ერთ-ერთი საუკეთესო სტუმარი იყო. ეტყობა, რომ აქვს ღრმა პროფესიული ცოდნა და არ არის ზედაპირული. სასიამოვნოდ ისმინება, ძალიან კარგი საუბრის მანერა აქვს. ასევე აღსანიშნია, რომ ჯაფარა არის საუკეთესო წამყვანი. აქვს მოსმენის კულტურა, თანმიმდევრულია და აზრიანი. მოსმენისას რა კითხვაც გებადება, ძალიან ხშირად ჯაფარა სვამს შემდეგ ამ კითხვას. ძალიან საინტერესო ეპიზოდი იყო!
ვფიქრობ საჭიროა brsaking bedის მიმდევართა საზოგადოების ჩამოყალიბება.ჯაფარა რა თქმა უნდა საზოგადოების საპატიო თავჯდომარე.იმედია გადავრჩებით უცხოურ გავლენის აგენტის რეესტრში ჩართვას.
სპოტიფაიზე ვუსმინე და აქეთ კომენტარის დასაწერად შემოვედი, რომ ამ მხრივ მაინც დამეტოვებინა იუთუბზე კვალი და წამყვანისთვის ამ პოდკასტის გაგრძელების და ასეთი საინტერესო ადამიანების მოწვევის მოტივაცია გამეზარდა 👏👏👏👏👏
ჰო ან ვინმე თეოლოგი გვინდა ოღონდ არა საპატრიარქოზე გამწარებული რო მერე რაღაც შხამებს ანთხევდეს ან პირიქით ტაბურეტკით მორბენალი იყოს. ვინმე დალაგებული და გაწონასწორებული პიროვნება.
გიორგი გვასალიას გირჩევდით! ძველი აღთქმის განსაკუთრებული სპეციალისტია, დამახასითებელი თხრობის სტილით და სამღვდელოებიდან, მამა თეიმურაზ თათარაშვილი ან ლევან მათეშვილი ყველაზე ობიექტური, განალებული და ინტელექტუალები არიან. ჯაფარ, ამას მგონი უფრო შენ გიწერ, ვიდრე კომენტარის ავტორს 😀❤️ პს ნეიტრალურად მორწმუნე, სემინარია გამოვლილი ადამიანი ვარ და მენდეთ სიტყვაზე 😀
ძაან მიყვარს როგორც ათესტს თესტების მოსმენა ❤ მადლობა ჯაფარ. ემზარ ჯგერენაიაც საინტერესო ტიპია ( მე ძაან მიყვარს 😂 🥹 მოიწვიეეე )თან კათოლიკეა და სოციოლოგი. რელიიგიის სოცილოგია ( სოცოლოგიაში ზოგადად იშვითია რელიგიური ტიპები). სოციოლოგია იწყება რელიიგის კვლევით და კარგი ინსაითი ექნება დარწმუნებული ვარ.
გამარჯობა, პირველ რიგში, უღრმესი მადლობა, რომ ასეთ საინტერესო თემებზე აკეთებთ პოდკასტს და სტუმრებსაც გემოვნებით არჩევთ. ჩემთვის პირადად, ერთ-ერთი საუკეთესო ცოდნის წყაროა თქვენი პოდკასტი. რაც შეეხება კონკრეტულად ამ ეპიზოდს, ძალიან კარგი გამოვიდა, თუმცა, მე რომ საშუალება მომცემოდა ღმერთზე მესაუბრა ფილოსოფოსთან, აუცილებლად ვიკითხავდი ფილოსოფიის დამოკიდებულებას მონოთეისტურ რელიგიებთან (განსაკუთრებით ქრისტიანობასთან) მიმართებაში და კერძოდ - როგორ უყურებს ფილოსოფია უნივერსალურად ძლიერი და კეთილი ღმერთის თანაარსებობას ბოროტთან. ერთ-ერთ ყველაზე დიდი და საინტერესო თემაა, სხვა საკითხებს რომ აღარ შევეხო ბიბლიიდან. მოკლედ, ბიბლიაზეც რამდენიმე კითხვას დავუსვამდი :))
ვისიამოვნე მოსმენით. მიხარია, რომ გვყვანან ადამიანები ვისაც" ჭკუაც და გონებაც" მოეკითხებათ. და თან, ისეთები, რომლებიც ადამიანურ " ჩარჩოებში" და არა ეგოცენტრული მე_თი განმსჭვალულები, რომ არიან. მადლობა ბევრი.
