გამარჯობა მამუკა, თქვენი გადაცემა ერთადერთი ნათელი წერტილია იმ საფეხბურთო ანალიტიკურ წყვდიადში რაც ქვეყანაშია 30 წელია და კარგად მესმის თქვენი, მე 30 წელია ჩვენი ნაკრების გულშემატკივარი ვარ და მეც ბავშვობა მაქვს დანგრეული ამათი თამაშის შემხედვარე ვიცი რასაც განიცდით დღევანდელ თაობას არ დაესიზმრება, მე ბავშვობიდან ნერვოზი და ფსიქოზი ავიკიდე ჩვენი ნაკრების თამაშების შემყურემ, ეხლა დაგიწერთ კომენტარებს ქრონოლოგიურად ანალიზის შესაბამისად და თუ მიპასუხებთ თითოეულ კომენტარზე მადლობელი დაგრჩებით
ბუდუს მაგივრად კვერნაძე ახალგაზრდულიდან ძირითადში,მოძრავი,ტექნიკური, ფიზიკურად ძლიერი.ლომინაძე შუაში იგივე მონაცემებით ,დაცვა აუცილებლად და სასწრაფოთ გასაახალგაზრდავებედა მოძრავი, გვყავს მანდაც კაი ბიჭები😊ჩემი აზრით 4-3-3 სისტემა მოუხდება.ეს ჩემი აზრით😊
ძაან მაგარი და ზუსტი ანალიტიკა გაქვს ყოველთვის და ძაან მომწონს, რომ არ ცდილობ არც ფედერაცია ასიამოვნო ან სამწვრთნელო შტაბი, დიდი მადლობა, რომ ასე სიმართლით ემსახურები ქართულ ფეხბურთს ❤
პირველ რიგში, მადლობა ჩვენ ბიჭებს იმ შრომისთვის, რაც მთელი წლის განმავლობაში ჩადეს, ასევე მადლობა შენ იმ უწყვეტი და პროფესიონალური ანალიზისთვის, რასაც მთელი ეს პერიოდია გვთავაზობ. რაც შეეხება ჩემს მოსაზრებებს, მიუხედავად იმისა, რომ ამაღლებული განწყობით დაწყებული ერთა ლიგური ასპარეზი ჩავარდა, სათქმელია, რომ ყველაფერი ახლა იწყება. ჩემი აზრით, ამ ფორმაციის ნაკრები ჯერ კიდევ გარდამავალი გუნდია, ვგულისხმობ იმას, რომ წინა ფორმაციის გუნდების რამდენიმე ფეხბურთელია შემადგენლობაში შენარჩუნებული, რა თქმა უნდა, თითოეულ მათგანს უდიდეს პატივს ვცემ, თუმცა მგონია, რომ ახლა იმ ეტაპზე ვართ, როცა ნაწილობრივი სისხლის გადასხმის შემდეგ არსებული მიღწევები ამოიწურა და ნაკრების აბსოლუტურ განახლებაზე უნდა გადავიდეთ იმისთვის, რომ შემდგომი ნაბიჯები წარმატებულად გადავდგათ. პირველ რიგში, მოუთმენლად ველი ნაკრების ძირითადში გოგლიჩიძის გამოჩენას, საოცარი ბიჭია, ფიზიკურად ძლიერი, მყარად დგას, პასის კულტურა აქვს, მაღალია და პოზიციურადაც გამართულად მოქმედებს, ამიტომაცაა ტოპ იტალიური გრანდების რადარზე, საფეხბურთო თავდაცვის სამშობლოში ღირსეული მებრძოლი გვეზრდება, რატომღაც მგონია, რომ მისი ყოფნის შემთხვევაში, დაცვა ბევრად დალაგებული და მყარი იქნებოდა, თუმცა რას ვიზამთ, ტრავმამ შეუშალა ხელი, გოგლიჩიძეს, რომ გავცდეთ, მარჯვენა ვინგბექის პოზიციას უნდა შევეხო, აქაც ძალიან კარგად გამოიყურებოდა გოჩო, ორივე მატჩში თვალსაჩინო იყო მისი აქტიურობა და რაზეც ანალიზში ისაუბრე, მარჯვენა ფლანგის შედარებით ურესურსობაზე და ნაკლებლეტალურობაზე, ვფიქრობ, გოჩოლეიშვილი ამას რაღაცნაირად ანეიტრალებდა, მობილური და ტექნიკური ფეხბურთელია, ასე რომ, ვფიქრობ, ნელ-ნელა გოჩოს ტალღაზეც უნდა გადავეწყოთ, იგივე მეთქმის მარცხენა ვინგბექზეც, მიუხედავად პორტუგალიასთან ლოჩოშვილის მიერ მოტანილი კონტრიბუციებისა, ჩემი აზრით, ამ პოზიციაზე ტრენდულად მარცხენა მცველისთვის შესაფერისი ფიზიკური აღნაგობის ფეხბურთელი უნდა დავაყენოთ, მშვენივრად გამოიყურებოდა წიტაიშვილი, რომელსაც გრანადაშიც ეტრფიან. ასევე, გეთანმხები და მეც მოუთმენლად ველი ლომინაძის დაწინაურებას, თავის ასაკობრივ მეტოქეებთან შედარებით ბევრად დაღვინებული და თამამია, ნახევარდაცვით ასპექტში მნიშვნელოვანი რესურსი გვემატება მისი სახით, ძირითადად ნაკრების გადახალისების ამ სცენარს ვუჭერ მხარს. რაც შეეხება ანალიზს, ცალსახად შეცდომაა ჩაკვეს მარჯვენა ფლანგზე მიბმა, რაც ჩვენი ნახევარდაცვითი სამკუთხედის გაუმართაობას უწყობს ხელს, აბსოლუტური დისფუნქციაა გიოს ამ პოზიციაზე გადაყვანა, რასაც ეპიზოდური შეცდომების კასკადამდე მივყავართ. ასევე, ნამდვილად სათქმელია ის, რომ სოლომონმა თავისი დრო ნაკრებში მოჭამა, ასაკი და ფიზიკა აღარ აძლევს იმის საშუალებას, რომ ძველებური სარგებლები დადოს მოედანზე. რაც შეეხება გუნდის ტაქტიკურ სისტემას, საბედნიეროა, რომ ერთი გამართული სისტემა მაინც გვაქვს წინა წლებთან შედარებით, მაგრამ, როცა დიდ მიზნებზე გვაქვს ამბიცია, არა ერთი, არამედ ორი და მეტი სახის სქემების დამუშავებაა საჭირო, რასაც, ვფიქრობ, რომ ეტაპობრივად მივაღწევთ, საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება ის 4-3-3 სქემა, რომელიც ანალიზში შემოგვთავაზე, კიდევ ერთხელ, უღრმესი მადლობა მსგავსი ანალიზისთვის, ჩემი აზრით, ნაკრების სამწვრთნელო შტაბშია შენი ადგილი, წარმატებები.
მადლობა ესეთი ზუსტი განხილვისთვის და ჯანსაღი კრიტიკისათვის. არ ვიცი უბრალოდ რა ვთქვა, რაც ილაპარაკეთ ყველაფერში გეთანხმებით და ერთს დავამატებ ნაკრებმა დაკარგა მოგების სურვილი, ანუ "ჟილკა" არ იგრძნობოდა საერთოდ, არ დავასახელებ ფეხბურთელებს კონკრეტულად იმიტომ, რომ მთლიანი გუნდი თამაშობდა, რომ არ მოეგო!!!! ეს მენტალური პრობლემაა თუ გადაღლილობის ვერ გეტყვით და კიდევ გეგმა B ყოველთვის უნდა იყოს, აუცილებელია. მგონი იმ მოგებების შემდეგ ამდენი ქება და დიდება არ არის სწორი, იმ თამაშების დროსაც ქონდათ ხარვეზები და აი იმ ხარვეზებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, მარტო თქვენ არა ყველამ!!! რავი რავი ესე არ მინერვიულია რამდენი ხანია, როგორი გულდასაწყვეტია, არადა რა კარგად დავიწყეთ..............
მამუკა, პირველ რიგში მადლობა ასეთი კარგი ანალიზსთვის, 10/10 თუ წაგების მიზეზებზე ვისაუბრებთ, მაშინ სჯობს ქრონოლოგიურად მოვყეთ ჩეხეთთან მატშიდან, ვინაიდან ყველა ერთმანეთისგან გამომდინარეობდა. 1) ჩეხებთან გამარჯვებამ, გარკვეულწილად დათვური სამსახური გაგვიწია, იყო მხოლოდ ქება, ცაში აყვანა, რეალურად კი თბილისში გამარჯვების მიზეზი ის იყო რომ მეტოქემ არ დაგვაფსა სათანადოდ, თორემ ჩეხეთი ამ მატჩში ჩავარდა მხოლოდ 13 წუთით და ეს იყო მათთვის განაჩენი. 2) ალბანეთთან გასვლაზე - სილვინიო საგონებელში ჩავარდა, 2 დღეში ძნელია სწორი ტაქტიკური ანალიზის გაკეთება და გამოვიდა ფეხების კანკალით, ითამაშა ფრეზე, ასე მოთამაშე გუნდები კი ყოველთვის ისჯებიან, რომ არა ქოჩორას ინდივიდუალური ოსტატობა, ეგ მატჩი ფრედ დასრულდებოდა. საქართველომ სწორი ტაქტიკური ფეხბურთი ითამაშა მხოლოდ საწყის ორ ტურში, რაშიც გარკვეულწილად დიდი როლი მეტოქის არადაფესბამაც ითამაშა. 3) პოზნანის საღამო - გაურკვეველია ჩემთვის, თამაშის წინ მაგ სტადიონზე საერთოდ რატომ არ მოგვცეს ვარჯიშის ნება???, ფაქტობრივად დაგვიმალეს სტადიონი. გაურკვეველია ფედერაციის დამოკიდებულება, რატომ არ ეცვათ ჩვენს ფეხბურთელებს შესაბამის შიპებიანი ბუცები (გვახსოვს კვარამ თამშის მიმდინარეობისას მოითხოვა შეცვლა, ქოჩორას დიდი ალბათობით მაგიტომ გასრიალდა ფეხი, მივიღეთ გოლი). უკრაინელები კიდევ მომზადებული შეხვდნენ მაგ საფარს... 4) თბილისურო საღამო ალბანელებთან - სილივინომ გაანალიზა ყველაფერი, მოგვცა ბურთი და კონტრშეტევებს დაელოდა თან დარწმუნებით იძახდა რომ 3 ქულას წამოიღებდა თბილისად. ალბანეთთან წაგებული მატჩი სრულიად სანიოლის კისერზეა. ტაქტიკას რომ თავი დავანებოთ, როგორ შეიძლება შემადგენლობაში არ დააყენო 20 წლის ბიჭი, რომელსაც ძარღვებში სისხლი უდუღს, ძალიან სწრაფია და იუვეს ფეხბურთელებს შავი დღე აყარა, სერია ა-ზეა საუბარი! მეტი მოტივაცია რა უნდა მისცე მწვრთნელმა ახალგაზრდა ფეხბურთელს. სანიოლს ალბათ ეგონა რომ თავის შვილიშვილს ეთამაშებოდა FC24 ს! 5) ბათუმური საღამო - დღეს ისე დაიხვეწა ტექონოლოგიები რომ ლამის მთელი წლის ამინდის პროგნოზის გაგებაა შესაძლებელი და რატომ მაინც და მაინც ბათუმი? ფაქტია, ჩვენს ნაკრებს წვიმაში თამაში უჭირს და ფედრეაციას ეს უნდა გაეთვალა, არ იყო აუცილებელი „რასტვორი“ გვეზილა ისევ უკრაინელებთან. 6) ოლმუცი - თბილისური გასტროლდან მხოლოდ 2 კაცი ჰყავდათ შემადგენლობაში, ფაქტობრივად მე-2 ნაკრებს ვეთამაშეთ, მათი მწვრთნელი კი გადაჭრით იძახის რომ მოიგებენ. მოიგეს კიდეც, შეგავაფსეს და დააფასეს ჩვენი ძალა სათანადოდ. ვილი კიდე ყოველთვის ისე გადის მოედანზე, რომ გეგმა B ჩვენთვის უცხო ხილია, არ არსებობს, ძირითადად ინდივიდაულური სოტატობის ხარჯზე ვქმინდით რამე ღირებულს ბოლო 4 მატჩის მანძილზე..., ჯარიმა რომელიც გაგვიტანეს, მაგ დისტანციაზე კედელში მინიმუმ 6 კაცი უნდა მდგარიყო...., კვარას და კაშიას ყვითელბი ხომ საერთოდ არაფერში ეწერა, ამ კუთხითაც უნდა გავზიაროდთ, მეტი პროფესიონალიზმია საჭირო. სტანდარტების დროს გოლის, ან საგოლე შანსის იმედიც კი არ მაქვს, პირიქთ... რა შეიძლება ითქვას, ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შემდეგ აშკარად გაზრდილია, როგორც მენტალურად ისე, საფეხბურთო თვალსაზრისით, მაგრამ თითქოს სანიოლმა ფეხი ვერ აუწყო ამ ყველაფერს. დარჩა ისევ თავის 5-3-2 ტაქტიკაში და იქიდან ვერ გამოდის. არადა შეუძლიათ ამ ბიჭებს, უკეთესი მომავლის იმედი დაგვიბრუნეს და გვჯერა კიდეც მათი, მაგრამ შემდგომი წარმატებისთვის ტაქტიკურად გნასწავლული მწვრთნელია საჭირო, რომელსაც ოდესმე რამე მაინც მოუგია და არა პრაქტიკანტი, რომელიც ჩვენთან ერთად გაზირდება.
@@levanitartarashvili613 თქვენც მშვენივრად ჩამოაყალიბეთ ყველაფერიიი,ბრავო,სანიოლმა ფეხბურთელებს დააბრალა ყველაფერი არ ნახეე,და აუცილებლად უნდა ვთქვათ აგდებული დამცინავი დამოკიდებულება გულშემატკივარზე,ნახევარი ხალხი ბილეთიანი სტადიონზე არ შეუშვეს და ფეხბურთის ფედერაცია როგორც ყოველთვის დუმს,ხმას არ იღებს,იმის მეშინია ასეთი ტაქტიკით და ფეხბურთელებზე ხელის გაშვერით ჩვენს უმაგრეს ნაკრების ბიჭებს არ დაიკარგონ მოტივაცია და რწმენა ამ გაზლუქებულმა ტიპებმააა
შენი ცოდნით მეგობარო შენ უნდა იყო მთავარი მწვთნელის დამხმარე სქემის დაგეგმარებაში, მე მაგალითად სიამოვნებით ვნახავდი შენი სქემით გამოსულ საქართველოს ნაკრებს
ყველა თამაში რომელიც მოვიგეთ , ნაკრები თამაშობდა იმ სქემით რომელზეც ეს კაცი ლაპარაკობს. ჩაკვე ცენტრში და შეტევისას გადაწეული მარცხნივ , კვარასთან ახლოს ! ქოჩორა კიდე მარჯვენა ფლანგისკენ გადაწეული. ეს ყველაფერი ნანახი გაქ ნაზეიმარი და ნაამაყარი !….
ყველა თამაში რომელიც მოვიგეთ , ნაკრები თამაშობდა იმ სქემით რომელზეც ეს კაცი ლაპარაკობს. ჩაკვე ცენტრში და შეტევისას გადაწეული მარცხნივ , კვარასთან ახლოს ! ქოჩორა კიდე მარჯვენა ფლანგისკენ გადაწეული. ეს ყველაფერი ნანახი გაქ ნაზეიმარი და ნაამაყარი !
პირველ რიგში იმას ვიტყვი რომ ძალიან საინტერესო ვიდეო იყო. რაც შეეხება ნაკრებს აშკარაა რომ ახალი სახეებია საჭირო და გადაწყობა. აშკარააა ისიც რო გუნდმა არ იცის ბურთის დომინანტურად ფლობა და ისე შეტევის აწყობა. უნდა შეიმუშავონ რამე მონახაზი შეტევის რამდენიმე ვარიანტის რათა უფრო ნაკლებად პროგნოზირებადები ვიყოთ. ასევე ვფიქრობ რომ ნაკრებს უნდა შემოუერთდნენ გოგლიჩიძე, საზანოვი, აზაროვი, ვახტანგ სალია , ლაცაბიძე და ლომინაძე. ახალი სახეებით უფრო მეტი კონკურენცია იქნება ნაკრებში და უფრო გაუადვილდებათ ალტერნატიული სქემების ჩამოყალიბება.
