1 მაისი 2023

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 1 тра 2023
  • 1 მაისის აქციაში #სპმთპ ის 800-ზე მეტმა წევრმა მიიღო მონაწილეობა, საქართველოს ყველა რეგიონიდან .
    მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სოლიდარობისა და ერთობის გარეშე დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება და სრულყოფა სასურველ შედეგს არ იძლევა. დღეს, დასაქმებულთა ანაზღაურება და სოციალური მდგომარეობა არ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს, რაშიც, პირველ რიგში, ჩვენ, პროფკავშირის ლიდერები ვართ დამნაშავენი, რადგან ვერ შევძელით სრული მობილიზება გაგვეკეთებინა არსებული რესურსის, გავერთიანებულიყავით და ერთობლივად გვებრძოლა შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად. 📣ყველამ ერთად გავაანალიზოთ თითოეული ჩვენგანის როლი, გავერთიანდეთ და ვიბრძოლოთ ჩვენი უფლებების დასაცავად და ხარისხიანი განათლებისათვის! 📣საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი წარმოვადგენთ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა 40000-მდე წევრის ინტერესებს. ამ მიმართულებით, მოწინავე პოზიციაზე ვართ და ალბათ, უფრო ბევრს მივაღწევდით სხვა სფეროში დასაქმებულთა თანადგომითა და მხარდაჭერით.📣პედაგოგები სოლიდარული ვართ ყველა სფეროს მშრომელთა ყველა პროტესტის მიმართ, რაც დღემდე ყოფილა და ამას გავაგრძელებთ შემდგომშიც. 📣დღევანდელ დღეს, მილოცვასთან ერთად, მოგიწოდებთ აქტიურად ჩაერთოთ პროფკავშირულ საქმიანობაში და ერთად ვიბრძოლოთ უკეთესი მომავლისათვის!
    📣ძალა ერთობაშია!

КОМЕНТАРІ •