საინტერესო ეპიზოდი იყო, საინტერესო სტუმრით ❤ რაც მთავარია, ზოგიერთის ცნობიერებაში მავნე სტერეოტიპები დაამსხვრია, რომ თითქოს მეცნიერება და ღმერთის არსებობა ერთმანეთს ეწინააღმდეგება ❤
გილოცავთ მილიონს! მომავალშიც დიიიდი წარმატებები!👌🤗 ძალიან კარგი სტუმარი გყავდათ! ❤️👍ურთულესი თემაა! დღემდე ვცდილობ ურწმუნოებთან "ღმერთი" " სამყაროთი" ჩავანაცვლო! ძალიან პირადულია, მთავარია საკუთარ თავთან დავრჩეთ გულწრფელი!🤗❤️
ისევ და ისევ დიდი მადლიბა ამ პოდკასტისათვის. საოცარად საინტერესო სტუმარი. უსასრულოდ შეიძლება მოსმენა. ჯაფარას უნარი წაიყვანოს დიალოგი შეუდარებელია დღევანდელობაში, როცა კითხვის დასმის და მოსმენის კულტურა თითქმის გამქრალია
მოღვაწე ადამიანი ქება არ შეიძლებაო და მეშინია ბექას არ ავნოს ქრბამ, თუმცა თავის შეკავებაც რთულია. რა პატიოსანი და მაღალი ხარისხის პროფესიონალია. ბრავო!
ფილოსოფიის მისია პირველად აღვიქვი, მადლობა ჯაფარ… 🥹 და იმასაც მივხვდი რა სარგებლობა მოაქვს სწორ ფილოსოფიურ ძიებებს მეცნიერებისთვის, ხელოვნებისთვის და კაცობრიობისთვის…❤️ ძალიან კარგი იყო ტელესკოპის მაგალითი ანუ როგორი ინსტრუმენტიღ აკვირდები სამყაროს ცვლის მას… 😇
ერთ თვეში ყველა ჩანაწერს ვუსმინე,საინტერესო სტუმრები გყავთ, მათ აცდით აზრის დასრულებას,და აძლევთ დროს/საშუალებას განავრცონ საუბარი თემის გარშემო.იშვიათი გამონაკლისი ხართ იმ წამყვანებს შორის ვინც თავის მოსაზრებებს არ ტენის მსმენელებს თავის წარმოჩენის მიზნით
ფილოსოფიაზე მეტად საინტერესო და ამავე დროს ფუჭი დარგი არ არსებობს :D ტვინის ყველაზე დიდი რესურსი მიაქვს მასზე ფიქრს და მერე აღმოაჩენ რომ ტყუილად ფიქრობდი
გაიხარე! დიახაც რომ რაც უკვე არსებობს უკვე იმის "აღმოჩენა" ხდება. მხოლოდ. უფრო მეტსაც დავაფიქსირებ, რისი "გამოგონებაც" ხდება - ისიც არსებობს უკვე სამყაროს ერთიან საინფორმაციო ველში. არც თესლას გამოუგონია ენერგია - ალბათ 15 მილიონი წელიც კი არსებობს ის ენერგია - რაზეც თესლა ალაპარაკდა შეცნობის მერე. (ზოგადად დროც არ არსებობს, უბრალოდ ჩვენ დავუწესეთ დრო საკუთარ ფიზიკურ ცხოვრებას საათის წიკწიკით, დღეებით, კვირებით, თვეებით, სეზონებით, წლებით......)
ძალიან საინტერესო სტუმარი იყო, ამ ეპიზოდს კიდევ მოვისმენ, მაგრამ ყველაზე განსაკუთრებული ფილოსოფოს/ მეცნიერები რომ ჩამოთვალა ბოლოსკენ, მათი სახელები აღწერაში ან კომენტარებში დაწერეთ გთხოვთ.
მადლობა ბატონებო საინტერესო საუბრისთვის! წარმატებებს გისურვებთ ორივეს! კითხვა: ვარაუდის დაშვების დროს,რატომ არის ,,ღმერთი" პოზიტივის მაქსიმუმად მიჩნეული, თუკი ,,ღმერთი,, ყველაფრის საწყისი და მიზეზია?! ნაგულისხმევია აქ მისი მრავალგვაროვანი ბუნება ან მრავალფეროვნება, ან უბრალოდ რომ ვთქვათ ,,ხასიათის ცვლილება"? რელიგიური პასუხი სავარაუდოდ იქნება,რომ , ნეგატიურის მაქსიმუმი ,,ეშმაკია,, და ამ ორის ბალანსი კი ჩვენი ცხოვრებაა... ფილოსოფია როგორ უყურებს ამ ამბავს? 😏
ღმერთის არსებობის დადასტურება შეუძლებელია იდეა აგებულია რწმენაზე და არა ფაქტებზე რწმენაში მყოფ ადამიანს არაფერში არ უნდა აწყობდეს რმერთის არსებობის მეცნიერული დადასტურება
გასაგებია ყველაფერი, მაგრამ აღდგომა რომ მოდის წითელ კვერცხს მაინც გატეხავს😁 დასავლეთში ფერად კვერცხებს და აგერ საბერძნეთში გავიზარდწ და ათეისტებიც მინახავს და ვმეგობრობ, აღდგომას ვერ დაასწრებ აგიო ფოსის მოტანას😂
@@kaci4859 ეპისტიმი Επιστήμι ბერძნული სიტყვაა და მეცნიერებას ნიშნავს. მისი ფუძის დამახინჯება არ არის სწორი. ისე როცა არა სამეცნიერო საზოგადოებაში საუბრობს ვინმე, უფრო უპრია, არა ტერმინები, არამედ იმის შესატყვისი ქართული სიტყვები გამოიყენოს რომ, ფართო საზოგადოებისთვის გასაგები გახდეს
არ უთქვამს დაბალი დონის მოაზროვნეაო და სამართლიანად აღნიშნა, რომ რელიგიას არც ერთ დამსახურებას არ აღნიშნავს, ამ საკითხში მართალია ბაქარი, მოაზროვნეობას არ ეხება ეგ.
