რა ყოფილა გურია

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 11 жов 2018
  • ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში პროექტის ,,მონაწილეობითი CHARRETTE გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის“ მცირე გრანტების ფარგლებში დაფინანსებული პროექტის ,,რისთვის მივალ გურიაში“ პრეზენტაცია გაიმართა.
    მარლაც რომ საინტერესო ღონისძიება იყო,. ამას მე გეუბნებით თქვენსავით გურული, მართალია კაი ხანი უძღები სვილის სტატუსით მარა, ხომ ვარ ახლა თქვენიანი?
    ჰოდა, მე გურიაში დაბრუნებულმა, სამნაწილად უნდა მოვყვე ამბავი. შეიძლება ოთხადაც... გამოჩნდება მერე.. გზადაგზა... გზას რომ დიდი ადგილი ეჭირება ნაამბობში გეუბნები წინასწარ... და ვიწყებ:
    პირველი ამბავი უკადრებოდ იქნება... ხომ უნდა მოვყვე როგორ აღმოვცნდი ამ ფესტვალზე, რა მინდოდა და რა სტატუსით მოვევლინე უდროვორ ვერ ვიტყვი, გურიას?
    მივლინებით..., ფესტივალზეც და... კიდევ ერთ ასევე მნიშვნელოვან საქმეზე, იმ საქმეზე ვიდეოსიუჟეტში არაფერს ვიტყვი, სხვა დროისთვის გადავდებ.. არაფერი დაშავდება, მენდეთ, დრო მოვა და მოგიყვებით იმაზეც...
    ამბის მეორე ნაწილი ოფიციალურია, დახვედრა, ჩემი კი არა, საპატიო სტუმრების, ბევრი ბრძანდებოდა თბილისიდამ, ოზურგეტის მუნიციპალიტეტიდამ, ახალდანიშნული გუბერნატორიც გამაცნო ქალბატონმა ნანამ. საკრებულოს აპარატის უფროსი ბრძანდება...ამ ფესტივალის მთავარი ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი, მგონი პირიქით უნდა მეთქვა სულისჩამდგემლიც და ორგანიზატორიც, მოკლედ...
    დავასრულე მეორე ამბავი. თხრობით უყურეთ, უსმინეთ ვიდეოს, ანუ გამომსვლელებს და გურულ სიმრერებს, ნახეთ რაების გაკეთება შეძლებიათ ხელმარჯვე და ჭკუაგონიერ გურულებს... მე მანამდე მესამე ამბის სათქმელად მოვეზადები და გიამბობს...
    მესამე ამბავი ოფიციალური ნაწილი რომ დასრულდა მერე დაიწყო... საოცარი ხალხი გავიცანი... გავიცანი და... საჩუქრით ხელდამშვენებული,თაფლი არაყ სამჯერ გადაკრული და საუცხოო თაფლგასინჯული სტუმარ-მასპინძლებთან გამომშვიდობებას რომ ვაპირებდი ე, მაშინ დაიწყო მეოთხე და მთავარი ამბავი... შენო, ბებია ცეცხლაზე რომ გყავს და ჩვენი ნათესავი ხართ ერთი არ უნდა ამოხვიდე აპელაურშიო
    ვაი სირცხვილი და თავისმოჭრა!
    ჩემდა სამარცხვინოღ ნამყოფი კი არა სახელიც არ ვიცოდი აპელაურის, გოგიეთი მეგონა აპილაურიც და...(კიდე რომელი სოფელი, სახელს რომ ვერ ვიხსენებ ახლა და ინტერნეტშიც რომ ვერ ვიპოვე იმის..
    საღამოს პირი იყო უკვე და რომც არ ყოფილიყო... მოკლედ ავედით აპილაურში ავედით და დაიწყო იქ კიდევ ერთი ამბავი...
    არაფრს გეტყვით მეტს უყურეთ უსმინეთ და ვიდეოს დასრულებისთანავე, იქნებ ბატონ კაკოს არაჩვეულებრივ ოჯახში სტუმრობა თუ არ მოგინდატ...
    მოკლედ... მოვა დრო და
    იქნება იქ დიდი საოჯახო სასტუმრო
    ვიქნები იქ მე ერთ-ერთი პირველი სტუმარი მე და იქნებ შენც ჩემო მსმენელ/მაყურებელო, მანამდე კი დიდ მადლობა ბატონ კაკოს, ქალბატონებს მედიკოსა და ნანას

КОМЕНТАРІ •