მამუკა პირველ რიგში კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ასეთი კარგი ანალიზისთვის(100% ემთხვევა ჩემს მოსაზრებას მიუხედავად იმისა რომ ვცდილობ კრიტიკული თვალით შევხედო შენს ანალიზს) მე პირველად 5 წლის ვიყავი მამამ და ბაბუამ (არც ერთი აღარ არის ცოცხალი) რომ წამიყვანა "დინამო" - "ლივერპულზე" და იმის მერე შენი თქმის არ იყოს კარგიც ბევრი ვნახე და ცუდიც. ზოგადად წაგება არ მიმაჩნია ტრაგედიად და ვფიქრობ რომ თუ სწორ ანალიზს გააკეთებ და დასკვნებს გამოიტან დაშვებული შეცდომებიდან ყველაფრის გამოსწორება შეიძლება. უბრალოდ რაც მაწუხებს არის ის რომ რეალობის შეგრძნება დავკარგეთ და რაღაც უცნაურები გავხდით ეს ამაყი ხალხი. სულ რაღაცას ველოდებით(აი მაგალითად გაჩნდა აზრი რომ ცე ლიგიდან მოვიპოვოთ საგზური და ასე შემდეგ) ჩემი კითხვა შემდეგში მდგომარეობს კი მაგრამ თუ 21 წლიანები გავიდნენ შესარჩევიდან ბრძოლით დიდებს რატომ უნდა ეშინოდეთ გრანდების? არ შეიძლება რომ თამასა ავწიოთ ცოტა და ჩვენც გავიდეთ ჯგუფიდან როგორც ლატვია გავიდა ევროპაზე წლების წინ? განა სწორი თამაშით ერთეულ შემთხვევებში არ გაგვიმჭარებია დიდი გუნდები?
გაიხარეთ,ძმებო:ყველაზე კარგი და მთავარი,გუნდი შედგა,ბიჭები ერთმანეთს გრძნობენ მოედანზე,გუნდურობის მნიშვნელობა გვესმის,ბევრი მუშაობაა საჭირო,წარმატება აუცილებლად მოვა,თან მალე.,BRAVO VILI,BRAVO ბიჭებო,გუნდურობა და შრომა,რომელსაც არ აკლებთ,სანიოლი ძიებაშია და აუცილებლად მივა ბრწყინვალე შემადგენლობაზე და შედეგიც გასაოცარი იქნება.(უფოლო შეგვიწყალენ)...მსოფლიოს ფინალში ვართ ძმებო.,მთავარ ფინალში!!!
მოგესალმებით.. ანალიტიკურ სპორტულ გადაცემებში ეს ბიჭი რო ამომწურავ ვიდეოებს დებს არ ვიცი.. საოცარია უბრალოდ.. ჯერ ამინდზეც რო გაამახვილა ყურადღება ბრავო.. მერე მწვრთნელზე საუბარი არც ზედმეტი უთქვამს რაცაა რეალურად უსაუბრა.. ფაქტია უდიდეს შრომას დებს და მინიმუმ ჩვენგან რიგითი გულშემატკივრებისგან მხოლოდ ლაიქს და გვერდის გამოწერას ითხოვს.. ჩაკვე ჩემი საყვარელი მოთამაშეა კიტესთან ერთად და კარგია რო ამ თემასაც ესე სიღრმილეულად შეეხო.. გადრანი ლაცაბიძე და ნომერი ერთია მცველი დღეს საქართველოსი გოგლიჩიძე ამათ ვხედავ მომავალში.. სანიოლს დრო მისცეს 4 წელი და გავიგებთ რა შეუძლია.. სვანაძეა ამ ეტაპზე ჩემი ფავორიტი უპირველესი რო ბიჭებს იცნობს ბევრს მის ხელში გაუვლია გზა.. ფაქტია დროა შეიცვალოს ფორმაცია და ახალ სახეებს მიეცეს შანსი.. კაი ბიჭები მოდიან ახალგაზრდულიდანაც 👏🏻 ასევე საინტერესო ჯგუფია ფეისბუქზე ცრუ ცხრიანი და კარგი პოსტები იდება ბევრის გაგება შეიძლება.. სულ ველი ხოლმე ესეთ ანალიტიკურ გარჩევებს.. მაგრამ ესეთს ვერსად ვნახულობ.. მეტი გვინდა ესეთი პროექტი და კარგი ანალიზი ოღონდ აუცილებლად კრიტიკაც როა და არა მხოლოდ ის რო წერია ვაქოთ ვილი იმიტო რო ევროპაზე გაგვიყვანაო.. უდიდესი მადლობა მაგისთვის თუმცა ამ ეტაპზე ცოტა რეგრესი აქ ნაკრებს უკვე ოთხი თვეა.. მომენტების გამოუყენებლობაცაა ერთერთი მინუსი თუმცა მხოლოდ ეს რო არაა კი ისაუბრა ზემოთ ვიდეოში 🙂 გოლზე მეც კვირკველიას ყველაზე ნაკლწბად ვადანაშაულებ ის მიკვირს თავით კაია და რატო არ იყო ჩასული.. ქოჩი ყველას გვიყვარს ყოველთვუს შემართევულია მოტივირებული თუმცა ორივე უკრაინულ მატჩში ფაქტია მის გამო ვერ მოვიგეთ.. კონკრწტუკად არავიზე მიყვარს დაბრალება თუმცა რეალობა აქ ესაა.. ალბანეთთნ კი ვილიმ უბრალოდ არაფერი ქნა მეორე ტაიმში 🙃
მადლობა ასეთი კარგი ანალიზისთვის, ჩემი პირადი მოსაზრებაა, ჩვენმა ნაკრებმა ძალიან მოკლე დროში აჩვენა თვალსაჩინო პროგრესი რაც დასაფასებელია, ახლა უბრალოდ მივედით იმ ეტაპზე როდესაც უკვე ძლიერ ნაკრებებთანაც როგორიც ჩეხეთი და უკრაინაა პირველ ნომრად თამაში უნდა ვისწავლოთ, ამ ეტაპსაც გადავლახავთ თუ 4:3:3 ზე გადავეწყობით და დაცვის ხაზს უფრო სწრაფი ცენტრალური მცველებით დავაბალანსებთ,
მშვენიერი ანალიზია,საკმაოდ ცუდი გადაწყობები იყო, და ვფიქრობ 4-2-3-1 ტაქტიკა საკმაოდ ახალგაზრდული ტაქტიკაა რაც მეტ სისწრაფეს მოითხოვს რომელიც ჩვენ ეგ არ გვაქვს(ამ ნაკრების თვალსაზრისით) საკმაოდ განვითარებული დაცვა სჭირდება,ახალგაზრდა მცველები საჭიროა მეტი სწრაფი დაზღვევისთვის, ქოჩორა დაცვის ხაზთან ახლოს კიტე როგორც ხერხემალი გუნდის იყოს შუაში და ცენტრი ჩაბარდეს,ჩაკვე როგორც შემტევი ნახევარმცველი და სივრცის ამთვისებელი მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელოთ ღირს 4 2 3 1 ტაქტიკის ცდა,ერთადერთი მარჯვენა ფლანგზე თამაშიდან გამომდინარე ვერ ითვისებს დავითაშვილი მარჯვენა ფლანგს და ჩემთვის მიუღებელია მარჯვენა ფლანგზე მისი ყოფნა,მაგრამ ვინ უნდა დადგეს მის მაგივრად ეგეც საკითხავია😂
ძალიან საინტერესო ანალიზი იყო. რაც შეეხება ჩვენს ნაკრებს, აშკარად ჩაგვივარდა ბოლო თამაშები, მაგრამ ყველაფერი წინაა და იმედია საკვალიფიკაციოდან შევძლებთ შემდეგ ეტაპზე (პირდაპირ მსოფლიოზე, ან პლეი-ოფი) გასვლას. დაცვის ხაზში აუცილებლად ახალგაზრდებს უნდა მიეცეს შანსი. გოგლიჩიძის ტრავმა რომ არა დიდი ალბათობით უკრაინასთან დააყენებდა ვილი სასტარტოში, მაგრამ დვალის და გოგლიჩიძის არყოფნაში აუცილებლად გველესიანს უნდა დაეწყო ძირითადში კვერკველიას ნაცვლად. რაც შეხება ქოჩორას, იმედია ამ შეცდომებისგან აიღებს მაგალითს და უფრო ძლიერი დაბრუნდება, რისიც ძალიან მჯერა. ახალგაზრდულმა ნაკრებმა ძალიან გაგვახარა ევროზე გასვლით. აზაროვს ეკუთვნის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნება და შანსის მიცემა, ასევე ლომინაძეც მართლაც რომ შესანიშნავად გამოიყურება და ნიჭიერი ახალგაზრდაა. იმედია მალე ტოპ ჩემპიონატში ვიხილავთ და ნაკრებშიც გამოიძახებს სანიოლი. წარმატებები ჩვენს გუნდს❤ წარმატებები გათამაშების მონაწილეებს❤
პირველ რიგში საღოლ ძმაო ძალიან სწორი ანალიზია და ძან მაგარი კონტენტი გაქვს,ჩემი აზრით ძან მაგარი მწვრთნელი იქნები რომ მოინდომო. იმედია მოვიგებ მაისურს და წარმატებები ყველას ❤
ძალიან კარგი ანალიზია. მე ერთს დავამატებდი მარტო, როცა კარგი სერია გვქონდა ფსიქოლოგიურად გუნდის მენტალიტეტი იყო სასწაული და ვამბობდი მეშინია იმ პირველი წაგების, რადგან შეიძლება ფსიქოლოგიურად ჩამოიშალოს გუნდი მეთქი და სამწუხაროდ ეგრეც მოხდა. დაკარგეს უძლეველობის რწმენა და ძალიან ცუდად ვითამაშეთ. კიდევ ისაა რომ როცა ვიგებდით იდეალური შემადგენლობა გვყავდა და ერთი კაცის გამოკლებამაც კი არია გუნდი. ქოჩორაშვილი შეუცვლელი არ უნდა იყოს, არავინ არ უნდა იყოს შეუცვლელი, კარგი კვარაცხელიას გამოკლებით. არც მამარდაშვილი არ უნდა იყოს შეუცვლელი, ბოლო წლებში კარგი მეკარეები გვყავდა და ხანდახან ისინიც უნდა ვათამაშოთ. მთლიანობაში ქართული ფეხბურთი პროგრესირებს და ახალგაზრდა გუნდი გვყავს, 21 წლამდელებიდანაც კარგი შევსება წამოვა და მომავალს იმედით ვუყურებ.
მამუკა გამარჯობა. კიდევ ერთი საინტერესო ვიდეოსთვის დიდი მადლობა. ყოველთვის სასიამოვნო და საინტერესოა შენი განხილვის მოსმენა, ერთ რამეს გთხოვ არ გაჩერდე და ბოლომდე მიაწექი შენი საქმის პროფესიონალი ხარ და რაც კარგად გამოდის ადამიანს იმას უფრო მეტი დაფასება ჭირდება ჩვენი მხრიდან.❤ წარმატებებს გისურვებ და კიდევ ბევრს ესეთ ანალიტიკურ ვიდეოებს.❤❤❤
პირველ რიგში გეტყვი, რომ ძალიან მაგარი ანალიზი იყო, აშკარად გესმის ფეხბურთი ძმაო. ახლა რაც შეეხება ჩემს აზრს, 5 მცველიანი ტაქტიკა ძალიან ამართლებს, რაც ევროზეც გამოჩნდა და მანამდეც ძალიან კარგად ჩანდა, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სამივე ცენტრალური მცველი საკმაოდ ნელია, ძალიან უჭირთ სისწრაფეზე ერთი-ერთზე თამაში. რაც არ უნდა გასაკვირად ჟღერდეს, ახლანდელ რონალდუს უფრო მარტივად გააჩერებენ კომპაქტური მოქმედების ხარჯზე, ვიდრე მუდრიკის ტიპის ტექნიკურ და სწრაფ ფეხბურთელებს. ფაქტია, რომ სივრცეში თამაში ძალიან უჭირთ. გოგლიჩიძე როგორც კი დაბრუნდება, სამ ცენტრალურ მცველს შორის უნდა დადგეს, მარცხენა ცენტრალიურ მცველად ლოჩოს განვიხილავ(დვალთან შედარებით სწრაფია და ერთი-ერთზე ბევრად უკეთესია) და მარჯვნივ ჯერ-ჯერობით კაპიტანი უნდა იდგეს. ლატერალად, მარცხნივ აზაროვი ყველაზე კარგი ვარიანტია, ვფიქრობ, რომ ნაკრებში ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელია და ლოჩოზე მეტად პროფუქტიული იქნება ლატერალად. აზაროვის მარცხნივ თამაში კვარასთვის სივრცეების შესაქმნელადაც შეგვიძლია გამოვიყენოთ. კაკაბა საუკეთესოა დაცვით ასპექტში და ზოგადად ნაკრების ისტორიაში საუკეთესო მარჯვენა მცველია, ჩემი აზრით, მაგრამ გოჩოლეიშვილიც არანაკლებია, სტაბილურად თამაშობს კოპენჰაგენში და როცა კაკაბას თამაში არ მისდის, თავისუფლად შეიძლება გოჩოლათი ჩანაცვლება. ლობჟანიძის არ გამოყენება ცოდვაა ჩემი აზრით, 5 მცველიან ტაქტიკაში თავისუფლად ჩაიბარებს მარჯვენა ფლანგს. ნახევარდაცვის სამეული შეუცვლელია და მთავარი შეცდომა ჩეხეთთან სწორედ ეს იყო. ბურთის ამომტანები გაიყვანა და შემოიყვანა ზურიკო, რომელიც სივრცეში ძალიან მაგარია, მაგრამ ბურთის ამოტანას ვერ მოთხოვ. ზურიკოს თამაში ST-ზე თავისუფლად შეიძლება და ჩემი აზრით, ახლანდელ ნაკრებში მიქაუტაძის ცუდი ფორმის გათვალისწინებით, ეს ვარიანტიც უნდა განიხილებოდეს. ასეთ ფორმაში მყოფი ზურიკო აუცილებლად უნდა გამოიყენო... კიდევ ერთი პრობლემა კოლექტიური თავდაცვაა, რამდენჯერმე კურთხურის მოწოდების შემდეგ ლეტალური კონტრ-შეტევები გაგვეპარა, ამაზე აშკარად სამუშაო აქვს სანიოლის. სამივე მატჩში, ჩემი აზრით, ჩვენი შექმნილი მომენტები ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე იყო, აშკარად აკლია გუნდს ტაქტიკური მომზადება. ბურთთან ამდენი უაზრო შეხება და თან დღევანდელ ფეხბურთში, არაფრით არ მართლდება, განსაკუთრებით ჩვენი მსგავსი მეორე ნომრად მოთამაშე გუნდისთვის, რომლის თამაშიც წესით კონტრ-შეტევებზე უნდა იყოს აგებული. უმაღლესი დონის ნახევარმცველები გვყავს და ამ ბიჭების პოტენციალის ნახევარსაც ვერ იყენებს სანიოლი. როლების გადანაწილება აშკარად პრობლემაა, შერბენებზე მარტო ქოჩორა თამაშობს, არადა ჩაკვეს, თავისი მონაცემებიდან გამომდინარე, უფრო წინ, ბოლო პასის გამკეთებლად და შერბენებზე შეუძლია თამაში. მოკლედ, როლები არასწორადაა აშკარად განაწილებული, როგორც დაცვაში, ისე ნახევარდაცვაში. მეტი ტაქტიკური მომზადება მართებს სანიოლს, თუ არა და, ასე გაგრძელების შემთხვევაში დაგვტოვოს აჯობებს. ეს იყო ჩემი მოკრძალებული აზრი, მადლობა❤
ძალიან ველოდი ამ ვიდეოს და როგორც იქნა, დაიდო. როგორც ყოველთვის, ძალიან მაგარი ვიდეო და ანალიზია! აქვე ჩემს მოკრძალებულ აზრსაც დავამატებ. ჩემი აზრით, ყველა პრობლემა სამწვრთნელო შტაბზე დადის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფეხბურთელები უდანაშაულოები არიან. მათაც ჰქონდათ ჩავარდნები. ალბათ, ძალიან რთულია, რომ სანიოლი გააკრიტიკო მას შემდეგ, რაც ნაკრები გავიდა ევროზე და იქაც ჯგუფიდანაც გავიდა. მაგრამ ვფიქრობ, მთელი ეს წარმატება უფრო ვარსკვლავების იდეალური განლაგების შედეგი იყო - ფეხბურთელების საუკეთესო ფორმაში ყოფნა, და ამას დაემატა "დინამოს" სტადიონის გავლენა, რომელზეც ნაკრებს ახლა თამაში აკრძალული აქვს. ამ ყველაფრის მიუხედავად, მე მაინც ვიტყვი, რომ სანიოლი არ მომწონს. უცნაურად ჟღერს განსაკუთრებით კი ჩვენი ნაკრებისთვის რომელიც რამოდენიმე წლის წინ ლიტვას ძლივს უგებდა, მაგრამ ვფიქრობ, ევროპაზე გასვლა და ერთა ლიგის ჯგუფის მოგება იყო მაქსიმუმი, რაც მას შეეძლო. როგორც შენ თქვი, ჩვენ ყველასთან გავისროლეთ უბრალოდ არც აკვირდებოდნენ ასე კარგად და არც სჯეროდათ რომ მოგება შეგვეძლო. როცა მეტოქეებმა ჩვენი თამაში შეისწავლეს, საჭირო გახდა ადაპტაცია და ახალი რამის მოგონება, რაც სანიოლმა აშკარად ვერ მოახერხა. უბრალოდ თითქოს არ აქვს ის გამოცდილება რომ ასეთი გამოწვევები დაძლიოს. ამას დავუმატებ, რომ არ ვფიქრობ, რომ ჩვენი ნაკრები მისი სწავლისთვის და გამოცდილების დაგრვებისთვის უნდა იყოს გამოყენებული. სანიოლი ცდილობს, ჩაკვეს გადაიყვანა სხვა ფლანგზე, ფორმაციები და სტილი შეცვალა, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან ქაოტური და არალოგიკურია. ყველა შესარჩევი ჩაგდებულია, და გუნდი, როგორც წესი, ბოლოს-წინა პოზიციაზე რჩება რასაც სხვა მწვრთნელებიც აკეთებდნენ. ამას დავუმატებ აზაროვის გაუგებარი მიზეზით ნაკრებიდან ჩახსნას და გოგლიჩიძის აქამდე არ გამოძახებას როცა დაცვის ხაზი აშკარად ძალიან სუსტია. ვფიქრობ, ნაკრებს არ აქვს ფუფუნება ასეთი ფეხბურთელები არ გამოიძახოს. დიდი ტექსტი გამომივიდა და ყველაფერს ვერ ჩამოვწერ, მაგრამ ჩემი აზრით, ნაკრების მთავარი პრობლემა არის დაცვის ხაზი, მოკლე სათადარიგო სკამი (U21-ის ფეხბურთელებსაც კი არ იძახებენ), და, რაც მთავარია, სამწვრთნელო შტაბი. მესმის, ძალიან რთულია სანიოლის კრიტიკა ყველაფრის მერე, რაც მან გააკეთა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ის არის ის მწვრთნელი, რომელიც 2028 წლამდე უნდა დარჩეს.