ჯაფარ, გამოდის რომ, თუ კითხვა გამიჩნდა ან შენიშვნა, შენს “გულებს” ვერ დავიმსახურებ?😢 ამ ლოგიკით, ყველაფერი უნდა მომწონდეს და საკუთარი აზრი არ უნდა გამაჩნდეს?😢 მაშინ რაღას ვერჩის ბორინკას, იგივეს აკეთებს ოღონდ ქვეყნის მაშტაბით, შენ კი იქ სადაც ეს შეგიძლია, საკუთარ პოდკასტზე😂 ისე მეტე ძალაუფლება რომ გქონდეს, ხომ უფრო დიდ მაშტაბებზე გახვიდოდი? ოღონდ მართლა… მიპასუხე თორემ კობახიძესთან გიჩივლებ❤😂 წინა კომენტარი რატომ წაშალე? სტუმარმა გთხოვა?🧐🫢
@@JafarasPodcast და სად ნახე შეურაცყოფა? როცა არ აქვს პასუხი, ეს შეურაცყოფაა? ან როცა უცხო სიტყვას იყენებს შეცდომით, არ უნდა მიუთითო? თუ არ იცი მაშინ შესატყვისი ქართული სიტყვა გამოიყენე
მეც მაგას ვფიქრობდი, როდესაც კომენტარებს ჩამოვუყევი. ტიპი მხოლოდ იმათ უგულავს, ვინც ეთანხმება 😀 რამდენიმე პოდკასტი მაქვს ნანახი ამ კაცის და მომწონდა აქამდე, სანამ კომენტარებში არ შევიხედებოდი. ნუ თუ მართლა ვერ ხვდება რომ ძალიან საბავშვო ბაღის საქციელია?
ერთ კითხვაზე მინდა პასუხი, არა აქვს მნიშვნელობა რას ვიტყვით, 10 000 თუ 14 000 000 წლის წინ გაჩნდა სიცოცხლე დედამიწაზე, იქამდე სად იყო და რას აკეთებდა ღმერთი
@@Magicbus142A ააა იქამდე სხვა გალაქტიკებზე და პლანეტებზე ზრუნავდა? 🧐🤨 კი მაგრამ, მაგ ლოგიკით, რიგში უნდა ჩავდგეთ ღმერთთან სათხოვრებით, აბა მარტო ჩვენ ხომ არა ვართ, მილიარდობით სხვა ხალხიც ეხვეწება ათას რამეს😇 ან ახლა, ჩვენთან რომ დასახლდა, იმ გალაქტიკების და პლანეტების მცხოვრებლებს რა ეშველებათ? მიატოვა? კიდევ ერთი კითხვა, იქაც თავის სახად და ხატად შექმნა არსებები თუ ჩვენ ვართ გამორჩეულები? და თუ ასეა რატომ? ისე ღმერთისთვის დრო და სივრცე არ არსებობსო და ამ ლოგიკით სხვა გალაქტიკებზე და პლანეტებზე ზრუნვის გამო, ჩვენი “ რიგში” ჩაყენება, ლოგიკიდან ამოვარდნილია🙃
@@Magicbus142A უსასრულობა ერთობა? როგორც პოეზია საინტერესოა, როგორც რეალობა - რანაირად შეიძლება ალფა - ომეგამ, რონელიც თვითკმარია ერთობოდეს, რად უნდა გართობა? რას იღებს? 😂😁
ჯაფარა როგორი ჭკვიანი და ინტერესიანია
საუკეთესო ეპიზოდი იყო. ბრწყინავდა სტუმარიც და ჯაფარაც 💫
მადლობა 🫶
ერთ-ერთი საუკეთესო სტუმარი იყო. ეტყობა, რომ აქვს ღრმა პროფესიული ცოდნა და არ არის ზედაპირული. სასიამოვნოდ ისმინება, ძალიან კარგი საუბრის მანერა აქვს. ასევე აღსანიშნია, რომ ჯაფარა არის საუკეთესო წამყვანი. აქვს მოსმენის კულტურა, თანმიმდევრულია და აზრიანი. მოსმენისას რა კითხვაც გებადება, ძალიან ხშირად ჯაფარა სვამს შემდეგ ამ კითხვას. ძალიან საინტერესო ეპიზოდი იყო!
