეშე „მოამბის“ გუნდის თითოეული წევრისთვის მუშაობის გაგრძელება საკმაოდ რთული აღმოჩნდა. გიორგი იყო პროფესიონალიზმის, საქმისადმი თავდადების, ერთგულების, კეთილშობილების და სიკეთის მაგალითი. მისი მრავალწლიანი ჟურნალისტური საქმიანობა საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მომხდარი მნიშვნელოვანი ამბების ამსახველ არაერთ რეპორტაჟს და საინტერესო მასალას მოიცავს. წლების განმავლობაში აშუქებდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს და მუდმივად იყო მთავარი მოვლენების ეპიცენტრში. ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პერიოდში - კოვიდ-პანდემიის დროს, საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად თვეების განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა ჩაკეტილ რეგიონში, სადაც დაავადების გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. არასდროს შეშლია პროფესიაში და, რაც ყველაზე მთავარია, ადამიანურ ურთიერთობებში. ახლა, პირველი არხისთვის ამ რთულ პერიოდში, გიორგის არყოფნას კიდევ უფრო მძაფრად განვიცდით და განსაკუთრებულად გვაკლია. ბოლო წლებში ერთგვარ ტრადიციად დამკვიდრდა და ყოველი წლის ბოლო დღეს, 31 დეკემბერს, სწორედ გიორგი ამზადებდა რეპორტაჟს, სადაც „მოამბის“ ჟურნალისტების და რესპონდენტების კადრში თუ კადრს მიღმა კურიოზულ მომენტებს ერთად უყრიდა თავს, რომლებსაც წლიდან წლამდე ვაგროვებდით და მხოლოდ ახალ წელს გიჩვენებდით. დღეს ისევ 31 დეკემბერია - გიორგი ჩვენთან ფიზიკურად აღარ არის. შემდეგი რეპორტაჟი ჩვენ მოვამზადეთ მასზე, რათა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, როგორი იყო გიორგი კობერიძე კადრში და კადრს მიღმა.
    ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
    მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
    გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
    ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
    მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
    დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
    ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

КОМЕНТАРІ • 2