განახლება, რომელმაც მსოფლიო გააჩერა - როგორ დავიცვათ თავი?

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 6 вер 2024
  • გლობალური IT შეფერხებიდან მე-4 დღეს ავიარეისების შესრულება ისევ პრობლემად რჩება. CNN-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და შტატების მიმართულებით მხოლოდ გუშინ 1000 ავია რეისი გაუქმდა, ხოლო 9000 გადაიდო. მიზეზი კიბერუსაფრთხოებაზე მომუშავე კომპანია CrowdStrike-ის მიერ განახლების პროცესია, რამაც გასული კვირის ბოლოს გლობალურმა მსოფლიო დროებით დააპაუზა და აეროპორტებში, ბანკებსა თუ კლინიკებში ქაოსი გამოიწვია. აეროპორტებში ასობით რეისი გაუქმა და და ათასობით გადაიდო. პრობლემები შეიქმნა საქართველოს აეროპორტებშიც. Microsoft-ის განცხადებით, გასული კვირის ბოლოს გლობალური IT-შეფერხების შედეგად 8.5 მილიონი კომპიუტერი დაზარალდა, რაც Windows-ის მოწყობილობების დაახლოებით 1%-ია, თუმცა ამის მიუხედავად ეკონომიკური და სოციალური ეფექტი საკმაოდ დიდი იყო. ტექნოლოგიური შეფერხების ეკონომიკურ ეფექტს ჯერ ისევ ითვლიან, თუმცა ამბობენ, რომ მსგავსი მასშტაბური ეფექტი წლებია მსოფლიოს არ ახსოვს. რა მასშტაბის ზარალზე შეიძლება იყოს საუბარი გასული კვირის ბოლოს გლობალური IT შეფერხების ფონზე და რა გადაზღვევის მექანიზმები არსებობს იმისთვის, რომ მსგავსი მასშტაბის შეფერხება მსოფლიომ თავიდან აიცილოს?
    სტუმარი: დავით კიზირია - საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის კონსორციუმის თანადამფუძნებელი;

КОМЕНТАРІ •