ოლიმპიური თამაშები იწყება - საქართველოს დელეგაცია პარიზში

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 7 вер 2024
  • პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათი რჩება.
    უმაღლესი ხარისხის მედლების მოპოვებას 2024 წლის თამაშებზე საქართველოდან 28 სპორტსმენი ეცდება. ქართველი ათლეტები ცხრა დისციპლინაში იასპარეზებენ. ესენია ჭიდაობა, ძიუდო, ძალოსნობა, ტყვიის სროლა, მძლეოსნობა, ფარიკაობა, კრივი, ცურვა და ბატუტზე ხტომა. პირველი შეჯიბრი უკვე ხვალ გაიმართება. საქართველოს ნაკრების მედროშეები ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე და ოლიმპიური ჩემპიონი, ნინო სალუქვაძე იქნებიან. თამაშებზე პირველად, იასპარეზებს ძიუდოს ქალთა და კაცთა შერეული ნაკრები გუნდი. ოლიმპიური თამაშების განმავლობაში მედლები სულ 32 დისციპლინაში გათამაშდება. ოლიმპიური თამაშების გახსნას და ასპარეზობებს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. საფრანგეთში თამაშების გახსნის ცერემონიას საქართველოს მთავრობის პირველი პირები დაესწრებიან.
    ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
    მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
    გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
    ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
    მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
    დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
    ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

КОМЕНТАРІ • 1