ნერვების დამამშვიდებელი, სუნთქვის კონტროლი (პრანაიამა) 🧘📺🎧

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 6 тра 2020
  • პრანაიამა შეიცავს იოგური სუნთქვის რეგულაციის ტექნიკებს (სუნთქვის "ვარჯიშებს"). 'პრანა' ძველ ინდურ ენაზე ნიშნავს სიცოცხლის მომცემ ენერგიას/ძალას; 'იამა' კი ყოფაქცევას. პრანაიამა არის პრაქტიკა რის მეშვეობითაც "გამოვიმუშავებთ" და შეგნებულად გამოვიყენებთ ცხოვრების ძალას.
    ამ ვიდეოში იხილავთ ერთერთ, "ნერვის გამწმენდ" (სიტყვასიტყვით თარგმანით) პრანაიამის ინსტრუქციას, დამწყებთათვის. ეს სუნთქვის ვარჯიში ხელს უწყობს გონების დამშვიდებას, ნერვების დაწყნარებას.
    🌷როცა ორგანიზმი არის მშვიდ მდგომარეობაში, მაშინ ხდება ნატურალურად გამოჯანმრთელება--გაწმენდა, აღდგენა, და გაახალგაზრდავება.🌷 აგრეთვე, ამ პრანაიამის გაკეთება მარგებელია დაბნეულობის დროს, ტესტის/გამოცდის წინ, და რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების წინ.
    P.S. არ არის აუცილებელი ბუნების სიმშვიდეში ყოფნა და იოგური მოქნილობა, რომ დავიწყოთ იოგის ვარჯიში და მივიღოთ რეზულტატი.
    გისურვებთ სულიერ სიმშვიდეს❣
    ______________________
    გამომყევით ინსტაგრამზე @yogawithsaba
    ______________________
    ალტერნატიული სათაურები:
    - რა (არ) არის Yoga / იოგას არსი?
    - როგორ გავაკეთოთ იოგა? რაში გვეხმარება იოგა?
    - იოგური სუნთქვები აახალგაზრდავებს?
    - როგორ დავაწყნაროთ თავი / ნერვები სუნთქვის მეშვეობით
    - პრანა-იამას სუნთქვითი ვარჯიშები | რა არის პრანაიამა?
    - " მონაცვლეობითი სუნთქვა "
    ______________________
    #ჯანმრთელობა #იოგა #ვარჯიში #წერექართულად
    იოგის და მედიტაციის ვიდეო-გაკვეთილები
    ერთად ვასწავლოთ საქართველოს

КОМЕНТАРІ • 22

  • @yogawithsaba
    @yogawithsaba  4 роки тому +1

    თუ რაიმე შეკითხვა გაქვთ, დატოვეთ კომენტარი (:

  • @SimonChichiashvili
    @SimonChichiashvili 2 роки тому

    დიდი მადლობა ძალიან სასარგებლო სწავლებისთვის🙏♡

  • @natotchatchia5568
    @natotchatchia5568 8 місяців тому

    უღრმესი მადლობა უფალმა დაგლოცოთ ერთმა რაუნდმაც კი მაგრძნობინა სიმშვიდეეე❤❤❤

  • @USAJ-so8qw
    @USAJ-so8qw 4 роки тому +3

    თუ ყურადღებით მოუსმენთ და გულმოდგინედ გააკეთებთ
    იმას რასაც ამ ვიდეოში მოისმენთ, თქვენ ორ სამ კვირაში უკვე მიიღებთ დადებით შედეგს.
    მე თვითონ ვცადე და ძალიან კმაყოფილი ვარ.
    ვითომ უმნიშვნელო,მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ვარჯიშია!

  • @user-io3qx1qw2y
    @user-io3qx1qw2y 3 роки тому

    დიდი მადლობა❤ ეს ტექნიკა გავაკეთე რამდენიმე დღე და კარგი შედეგი მომცა.ეხლა მაინტერესებს, დღეში 2-3 ჯერ რომ გავაკეთოთ ეს ტექნიკა (ანუ ფილტვების და სხეულის გადატვირთვის გარეშე,სიამოვნების ფარგლებში)ხომ არის შესაძლებელი?

    • @yogawithsaba
      @yogawithsaba  3 роки тому +2

      კი როგორ არა; ზოგი სიგარეტით იღებს "შესვენებას", თქვენ კი (სუფთა) სუნთქვითი შესვენებები გამოგივათ :) მიხარია რომ გამოგადგათ!

  • @zazajalagonia9703
    @zazajalagonia9703 4 роки тому

    ეგ ვიცი, ძალიან კარგი ვარჯიშია, აი სრული სუნთქვის ვარჯიში მაინტერესებს, ზუსტად , როგორ უნდა შევასრულოთ სამფაზიანი გადასვლით, ყურადღებისთვის მადლობას გიხდით

    • @yogawithsaba
      @yogawithsaba  4 роки тому +1

      კარგი, ჩავინიშნავ სამომავლო ვიდეოებისთვის. მე როგორც ვიცი 3-ფაზიანი სუნთქვა სარგებელია როცა ადამიანი გრძნობს დაღლილობას ან სიბრაზეს. თქვენ რა ეფექტს ეძებთ?