ყველაფერი ეგრეა... ზუსტი ანალიზია და სამწვრთნელო შტაბის ამდენი შეცდომა - 4 თამაშში ნაირნაირი შეცდომები... მესმის, რომ დრო სჭირდება, მარა მარტო დრო არ უშველის - შესაცვლელია რაღაცეები სერიოზულად!!! იმდენია სალაპარაკო...
ყოჩაღ, კარგი ანალიზია. ვფიქრობ დაცვის ხაზი უნდა გადახალისდეს, სხვა შემთხვევაში პროგრესი შეჩერდება.მადლობა და ქება ჩვენს სამწრთნელო შტაბს , მაგრამ ვაღიაროთ რომ ზუსტად მათი დანაშაულია 4 მატჩი 1 ქულა.
სანიოლმა ძლივს ტაქტიკას ყველა მოთამაშე სწორად მოარგო და ეს ბოლო თამაშები ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რო შახმატის თამაში მოინდომა ფეხბურთელებით ხან ჩაკვე გაწია ხან ქოჩორა ხან კიტე და ასე შემდეგ როცა მშვენივრად იყო ყველაფერი დალაგებული,სანამ ჩაკვე მარჯვნივ იყო შეტევაში ბევრი არაფერი გამოდიოდა 2 ტაიმში გადმოიწია მარცხნივ და მაგარი ტაიმი გვქონდა გოლამდე გოლი გაუტანეთ მეთქვი მორჩა მეორესაც შევაგდებთ თქო ისე მაგრად აკრიფეს ბიჭებმა და უი საოცრებავ სანიოლმა ორი მთავარი ბურთის ამტანი გამოიყვანა ჩეხები რომლებიც შედარებით ჩამჯდარები იყვნენ თავიანთ საჯარიმოში უცბათ ისევ ამოიწიეს ოღონდ არა ბოლომდე რაც იმას მეტყველებს რო სანიოლის გეგმა მთლიანად წაიკითხეს და ჩვენი შეტევებიც ეგრევე მორჩა გარდა ერთი მომენტისა და ისიც კვარას შექმნილი იყო იმის მაგივრად რო ლოჩოშვილი გაეყვანა და შენგელია ან წიტეიშვილი შემოეყვანა იქით ზურიკო აეწია და კაკაბაძე გაეყვანა და გოჩოლეიშვილი შემოეყვანა რომელიც მაინც შემოიყვანა ცოტა მოგვიანებით
დიდი პროფესორი არ ვარ,მაგრამ ეგ მეც გამიკვირდა გველესიანი და მიქაუტაძე უკრაინას წინააღმდეგ რო არ იყო.ქალი ვარ დათქვენმა ანალიზმა საკმაოდ კარგად გამარკვია ფეხბურთში და დიდი გულშემატკავარი გავხდი.ასე რომ რასაც ამბობ მე თუ ვიგებ ჩემზე უფრო კომპეტენტურმაც უფრო უნდა გაიგოს და გაითვალისწინოს.მადლობა და წარმატებები.
ძალიან დიდი მადლობა ასეთი დეტალური და სამართლიანი ანალიზისათვის. შეცდომებზე სწავლობენო - ნათქვამია, იმედია გაითვალისწინებენ ამას. წარმატება საქართველოს ფეხბბურთელებს (ყველა ასაკობრივ ნაკრებს}. იყო დრო როცა კორუპცია იყო ქართულ ფეხბურთში ასევე კარგი მფარველი ვისაც ჰყავდა ისინი თამაშობდნენ ნაკრებში, თუ იგივე წრეზე წავედით, არაფერი არ გვეშველება. ♥
ძალიან მაგარი ანალიზისთვის მადლობა მამუკა, ახლა რაც შეეხება საქართველოს ნაკრების თამაშებს უკრაინასთან შემიძლია ვთქვა არ გაგვიმართლა უნდა მოგვეგო ნამდვილად ვიმსახურებდით, რაც შეეხება ჩეხეთთან თამაშს თავიდანვე წავიდა ქაოტური თამაში და ავყევით ჩეხეთს, თითქოს ვჯობდით, ვუტევდით ქაოტურად მაგრამ მიუხედავად ამისა გავუშვით 2 გოლი. მეორე ტაიმში დავალაგეთ თამაში მთელი გუნდით ვუტევდით და მთელი გუნდით ვიცავდით თავს, ორივე თამაშში პირადად რაც არ მომეწონა იყო ის რომ აქტიურად არ ვიყენებდით ფლანგებს მიუხედავად იმისა რომ ჩეხეთთან ფლანგიდან აქტიურობას მოჰყვა გოლი, ლოჩოშვილის და კაკაბაძის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს მაგრამ უკეთესი იქნებოდა რომ ფლანგებზე წიტაიშვილს და გოჩოლეიშვილს ეთამაშათ რადგან ორივე სწრაფი და შემტევი სტილის ფეხბურთელია. მიუხედავად იმისა რომ ქულა ავიღეთ უკრაინასთან და ჩეხეთთან წავაგეთ ჩვენი ნაკრების თამაშის ხარისხი ცუდი არ ყოფილა და არ ჰგავდა ადრინდელ საქართველოს ნაკრებს როცა შიშით ვუტევდით და გოლის გაშვების მერე საერთოდ ითიშებოდა და იბნეოდა ნაკრები.
როგორ ყოველთვის რა თქმა უნდა ყველაფერი დეტალურად გაარჩიე. ხო ისე ოდნავ მეც მაღიზიანებს ეს ახლები თავისი ტრაგიკული კომენტარებით. 18 წელია ფეხბურთს ვუყურებ და მართლა ისეთები გვაქვს გამოვლილი ეს მცირე ჩავარდა იმასთან რა მოსატანია ❤️⚽🇬🇪
ძაან საინტერესო და სწორი აზროვნბა და ანალიზია. მნიშვნელოვანია როგორ შეიცვლა მეტოქე გუნდი ჩვენს მიმართ რაც საკამოდ მაგარია, ეს ყველაზე მეტად აისახება როგორ დიდ ყურადღებას აქცევენ ჩვენს ნახევარ დაცვას, ყველაზე მეტად ბოლო თამაშში გამოჩნდა კიტეიშვილს როგორ იყვანდა ხშირად ორი კაცი და აპრესინგებდა რაც აქამდე თითქმის არასდროს ხდებოდა. ასევე ლომინაძე უნდა ამოვიდეს მალე ეროვნულ ნაკრებში და აუცილებლად გაგნიძე რომეილც იყო, მაგრამ ცუდ დროს მოუწია თმაში როცა ძალიან არეულობა გვქონდა. ვფიქრობ ნელნელა პატარა თაობათ ცვლა გვინდა პატივს ვცემ ყველა ჩვენს ბიჭს მაგრამ საჭიროა. წარმატებები მეგობარო
ყოველ ჯერზე იმაში ვრწმუნდები რომ ჩაკვე კვირას დუეტი იდეალურია.ამასთან არ შეიძლება რომ უდიდესი პატივისცემა არ გამოხატო კაკაბაძის მიმართ რასაც ეს ბიჭი ფლანგზე აკეთებს.ყველა მარჯვნიდან შეტევაში ძალიან აქტიური და უფრო მეტიც,ქმნის ყველაფერს.ზოგადად სანიოლმაც ალბათ თავისი მაქსიმუმი გააკეთა ამ ნაკრებში.ამაზეც უნდა იფიქროს ფედერაციამ.სიახლე ყოველთვის პოზიტიურ შედეგს მოიტანს ჩემი აზრით.მადლობა და წარმატებები ❤️✊
მშვენივრად აზროვნებ და რაც მთავარია, რელურია თქვენი განხილვა. ასევე კაშიას დიდი პატივისცემის მიუხედავად უბრალოდ დროა გადაჯდეს სკამზე, პირველ გოლში კარგად გამოჩნდა სპრინტი რამდენად ნელი აქვს, ასევე ამ ნაკრებში კაკაბაძე ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელია კიტეიშვილთან ერთად
ძალიან მომეწონა თქვენი მიმოხილვა. მიხარია, რომ ასეთი მცოდნე გულშემატკივრები ჯერ კიდევ შემორჩნენ. რაც შეეხება ჩვენს ნაკრებს, პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ სანიოლს და უმაღლეს დონეზე შევაფასო ის სამუშაო, რაც მან საქაქრთველოში ჩაატარა. ჩემი აზრით, დროა შევიყვანოთ სანიოლი ქართული ფეხბურთის დარბაზში და დავემშვიდობოთ. ნაკრებს ახალი სისხლი სჭირდება და არა მხოლოდ ფეხბურთელების თვალსაზრისით. უპირველესად მოვიშველიებ ჩეხების მწვრთნელის სიტყვებს, რომ ჩვენ სულ ერთი სათამაშო გეგმა გაგვაჩნია. ჩვენ ვისწავლეთ მეორე ნომრად თამაში, მაგრამ როცა მეტოქე ბურთს გვითმობს უსუსურად გამოვიყურებით. 5-3-2 როგორც საბაზო სქემა, ალბათ, კიდევ დიდხანს გამოგვადგება. მაგრამ საჭიროა B და C გეგმა. უფრო მარტივად მგონია 3-5-2 სწრაფი გადაწყობა. როგორც ვარიანტი 4-4-2 რომბი, ალბათ, C ვარიანტად ივარგებს. 4-3-3, რა თქმა ენდა, ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სქემაა, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ჩვენთვის სათადარიგო სქემა უნდა იყოს, რომელსაც დროდადრო მივმართავთ მეტოქისა და თამაშის მსვლელობის გათვალისწინებით. მეორე საკითხი, რომელსაც სამრწვთნელო შტაბი არ უთმობს სათადო ყურადღებას არის სტანდარტები. თანამედროვე ფეხბურთში სტანდარტული გათამაშება არის მძლავრი იარაღი. ჩვენ კი ის არ გაგვაჩნია. ანოლოგიურად არ არის დამუშავებული მდგომარეობა, როცა სტანდარტი ჩვენს წინააღმდეგ სრულდება. ყოველ კუთხურზე გული გვისკდება. მესამე. ართმევა მკაცრად უნდა დავიწყოთ შუა მესამედში. მაღალი პრესინგისთვის ჩვენი ნაკრები ჯერ მზად არ არის, ხოლო ასეთი მცდელობები ძვირად გვიჯდება. უდავოდ, დაცვის ხაზი გადასახალისებელია, არ გვაწყენს ერთი-ორი ახალი ნახევარდამცველიც გამოვცადოთ. შეტევაში მეტი კრეატიულობა არის საჭირო. ზივზივაძე თავისი გაბარიტებით მაღალ ბურთებზე უნდა იბრძოდეს, მაგრამ საჯარიმოში მაღალ ჩაწოდებას თითქმის არ ვიყენებთ. მიუხედავად ამისა, მე მჯერა ქართული ფეზბურთის წარმატება. წინ საქართველო! P. S. მე ვესწრებოდი "დინამოს" სტადიონის გახსნით თამაშს. ასე რომ, მე რომ გავმწარებულვარ... მაგრამ კარგი უფრო მახსოვს. მაგალითად, ეს ზაფხული ძალიან მაგარი იყო!
ძალიან ველოდი ვიდეოს, მადლობა ანალიზისთვის. რა მაინტერესებს, ერთმანეთის დაზღვევა არ დაგაკლდა? მახსოვს, პორტუგალიასთან თამაშს რომ განიხილავდი, ვიდეოები გქონდა მოჭრილი, მოწინააღმდეგე ჩვენს ნახევარზე რომ გადმოდიოდა, სამი ჩვენი ფეხბურთელი ჭამდაო, ამბობდი. ეგ ნაწილი ძალიან დამაკლდა, ალბათ, ამოწეული თამაშის ბრალია, თუმცა მეტ ძალისხმევას ვისურვებდი მაგ ნაწილში. ისე კი, მჯერა, რომ ამ და ყველა სხვა წუნს გამოასწორებენ ოქროს ბიჭები ❤
ისევ რა თქმა უნდა მშვენიერი ანალიზია. მადლობა. ერთს დავამატებ თუ ჩაკვეს მარჯვინ უწევს თამაში მაშინ ლოჩოს ადგილას ან შენგელია ან წიტა ჯობია ათამაშო რო კვარას ერთ მცველს მაინც გაიყილებენ თავისკენ და მამარდასიც გამიკვირდა.. ესეთი პატარა კედელი რატო დააყენა? და ბოლოს მემგონი დიდი პატივისცემით კაშოს მიმართ მაგრამ დროა უფრო სწრაფი მცველი იგივე გოგლიჩიძე უფრო კარგად დააზღვევს მარჯვნივ მარცხნივ. და ბოლოს მე მაინც დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს გუნდს და მჯერა მომავალში კიდე ბევრ გამარჯვებას, სიხარულს და ერთიანიბას მოგვიტანენ❤❤❤
კარგი ანალიზი იყო.მაგრამ მე ვფიქრობ თქვენ კომპეტენტურმა მიმომხილველებმა და გულშემატკივრებმა უნდა აიძულოთ ვილი დაჯდეს და მოისმინოს,კრიტიკა და საღი აზრი.რათქმაუნდა ბევრი მადლობაც ეკუთვნის,რასაც არავინ დაივიწყებს.❤ 🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪 წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ი ბ ი ჭ ე ბ ს 👍
უმაგრესად არჩევს თქვენი გუნდი თამაშებს წარმატებები მე ვფიქრობ რომ შუა ზონაში დაცვაში გვჭირდება გამქცევი მცველი სამივე ნელები არიან გველესაც კაშოც და დვალიც
გადაცემა როგორც ყოველთვის მაღალ დონეზეა. რა შთაბეჭდილებაც მე მრჩება სამწვრთნელო შტაბს აკლია, ძლიერი ტაქტიკოსი ასისტენტი და ვიდეო ანალიზის სპეციალისტი. ამდენი განმეორებადი შეცდომა, ეს სამწვრთნელო შტაბის არასრული და არასრულყოფილი დაკომპლექტების ბრალია
გოგლიჩიძე გოჩო და აზაროვი აუცილებლად საჭიროა ნაკრებში ❤ იმედია შემდეგ სანაკრებო პაუზაზე სამივე იქნება, სულ მინიმუმ შეცვლაზე რომ შემოვიდნენ ახალგაზრდები არიან, უსაზღვროდ მოტივირებულები და პროგრესირებადები არიან, ამიტომ დროა უკვე ფორმაცია დაიწყოს დაცვაში ❤️ ჩემი აზრით მსოფლიოს შესარჩევზე უკვე დაწყებული იქნება ეგ სამუშაოები ❤️ წარმატებები ჩვენ ❤️❤️
კარგი ანალიზი გამოვიდა ამჯერადაც . მე პირადად ბევრს ვსწავლობ ამ ვიდეოებით და მადლობა მამუკა ამისთვის. შეცდომები დაუშვეს მწვრთნელებმაც და ფეხბურთელებმაც, მაგრამ სანიოლი თავის ბრალს არ აღიარებს და ასე წინსვლა გაჭირდება. გეგმა B არ გვაქვს, მაგრამ სად უნდა დაიტესტოს როცა ყველა თამაში მნიშვნელოვანი გვაქვს და ექსპერიმენტების დრო არ გვაქვს, ახლა პლეი ოფშიც იგივე 5-3-2 სქემით ვითამაშებთ. ზოგიერთი ფეხბურთელიც უნდა შეიცვალოს, უნდა მეტი დრო მიეცეთ გოგლიჩიძეს, კალანდაძეს, საზონოვს, გელაშვილს, გადრანს, ბერიაშვილს, ლომინაძეს, გაგნიძეებს, გულიაშვილს. შესარჩევში იმედია ნორმალური ჯგუფი შეგვხვდება და წარმატებები. პ.ს. სირცხვილი იმ ქართველებს, ვინც ბათუმურ მატჩში უკრაინას გულშემატკივრობდა.
