პრემიერის გზავნილები გაერო-ს ტრიბუნიდან

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 25 вер 2024
  • პირველი გამოსვლა პრემიერის რანგში გაერო-ს უმაღლესი ტრიბუნიდან - ირაკლი კობახიძემ ნიუ იორკში შეკრებილ მსოფლიო ლიდერებს მიმართა.
    მშვიდობის ხაზგასმა გლობალური გამოწვევების ფონზე, მიმართვა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს, შუა დერეფანი, აქცენტი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალზე და პოზიციონირება რეგიონული მშვიდობის მისაღწევად - ასეთია მთავარი გზავნილები გამოსვლიდან. მიმართვაში ნახსენები იყო უკრაინის ომი და სამშვიდობო შეთანხმების პროცესი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, განსაკუთრებული ყურადღება კი საქართველოს გაზრდილ სატრანზიტო როლზე და ჩვენს ქვეყანაზე გამავალ შუა დერეფანზე გამახვილდა, რომელიც გადაზიდვების და აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირების უმოკლეს და უნიკალურ მარშრუტს წარმოადგენს. სწორედ ამ კონტექსტში საერთაშორისო პლატფორმიდან დაანონსდა ქვეყნის მასშტაბური სტრატეგიული პროექტის, ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება. მშვიდობა და მშვიდობის ფორმულის ინიციატივა იყო მთავარი ხაზი იმ მიმართვაშიც, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაერო-ს უშიშროების საბჭოზე წარდგა. გაერო-ში გამოსვლებმა საქართველო-ამერიკას შორის ბოლო პერიოდში გამწვავებული ურთიერთობის ფონზე ჩაიარა. პრეზიდენტ ბაიდენის მიღებაზე დასასწრები მოსაწვევის ბოლო მომენტში გაუქმებამ სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა.
    ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
    მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
    გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
    ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
    მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
    დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
    ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

КОМЕНТАРІ •