ძალიან მაგარი პოდკასტია.ჯაფარა და სტუმარი ერთიერთმანეთზე უკეთესია.breaking bedდავიწყე მეორედ ჯაფარა შენი საუბრიდან მაგრად მეგემრიელა.
მესამეჯერაც ძალიან კარგად წაიღო :D🧪
ვფიქრობ საჭიროა brsaking bedის მიმდევართა საზოგადოების ჩამოყალიბება.ჯაფარა რა თქმა უნდა საზოგადოების საპატიო თავჯდომარე.იმედია გადავრჩებით უცხოურ გავლენის აგენტის რეესტრში ჩართვას.
დიდი მადლობა ამ პოდკასტისთვის, მგონი ეს ადამიანი კიდევ უნდა მოიწვიოთ ან მსგავს თემებზე კიდევ ისაუბროთ, რადგან ნამდვილად ღირს ამად. წარმატებები!
მადლობა ამ ადამიანის მოწვევისთვის, ჯაფარ 🙏 უსაინტერესოესი პოდკასტია ესეც და მეორე ჩანაწერიც-პროპაგანდის შესახებ.
კი მეორეც მაგარია ძაან
სპოტიფაიზე ვუსმინე და აქეთ კომენტარის დასაწერად შემოვედი, რომ ამ მხრივ მაინც დამეტოვებინა იუთუბზე კვალი და წამყვანისთვის ამ პოდკასტის გაგრძელების და ასეთი საინტერესო ადამიანების მოწვევის მოტივაცია გამეზარდა 👏👏👏👏👏
სტუმარი კარგი მოსაუბრეა, პრანჭვების გარეშე და ძალიან ლაღად და მარტივად ამბობს სათქმელს და ქუთაისური აქცენტიც უხდება!))
მადლობა ჯაფარ
ჯაფარ წარმატება ნიჭიერი ადამიანი ხარ,დიდი როლი ითამაშა კაცების ჯგუფმა და ყველა მათი გამომწერი თქვენთანაა.დიდი მადლობა კარგი დიალოგებისთვის❤
საუკეთესო პოდკასტი იყო ქართულ და არამარტო ქართულ პოდკასტ სივრცეში
ერთხელ რომელიმე სათანადოდ განათლებული სასულიერო პირიც მოიწვიე, საინტერესო იქნება.
ჰო ან ვინმე თეოლოგი გვინდა ოღონდ არა საპატრიარქოზე გამწარებული რო მერე რაღაც შხამებს ანთხევდეს ან პირიქით ტაბურეტკით მორბენალი იყოს.
ვინმე დალაგებული და გაწონასწორებული პიროვნება.
გიორგი გვასალიას გირჩევდით! ძველი აღთქმის განსაკუთრებული სპეციალისტია, დამახასითებელი თხრობის სტილით
და სამღვდელოებიდან, მამა თეიმურაზ თათარაშვილი ან ლევან მათეშვილი ყველაზე ობიექტური, განალებული და ინტელექტუალები არიან.
ჯაფარ, ამას მგონი უფრო შენ გიწერ, ვიდრე კომენტარის ავტორს 😀❤️
პს ნეიტრალურად მორწმუნე, სემინარია გამოვლილი ადამიანი ვარ და მენდეთ სიტყვაზე 😀
ედიშერ ჭელიძე, ბასილ კობახიძე, ბექა მინდიაშვილი, მალხაზ სონღულაშვილი, ლევან სუთიძე.
ერთერთი საუკეთესო პოდკასტი, რაც კი მომისმენია ( ჯაფარას პოდკასტებიდან ) მადლობა და მადლობა ❤
სუპერ საინტერესო სტუმარი და პოდკასტი იყო მადლობა
რა საინტერესო სტუმარია💯 მადლობა გადაცემისთვის🖐️
ყველა ისეთი საინტერესო რესპოდენტი გყავთ რომ გამორჩევა ჭირს.
ეს განსაკუთრებით საინტერესო პოდკასტი იყო
საინტერესო, ღრმა და სასარგებლო მსჯელობა! " იყავი მადლიერი იმის რაც გაქვს და მოგეცემა ის რაც არ გაქვს "💜
ძალიან საინტერესო სტუმარია, გამოსაზოგია და ნელა მოსასმენი :)) ჯაფარა კიდევ ფრიდმენის პოდკასტს მახსენებს :))
ძალიან კარგი იყო. სამსახურთან მივედი და ვერ ავდივარ, დავაგვიანე. ბოლო წამამდე მინდა ყურება. მეორეჯერაც მოვისმენ. ❤
საინტერესო პოდკასტია
ძაან ვისიამოვნე, მადლობაა ❤
ძალიან საინტერესო იყო, მადლობა!