    • @zazajalagonia9703
      @zazajalagonia9703 4 роки тому

      @@yogawithsaba წიგნებში იოგაზე, ყველგან ვხვდები სრულ იოგთა სუნთქვას და იქ მას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ბევრი სასიკეთო თვისებით ახასიათებენ, მაგრამ შესრულება მაინტერესებდა რეალურად როგორ კეთდება, იქ რაღაც მომენტები გაუგებარია და ამიტომ. გმადლობთ ))

  • @rexirexi2066
    @rexirexi2066 4 роки тому

    ესეიგი , მერთი რაუნდი 3 ჩასუნთქვაა?

  • @rexirexi2066
    @rexirexi2066 4 роки тому

    ფეხზე მდგომმაც , რო გავაკეთოთ შეიძლება?

    • @yogawithsaba
      @yogawithsaba  4 роки тому +1

      კი როგორ არა; უბრალოდ დამჯდარზე უფრო ადვილად მოეშვება სხეული (და გონება).

  • @rexirexi2066
    @rexirexi2066 4 роки тому

    სამკურნალო ვარჯშები მაინტერესებს, სხვადსხვა ორგანოების გაჯანსაღების მიზნით, თუ შეიძლება, დიდად დაგვავალებთ

    • @yogawithsaba
      @yogawithsaba  4 роки тому +1

      სანამ ვარჯიშებს დაიწყებდეთ.. რა სახის საკვებს ღებულობთ? რა ოდენობით? ალკოჰოლს სვამთ? სიგარეტს ეწევით? ბუნებაში რამდენ ხანს ატარებთ? რამდენი საათი უყურებთ ტელევიზორს?

    • @rexirexi2066
      @rexirexi2066 4 роки тому

      @@yogawithsaba საკვები რავიცი, დიდად ვერ ვაკონტროლებ, ჩვენს პირობებში, მსურს ნატურალური მივიღო მაგრამ, შეძლებისდაგვარად, ალკოჰოლს ძალიან ნაკლებად, სიგარეტს არ ვეწევი, ბუნებაშიც ვერ ვახერებ გასვლას, ბოლო დროს ინტერნეტთან დიდ დროს ვატარებ და ვგრძნობ , რომ მავნეა

    • @yogawithsaba
      @yogawithsaba  4 роки тому

      Rexi Rexi გარეთ გავლა ერთი საათით ჩაგეთვლება ბუნებაში გასვლაში..
      იოგურ ფიზიკურ ვარჯიშებს (ასანებს) თუ აკეთებთ?

    • @rexirexi2066
      @rexirexi2066 4 роки тому +1

      @@yogawithsaba კი ვაკეთებ, მისგარდა სხვა ვარჯიშებსაც, ციგუნი, აღმოსავლური ორთაბრძოლები კრივი, მცირე დატვირთებით

  • @zazajalagonia9703
    @zazajalagonia9703 4 роки тому

    ცხვირის ძგიდის გამრუდების დროს, რამდენად ეფქტურია სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარება? თუნდაც ამ ვარჯიშის

    • @yogawithsaba
      @yogawithsaba  4 роки тому +1

      ეს ვარჯიში შეიძლება არ იყოს ეფექტური, მაგ შემთხვევაში. "რა სარგებელი აქვს მედიტაციას?" ამ ვიდეოში გავაზიარე ერთერთი სავარჯიშო რასაც პირადად მე ვვარჯიშობ ყოველდღე. ნახეთ?

    • @zazajalagonia9703
      @zazajalagonia9703 4 роки тому

      @@yogawithsaba კი კარგია რათქმაუნდა, მაგრამ საერთოდ ვამბობ , თუ ძგიდის გამრუდება გაქვს, მაშინ სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარებას ექნება ეფექტი თუარა, იმიტომ რომ ჰაერი შეფერხებით შედის, დაჭიმულობა მატულობს და სხვა დისკომფორტი ახსიათებს, ხოდა ასეთ სიტუაციაში იქნება ვარჯიში სასარგებლო?

    • @yogawithsaba
      @yogawithsaba  4 роки тому +1

      Zaza Jalagonia გეთანხმები, ზოგმა სუნთქვის ვარჯიშმა შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობა.
      საერთოდ, იოგის დროს სუნთქვა ხდება შენელებული, რაც იწვევს ნერვული სისტემის მწყობრში მოყვანას. სხვადასხვა ვარჯიშები ცადეთ, სასურველი ეფექტისტვის. (მალე დავდებ ახალ ვიდეობს).