საინტერესო ანალიზი იყო, საბოლოო ჯამში დღეის მდგომარეობით იმ სურათს ვიღებთ, რომ დაცვის ხაზი სულ რომ 5 მცველიანი ტაქტიკა დარჩეს შესაცვლელია, კაშია და ასაკიანი მცველები ვეღარ ბრუნდებიან სწრაფად უკან, იმედია საზონოვი მალე გამოჯანმრთელდება თანაც საკმაოდ კარგი გრძელი პასი აქვს რასაც ემპოლიში კიდევ უფრო დახვეწს, ასევე გადრანსაც უნდა მიეცეს შანსი. რაც შეეხება მარცხენა მცველს, აზაროვი რა თქმა უნდა დასაბრუნებელია ასევე გიორბელიძეც კარგად ერთვებოდა ხოლმე შეტევაში თუ ხუთკაციან დაცვაზე დავრჩით წიტაიშვილიც კარგად აქტიურობს ფლანგზე, რაც შეეხება ტაქტიკას მე უფრო კლასიკურ 4-3-3 წარმომიდგენია, ჩამშლელზე კი ქოჩორაშვილს თუ გვინდა სერიოზული კონკურენტი ყავდეს მარადიშვილი უნდა გადმოიბირონ ნებისმიერი ძალისხმევით და ნონიკაშვილიც არ უნდა დაგვავწყდეს ნამდვილად ძლიერი მოთამაშეა. რაც შეეხება შეტევას ვფიქრობ კვარაცხელია რაც უფრო მეტ იმოძრავებს ბურთის გარეშე, გასცემა მეტ პასს და ნაკლებად იფიქრებს დრიბლინგზე, მეტი სივრცე შეექმნება და 2-3 მცველი არ ეჯდება ფეხზე, მაშინ როცა იწყებს დრიბლინგს მივარდება 3 მცველი და ვერც პასს ასწრებს. ასევე სამწვრთნელო შტაბს ვურჩევდი რო სხვა გუნდის თამაშებსაც უყურონ და რას აკეთებენ გაანალიზონ. იმედია არ უყურებენ თორე თუ უყურებენ და ეს დასკვნა გამოაქვთ კარგად ყოფილა ჩვენი საქმე.
ძალიან მაგარი ანალიზი გაქვს ალბათ ტოპ ლიგების ტოპ სპორტუ ჟურნალისტებს შეშურდებათ. ნაკრების შტაბს რომ ენახათ შენი ანალიზი თბილიშში ალბანეთთან და გასვლაზე უკრაინასთან ცოტა სხვანაირად დაგეგმავდნენ! წარმატებები! 🍻🍻🇬🇪🇬🇪
30 წელია ვიტანჯჯებიგ ჩვენი ნაკრების გულშემაგკივრევრწბი ეს რაც მე მახსოვს!✌️ ძლივს ნათელი წერთილინგამოჩნდა გავიხარეთ სასწაულების თვიგმხილველწბი გავხდით და მადლობა ბიჭებს ამისგვის მაგრამ ისხალხი ვინც ნაკრებში მხედრიონის დროიდან კოდიან თავად უნდა დაფიქრდნემ რო ნახე რა შეტევა გვყავს ნახე ნახევარდაცბა და მერე დაცვის ხაზი რონელსქც ზურგსო მამარდა არუმაგრებდეს დაცვაშინისეთი პროხოდნოი ექნებოდათ. და ცვის ხახი შეცვალეთ დაგვემშვიდობოს კაშო დროა და თუ გულით მოუნდებაა გაუზიაროს მისი გამოცდილება თეოტიულადნმაინც
გამარჯობა ჩემი აზრით უნდა გადავიდეთ 4-3-3 სქემაზე იმიტომ რომ ბურთს როცა ვიჭერთ სახიფათო გუნდი ვართ. მომდევნო სეზონში ახალი თაობა უნდა მოვიდეს ნაკრებში და ძველი თაობა უნდა დაემშვიდებოს ნაკრებს . ერთი სიტყვით სოფლიოს შესარჩევი მატჩებისთვის ახალი ნაკრები უნდა მოვიდეს ახალი სახით და ახალი სტილით როგორც ერთა ლიგაზე 2022 .
კარგი ანალიზი იყო. ერთს დავამატები რო სტანდარტულებზე ვართ ნული. არცერთი სტანდარტულიდან სახიფათო მომენტი არ იქმნება . აზაროვი ლომინაძის გათამაშება მაგარი იყო ძაან
მამუკა კამათის დროა :) პირველ რიგში ძაან კაი ვიდეო გამოვიდა . არ გეთანხმები: 1. ცენტრფორვარდის შეცვლა არ იყო ჩვენი ტაქტიკის არევის მიზეზი. ჩაკვე ისეთი კალიბრის და გაქანების ფეხბურთელია რომ მარტო კვარას დუეტად განხილვა ან გამოყენება არ შეიძლება. სრული თავისჰფლება უნდა ქონდეს . 2. . როდესაც გახსნილი სივრცეებით ვთამაშობთ ჩვენი ცენტრალური მცველები( კაშია გველესიანი) ძაან ნელები არიან. ლამის ყველა გადაგდებული ბურთი მეტოქესი იყო. გოლებიც მივიღეთ ელემენტარული სისწრაფის დაკარგვის გამო. ასაკის ბრალია ალბათ. გაიხსენე უკრაინის პირველი თამაშის გოლი და აქ მეორე გოლის ეპიზოდი. მარცხენა ფლანგიდან სლალომით ჩაუქროლეს მთელ ჩვენ დაცვას და ვერავუნ შეუშალა ხელი. როცა სივრცეებს ვტოვებთ დაცვაში მაშინ ცენტრში ლოჩოშვილი დვალი იქნება საუკეთესო. ლოჩომ ლამის ყველა გაგდებული ბურთი წაართვა მეტოქეებს დააკვირდი. გეთანხმები: შენთვითონაც იგივე აზრზე მიხვედი რომ ჩვენი ნაკრწვის მთავარი პრობლემაა ნელი და ასაკიანი ღვაწლმოსილი მცველები :) ყველა გახსნილი თამაში მაგის გამო წავაგეთ. 2. ახალი ტაქტიკა რაც დახატე არის საუკეთესო ჩცენი გასაახალგაზრდებელი ნაკრწბისთვის. 3.ჯერჯერობით სანიოლს ჯობნიან მაგრამ იმედია გაიზრდება უფერო. 4. ერთდროულად კიტეს და ჩაკვეს გაყვანით წინ პასი გაქრა. არასწორი შეცცლები იყო ჩეხებთან ! რაც მთავარია სასწაული მონდომება დავინახე ბიჭებისგან. კვარა ცეცხლი იყო. ასეთი მონდომებით პატარა სწორი ცვლილებები დაჭირდება სამწვრთნელი შტაბს და ერთუ დონით მაღალი გუნდი გავხდებით. ლაღი ქართული ფეხბურთის მამები ;) ცოტა გვინდა
ზუსტად ეგ ლაპარაკი მქონდა სამეგობროში უნდა დაეწყო გველესიანს და მიქაუტაძეს მაგარ არაუშავრ კაი ბიჭები გყვავს და აუცილებლად გავლენ მუნდიალზე ეს კომენტარი დაიმახსოვრეთ ❤❤❤ მუნდიალზე აქ ვართ ამერიკაში
იმდენად პროფესიონალურად ახსენი ყველაფერი რთულია გათამაშებაში ჩართვა და რაიმე საინტერესო ანალიზი გავაკეთო. ერთი შემიძლია, ჩემი მეზობლის ანალიზი რომ დავწერო იქნებ მომაგებინოს მაისური 😁 "ჩეხეთს აქ ხომ მოვუგეთ 4:1 და ალბანეთი მაგის ნახევარი გუნდია, შესაბამისად 4:1 გაყო 2-ზე და მიიღო 2:0,5, კარგი 1 გოლი გაეტანა ალბანეთს და 2:1 ხო მაინც უნდა მოგვეგოო და გავიდოდითო!". წარმატებებს გისურვებ, საინტერესო პროექტები გაქვს და კარგია, ბევრ ცოდნას იღებს გულშემატკივარი, რომელიც კიდევ უფრო სწორად შეძლებს აღქმას (მათ შორის მეც, რომელიც 25 წელია ფეხბურთს ვუყურებ სულ სხვანაირად ვხედავ ბოლო დროს, რაც ამ არხზე განხილვების ყურება დავიწყე). გარდა მაყურებლებისა, ამ ყველაფრით მომავალ ფეხბურთელებსაც შეუძლიათ თეორიულად ბევრი რამ ისწავლონ და შემდგომ კარიერაში მცირედით მაინც გამოადგეთ. ეგრე გააგრძელე 👋❤
მუდმივად კარგი ანალიზი გაქვთ გადაცემას . კვერკველიაზე 100% მართალი ხარ ! ჯერ შეუმცდარი არავინ არის და შემდეგ ქოჩორა იყო მაგ გოლში დამნაშავე არა მარტო მაგაში ქოჩორას ჩავარდნა აქვს აშკარად … მაგრამ არაუშავს ბიჭებო ! ძალიან მაგრები ხართ გენაცვალეთ თქვენ ✊🏻❤️🙏🏻
@ კი , გასაგებია მაგრამ ეს ძალიან კრიტიკული იყო 3 ჯერ ზედიზედ ქოჩორას დაკარგვის მერე მოდის შეტევა და გოლს გვიტანენ მეგობარო . მე ქოჩორას საწინააღმდეგო რამე კი არ მაქვს … პირიქით ერთ-ერთი სულის ჩამდგმელია და ავღნიშნე რომ ჩავარდნა აქვს … სამწუხაროდ ქოჩორას და ქიტეს შემცვლელები ჯერ-ჯერობით არვგყავს და ეს ისახება აშკარად თუ არ წაუიდათ ბიჭებს წყვეტა გვაქვს სერიოზული . ქოჩორა და ქიტე არიან ხერხემალი და ბირთვი ! მაგათ ვენაცვალე და ყველას ერთად ! ✊🏻
👀🤩😍ძალიან მომწონა შენი 4:3:3 ოპტიმალურია რა რესურსიც აქვს ნაკრებს ერთადერთი დვალი მგონია ნელი ანს დავამატები ლოჩოშვილს ცენტში გადმოვიყვანდი და ანს აზაროვი ან შენგელია ან წიტე🙌 გოგლიჭიძეც ძალიან მნიშვნელოვანია ცენტრ ბექი გვეზდება🤩😍😭🤞 დვალი იქნება კარგი ჩვენზე ბევრად ძლიერ გუნდებთან გოჩოლეიშვილი უფრო კაგი მგონია სადაც პირველ ნომრად ვიქნებით კონტრზე რომ არ დაგვიჭირონ უფრო სწრაფი მგონია🙌
სრულიად ვეთანხმები ანალიზს, კიდევ რაღაცეებს დავამატებდი, მაგ. სტანდარტები რომ არასოდეს არაფერს გვაძლევს და ა.შ. მაგრამ მთავარი ითქვა - სანიოლი ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გააკეთა ნაკრებისთვის, აშკარად წასვლის დროა.
და მიდი ბრატ რატომ არ მიდიხარ,ხიზანაზე ნაკლები ასისტენტი თუ იყო კიდე რა,არანაირი სარკაზმი,სრული სერიოზულობით გეთანხმები ყველაფერში რასაც განიხილავ!👌✊🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪
როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ხარ მეგობარო. ჩემის აზრით კიდევ ერთი თავდამსხმელი გვჭირდება არ შეიძლება მხოლოდ ესენი ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. თუ კარგად მახსოვს ერთ თამში ბუდუ მიქას უკან მოქმედებდა და კარგადაც გაისარჯა მაგ პოზიციაზე. კიდევ ერთი თხოვნა მექნება რომ ეროვნული ჩემპიონატის თამაშებიც განიხილო მაგ: ტორპედო-დინამო და ასეთი დაძაბული მატჩები იქნება მწვრთნელებმა ისწავლონ თამაშის ტაქტიკა როგორ უნდა. ისე მეგობარო მწვრთნელობას მიაწექი მგონია რომ გამოგივა. წარმატებები
შენი გადაცემები როგორ მივაწვდინოთ ნაკრების სამწვრთნელო შტაბს იქნებ რამე ისწავლონ😂😂 საღოლ ძმაო ძალიან მაგარი ხარ. ისე გელოდები ხოლმე შენ ეპიზოდებს ვერ წარმოიდგენ. ❤-ში ხარ ძმაო
💥მეგობრებო - 20 გამარჯვებული შაბათს გამოვლინდება✅
ასე რომ ყურადღებით იყავით და გახსენით ვიდეო, გადახედეთ შეტყობინებებს
მადლობა, რომ ასე მალე ავიდა ვიდეო 2K ლაიქზე🙏❤
თქვენი დამსახურებაა, რომ ცრუ ცხრიანი აქამდე მოვიდა❤
@@mamukakukuladze2447მეტიც ეკუთვნის შენს ვიდეოებს❤
გამარჯობა მამუკა, თქვენი გადაცემა ერთადერთი ნათელი წერტილია იმ საფეხბურთო ანალიტიკურ წყვდიადში რაც ქვეყანაშია 30 წელია და კარგად მესმის თქვენი, მე 30 წელია ჩვენი ნაკრების გულშემატკივარი ვარ და მეც ბავშვობა მაქვს დანგრეული ამათი თამაშის შემხედვარე ვიცი რასაც განიცდით დღევანდელ თაობას არ დაესიზმრება, მე ბავშვობიდან ნერვოზი და ფსიქოზი ავიკიდე ჩვენი ნაკრების თამაშების შემყურემ, ეხლა დაგიწერთ კომენტარებს ქრონოლოგიურად ანალიზის შესაბამისად და თუ მიპასუხებთ თითოეულ კომენტარზე მადლობელი დაგრჩებით
არ მეგულება მეორე ჩვენს ქვეყანაში ასე გასაგებად ხსნიდეს სპორტული მიმომხილველი როგორც თქვენ.მადლობა და ველოდები მუდამ თქვენს ვიდეოებს.❤
მადლობა🙏🙏❤️
Sruliad getanxmebit,magram profesionali ds,gonieri vinmes shirdeba?.samcuxarod ara
ჯიგარი, განათლებული და მცოდნე ქართველი ახალგაზრდა ❤ წარმატებები მამუკა.მთავარანგელოზობას გილოცავთ ერო და ბერო 🇬🇪 ❤
ბუდუს მაგივრად კვერნაძე ახალგაზრდულიდან ძირითადში,მოძრავი,ტექნიკური, ფიზიკურად ძლიერი.ლომინაძე შუაში იგივე მონაცემებით ,დაცვა აუცილებლად და სასწრაფოთ გასაახალგაზრდავებედა მოძრავი, გვყავს მანდაც კაი ბიჭები😊ჩემი აზრით 4-3-3 სისტემა მოუხდება.ეს ჩემი აზრით😊
100%!!!