ეს რა კარგი სტუმარი მოგიწვევია. ძაან კარგი მოსაუბრეა და კარგადმ მსჯელობს.
Татьяна Черниговская ხსნის გადასარევად ყველაფერს ამ თემებთან დაკავშირებით.საინტერესოა აგრეთვე თქვენი ხედვები..
ძაან მაგარი იყოოოო ❤️❤️❤️❤️მადლობა ❤️
ძაან მიყვარს როგორც ათესტს თესტების მოსმენა ❤ მადლობა ჯაფარ.
ემზარ ჯგერენაიაც საინტერესო ტიპია ( მე ძაან მიყვარს 😂 🥹 მოიწვიეეე )თან კათოლიკეა და სოციოლოგი. რელიიგიის სოცილოგია ( სოცოლოგიაში ზოგადად იშვითია რელიგიური ტიპები). სოციოლოგია იწყება რელიიგის კვლევით და კარგი ინსაითი ექნება დარწმუნებული ვარ.
მადლობა ასეთი სტუმრების აღმოჩენისთვის და მოწვევისთვის!!! ❤️ 🎉
გამარჯობა,
პირველ რიგში, უღრმესი მადლობა, რომ ასეთ საინტერესო თემებზე აკეთებთ პოდკასტს და სტუმრებსაც გემოვნებით არჩევთ. ჩემთვის პირადად, ერთ-ერთი საუკეთესო ცოდნის წყაროა თქვენი პოდკასტი.
რაც შეეხება კონკრეტულად ამ ეპიზოდს, ძალიან კარგი გამოვიდა, თუმცა, მე რომ საშუალება მომცემოდა ღმერთზე მესაუბრა ფილოსოფოსთან, აუცილებლად ვიკითხავდი ფილოსოფიის დამოკიდებულებას მონოთეისტურ რელიგიებთან (განსაკუთრებით ქრისტიანობასთან) მიმართებაში და კერძოდ - როგორ უყურებს ფილოსოფია უნივერსალურად ძლიერი და კეთილი ღმერთის თანაარსებობას ბოროტთან.
ერთ-ერთ ყველაზე დიდი და საინტერესო თემაა, სხვა საკითხებს რომ აღარ შევეხო ბიბლიიდან. მოკლედ, ბიბლიაზეც რამდენიმე კითხვას დავუსვამდი :))
Super
ძაააან მაგრები ხართ ხალხო❣️
აუ ძაან კარგი იყო , დიდი მადლობა ჯაფარ ❤ შეგიძლია. ხშირად მოიწვიო თემა ამოუწურავია და ძაალიან კარგი მოპასუხეა
ვისიამოვნე მოსმენით. მიხარია, რომ გვყვანან ადამიანები ვისაც" ჭკუაც და გონებაც" მოეკითხებათ. და თან, ისეთები, რომლებიც ადამიანურ " ჩარჩოებში" და არა ეგოცენტრული მე_თი განმსჭვალულები, რომ არიან. მადლობა ბევრი.
ძალიან მომეწონა.
საინტერესო ეპიზოდი იყო, საინტერესო სტუმრით ❤ რაც მთავარია, ზოგიერთის ცნობიერებაში მავნე სტერეოტიპები დაამსხვრია, რომ თითქოს მეცნიერება და ღმერთის არსებობა ერთმანეთს ეწინააღმდეგება ❤
ბაქრო ❤❤❤
ჯაფარ, ეს თემები დაძაბე ხოლმე რა, ხოდიანია 😘
ძაან კარგი პოდკასტია საღოლ ჯაფარ.. 👍🏼👍🏼 სტუმარიც ძაან კარგი .. 😎🙏🏼
გილოცავთ მილიონს! მომავალშიც დიიიდი წარმატებები!👌🤗
ძალიან კარგი სტუმარი გყავდათ! ❤️👍ურთულესი თემაა! დღემდე ვცდილობ ურწმუნოებთან "ღმერთი" " სამყაროთი" ჩავანაცვლო! ძალიან პირადულია, მთავარია საკუთარ თავთან დავრჩეთ გულწრფელი!🤗❤️
ძალიან საინტერესო იყო და ძალიან გამიხარდება, თუ კიდევ მოიწვევ ბაქარს სტუმრად. ასევე დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ვინმე კრეაციონისტს პოდკასტში.
ძალიან მაგარი გადაცემა გამოვიდა
ბაქარი ჩემი კურსელი იყო, ერთად ვსწავლობდით თეოლოგიას საბაში, მე სამწუხაროდ ვერ დავამთავრე გადაუხდელობის გამო.
კაია კარგად როა ეხლა, წარმატებები.
