შევარდნაძე და გენშერი ბრესტში / Shevardnadze and Genscher in Brest (1990)
Вставка
- Опубліковано 5 лют 2025
- 1945 წლის 8 მაისს გერმანიამ უსიტყვო კაპიტულაციის აქტს ხელი მოაწერა და ამით ოფიციალურად გაფორმდა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე გამანდგურებელი და სასტიკი - მეორე მსოფლიო ომის დასასრული. ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დაპირისპირებულ ბანაკებად გახლეჩილი და უკვე „ცივ ომში“ ჩართული ქვეყნები რამდენიმე ათეული წლის შემდეგ გამალებული შეიარაღების პროცესს წერტილს დაუსვამდნენ და მსოფლიოს ახალ წესრიგს ჩაუყრიდნენ საფუძველს. და რომ ორი მტრულად განწყობილი ქვეყნის, საბჭოთა კავშირისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრები, ედუარდ შევარდნაძე და ჰანს დიტრიხ გენშერი ნდობასა და მეგობრობაზე დაამყარებდნენ ურთიერთობას და ერთად პატივს მიაგებდნენ ბრესტის ციხე-სიმაგრესთან მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული მეომრების ხსოვნას, სადაც ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ბრძოლის ველზე დაეცა აკაკი შევარდნაძე.
როდესაც ბერლინში ედუარდ შევარდნაძეს „ცივი ომის" დასრულებასა და გერმანიის გაერთიანებაში შეტანილი წვლილისთვის იმანუილ კანტის პრესტიჟულ პრემიას გადასცემდნენ, საზეიმო ბანკეტზე ბერლინის ბურგომისტრმა წარმოთქმული სიტყვის დასასრულს ხატოვნად შეაფასა მისი ღვაწლი -
„ განგებამ ისე ინება, რომ ერთმა ქართველმა, სტალინმა გაყო გერმანია, მეორე ქართველმა, შევარდნაძემ - გააერთიანა“. საპასუხოდ მადლობა ვუთხარი ამ სიტყვებისთვის, გადაჭარბებით შეაფასეთ-მეთქი ჩემი წვლილი და ხუმრობით დავამატე: „ისე, რომ იცოდეთ, ქართველების გარეშე დიდი პოლიტიკა არ კეთდება“. (ამონარიდი წიგნიდან -„ფიქრი წარსულსა და მომავალზე“).