უდაოდ ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული მიმომხილველი ხარ, ძალიან გასაგებად საუბრობ და სწორად აზროვნებ❤ Respect+
ძაან მაგარი და ზუსტი ანალიტიკა გაქვს ყოველთვის და ძაან მომწონს, რომ არ ცდილობ არც ფედერაცია ასიამოვნო ან სამწვრთნელო შტაბი, დიდი მადლობა, რომ ასე სიმართლით ემსახურები ქართულ ფეხბურთს ❤
მადლობა მხარდაჭერისთვის🙏🙏❤️
პირველ რიგში, მადლობა ჩვენ ბიჭებს იმ შრომისთვის, რაც მთელი წლის განმავლობაში ჩადეს, ასევე მადლობა შენ იმ უწყვეტი და პროფესიონალური ანალიზისთვის, რასაც მთელი ეს პერიოდია გვთავაზობ. რაც შეეხება ჩემს მოსაზრებებს, მიუხედავად იმისა, რომ ამაღლებული განწყობით დაწყებული ერთა ლიგური ასპარეზი ჩავარდა, სათქმელია, რომ ყველაფერი ახლა იწყება. ჩემი აზრით, ამ ფორმაციის ნაკრები ჯერ კიდევ გარდამავალი გუნდია, ვგულისხმობ იმას, რომ წინა ფორმაციის გუნდების რამდენიმე ფეხბურთელია შემადგენლობაში შენარჩუნებული, რა თქმა უნდა, თითოეულ მათგანს უდიდეს პატივს ვცემ, თუმცა მგონია, რომ ახლა იმ ეტაპზე ვართ, როცა ნაწილობრივი სისხლის გადასხმის შემდეგ არსებული მიღწევები ამოიწურა და ნაკრების აბსოლუტურ განახლებაზე უნდა გადავიდეთ იმისთვის, რომ შემდგომი ნაბიჯები წარმატებულად გადავდგათ. პირველ რიგში, მოუთმენლად ველი ნაკრების ძირითადში გოგლიჩიძის გამოჩენას, საოცარი ბიჭია, ფიზიკურად ძლიერი, მყარად დგას, პასის კულტურა აქვს, მაღალია და პოზიციურადაც გამართულად მოქმედებს, ამიტომაცაა ტოპ იტალიური გრანდების რადარზე, საფეხბურთო თავდაცვის სამშობლოში ღირსეული მებრძოლი გვეზრდება, რატომღაც მგონია, რომ მისი ყოფნის შემთხვევაში, დაცვა ბევრად დალაგებული და მყარი იქნებოდა, თუმცა რას ვიზამთ, ტრავმამ შეუშალა ხელი, გოგლიჩიძეს, რომ გავცდეთ, მარჯვენა ვინგბექის პოზიციას უნდა შევეხო, აქაც ძალიან კარგად გამოიყურებოდა გოჩო, ორივე მატჩში თვალსაჩინო იყო მისი აქტიურობა და რაზეც ანალიზში ისაუბრე, მარჯვენა ფლანგის შედარებით ურესურსობაზე და ნაკლებლეტალურობაზე, ვფიქრობ, გოჩოლეიშვილი ამას რაღაცნაირად ანეიტრალებდა, მობილური და ტექნიკური ფეხბურთელია, ასე რომ, ვფიქრობ, ნელ-ნელა გოჩოს ტალღაზეც უნდა გადავეწყოთ, იგივე მეთქმის მარცხენა ვინგბექზეც, მიუხედავად პორტუგალიასთან ლოჩოშვილის მიერ მოტანილი კონტრიბუციებისა, ჩემი აზრით, ამ პოზიციაზე ტრენდულად მარცხენა მცველისთვის შესაფერისი ფიზიკური აღნაგობის ფეხბურთელი უნდა დავაყენოთ, მშვენივრად გამოიყურებოდა წიტაიშვილი, რომელსაც გრანადაშიც ეტრფიან. ასევე, გეთანმხები და მეც მოუთმენლად ველი ლომინაძის დაწინაურებას, თავის ასაკობრივ მეტოქეებთან შედარებით ბევრად დაღვინებული და თამამია, ნახევარდაცვით ასპექტში მნიშვნელოვანი რესურსი გვემატება მისი სახით, ძირითადად ნაკრების გადახალისების ამ სცენარს ვუჭერ მხარს. რაც შეეხება ანალიზს, ცალსახად შეცდომაა ჩაკვეს მარჯვენა ფლანგზე მიბმა, რაც ჩვენი ნახევარდაცვითი სამკუთხედის გაუმართაობას უწყობს ხელს, აბსოლუტური დისფუნქციაა გიოს ამ პოზიციაზე გადაყვანა, რასაც ეპიზოდური შეცდომების კასკადამდე მივყავართ. ასევე, ნამდვილად სათქმელია ის, რომ სოლომონმა თავისი დრო ნაკრებში მოჭამა, ასაკი და ფიზიკა აღარ აძლევს იმის საშუალებას, რომ ძველებური სარგებლები დადოს მოედანზე. რაც შეეხება გუნდის ტაქტიკურ სისტემას, საბედნიეროა, რომ ერთი გამართული სისტემა მაინც გვაქვს წინა წლებთან შედარებით, მაგრამ, როცა დიდ მიზნებზე გვაქვს ამბიცია, არა ერთი, არამედ ორი და მეტი სახის სქემების დამუშავებაა საჭირო, რასაც, ვფიქრობ, რომ ეტაპობრივად მივაღწევთ, საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება ის 4-3-3 სქემა, რომელიც ანალიზში შემოგვთავაზე, კიდევ ერთხელ, უღრმესი მადლობა მსგავსი ანალიზისთვის, ჩემი აზრით, ნაკრების სამწვრთნელო შტაბშია შენი ადგილი, წარმატებები.
მადლობა ესეთი ზუსტი განხილვისთვის და ჯანსაღი კრიტიკისათვის. არ ვიცი უბრალოდ რა ვთქვა, რაც ილაპარაკეთ ყველაფერში გეთანხმებით და ერთს დავამატებ ნაკრებმა დაკარგა მოგების სურვილი, ანუ "ჟილკა" არ იგრძნობოდა საერთოდ, არ დავასახელებ ფეხბურთელებს კონკრეტულად იმიტომ, რომ მთლიანი გუნდი თამაშობდა, რომ არ მოეგო!!!! ეს მენტალური პრობლემაა თუ გადაღლილობის ვერ გეტყვით და კიდევ გეგმა B ყოველთვის უნდა იყოს, აუცილებელია. მგონი იმ მოგებების შემდეგ ამდენი ქება და დიდება არ არის სწორი, იმ თამაშების დროსაც ქონდათ ხარვეზები და აი იმ ხარვეზებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, მარტო თქვენ არა ყველამ!!! რავი რავი ესე არ მინერვიულია რამდენი ხანია, როგორი გულდასაწყვეტია, არადა რა კარგად დავიწყეთ..............
ძალიან ზუსტი და მართალი ახსნაა. დიდი მადლობა რასაც აკეთებთ
საინტერესო კომენტარს ვერ დავწერ იმიტომ რომ გარტყმაში არ ვარ ფეხბურთის მაგრამ ჯიუტად ყველა თქვენ ვიდეოს ვუყურებ და ძალიან მინდა ქოჩორას მაისური 😄♥️
მამუკა, პირველ რიგში მადლობა ასეთი კარგი ანალიზსთვის, 10/10
თუ წაგების მიზეზებზე ვისაუბრებთ, მაშინ სჯობს ქრონოლოგიურად მოვყეთ ჩეხეთთან მატშიდან, ვინაიდან ყველა ერთმანეთისგან გამომდინარეობდა.
1) ჩეხებთან გამარჯვებამ, გარკვეულწილად დათვური სამსახური გაგვიწია, იყო მხოლოდ ქება, ცაში აყვანა, რეალურად კი თბილისში გამარჯვების მიზეზი ის იყო რომ მეტოქემ არ დაგვაფსა სათანადოდ, თორემ ჩეხეთი ამ მატჩში ჩავარდა მხოლოდ 13 წუთით და ეს იყო მათთვის განაჩენი.
2) ალბანეთთან გასვლაზე - სილვინიო საგონებელში ჩავარდა, 2 დღეში ძნელია სწორი ტაქტიკური ანალიზის გაკეთება და გამოვიდა ფეხების კანკალით, ითამაშა ფრეზე, ასე მოთამაშე გუნდები კი ყოველთვის ისჯებიან, რომ არა ქოჩორას ინდივიდუალური ოსტატობა, ეგ მატჩი ფრედ დასრულდებოდა.
საქართველომ სწორი ტაქტიკური ფეხბურთი ითამაშა მხოლოდ საწყის ორ ტურში, რაშიც გარკვეულწილად დიდი როლი მეტოქის არადაფესბამაც ითამაშა.
3) პოზნანის საღამო - გაურკვეველია ჩემთვის, თამაშის წინ მაგ სტადიონზე საერთოდ რატომ არ მოგვცეს ვარჯიშის ნება???, ფაქტობრივად დაგვიმალეს სტადიონი. გაურკვეველია ფედერაციის დამოკიდებულება, რატომ არ ეცვათ ჩვენს ფეხბურთელებს შესაბამის შიპებიანი ბუცები (გვახსოვს კვარამ თამშის მიმდინარეობისას მოითხოვა შეცვლა, ქოჩორას დიდი ალბათობით მაგიტომ გასრიალდა ფეხი, მივიღეთ გოლი). უკრაინელები კიდევ მომზადებული შეხვდნენ მაგ საფარს...
4) თბილისურო საღამო ალბანელებთან - სილივინომ გაანალიზა ყველაფერი, მოგვცა ბურთი და კონტრშეტევებს დაელოდა თან დარწმუნებით იძახდა რომ 3 ქულას წამოიღებდა თბილისად. ალბანეთთან წაგებული მატჩი სრულიად სანიოლის კისერზეა. ტაქტიკას რომ თავი დავანებოთ, როგორ შეიძლება შემადგენლობაში არ დააყენო 20 წლის ბიჭი, რომელსაც ძარღვებში სისხლი უდუღს, ძალიან სწრაფია და იუვეს ფეხბურთელებს შავი დღე აყარა, სერია ა-ზეა საუბარი! მეტი მოტივაცია რა უნდა მისცე მწვრთნელმა ახალგაზრდა ფეხბურთელს. სანიოლს ალბათ ეგონა რომ თავის შვილიშვილს ეთამაშებოდა FC24 ს!
5) ბათუმური საღამო - დღეს ისე დაიხვეწა ტექონოლოგიები რომ ლამის მთელი წლის ამინდის პროგნოზის გაგებაა შესაძლებელი და რატომ მაინც და მაინც ბათუმი? ფაქტია, ჩვენს ნაკრებს წვიმაში თამაში უჭირს და ფედრეაციას ეს უნდა გაეთვალა, არ იყო აუცილებელი „რასტვორი“ გვეზილა ისევ უკრაინელებთან.
6) ოლმუცი - თბილისური გასტროლდან მხოლოდ 2 კაცი ჰყავდათ შემადგენლობაში, ფაქტობრივად მე-2 ნაკრებს ვეთამაშეთ, მათი მწვრთნელი კი გადაჭრით იძახის რომ მოიგებენ. მოიგეს კიდეც, შეგავაფსეს და დააფასეს ჩვენი ძალა სათანადოდ. ვილი კიდე ყოველთვის ისე გადის მოედანზე, რომ გეგმა B ჩვენთვის უცხო ხილია, არ არსებობს, ძირითადად ინდივიდაულური სოტატობის ხარჯზე ვქმინდით რამე ღირებულს ბოლო 4 მატჩის მანძილზე..., ჯარიმა რომელიც გაგვიტანეს, მაგ დისტანციაზე კედელში მინიმუმ 6 კაცი უნდა მდგარიყო...., კვარას და კაშიას ყვითელბი ხომ საერთოდ არაფერში ეწერა, ამ კუთხითაც უნდა გავზიაროდთ, მეტი პროფესიონალიზმია საჭირო. სტანდარტების დროს გოლის, ან საგოლე შანსის იმედიც კი არ მაქვს, პირიქთ...
რა შეიძლება ითქვას, ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შემდეგ აშკარად გაზრდილია, როგორც მენტალურად ისე, საფეხბურთო თვალსაზრისით, მაგრამ თითქოს სანიოლმა ფეხი ვერ აუწყო ამ ყველაფერს. დარჩა ისევ თავის 5-3-2 ტაქტიკაში და იქიდან ვერ გამოდის. არადა შეუძლიათ ამ ბიჭებს, უკეთესი მომავლის იმედი დაგვიბრუნეს და გვჯერა კიდეც მათი, მაგრამ შემდგომი წარმატებისთვის ტაქტიკურად გნასწავლული მწვრთნელია საჭირო, რომელსაც ოდესმე რამე მაინც მოუგია და არა პრაქტიკანტი, რომელიც ჩვენთან ერთად გაზირდება.
@@levanitartarashvili613 თქვენც მშვენივრად ჩამოაყალიბეთ ყველაფერიიი,ბრავო,სანიოლმა ფეხბურთელებს დააბრალა ყველაფერი არ ნახეე,და აუცილებლად უნდა ვთქვათ აგდებული დამცინავი დამოკიდებულება გულშემატკივარზე,ნახევარი ხალხი ბილეთიანი სტადიონზე არ შეუშვეს და ფეხბურთის ფედერაცია როგორც ყოველთვის დუმს,ხმას არ იღებს,იმის მეშინია ასეთი ტაქტიკით და ფეხბურთელებზე ხელის გაშვერით ჩვენს უმაგრეს ნაკრების ბიჭებს არ დაიკარგონ მოტივაცია და რწმენა ამ გაზლუქებულმა ტიპებმააა
დიდი მადლობა ასეთი ანალიზისათვის..გაიხარეთ. წარმატებები ჩვენს ბიჭებს.🙏🙏🙏🇬🇪🇬🇪🇬🇪💖💖💖
დიდი არაფერი ვიცი ფეხბურთში, უბრალოდ ვუყურებ, მაგრამ ისე ველოდები თვენ გარჩევას თითქოს თვალსაჩინო ხდება ყველაფერი.
მადლობა🙏🙏❤️
შენი ცოდნით მეგობარო შენ უნდა იყო მთავარი მწვთნელის დამხმარე სქემის დაგეგმარებაში, მე მაგალითად სიამოვნებით ვნახავდი შენი სქემით გამოსულ საქართველოს ნაკრებს
კი ძალიან ოპტიმალური შემადგელობას და ტაქტიკას ჩვებზე მორგებულს ამბობს 🙌
ყველა თამაში რომელიც მოვიგეთ , ნაკრები თამაშობდა იმ სქემით რომელზეც ეს კაცი ლაპარაკობს. ჩაკვე ცენტრში და შეტევისას გადაწეული მარცხნივ , კვარასთან ახლოს ! ქოჩორა კიდე მარჯვენა ფლანგისკენ გადაწეული. ეს ყველაფერი ნანახი გაქ ნაზეიმარი და ნაამაყარი !….
ყველა თამაში რომელიც მოვიგეთ , ნაკრები თამაშობდა იმ სქემით რომელზეც ეს კაცი ლაპარაკობს. ჩაკვე ცენტრში და შეტევისას გადაწეული მარცხნივ , კვარასთან ახლოს ! ქოჩორა კიდე მარჯვენა ფლანგისკენ გადაწეული. ეს ყველაფერი ნანახი გაქ ნაზეიმარი და ნაამაყარი !
Კი ბატონ
ამას ვერ გაშიფრავენ ეს მაგარია.რა გააძრეო გაგვშიფრესო😂
პირველ რიგში იმას ვიტყვი რომ ძალიან საინტერესო ვიდეო იყო. რაც შეეხება ნაკრებს აშკარაა რომ ახალი სახეებია საჭირო და გადაწყობა. აშკარააა ისიც რო გუნდმა არ იცის ბურთის დომინანტურად ფლობა და ისე შეტევის აწყობა. უნდა შეიმუშავონ რამე მონახაზი შეტევის რამდენიმე ვარიანტის რათა უფრო ნაკლებად პროგნოზირებადები ვიყოთ. ასევე ვფიქრობ რომ ნაკრებს უნდა შემოუერთდნენ გოგლიჩიძე, საზანოვი, აზაროვი, ვახტანგ სალია , ლაცაბიძე და ლომინაძე. ახალი სახეებით უფრო მეტი კონკურენცია იქნება ნაკრებში და უფრო გაუადვილდებათ ალტერნატიული სქემების ჩამოყალიბება.
უმაგრესად არჩევს მართლაც.წარმატებები ❤❤❤
მადლობა მეგობრებო ყველას შეტყობინებებისთვის და მოლოდინისთვის🙏❤️🇬🇪⚽️
კიდე ბევრი საინტერესო ვიდეო გელით წინ🙌👌
სტანდარტულებს ჩაკვეტაძე უნდა ასრულებდეს და არა ყოველთვის კვარა
იმიტო ვეცით და გავშალეთ, რომ მოგების გარდა არაფერი გვშველოდა... უკან დასახევი გზა მოვიჭერით. უკრაინასთან ან ალბანეთთან უნდა მოგვეგო. 😢
კიტე-ლომინაძემ უნდა ცვალოს
ლუკა გაგნიძე არ დაგვავიწყდეს❤
შენ განხილვას სულ მოუთმენლად ველი ხოლმე 😂🙌 მადლობა შენ
მამუკა პირველ რიგში კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ასეთი კარგი ანალიზისთვის(100% ემთხვევა ჩემს მოსაზრებას მიუხედავად იმისა რომ ვცდილობ კრიტიკული თვალით შევხედო შენს ანალიზს) მე პირველად 5 წლის ვიყავი მამამ და ბაბუამ (არც ერთი აღარ არის ცოცხალი) რომ წამიყვანა "დინამო" - "ლივერპულზე" და იმის მერე შენი თქმის არ იყოს კარგიც ბევრი ვნახე და ცუდიც. ზოგადად წაგება არ მიმაჩნია ტრაგედიად და ვფიქრობ რომ თუ სწორ ანალიზს გააკეთებ და დასკვნებს გამოიტან დაშვებული შეცდომებიდან ყველაფრის გამოსწორება შეიძლება. უბრალოდ რაც მაწუხებს არის ის რომ რეალობის შეგრძნება დავკარგეთ და რაღაც უცნაურები გავხდით ეს ამაყი ხალხი. სულ რაღაცას ველოდებით(აი მაგალითად გაჩნდა აზრი რომ ცე ლიგიდან მოვიპოვოთ საგზური და ასე შემდეგ) ჩემი კითხვა შემდეგში მდგომარეობს კი მაგრამ თუ 21 წლიანები გავიდნენ შესარჩევიდან ბრძოლით დიდებს რატომ უნდა ეშინოდეთ გრანდების? არ შეიძლება რომ თამასა ავწიოთ ცოტა და ჩვენც გავიდეთ ჯგუფიდან როგორც ლატვია გავიდა ევროპაზე წლების წინ? განა სწორი თამაშით ერთეულ შემთხვევებში არ გაგვიმჭარებია დიდი გუნდები?