ისევ და ისევ დიდი მადლიბა ამ პოდკასტისათვის. საოცარად საინტერესო სტუმარი. უსასრულოდ შეიძლება მოსმენა. ჯაფარას უნარი წაიყვანოს დიალოგი შეუდარებელია დღევანდელობაში, როცა კითხვის დასმის და მოსმენის კულტურა თითქმის გამქრალია
პოზიტივის მაქსიმუმია ჯაფარ შენი გადაცემა, (უკვე ჩვენიც)🎉🎉🎉
სტუმარი იყო ძალიან საინტერესო, მისი საუბრის მანერა ცალკე აღსანიშნია სხარტად და წყალივით მეტყველებდა, ვერ მოვწყდი.
რა განათლებული ახალგაზრდაა წარმატებები ...გურულია ნამდვილად..
მოიწვიეთ ლაზარე ზაქარიაძე, ძალიან თავისუფალი გარემოა და კარგი სტუმრები გყავთ . მადლობა
ბაქარ❤❤❤
ძალიან კარგი ბიჭი ხარ, გიორგი. ყოველთვის საუკეთესოს გისურვებ
კარგია keep goin'
ასე პოდგასტი იშვიათად მომწონებია. დასაფასებელი შრომაა
კარგი არხია საინტერესოა ძაან თქვენც ასევე საინტერ3სო ხალხი ხართ ❤❤❤
მორწმუნეებსა და ათეისტებს შორის ის განსხვავებაა, რომ მორწმუნეები ადამიანებს კლავენ და ათას სისასტიკეს სჩადიან ღმერთის სახელით.
მოღვაწე ადამიანი ქება არ შეიძლებაო და მეშინია ბექას არ ავნოს ქრბამ, თუმცა თავის შეკავებაც რთულია. რა პატიოსანი და მაღალი ხარისხის პროფესიონალია. ბრავო!
ფილოსოფიის მისია პირველად აღვიქვი, მადლობა ჯაფარ… 🥹 და იმასაც მივხვდი რა სარგებლობა მოაქვს სწორ ფილოსოფიურ ძიებებს მეცნიერებისთვის, ხელოვნებისთვის და კაცობრიობისთვის…❤️ ძალიან კარგი იყო ტელესკოპის მაგალითი ანუ როგორი ინსტრუმენტიღ აკვირდები სამყაროს ცვლის მას… 😇
ერთ თვეში ყველა ჩანაწერს ვუსმინე,საინტერესო სტუმრები გყავთ, მათ აცდით აზრის დასრულებას,და აძლევთ დროს/საშუალებას განავრცონ საუბარი თემის გარშემო.იშვიათი გამონაკლისი ხართ იმ წამყვანებს შორის ვინც თავის მოსაზრებებს არ ტენის მსმენელებს თავის წარმოჩენის მიზნით
რა კარგად მსჯელობენ და ბოლოს მაინც შიში აირჩიეს!
💘💘💘💘
ძალიან გთხოვთ იქნებ პირველწყაროების და ფილოსოფოსები სახელები დადოთ ინგლისურად, რომ მსმენელი გაეცნოს. მადლობა წინასწარ
ძალიან საინტერესო გადაცემა იყო, ჯაფარ მამა თეოდორე გიგნაძის მოწვევას თუ აპირებ სამომავლოდ?
ჯერ-ჯერობით არ მაქვს გეგმაში. სამომავლოდ შეიძლება ...
ფილოსოფიაზე მეტად საინტერესო და ამავე დროს ფუჭი დარგი არ არსებობს :D
ტვინის ყველაზე დიდი რესურსი მიაქვს მასზე ფიქრს და მერე აღმოაჩენ რომ ტყუილად ფიქრობდი
❤❤❤🙏🙏🙏
❤✨️
ძაან კაია, რეკლამების რაოდენობა გაიზარდა და ეგ ცუდია😂
sagol tsamkvans
❤❤❤❤❤
❤❤❤❤❤❤❤🙏🙏🙏
გაიხარე! დიახაც რომ რაც უკვე არსებობს უკვე იმის "აღმოჩენა" ხდება. მხოლოდ.
უფრო მეტსაც დავაფიქსირებ, რისი "გამოგონებაც" ხდება - ისიც არსებობს უკვე სამყაროს ერთიან საინფორმაციო ველში.
არც თესლას გამოუგონია ენერგია - ალბათ 15 მილიონი წელიც კი არსებობს ის ენერგია - რაზეც თესლა ალაპარაკდა შეცნობის მერე.
(ზოგადად დროც არ არსებობს, უბრალოდ ჩვენ დავუწესეთ დრო საკუთარ ფიზიკურ ცხოვრებას საათის წიკწიკით, დღეებით, კვირებით, თვეებით, სეზონებით, წლებით......)
