„საიდუმლო კარტოთეკა“ - „უღმერთოები და კრიმინალები“ - მეორე სერია

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 18 лют 2020
  • საიდუმლო კართოტეკის მეორე ფილმი - „უღმერთოები და კრიმინალები“.
    ფილმი მოგვითხრობს საბჭოთა ხელისუფლების მიერ 20-იან წლებში დაწყებულ ანტირელიგიურ კამპანიაზე, რომლის დროსაც დაიწყო ღვთისმსახურთა დევნა და დაიხურა უამრავი ეკლესია-მონასტერი.
    ფილმი აგებულია კონკრეტულ კრიმინალურ შემთხვევაზე, რომლის დროსაც გაიძარცვა ალავერდის საკათედრო ტაძარი. ძარცვის დროს ბოროტმოქმედებმა ეკლესიიდან გაიტაცეს ძვირფასი ქვებითა და ოქროთი შემკული წმინდა გიორგის ხატი. მძარცველები, ძვირფასეულობის ნაწილ-ნაწილ გაყიდვას თბილისში იუველირებთან ცდილობდნენ.
    მიუხედავად იმისა, რომ მილიციამ მათი დაკავება მოახერხა და ნაძარცვი ამოიღო, ძვირფასეულობა ტაძარს აღარ დაუბრუნეს და ამ შემთხვევას ალავერდელი ეპისკოპოსი პიროსი გადაჰყვა.
    პროექტის მიზანია აღწეროს საქართველოს ისტორია კრიმინალური შემთხვევების მეშვეობით. თითოეული ფილმი ეფუძნება კონკრეტულ კრიმინალურ ამბავს, რომლის პარალელურად ხდება იმ პერიოდის საქართველოს ზოგადი ვითარების აღწერაც.
    პროექტი ეფუძნება შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოში დაცულ ორ არქივს: საბჭოთა უშიშროების სამსახურის სისხლის სამართლის საქმეებს და კომუნისტური პარტიის არქივის მასალას, სადაც თავმოყრილია პარტიის ყველა რგოლის დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები. გარდა ამისა, პროექტის მომზადებისთვის გამოყენებულია იმ დროის პერიოდული გამოცემები, აგრეთვე საქართველოს ეროვნული არქივის დოკუმენტები. ყოველივე ამის ერთობლიობა საშუალებას გვაძლევს სრულფასოვნად აღვწეროთ კონკრეტული ეპოქა.
    პროექტის მეორე ნაწილი
    ფილმი „უღმერთოები და კრიმინალები“ - ორი სერია
    რეჟისორი: შალვა შენგელი
    სცენარის ავტორი: მიხეილ ბასილაძე
    ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
    მოიწონეთ ჩვენი გვერდი - bit.ly/2WZv1qY
    გამოიწერეთ ჩვენი არხი - bit.ly/2p46lB1
    ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
    მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
    დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
    ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
  • Фільми й анімація

КОМЕНТАРІ • 23

  • @ddmtsa
    @ddmtsa Рік тому +9

    ტყლიპინა გოგო-ბიჭებს რომ დააყენებენ ხოლმე დღეს და ვერ გაიგებ ან რა სიტყვას ამბობს, ან რას ყვება, ხომ შეიძლება ასეთი გამართული ქართულით მოსაუბრე და კარგი მეტყველების მქონე ადამიანებს აკეთებინონ საქმე??

  • @ninokhetsuriani1405
    @ninokhetsuriani1405 3 роки тому +5

    მთხრობელს ჩემანაც დიდი პატივისცემა💖

  • @josefqartveli4649
    @josefqartveli4649 3 роки тому +11

    ჩეკისტებმა კი არა ჩეკისტების ბოზებმა დღესაც რამდენია ვითომ კაი ბიჭი და პოლიციის ბოზია .მაგათი დედა მოვ.

  • @ketino4
    @ketino4 4 роки тому +8

    აი რას იწვევს გაუნათლებლობა. როგორ არფერი ისწავლებოდა სკოლაში ყველაფერი გაყალბებული.

  • @rysogogia5546
    @rysogogia5546 8 місяців тому

    Ra gadasarevia mtxrobemi. Pativiscema ❤

  • @magnumopus7502
    @magnumopus7502 4 роки тому +15

    მთხრობელს დიდი პატივისცემა ჩემგან!

    • @alxm2432
      @alxm2432 Рік тому

      იდეალური მთხრობელია🙌

  • @marinaaxobadze7594
    @marinaaxobadze7594 Рік тому +1

    მადლობა

  • @rysogogia5546
    @rysogogia5546 8 місяців тому

    Dedaaaa😢 ra mesmis es😢😢😢 mama amotxara da komynistyri marshit damarxao dedaa😢 dedaaaa😢😢😢😢

  • @rysogogia5546
    @rysogogia5546 8 місяців тому

    Ygmerti komynistebi. Dedaaa dedaaa😢 gavgijdi kali😢😢😢

  • @Al.Tchumbadze.
    @Al.Tchumbadze. 4 роки тому +4

    კარგიაააა მადლობა

  • @zukazuka-id1bn
    @zukazuka-id1bn Рік тому +2

    პანთეონში რა უნდა უღმერთო სატანას

  • @niavachnadze8042
    @niavachnadze8042 10 місяців тому

    ხოდა ამოიშანთნენ ერთიანად.ვის ებრძოდით ღმერთს? მასთან ბრძოლა არავის მოუგია და ყველას სულმა უნდა ზღოთ ვინც კი სიწმინდეზე რწმენაზე ხელი აწიეთ.დიდება უფალს.

  • @rysogogia5546
    @rysogogia5546 8 місяців тому

    1920 celi sashinelu😢😢😢😢😢😢

  • @hejsanii5769
    @hejsanii5769 2 роки тому +1

    "ალიბ"-ს კი არა, "ალიბი"-ს იქმნიდა... ეს ქაჯობები ვერ ამოიძირკვა ქართული ენიდან

  • @MultiArtur2
    @MultiArtur2 4 роки тому +9

    მარაზმატული და ტოტალიტარული წყობა,ფსიქოპათების მიერ შექმნილი.

  • @_Sakartvelo_
    @_Sakartvelo_ Рік тому +2

    კარგად მოუსმინონ იმ ვითომ ქართველებმა, ერთმორწმუნე რუსეთი რომ ურჩევნიათ ამერიკას. ამერიკას, რომელიც დღეს მილიონებს ხარჯავს ჩვენი კულტურული ძეგლების შენარჩუნებისთვის.

  • @giorgigigauri4820
    @giorgigigauri4820 4 роки тому +2

    1984

  • @pavlekokhodze4376
    @pavlekokhodze4376 Рік тому +2

    აი რა მოაქვს რუსეთს,ამ თაობის გადმონაშთი მანქურთების შთამომავლებს ჯერა რუსეთის კარგი ზრახვების ,ესეთი რამ უკვალოდ ვერ გაქრება დაა დღემდე ვიმკით ამ საძაგლობის შედეგს😡😡

  • @iraklikobakhidze3744
    @iraklikobakhidze3744 2 роки тому

    👏

  • @user-TSST
    @user-TSST 22 дні тому

    ეგ კანონი, თბილისის განტვირთვასთან დაკავშირებით, ახლაც მისაღებია. სააკაშვილმა გააუქმა ეგ კანონი და დაცალა სოფლები. ყველა ქალაქს მოაწყდა. და მივიღეთ დაცლილი სოფლები. ახლა ,კი დაცლილი საქართველოც...😢😢😢