დიდი მადლობა ასე დეტალური განხილვისთვის👍👌
დედას ვფიცავარ, თუ ეს კლასიკური ანალიზი არ მერჩიოს კარგ ფილმს!
ბრავო👏❤
მეც ისე ველოდები ხოლმე.
დიდი მადლობა, ასეთი დაწვრილებითი ანალიზისთვის
100% გეთანხმები. ბევრი შეცდომა დაუშვა სანიოლმა. ეს უნდა ვაღიაროთ.ძალიან სამწუხაროა
გაიხარეთ,ძმებო:ყველაზე კარგი და მთავარი,გუნდი შედგა,ბიჭები ერთმანეთს გრძნობენ მოედანზე,გუნდურობის მნიშვნელობა გვესმის,ბევრი მუშაობაა საჭირო,წარმატება აუცილებლად მოვა,თან მალე.,BRAVO VILI,BRAVO ბიჭებო,გუნდურობა და შრომა,რომელსაც არ აკლებთ,სანიოლი ძიებაშია და აუცილებლად მივა ბრწყინვალე შემადგენლობაზე და შედეგიც გასაოცარი იქნება.(უფოლო შეგვიწყალენ)...მსოფლიოს ფინალში ვართ ძმებო.,მთავარ ფინალში!!!
მადლობა ესეთი მაგარი ანალიზისთვის ❤️ ველოდები ძალიან ხოლმე თქვენს თამაშის განხილვებს ❤️
მოგესალმებით..
ანალიტიკურ სპორტულ გადაცემებში ეს ბიჭი რო ამომწურავ ვიდეოებს დებს არ ვიცი.. საოცარია უბრალოდ.. ჯერ ამინდზეც რო გაამახვილა ყურადღება ბრავო.. მერე მწვრთნელზე საუბარი არც ზედმეტი უთქვამს რაცაა რეალურად უსაუბრა..
ფაქტია უდიდეს შრომას დებს და მინიმუმ ჩვენგან რიგითი გულშემატკივრებისგან მხოლოდ ლაიქს და გვერდის გამოწერას ითხოვს..
ჩაკვე ჩემი საყვარელი მოთამაშეა კიტესთან ერთად და კარგია რო ამ თემასაც ესე სიღრმილეულად შეეხო..
გადრანი ლაცაბიძე და ნომერი ერთია მცველი დღეს საქართველოსი გოგლიჩიძე ამათ ვხედავ მომავალში..
სანიოლს დრო მისცეს 4 წელი და გავიგებთ რა შეუძლია.. სვანაძეა ამ ეტაპზე ჩემი ფავორიტი უპირველესი რო ბიჭებს იცნობს ბევრს მის ხელში გაუვლია გზა..
ფაქტია დროა შეიცვალოს ფორმაცია და ახალ სახეებს მიეცეს შანსი.. კაი ბიჭები მოდიან ახალგაზრდულიდანაც 👏🏻
ასევე საინტერესო ჯგუფია ფეისბუქზე ცრუ ცხრიანი და კარგი პოსტები იდება ბევრის გაგება შეიძლება..
სულ ველი ხოლმე ესეთ ანალიტიკურ გარჩევებს.. მაგრამ ესეთს ვერსად ვნახულობ..
მეტი გვინდა ესეთი პროექტი და კარგი ანალიზი ოღონდ აუცილებლად კრიტიკაც როა და არა მხოლოდ ის რო წერია ვაქოთ ვილი იმიტო რო ევროპაზე გაგვიყვანაო.. უდიდესი მადლობა მაგისთვის თუმცა ამ ეტაპზე ცოტა რეგრესი აქ ნაკრებს უკვე ოთხი თვეა..
მომენტების გამოუყენებლობაცაა ერთერთი მინუსი თუმცა მხოლოდ ეს რო არაა კი ისაუბრა ზემოთ ვიდეოში 🙂
გოლზე მეც კვირკველიას ყველაზე ნაკლწბად ვადანაშაულებ ის მიკვირს თავით კაია და რატო არ იყო ჩასული..
ქოჩი ყველას გვიყვარს ყოველთვუს შემართევულია მოტივირებული თუმცა ორივე უკრაინულ მატჩში ფაქტია მის გამო ვერ მოვიგეთ.. კონკრწტუკად არავიზე მიყვარს დაბრალება თუმცა რეალობა აქ ესაა.. ალბანეთთნ კი ვილიმ უბრალოდ არაფერი ქნა მეორე ტაიმში 🙃
მადლობა ასეთი კარგი ანალიზისთვის,
ჩემი პირადი მოსაზრებაა, ჩვენმა ნაკრებმა ძალიან მოკლე დროში აჩვენა თვალსაჩინო პროგრესი რაც დასაფასებელია, ახლა უბრალოდ მივედით იმ ეტაპზე როდესაც უკვე ძლიერ ნაკრებებთანაც როგორიც ჩეხეთი და უკრაინაა პირველ ნომრად თამაში უნდა ვისწავლოთ, ამ ეტაპსაც გადავლახავთ თუ 4:3:3 ზე გადავეწყობით და დაცვის ხაზს უფრო სწრაფი ცენტრალური მცველებით დავაბალანსებთ,
მშვენიერი ანალიზია,საკმაოდ ცუდი გადაწყობები იყო, და ვფიქრობ 4-2-3-1 ტაქტიკა საკმაოდ ახალგაზრდული ტაქტიკაა რაც მეტ სისწრაფეს მოითხოვს რომელიც ჩვენ ეგ არ გვაქვს(ამ ნაკრების თვალსაზრისით) საკმაოდ განვითარებული დაცვა სჭირდება,ახალგაზრდა მცველები საჭიროა მეტი სწრაფი დაზღვევისთვის, ქოჩორა დაცვის ხაზთან ახლოს კიტე როგორც ხერხემალი გუნდის იყოს შუაში და ცენტრი ჩაბარდეს,ჩაკვე როგორც შემტევი ნახევარმცველი და სივრცის ამთვისებელი მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელოთ ღირს 4 2 3 1 ტაქტიკის ცდა,ერთადერთი მარჯვენა ფლანგზე თამაშიდან გამომდინარე ვერ ითვისებს დავითაშვილი მარჯვენა ფლანგს და ჩემთვის მიუღებელია მარჯვენა ფლანგზე მისი ყოფნა,მაგრამ ვინ უნდა დადგეს მის მაგივრად ეგეც საკითხავია😂
სასიამოვნოდ მოულოდნელი ანალიზი! ბრავო!❤❤❤
ძალიან საინტერესო ანალიზი იყო.
რაც შეეხება ჩვენს ნაკრებს, აშკარად ჩაგვივარდა ბოლო თამაშები, მაგრამ ყველაფერი წინაა და იმედია საკვალიფიკაციოდან შევძლებთ შემდეგ ეტაპზე (პირდაპირ მსოფლიოზე, ან პლეი-ოფი) გასვლას. დაცვის ხაზში აუცილებლად ახალგაზრდებს უნდა მიეცეს შანსი. გოგლიჩიძის ტრავმა რომ არა დიდი ალბათობით უკრაინასთან დააყენებდა ვილი სასტარტოში, მაგრამ დვალის და გოგლიჩიძის არყოფნაში აუცილებლად გველესიანს უნდა დაეწყო ძირითადში კვერკველიას ნაცვლად. რაც შეხება ქოჩორას, იმედია ამ შეცდომებისგან აიღებს მაგალითს და უფრო ძლიერი დაბრუნდება, რისიც ძალიან მჯერა. ახალგაზრდულმა ნაკრებმა ძალიან გაგვახარა ევროზე გასვლით. აზაროვს ეკუთვნის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნება და შანსის მიცემა, ასევე ლომინაძეც მართლაც რომ შესანიშნავად გამოიყურება და ნიჭიერი ახალგაზრდაა. იმედია მალე ტოპ ჩემპიონატში ვიხილავთ და ნაკრებშიც გამოიძახებს სანიოლი. წარმატებები ჩვენს გუნდს❤
წარმატებები გათამაშების მონაწილეებს❤
რომ შემეძლოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაგნიშნავდი💪🇬🇪👍
კარგი გარჩევა იყო, თითქმის ყველაფერში გეთანხმები, სანიოლს მადლობა, მაგრამ ბოლო თამაშის შედეგი მთლიანად მის სინდისზეა, ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული!
პირველ რიგში საღოლ ძმაო ძალიან სწორი ანალიზია და ძან მაგარი კონტენტი გაქვს,ჩემი აზრით ძან მაგარი მწვრთნელი იქნები რომ მოინდომო. იმედია მოვიგებ მაისურს და წარმატებები ყველას ❤
ძალიან კარგი ანალიზია. მე ერთს დავამატებდი მარტო, როცა კარგი სერია გვქონდა ფსიქოლოგიურად გუნდის მენტალიტეტი იყო სასწაული და ვამბობდი მეშინია იმ პირველი წაგების, რადგან შეიძლება ფსიქოლოგიურად ჩამოიშალოს გუნდი მეთქი და სამწუხაროდ ეგრეც მოხდა. დაკარგეს უძლეველობის რწმენა და ძალიან ცუდად ვითამაშეთ. კიდევ ისაა რომ როცა ვიგებდით იდეალური შემადგენლობა გვყავდა და ერთი კაცის გამოკლებამაც კი არია გუნდი. ქოჩორაშვილი შეუცვლელი არ უნდა იყოს, არავინ არ უნდა იყოს შეუცვლელი, კარგი კვარაცხელიას გამოკლებით. არც მამარდაშვილი არ უნდა იყოს შეუცვლელი, ბოლო წლებში კარგი მეკარეები გვყავდა და ხანდახან ისინიც უნდა ვათამაშოთ. მთლიანობაში ქართული ფეხბურთი პროგრესირებს და ახალგაზრდა გუნდი გვყავს, 21 წლამდელებიდანაც კარგი შევსება წამოვა და მომავალს იმედით ვუყურებ.
სამწვრთნელო შტაბი ხანდახან უყურეთ ცრუ ცხრიანს 10000% ამბობს ეს ბიჭი და იქნებ ცოტა მაინც გაითვალისწინოთ!!
მაგარი განხილვაა.. ლომინაძეზე 100% გეთანხმები, ძაან მაგარი ბიჭია
მამუკა გამარჯობა. კიდევ ერთი საინტერესო ვიდეოსთვის დიდი მადლობა. ყოველთვის სასიამოვნო და საინტერესოა შენი განხილვის მოსმენა, ერთ რამეს გთხოვ არ გაჩერდე და ბოლომდე მიაწექი შენი საქმის პროფესიონალი ხარ და რაც კარგად გამოდის ადამიანს იმას უფრო მეტი დაფასება ჭირდება ჩვენი მხრიდან.❤ წარმატებებს გისურვებ და კიდევ ბევრს ესეთ ანალიტიკურ ვიდეოებს.❤❤❤
მადლობა მეგობარო
პირველ რიგში გეტყვი, რომ ძალიან მაგარი ანალიზი იყო, აშკარად გესმის ფეხბურთი ძმაო. ახლა რაც შეეხება ჩემს აზრს, 5 მცველიანი ტაქტიკა ძალიან ამართლებს, რაც ევროზეც გამოჩნდა და მანამდეც ძალიან კარგად ჩანდა, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სამივე ცენტრალური მცველი საკმაოდ ნელია, ძალიან უჭირთ სისწრაფეზე ერთი-ერთზე თამაში. რაც არ უნდა გასაკვირად ჟღერდეს, ახლანდელ რონალდუს უფრო მარტივად გააჩერებენ კომპაქტური მოქმედების ხარჯზე, ვიდრე მუდრიკის ტიპის ტექნიკურ და სწრაფ ფეხბურთელებს. ფაქტია, რომ სივრცეში თამაში ძალიან უჭირთ. გოგლიჩიძე როგორც კი დაბრუნდება, სამ ცენტრალურ მცველს შორის უნდა დადგეს, მარცხენა ცენტრალიურ მცველად ლოჩოს განვიხილავ(დვალთან შედარებით სწრაფია და ერთი-ერთზე ბევრად უკეთესია) და მარჯვნივ ჯერ-ჯერობით კაპიტანი უნდა იდგეს. ლატერალად, მარცხნივ აზაროვი ყველაზე კარგი ვარიანტია, ვფიქრობ, რომ ნაკრებში ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელია და ლოჩოზე მეტად პროფუქტიული იქნება ლატერალად. აზაროვის მარცხნივ თამაში კვარასთვის სივრცეების შესაქმნელადაც შეგვიძლია გამოვიყენოთ. კაკაბა საუკეთესოა დაცვით ასპექტში და ზოგადად ნაკრების ისტორიაში საუკეთესო მარჯვენა მცველია, ჩემი აზრით, მაგრამ გოჩოლეიშვილიც არანაკლებია, სტაბილურად თამაშობს კოპენჰაგენში და როცა კაკაბას თამაში არ მისდის, თავისუფლად შეიძლება გოჩოლათი ჩანაცვლება. ლობჟანიძის არ გამოყენება ცოდვაა ჩემი აზრით, 5 მცველიან ტაქტიკაში თავისუფლად ჩაიბარებს მარჯვენა ფლანგს. ნახევარდაცვის სამეული შეუცვლელია და მთავარი შეცდომა ჩეხეთთან სწორედ ეს იყო. ბურთის ამომტანები გაიყვანა და შემოიყვანა ზურიკო, რომელიც სივრცეში ძალიან მაგარია, მაგრამ ბურთის ამოტანას ვერ მოთხოვ. ზურიკოს თამაში ST-ზე თავისუფლად შეიძლება და ჩემი აზრით, ახლანდელ ნაკრებში მიქაუტაძის ცუდი ფორმის გათვალისწინებით, ეს ვარიანტიც უნდა განიხილებოდეს. ასეთ ფორმაში მყოფი ზურიკო აუცილებლად უნდა გამოიყენო... კიდევ ერთი პრობლემა კოლექტიური თავდაცვაა, რამდენჯერმე კურთხურის მოწოდების შემდეგ ლეტალური კონტრ-შეტევები გაგვეპარა, ამაზე აშკარად სამუშაო აქვს სანიოლის. სამივე მატჩში, ჩემი აზრით, ჩვენი შექმნილი მომენტები ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე იყო, აშკარად აკლია გუნდს ტაქტიკური მომზადება. ბურთთან ამდენი უაზრო შეხება და თან დღევანდელ ფეხბურთში, არაფრით არ მართლდება, განსაკუთრებით ჩვენი მსგავსი მეორე ნომრად მოთამაშე გუნდისთვის, რომლის თამაშიც წესით კონტრ-შეტევებზე უნდა იყოს აგებული. უმაღლესი დონის ნახევარმცველები გვყავს და ამ ბიჭების პოტენციალის ნახევარსაც ვერ იყენებს სანიოლი. როლების გადანაწილება აშკარად პრობლემაა, შერბენებზე მარტო ქოჩორა თამაშობს, არადა ჩაკვეს, თავისი მონაცემებიდან გამომდინარე, უფრო წინ, ბოლო პასის გამკეთებლად და შერბენებზე შეუძლია თამაში. მოკლედ, როლები არასწორადაა აშკარად განაწილებული, როგორც დაცვაში, ისე ნახევარდაცვაში. მეტი ტაქტიკური მომზადება მართებს სანიოლს, თუ არა და, ასე გაგრძელების შემთხვევაში დაგვტოვოს აჯობებს. ეს იყო ჩემი მოკრძალებული აზრი, მადლობა❤
დიდი მადლობა ასეთი ანალიზისთვის 🇬🇪⚽️
ძალიან ველოდი ამ ვიდეოს და როგორც იქნა, დაიდო. როგორც ყოველთვის, ძალიან მაგარი ვიდეო და ანალიზია! აქვე ჩემს მოკრძალებულ აზრსაც დავამატებ.
ჩემი აზრით, ყველა პრობლემა სამწვრთნელო შტაბზე დადის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფეხბურთელები უდანაშაულოები არიან. მათაც ჰქონდათ ჩავარდნები. ალბათ, ძალიან რთულია, რომ სანიოლი გააკრიტიკო მას შემდეგ, რაც ნაკრები გავიდა ევროზე და იქაც ჯგუფიდანაც გავიდა. მაგრამ ვფიქრობ, მთელი ეს წარმატება უფრო ვარსკვლავების იდეალური განლაგების შედეგი იყო - ფეხბურთელების საუკეთესო ფორმაში ყოფნა, და ამას დაემატა "დინამოს" სტადიონის გავლენა, რომელზეც ნაკრებს ახლა თამაში აკრძალული აქვს.