ალექსანდრე რაქვიაშვილი რომ მოიწვიოთ ძალიან საინტერესო იქნება და ღმერთის წარმოშობის ისტორია აახსნევინოთ ეკონომიკურ და მორალურ ჭრილში❤❤
👌💖💖 ეტა უჟე ხარაშოოო
❤
ძალიან საინტერესო სტუმარი იყო, ამ ეპიზოდს კიდევ მოვისმენ, მაგრამ ყველაზე განსაკუთრებული ფილოსოფოს/ მეცნიერები რომ ჩამოთვალა ბოლოსკენ, მათი სახელები აღწერაში ან კომენტარებში დაწერეთ გთხოვთ.
საოცარი სტუმარი.
დავაკომენტარე 🖤
მადლობა ბატონებო საინტერესო საუბრისთვის! წარმატებებს გისურვებთ ორივეს!
კითხვა: ვარაუდის დაშვების დროს,რატომ არის ,,ღმერთი" პოზიტივის მაქსიმუმად მიჩნეული, თუკი ,,ღმერთი,, ყველაფრის საწყისი და მიზეზია?! ნაგულისხმევია აქ მისი მრავალგვაროვანი ბუნება ან მრავალფეროვნება, ან უბრალოდ რომ ვთქვათ ,,ხასიათის ცვლილება"?
რელიგიური პასუხი სავარაუდოდ იქნება,რომ , ნეგატიურის მაქსიმუმი ,,ეშმაკია,, და ამ ორის ბალანსი კი ჩვენი ცხოვრებაა...
ფილოსოფია როგორ უყურებს ამ ამბავს? 😏
didi madloba saitereso gadacemistvi. samyaro da rmerti kargad daaxasiatet
რწმენაში მყოფი ადამიანი ღმერთს საკუთარ თავში უნდა ეძებდეს და არა ვთვითონ ღმერთს ღმერთს ვერ იპოვის
ჯაფარ სად იყავი აქამდე, ჰა? მადლობა სინქრონისითი ჩემი საყვარელი თემაა
❤
👍❤
💖💖💖
ფილოსოფიას ძაან მოუხდა ქუთაისური აქცენტი❤ 😎
ჩემი ფავორიტი პოდკასტია
ღმერთის არსებობის დადასტურება შეუძლებელია იდეა აგებულია რწმენაზე და არა ფაქტებზე რწმენაში მყოფ ადამიანს არაფერში არ უნდა აწყობდეს რმერთის არსებობის მეცნიერული დადასტურება
ჯაფარ, ერთ-ერთი საუკეთესო პოდკასტი მოქოქე ამასობაში. გამოიწერეთ ხალხნო, ეს კაცი (არხი) ბევრად მეტს იმსახურებს.
👍
ჩავარდნა არ გაქვს 🎉❤
გასაგებია ყველაფერი, მაგრამ აღდგომა რომ მოდის წითელ კვერცხს მაინც გატეხავს😁 დასავლეთში ფერად კვერცხებს და აგერ საბერძნეთში გავიზარდწ და ათეისტებიც მინახავს და ვმეგობრობ, აღდგომას ვერ დაასწრებ აგიო ფოსის მოტანას😂
ნი ხუია ნი პონიალ! ნო ოჩინ ინტერესნო😂
0.75ზე შეანელეთ თუ გინდათ რამის გაგება😅😅
@@worldoffactvideos მართლა ეგრეა 😅😅
დამწყებისთვის რაიმე კარგი ფილოსოფიური წიგნი მირჩიეთ ქართულად ნათარგმნი, მარტივად აღქმადი და pdf თუ იქნება მთლად უკეთესი.
პლატონის "სახელმწიფო"
ფილმზე გადავახვიე, საშიში სპოილერი იყო :D
გრემოპზე არ იძებნება ინფორმაცია გუგლში?
Graham Oppy and Richard Swinburne | Is theism probable?
ua-cam.com/users/livehKw3d3qOYSo?si=Xg1xRFGHvYVA10Cd
ლომები 1სთ და 40 წუთი ჭრის გარეშე იყავით???
1სთ და 40 წთ?????
შენ პოდკასტს ერთი კარგი 2 საათიანი ვიდეო დაამშვენებდა სადაც საუბარი იქნებოდა (კონკრეტული ფაქტებით) კლინიკურ სიკვდილზე და ფსიქოლოგიურ გამოცდილებაზე
არანაირად არ ცვლის ღმერთის არარსებობა/არსებობა ადამიანს და ცხოვრებას.
@@Nicholozzie რადიკალურად ცვლის...
„დოკინსი ჩემთვის დაბალი დონის მოაზროვნეა“
- ბაქარ ქავთარაძე
🙂🤦♂
ბაქარ ხშირად ახსენებ “ ეპისტემურს” რაც შეცდომაა. სწორია “ეპისტიმონური” რაც ნიშნავს მეცნიერულს.
@@JinaNia2022 ეპისტემური ფილოსოფიური ტერმინია და ეპისტემოლოგია ფილოსოფიის ერთ-ერთი მთავარი დარგია
@@kaci4859 ეპისტიმი Επιστήμι ბერძნული სიტყვაა და მეცნიერებას ნიშნავს. მისი ფუძის დამახინჯება არ არის სწორი.
ისე როცა არა სამეცნიერო საზოგადოებაში საუბრობს ვინმე, უფრო უპრია, არა ტერმინები, არამედ იმის შესატყვისი ქართული სიტყვები გამოიყენოს რომ, ფართო საზოგადოებისთვის გასაგები გახდეს
არ უთქვამს დაბალი დონის მოაზროვნეაო და სამართლიანად აღნიშნა, რომ რელიგიას არც ერთ დამსახურებას არ აღნიშნავს, ამ საკითხში მართალია ბაქარი, მოაზროვნეობას არ ეხება ეგ.
🤍🤍🤍🤍
მეზარება მოსმენა და რა გაარკვიეს? არსებობს ღმერთი თუ არაო? :D
ჯაფარ, გამოდის რომ, თუ კითხვა გამიჩნდა ან შენიშვნა, შენს “გულებს” ვერ დავიმსახურებ?😢
ამ ლოგიკით, ყველაფერი უნდა მომწონდეს და საკუთარი აზრი არ უნდა გამაჩნდეს?😢
მაშინ რაღას ვერჩის ბორინკას, იგივეს აკეთებს ოღონდ ქვეყნის მაშტაბით, შენ კი იქ სადაც ეს შეგიძლია, საკუთარ პოდკასტზე😂
ისე მეტე ძალაუფლება რომ გქონდეს, ხომ უფრო დიდ მაშტაბებზე გახვიდოდი?
ოღონდ მართლა…
მიპასუხე თორემ კობახიძესთან გიჩივლებ❤😂
წინა კომენტარი რატომ წაშალე? სტუმარმა გთხოვა?🧐🫢
კომენტარი იშლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სტუმრის, წამყვანის ან სხვა იუზერის მიმართ არის შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი...
@@JafarasPodcast და სად ნახე შეურაცყოფა? როცა არ აქვს პასუხი, ეს შეურაცყოფაა? ან როცა უცხო სიტყვას იყენებს შეცდომით, არ უნდა მიუთითო? თუ არ იცი მაშინ შესატყვისი ქართული სიტყვა გამოიყენე
მეც მაგას ვფიქრობდი, როდესაც კომენტარებს ჩამოვუყევი.
ტიპი მხოლოდ იმათ უგულავს, ვინც ეთანხმება 😀
რამდენიმე პოდკასტი მაქვს ნანახი ამ კაცის და მომწონდა აქამდე, სანამ კომენტარებში არ შევიხედებოდი.
ნუ თუ მართლა ვერ ხვდება რომ ძალიან საბავშვო ბაღის საქციელია?
@@JafarasPodcastმიიღე ჯანსაღი კრიტიკა, სხვა შემთხვევაში ბევრ ფოლოუერს დაკარგავ 💜💪
ერთ კითხვაზე მინდა პასუხი, არა აქვს მნიშვნელობა რას ვიტყვით, 10 000 თუ 14 000 000 წლის წინ გაჩნდა სიცოცხლე დედამიწაზე, იქამდე სად იყო და რას აკეთებდა ღმერთი
მხოლოდ დედამიწა ხო არაა? მილიარდობით გალაქტიკა და მილიარდობით პლანეტებია, ერთობა რა
@@Magicbus142A ააა იქამდე სხვა გალაქტიკებზე და პლანეტებზე ზრუნავდა? 🧐🤨
კი მაგრამ, მაგ ლოგიკით, რიგში უნდა ჩავდგეთ ღმერთთან სათხოვრებით, აბა მარტო ჩვენ ხომ არა ვართ, მილიარდობით სხვა ხალხიც ეხვეწება ათას რამეს😇
ან ახლა, ჩვენთან რომ დასახლდა, იმ გალაქტიკების და პლანეტების მცხოვრებლებს რა ეშველებათ? მიატოვა?
კიდევ ერთი კითხვა, იქაც თავის სახად და ხატად შექმნა არსებები თუ ჩვენ ვართ გამორჩეულები? და თუ ასეა რატომ?
ისე ღმერთისთვის დრო და სივრცე არ არსებობსო და ამ ლოგიკით სხვა გალაქტიკებზე და პლანეტებზე ზრუნვის გამო, ჩვენი “ რიგში” ჩაყენება, ლოგიკიდან ამოვარდნილია🙃
@@Magicbus142A უსასრულობა ერთობა? როგორც პოეზია საინტერესოა, როგორც რეალობა - რანაირად შეიძლება ალფა - ომეგამ, რონელიც თვითკმარია ერთობოდეს, რად უნდა გართობა? რას იღებს? 😂😁
@@furiousinsects6386 ჩემი აზრით გადამეტებული წარმოდგენები გვაქვს 😀