ამ ყველაფრის მიუხედავად, მე მაინც ვიტყვი, რომ სანიოლი არ მომწონს. უცნაურად ჟღერს განსაკუთრებით კი ჩვენი ნაკრებისთვის რომელიც რამოდენიმე წლის წინ ლიტვას ძლივს უგებდა, მაგრამ ვფიქრობ, ევროპაზე გასვლა და ერთა ლიგის ჯგუფის მოგება იყო მაქსიმუმი, რაც მას შეეძლო. როგორც შენ თქვი, ჩვენ ყველასთან გავისროლეთ უბრალოდ არც აკვირდებოდნენ ასე კარგად და არც სჯეროდათ რომ მოგება შეგვეძლო. როცა მეტოქეებმა ჩვენი თამაში შეისწავლეს, საჭირო გახდა ადაპტაცია და ახალი რამის მოგონება, რაც სანიოლმა აშკარად ვერ მოახერხა. უბრალოდ თითქოს არ აქვს ის გამოცდილება რომ ასეთი გამოწვევები დაძლიოს. ამას დავუმატებ, რომ არ ვფიქრობ, რომ ჩვენი ნაკრები მისი სწავლისთვის და გამოცდილების დაგრვებისთვის უნდა იყოს გამოყენებული.
სანიოლი ცდილობს, ჩაკვეს გადაიყვანა სხვა ფლანგზე, ფორმაციები და სტილი შეცვალა, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან ქაოტური და არალოგიკურია. ყველა შესარჩევი ჩაგდებულია, და გუნდი, როგორც წესი, ბოლოს-წინა პოზიციაზე რჩება რასაც სხვა მწვრთნელებიც აკეთებდნენ. ამას დავუმატებ აზაროვის გაუგებარი მიზეზით ნაკრებიდან ჩახსნას და გოგლიჩიძის აქამდე არ გამოძახებას როცა დაცვის ხაზი აშკარად ძალიან სუსტია. ვფიქრობ, ნაკრებს არ აქვს ფუფუნება ასეთი ფეხბურთელები არ გამოიძახოს.
დიდი ტექსტი გამომივიდა და ყველაფერს ვერ ჩამოვწერ, მაგრამ ჩემი აზრით, ნაკრების მთავარი პრობლემა არის დაცვის ხაზი, მოკლე სათადარიგო სკამი (U21-ის ფეხბურთელებსაც კი არ იძახებენ), და, რაც მთავარია, სამწვრთნელო შტაბი. მესმის, ძალიან რთულია სანიოლის კრიტიკა ყველაფრის მერე, რაც მან გააკეთა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ის არის ის მწვრთნელი, რომელიც 2028 წლამდე უნდა დარჩეს.
ყველაფერი ეგრეა... ზუსტი ანალიზია და სამწვრთნელო შტაბის ამდენი შეცდომა - 4 თამაშში ნაირნაირი შეცდომები... მესმის, რომ დრო სჭირდება, მარა მარტო დრო არ უშველის - შესაცვლელია რაღაცეები სერიოზულად!!! იმდენია სალაპარაკო...
ყოჩაღ, კარგი ანალიზია. ვფიქრობ დაცვის ხაზი უნდა გადახალისდეს, სხვა შემთხვევაში პროგრესი შეჩერდება.მადლობა და ქება ჩვენს სამწრთნელო შტაბს , მაგრამ ვაღიაროთ რომ ზუსტად მათი დანაშაულია 4 მატჩი 1 ქულა.
საუკეთესო ხარ მამუკა,მადლობა!
ძალიან სწორი ანალიზია, ახალი ველოსიპედის გამოგონებია დრო არ იყო ☹️ მომავლის იმედით ჩვენ გვჯერა ჩვენი ნაკრების!!! მადლობა ყველაფრისთვის ❤
სანიოლმა ძლივს ტაქტიკას ყველა მოთამაშე სწორად მოარგო და ეს ბოლო თამაშები ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რო შახმატის თამაში მოინდომა ფეხბურთელებით ხან ჩაკვე გაწია ხან ქოჩორა ხან კიტე და ასე შემდეგ როცა მშვენივრად იყო ყველაფერი დალაგებული,სანამ ჩაკვე მარჯვნივ იყო შეტევაში ბევრი არაფერი გამოდიოდა 2 ტაიმში გადმოიწია მარცხნივ და მაგარი ტაიმი გვქონდა გოლამდე გოლი გაუტანეთ მეთქვი მორჩა მეორესაც შევაგდებთ თქო ისე მაგრად აკრიფეს ბიჭებმა და უი საოცრებავ სანიოლმა ორი მთავარი ბურთის ამტანი გამოიყვანა ჩეხები რომლებიც შედარებით ჩამჯდარები იყვნენ თავიანთ საჯარიმოში უცბათ ისევ ამოიწიეს ოღონდ არა ბოლომდე რაც იმას მეტყველებს რო სანიოლის გეგმა მთლიანად წაიკითხეს და ჩვენი შეტევებიც ეგრევე მორჩა გარდა ერთი მომენტისა და ისიც კვარას შექმნილი იყო იმის მაგივრად რო ლოჩოშვილი გაეყვანა და შენგელია ან წიტეიშვილი შემოეყვანა იქით ზურიკო აეწია და კაკაბაძე გაეყვანა და გოჩოლეიშვილი შემოეყვანა რომელიც მაინც შემოიყვანა ცოტა მოგვიანებით
დიდი პროფესორი არ ვარ,მაგრამ ეგ მეც გამიკვირდა გველესიანი და მიქაუტაძე უკრაინას წინააღმდეგ რო არ იყო.ქალი ვარ დათქვენმა ანალიზმა საკმაოდ კარგად გამარკვია ფეხბურთში და დიდი გულშემატკავარი გავხდი.ასე რომ რასაც ამბობ მე თუ ვიგებ ჩემზე უფრო კომპეტენტურმაც უფრო უნდა გაიგოს და გაითვალისწინოს.მადლობა და წარმატებები.
გეთანხმებით .კარგი ჩამოყალიბებულია.
ანალიზი უდავოდ კარგი იყო!
ძალიან კარგი ანალიზი იყო
ძალიან დიდი მადლობა ასეთი დეტალური და სამართლიანი ანალიზისათვის. შეცდომებზე სწავლობენო - ნათქვამია, იმედია გაითვალისწინებენ ამას. წარმატება საქართველოს ფეხბბურთელებს (ყველა ასაკობრივ ნაკრებს}. იყო დრო როცა კორუპცია იყო ქართულ ფეხბურთში ასევე კარგი მფარველი ვისაც ჰყავდა ისინი თამაშობდნენ ნაკრებში, თუ იგივე წრეზე წავედით, არაფერი არ გვეშველება. ♥
კაი ხაააარ 🫡 როგორც ყოველთვის, გასაგები და კარგი ანალიტიკა... ისე მიკვირს ერთი როგორ ვერ მოიგდე ვილი, რომ დაუსვა კითხვები. 🤷🏻
ბრავო,იდეალური ხედვაა ფეხბურთის,აბსოლიტურად გეთანხმები.
კარგი განხილვაა.
ძალიან მაგარი ანალიზისთვის მადლობა მამუკა, ახლა რაც შეეხება საქართველოს ნაკრების თამაშებს უკრაინასთან შემიძლია ვთქვა არ გაგვიმართლა უნდა მოგვეგო ნამდვილად ვიმსახურებდით, რაც შეეხება ჩეხეთთან თამაშს თავიდანვე წავიდა ქაოტური თამაში და ავყევით ჩეხეთს, თითქოს ვჯობდით, ვუტევდით ქაოტურად მაგრამ მიუხედავად ამისა გავუშვით 2 გოლი. მეორე ტაიმში დავალაგეთ თამაში მთელი გუნდით ვუტევდით და მთელი გუნდით ვიცავდით თავს, ორივე თამაშში პირადად რაც არ მომეწონა იყო ის რომ აქტიურად არ ვიყენებდით ფლანგებს მიუხედავად იმისა რომ ჩეხეთთან ფლანგიდან აქტიურობას მოჰყვა გოლი, ლოჩოშვილის და კაკაბაძის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს მაგრამ უკეთესი იქნებოდა რომ ფლანგებზე წიტაიშვილს და გოჩოლეიშვილს ეთამაშათ რადგან ორივე სწრაფი და შემტევი სტილის ფეხბურთელია. მიუხედავად იმისა რომ ქულა ავიღეთ უკრაინასთან და ჩეხეთთან წავაგეთ ჩვენი ნაკრების თამაშის ხარისხი ცუდი არ ყოფილა და არ ჰგავდა ადრინდელ საქართველოს ნაკრებს როცა შიშით ვუტევდით და გოლის გაშვების მერე საერთოდ ითიშებოდა და იბნეოდა ნაკრები.
კარგი გადაცემა გაქვს.❤
მამუკ, როგორც ყოველთვის ძალიან მაგარი განხილვა 😍❤️🇬🇪
როგორ ყოველთვის რა თქმა უნდა ყველაფერი დეტალურად გაარჩიე. ხო ისე ოდნავ მეც მაღიზიანებს ეს ახლები თავისი ტრაგიკული კომენტარებით.
18 წელია ფეხბურთს ვუყურებ და მართლა ისეთები გვაქვს გამოვლილი ეს მცირე ჩავარდა იმასთან რა მოსატანია ❤️⚽🇬🇪
Kai bichi xar megobaro sagol kargad xsni ayalibeb da chaxedulis tu ar chaxedulis donemde dagyavs jigar 👍
ძაან მაგარი ხარ ჯიმა.. როგორც კი თამაში დამთავრდება და ველოდები შენ ტაქტიკურ ანალიზს ეგრევე.. ასე გააგრძლე..
ძაან საინტერესო და სწორი აზროვნბა და ანალიზია. მნიშვნელოვანია როგორ შეიცვლა მეტოქე გუნდი ჩვენს მიმართ რაც საკამოდ მაგარია, ეს ყველაზე მეტად აისახება როგორ დიდ ყურადღებას აქცევენ ჩვენს ნახევარ დაცვას, ყველაზე მეტად ბოლო თამაშში გამოჩნდა კიტეიშვილს როგორ იყვანდა ხშირად ორი კაცი და აპრესინგებდა რაც აქამდე თითქმის არასდროს ხდებოდა. ასევე ლომინაძე უნდა ამოვიდეს მალე ეროვნულ ნაკრებში და აუცილებლად გაგნიძე რომეილც იყო, მაგრამ ცუდ დროს მოუწია თმაში როცა ძალიან არეულობა გვქონდა. ვფიქრობ ნელნელა პატარა თაობათ ცვლა გვინდა პატივს ვცემ ყველა ჩვენს ბიჭს მაგრამ საჭიროა. წარმატებები მეგობარო
დიდი მადლობა, ბევრ დეტალებში გავერკვიე
ვა შენ გენაცვალე
რა მევუასებააა შენი განხილვებიიი
ჯანსაღი კაცი ჯანსაღი პოზიციებით
რესპექტ ბრო😎
ყოველ ჯერზე იმაში ვრწმუნდები რომ ჩაკვე კვირას დუეტი იდეალურია.ამასთან არ შეიძლება რომ უდიდესი პატივისცემა არ გამოხატო კაკაბაძის მიმართ რასაც ეს ბიჭი ფლანგზე აკეთებს.ყველა მარჯვნიდან შეტევაში ძალიან აქტიური და უფრო მეტიც,ქმნის ყველაფერს.ზოგადად სანიოლმაც ალბათ თავისი მაქსიმუმი გააკეთა ამ ნაკრებში.ამაზეც უნდა იფიქროს ფედერაციამ.სიახლე ყოველთვის პოზიტიურ შედეგს მოიტანს ჩემი აზრით.მადლობა და წარმატებები ❤️✊
დიდი ხანია ველოდები თქვენ გადაცემას...და მინდა მადლიბა გითხათ მოლოდინები გამართლეთ...❤
წარმატებები ყველას ❤
მშვენივრად აზროვნებ და რაც მთავარია, რელურია თქვენი განხილვა. ასევე კაშიას დიდი პატივისცემის მიუხედავად უბრალოდ დროა გადაჯდეს სკამზე, პირველ გოლში კარგად გამოჩნდა სპრინტი რამდენად ნელი აქვს, ასევე ამ ნაკრებში კაკაბაძე ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელია კიტეიშვილთან ერთად
ძალიან მომეწონა თქვენი მიმოხილვა. მიხარია, რომ ასეთი მცოდნე გულშემატკივრები ჯერ კიდევ შემორჩნენ. რაც შეეხება ჩვენს ნაკრებს, პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ სანიოლს და უმაღლეს დონეზე შევაფასო ის სამუშაო, რაც მან საქაქრთველოში ჩაატარა. ჩემი აზრით, დროა შევიყვანოთ სანიოლი ქართული ფეხბურთის დარბაზში და დავემშვიდობოთ. ნაკრებს ახალი სისხლი სჭირდება და არა მხოლოდ ფეხბურთელების თვალსაზრისით. უპირველესად მოვიშველიებ ჩეხების მწვრთნელის სიტყვებს, რომ ჩვენ სულ ერთი სათამაშო გეგმა გაგვაჩნია. ჩვენ ვისწავლეთ მეორე ნომრად თამაში, მაგრამ როცა მეტოქე ბურთს გვითმობს უსუსურად გამოვიყურებით. 5-3-2 როგორც საბაზო სქემა, ალბათ, კიდევ დიდხანს გამოგვადგება. მაგრამ საჭიროა B და C გეგმა. უფრო მარტივად მგონია 3-5-2 სწრაფი გადაწყობა. როგორც ვარიანტი 4-4-2 რომბი, ალბათ, C ვარიანტად ივარგებს. 4-3-3, რა თქმა ენდა, ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სქემაა, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ჩვენთვის სათადარიგო სქემა უნდა იყოს, რომელსაც დროდადრო მივმართავთ მეტოქისა და თამაშის მსვლელობის გათვალისწინებით. მეორე საკითხი, რომელსაც სამრწვთნელო შტაბი არ უთმობს სათადო ყურადღებას არის სტანდარტები. თანამედროვე ფეხბურთში სტანდარტული გათამაშება არის მძლავრი იარაღი. ჩვენ კი ის არ გაგვაჩნია. ანოლოგიურად არ არის დამუშავებული მდგომარეობა, როცა სტანდარტი ჩვენს წინააღმდეგ სრულდება. ყოველ კუთხურზე გული გვისკდება. მესამე. ართმევა მკაცრად უნდა დავიწყოთ შუა მესამედში. მაღალი პრესინგისთვის ჩვენი ნაკრები ჯერ მზად არ არის, ხოლო ასეთი მცდელობები ძვირად გვიჯდება. უდავოდ, დაცვის ხაზი გადასახალისებელია, არ გვაწყენს ერთი-ორი ახალი ნახევარდამცველიც გამოვცადოთ. შეტევაში მეტი კრეატიულობა არის საჭირო. ზივზივაძე თავისი გაბარიტებით მაღალ ბურთებზე უნდა იბრძოდეს, მაგრამ საჯარიმოში მაღალ ჩაწოდებას თითქმის არ ვიყენებთ. მიუხედავად ამისა, მე მჯერა ქართული ფეზბურთის წარმატება. წინ საქართველო!
P. S. მე ვესწრებოდი "დინამოს" სტადიონის გახსნით თამაშს. ასე რომ, მე რომ გავმწარებულვარ... მაგრამ კარგი უფრო მახსოვს. მაგალითად, ეს ზაფხული ძალიან მაგარი იყო!
ძალიან ველოდი ვიდეოს, მადლობა ანალიზისთვის.
რა მაინტერესებს, ერთმანეთის დაზღვევა არ დაგაკლდა? მახსოვს, პორტუგალიასთან თამაშს რომ განიხილავდი, ვიდეოები გქონდა მოჭრილი, მოწინააღმდეგე ჩვენს ნახევარზე რომ გადმოდიოდა, სამი ჩვენი ფეხბურთელი ჭამდაო, ამბობდი. ეგ ნაწილი ძალიან დამაკლდა, ალბათ, ამოწეული თამაშის ბრალია, თუმცა მეტ ძალისხმევას ვისურვებდი მაგ ნაწილში.
ისე კი, მჯერა, რომ ამ და ყველა სხვა წუნს გამოასწორებენ ოქროს ბიჭები ❤
ისევ რა თქმა უნდა მშვენიერი ანალიზია. მადლობა. ერთს დავამატებ თუ ჩაკვეს მარჯვინ უწევს თამაში მაშინ ლოჩოს ადგილას ან შენგელია ან წიტა ჯობია ათამაშო რო კვარას ერთ მცველს მაინც გაიყილებენ თავისკენ და მამარდასიც გამიკვირდა.. ესეთი პატარა კედელი რატო დააყენა? და ბოლოს მემგონი დიდი პატივისცემით კაშოს მიმართ მაგრამ დროა უფრო სწრაფი მცველი იგივე გოგლიჩიძე უფრო კარგად დააზღვევს მარჯვნივ მარცხნივ. და ბოლოს მე მაინც დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს გუნდს და მჯერა მომავალში კიდე ბევრ გამარჯვებას, სიხარულს და ერთიანიბას მოგვიტანენ❤❤❤
კარგი ანალიზი იყო.მაგრამ მე ვფიქრობ თქვენ კომპეტენტურმა მიმომხილველებმა და გულშემატკივრებმა უნდა აიძულოთ ვილი დაჯდეს და მოისმინოს,კრიტიკა და საღი აზრი.რათქმაუნდა ბევრი მადლობაც ეკუთვნის,რასაც არავინ დაივიწყებს.❤
🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪
წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ი
ბ ი ჭ ე ბ ს
👍
უმაგრესად არჩევს თქვენი გუნდი თამაშებს წარმატებები
მე ვფიქრობ რომ შუა ზონაში დაცვაში გვჭირდება გამქცევი მცველი სამივე ნელები არიან გველესაც კაშოც და დვალიც
კარგი ანალიზია, მომწონს.
გადაცემა როგორც ყოველთვის მაღალ დონეზეა.
რა შთაბეჭდილებაც მე მრჩება სამწვრთნელო შტაბს აკლია, ძლიერი ტაქტიკოსი ასისტენტი და ვიდეო ანალიზის სპეციალისტი.
ამდენი განმეორებადი შეცდომა, ეს სამწვრთნელო შტაბის არასრული და არასრულყოფილი დაკომპლექტების ბრალია
კარგი მიმოხილვა იყო. მომეᲬონა.
გოგლიჩიძე გოჩო და აზაროვი აუცილებლად საჭიროა ნაკრებში ❤ იმედია შემდეგ სანაკრებო პაუზაზე სამივე იქნება, სულ მინიმუმ შეცვლაზე რომ შემოვიდნენ ახალგაზრდები არიან, უსაზღვროდ მოტივირებულები და პროგრესირებადები არიან, ამიტომ დროა უკვე ფორმაცია დაიწყოს დაცვაში ❤️ ჩემი აზრით მსოფლიოს შესარჩევზე უკვე დაწყებული იქნება ეგ სამუშაოები ❤️ წარმატებები ჩვენ ❤️❤️
კარგი ანალიზი გამოვიდა ამჯერადაც . მე პირადად ბევრს ვსწავლობ ამ ვიდეოებით და მადლობა მამუკა ამისთვის.
შეცდომები დაუშვეს მწვრთნელებმაც და ფეხბურთელებმაც, მაგრამ სანიოლი თავის ბრალს არ აღიარებს და ასე წინსვლა გაჭირდება.
გეგმა B არ გვაქვს, მაგრამ სად უნდა დაიტესტოს როცა ყველა თამაში მნიშვნელოვანი გვაქვს და ექსპერიმენტების დრო არ გვაქვს, ახლა პლეი ოფშიც იგივე 5-3-2 სქემით ვითამაშებთ. ზოგიერთი ფეხბურთელიც უნდა შეიცვალოს, უნდა მეტი დრო მიეცეთ გოგლიჩიძეს, კალანდაძეს, საზონოვს, გელაშვილს, გადრანს, ბერიაშვილს, ლომინაძეს, გაგნიძეებს, გულიაშვილს. შესარჩევში იმედია ნორმალური ჯგუფი შეგვხვდება და წარმატებები.
პ.ს. სირცხვილი იმ ქართველებს, ვინც ბათუმურ მატჩში უკრაინას გულშემატკივრობდა.
საინტერესო ანალიზი იყო, საბოლოო ჯამში დღეის მდგომარეობით იმ სურათს ვიღებთ, რომ დაცვის ხაზი სულ რომ 5 მცველიანი ტაქტიკა დარჩეს შესაცვლელია, კაშია და ასაკიანი მცველები ვეღარ ბრუნდებიან სწრაფად უკან, იმედია საზონოვი მალე გამოჯანმრთელდება თანაც საკმაოდ კარგი გრძელი პასი აქვს რასაც ემპოლიში კიდევ უფრო დახვეწს, ასევე გადრანსაც უნდა მიეცეს შანსი. რაც შეეხება მარცხენა მცველს, აზაროვი რა თქმა უნდა დასაბრუნებელია ასევე გიორბელიძეც კარგად ერთვებოდა ხოლმე შეტევაში თუ ხუთკაციან დაცვაზე დავრჩით წიტაიშვილიც კარგად აქტიურობს ფლანგზე, რაც შეეხება ტაქტიკას მე უფრო კლასიკურ 4-3-3 წარმომიდგენია, ჩამშლელზე კი ქოჩორაშვილს თუ გვინდა სერიოზული კონკურენტი ყავდეს მარადიშვილი უნდა გადმოიბირონ ნებისმიერი ძალისხმევით და ნონიკაშვილიც არ უნდა დაგვავწყდეს ნამდვილად ძლიერი მოთამაშეა. რაც შეეხება შეტევას ვფიქრობ კვარაცხელია რაც უფრო მეტ იმოძრავებს ბურთის გარეშე, გასცემა მეტ პასს და ნაკლებად იფიქრებს დრიბლინგზე, მეტი სივრცე შეექმნება და 2-3 მცველი არ ეჯდება ფეხზე, მაშინ როცა იწყებს დრიბლინგს მივარდება 3 მცველი და ვერც პასს ასწრებს.
ასევე სამწვრთნელო შტაბს ვურჩევდი რო სხვა გუნდის თამაშებსაც უყურონ და რას აკეთებენ გაანალიზონ. იმედია არ უყურებენ თორე თუ უყურებენ და ეს დასკვნა გამოაქვთ კარგად ყოფილა ჩვენი საქმე.
ველოდებოდი ამ განხილვა! ჩავუჯექი
ძალიან მაგარი ანალიზი გაქვს ალბათ ტოპ ლიგების ტოპ სპორტუ ჟურნალისტებს შეშურდებათ. ნაკრების შტაბს რომ ენახათ შენი ანალიზი თბილიშში ალბანეთთან და გასვლაზე უკრაინასთან ცოტა სხვანაირად დაგეგმავდნენ! წარმატებები! 🍻🍻🇬🇪🇬🇪
წარმატებები.
30 წელია ვიტანჯჯებიგ ჩვენი ნაკრების გულშემაგკივრევრწბი ეს რაც მე მახსოვს!✌️ ძლივს ნათელი წერთილინგამოჩნდა გავიხარეთ სასწაულების თვიგმხილველწბი გავხდით და მადლობა ბიჭებს ამისგვის მაგრამ
ისხალხი ვინც ნაკრებში მხედრიონის
დროიდან კოდიან თავად უნდა დაფიქრდნემ რო ნახე რა შეტევა გვყავს ნახე ნახევარდაცბა და მერე დაცვის ხაზი რონელსქც ზურგსო მამარდა არუმაგრებდეს დაცვაშინისეთი პროხოდნოი ექნებოდათ. და
ცვის ხახი შეცვალეთ დაგვემშვიდობოს კაშო დროა და თუ გულით მოუნდებაა გაუზიაროს მისი გამოცდილება
თეოტიულადნმაინც
გამარჯობა
ჩემი აზრით უნდა გადავიდეთ 4-3-3 სქემაზე იმიტომ რომ ბურთს როცა ვიჭერთ სახიფათო გუნდი ვართ.
მომდევნო სეზონში ახალი თაობა უნდა მოვიდეს ნაკრებში და ძველი თაობა უნდა დაემშვიდებოს ნაკრებს . ერთი სიტყვით სოფლიოს შესარჩევი მატჩებისთვის ახალი ნაკრები უნდა მოვიდეს ახალი სახით და ახალი სტილით როგორც ერთა ლიგაზე 2022 .
ძალიან მაგარი გადაცემა გაქვს ძმაო
კარგი ანალიზი იყო. ერთს დავამატები რო სტანდარტულებზე ვართ ნული. არცერთი სტანდარტულიდან სახიფათო მომენტი არ იქმნება . აზაროვი ლომინაძის გათამაშება მაგარი იყო ძაან
მაგარი ბიჭი ხარ - წარმატებები 1001% ით გეთანხმები.
როგორც ყოველთვის კარგი ანალიზია, იჩქარეს სანიოლთან კონტრაქტის გაგრძელება
sagol dzmao dzaan gaasworaa
მამუკა კამათის დროა :)
პირველ რიგში ძაან კაი ვიდეო გამოვიდა .
არ გეთანხმები:
1. ცენტრფორვარდის შეცვლა არ იყო ჩვენი ტაქტიკის არევის მიზეზი. ჩაკვე ისეთი კალიბრის და გაქანების ფეხბურთელია რომ მარტო კვარას დუეტად განხილვა ან გამოყენება არ შეიძლება. სრული თავისჰფლება უნდა ქონდეს .
2. . როდესაც გახსნილი სივრცეებით ვთამაშობთ ჩვენი ცენტრალური მცველები( კაშია გველესიანი) ძაან ნელები არიან. ლამის ყველა გადაგდებული ბურთი მეტოქესი იყო. გოლებიც მივიღეთ ელემენტარული სისწრაფის დაკარგვის გამო. ასაკის ბრალია ალბათ. გაიხსენე უკრაინის პირველი თამაშის გოლი და აქ მეორე გოლის ეპიზოდი. მარცხენა ფლანგიდან სლალომით ჩაუქროლეს მთელ ჩვენ დაცვას და ვერავუნ შეუშალა ხელი.
როცა სივრცეებს ვტოვებთ დაცვაში მაშინ ცენტრში ლოჩოშვილი დვალი იქნება საუკეთესო. ლოჩომ ლამის ყველა გაგდებული ბურთი წაართვა მეტოქეებს დააკვირდი.
გეთანხმები: შენთვითონაც იგივე აზრზე მიხვედი რომ ჩვენი ნაკრწვის მთავარი პრობლემაა ნელი და ასაკიანი ღვაწლმოსილი მცველები :) ყველა გახსნილი თამაში მაგის გამო წავაგეთ.
2. ახალი ტაქტიკა რაც დახატე არის საუკეთესო ჩცენი გასაახალგაზრდებელი ნაკრწბისთვის.
3.ჯერჯერობით სანიოლს ჯობნიან მაგრამ იმედია გაიზრდება უფერო.
4. ერთდროულად კიტეს და ჩაკვეს გაყვანით წინ პასი გაქრა. არასწორი შეცცლები იყო ჩეხებთან !
რაც მთავარია სასწაული მონდომება დავინახე ბიჭებისგან. კვარა ცეცხლი იყო. ასეთი მონდომებით პატარა სწორი ცვლილებები დაჭირდება სამწვრთნელი შტაბს და ერთუ დონით მაღალი გუნდი გავხდებით. ლაღი ქართული ფეხბურთის მამები ;) ცოტა გვინდა
ზუსტად ეგ ლაპარაკი მქონდა სამეგობროში უნდა დაეწყო გველესიანს და მიქაუტაძეს მაგარ არაუშავრ კაი ბიჭები გყვავს და აუცილებლად გავლენ მუნდიალზე ეს კომენტარი დაიმახსოვრეთ ❤❤❤ მუნდიალზე აქ ვართ ამერიკაში
Ахали Нострадамус амин
იმდენად პროფესიონალურად ახსენი ყველაფერი რთულია გათამაშებაში ჩართვა და რაიმე საინტერესო ანალიზი გავაკეთო. ერთი შემიძლია, ჩემი მეზობლის ანალიზი რომ დავწერო იქნებ მომაგებინოს მაისური 😁 "ჩეხეთს აქ ხომ მოვუგეთ 4:1 და ალბანეთი მაგის ნახევარი გუნდია, შესაბამისად 4:1 გაყო 2-ზე და მიიღო 2:0,5, კარგი 1 გოლი გაეტანა ალბანეთს და 2:1 ხო მაინც უნდა მოგვეგოო და გავიდოდითო!".
წარმატებებს გისურვებ, საინტერესო პროექტები გაქვს და კარგია, ბევრ ცოდნას იღებს გულშემატკივარი, რომელიც კიდევ უფრო სწორად შეძლებს აღქმას (მათ შორის მეც, რომელიც 25 წელია ფეხბურთს ვუყურებ სულ სხვანაირად ვხედავ ბოლო დროს, რაც ამ არხზე განხილვების ყურება დავიწყე). გარდა მაყურებლებისა, ამ ყველაფრით მომავალ ფეხბურთელებსაც შეუძლიათ თეორიულად ბევრი რამ ისწავლონ და შემდგომ კარიერაში მცირედით მაინც გამოადგეთ.
ეგრე გააგრძელე 👋❤
მუდმივად კარგი ანალიზი გაქვთ გადაცემას . კვერკველიაზე 100% მართალი ხარ ! ჯერ შეუმცდარი არავინ არის და შემდეგ ქოჩორა იყო მაგ გოლში დამნაშავე არა მარტო მაგაში ქოჩორას ჩავარდნა აქვს აშკარად …
მაგრამ არაუშავს ბიჭებო ! ძალიან მაგრები ხართ გენაცვალეთ თქვენ ✊🏻❤️🙏🏻
ქოჩორა რატომ მარტო? ჩაკვეტაძეს რა უქნა მუდრიკმა.
@ კი , გასაგებია მაგრამ ეს ძალიან კრიტიკული იყო 3 ჯერ ზედიზედ ქოჩორას დაკარგვის მერე მოდის შეტევა და გოლს გვიტანენ მეგობარო .
მე ქოჩორას საწინააღმდეგო რამე კი არ მაქვს …
პირიქით ერთ-ერთი სულის ჩამდგმელია და ავღნიშნე რომ ჩავარდნა აქვს …
სამწუხაროდ ქოჩორას და ქიტეს შემცვლელები ჯერ-ჯერობით არვგყავს და ეს ისახება აშკარად თუ არ წაუიდათ ბიჭებს წყვეტა გვაქვს სერიოზული .
ქოჩორა და ქიტე არიან ხერხემალი და ბირთვი ! მაგათ ვენაცვალე და ყველას ერთად ! ✊🏻
@@temurepremidze6622 ეგ არც მიგულისხმია,ქოჩორას დაკარგვის მერე ვეღარავინ გადააზღვია და ეგ ცალკე პრობლემაა.
madloba🥰
👍👍👍
👀🤩😍ძალიან მომწონა შენი 4:3:3 ოპტიმალურია რა რესურსიც აქვს ნაკრებს ერთადერთი დვალი მგონია ნელი ანს დავამატები ლოჩოშვილს ცენტში გადმოვიყვანდი და ანს აზაროვი ან შენგელია ან წიტე🙌 გოგლიჭიძეც ძალიან მნიშვნელოვანია ცენტრ ბექი გვეზდება🤩😍😭🤞 დვალი იქნება კარგი ჩვენზე ბევრად ძლიერ გუნდებთან გოჩოლეიშვილი უფრო კაგი მგონია სადაც პირველ ნომრად ვიქნებით კონტრზე რომ არ დაგვიჭირონ უფრო სწრაფი მგონია🙌
სრულიად ვეთანხმები ანალიზს, კიდევ რაღაცეებს დავამატებდი, მაგ. სტანდარტები რომ არასოდეს არაფერს გვაძლევს და ა.შ. მაგრამ მთავარი ითქვა - სანიოლი ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გააკეთა ნაკრებისთვის, აშკარად წასვლის დროა.
ზუსტი გარჩევა!👍🏻
მაგარი ანალიზი ❤
და მიდი ბრატ რატომ არ მიდიხარ,ხიზანაზე ნაკლები ასისტენტი თუ იყო კიდე რა,არანაირი სარკაზმი,სრული სერიოზულობით გეთანხმები ყველაფერში რასაც განიხილავ!👌✊🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪
როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ხარ მეგობარო. ჩემის აზრით კიდევ ერთი თავდამსხმელი გვჭირდება არ შეიძლება მხოლოდ ესენი ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. თუ კარგად მახსოვს ერთ თამში ბუდუ მიქას უკან მოქმედებდა და კარგადაც გაისარჯა მაგ პოზიციაზე. კიდევ ერთი თხოვნა მექნება რომ ეროვნული ჩემპიონატის თამაშებიც განიხილო მაგ: ტორპედო-დინამო და ასეთი დაძაბული მატჩები იქნება მწვრთნელებმა ისწავლონ თამაშის ტაქტიკა როგორ უნდა. ისე მეგობარო მწვრთნელობას მიაწექი მგონია რომ გამოგივა. წარმატებები
თამაშის მერე ყოველთვის თქვენს ვიდეოებს ველოდები, რომ გავიგო რა და როგორ მოხდა. მადლობა თქვენ ❤
შენი გადაცემები როგორ მივაწვდინოთ ნაკრების სამწვრთნელო შტაბს იქნებ რამე ისწავლონ😂😂 საღოლ ძმაო ძალიან მაგარი ხარ. ისე გელოდები ხოლმე შენ ეპიზოდებს ვერ წარმოიდგენ. ❤-ში ხარ ძმაო
წარმატებები