#ამშაბათკვირას

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 20 тра 2023
  • ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
    მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
    გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
    ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
    მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
    დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
    ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

КОМЕНТАРІ • 4

  • @tamarbaiaschwili776
    @tamarbaiaschwili776 Рік тому +2

    მეც მაქვს პირადი გამოცდილება ამ შემთხვევასთან....მივცემ თავს უფლებას გაგიზიაროთ.
    პირველი სამი შემთხვევა არ იყო ისეთი ძლიერი, როგორიც უკანასკნელი. თუმცა როგორც წამყვანმა გოგონამ თქვა, იმ ვითომდა "სუსტი" ინტენსივობის დროსაც კი იყო საშინელი შეგრძნება, რომელსაც გინდა გაექცე და გგონია არასოდეს დასრულდება. ვგრძნობდი, რომ საკუთარ თავზე კონტროლს ვკარგავდი, თუმცა გვერდიდან არ მეტყობოდა, ანუ არაადეკვატურად არ ვიქცეოდი. მივხვდი, რომ აუცილებლად ჰორიზონტალური მდგომარეობა უნდა მიმეღო, რადგან გული მქონდა ძალიან ცუდად. აქვე უნდა ვთქვა, რომ ცხოვრებაში ნასვამიც კი არ ვყოფილვარ და ერთხელაც არ მომიწევია სიგარეტიც კი.
    მეოთხეჯერ რომ დამემართა,ეს უკვე ენით აღუწერელი იყო. ყველაზე ძლიერი იყო ამჯერად. ზუსტად მაქვს გააზრებული, რომ ამას ათწლეულების ტრავმა უძღოდა წინ, რომელზეც უბრალოდ გავიფიქრე. თუმცა არ იყო არაფრის შიშთან კავშირში. იყო ღამე, ვიყავი მარტო და ვემზადებოდი დასაძინებლად როცა დაიწყო. ვცდილობდი სიმშვიდე შემენარჩუნებინა (ზოგადად არ ვარ მშიშარა), თუმცა პულსი იყო ალბათ 200, არ მქონდა ჰაერი და ვერც ავდექი საწოლიდან ფანჯრის გასაღებად. სასწრაფოც კი ვერ გამოვიძახე, რადგან მეგონა კარს ვერ გავუღებდი. მინდოდა საკუთარი თავიდან გაქცევა. მიბუჟდებოდა ყურის ნიჟარები და დავიწყე მათი მოსრესვა მასაჟის მიზნით. ასე ვიწვალე ნახევარი საათი და მხოლოდ შემდეგ აუცილებლად უნდა გავსულიყავი საპირფარეშოში. ნუ უკანასკნელი ძალები მოვიკრიბე ასადგომად, როგორმე ტუალეტამდე რომ მიმეღწია. შემდეგ გავიზომე უკვე წნევაც, გულის მქონდა 100-ზე მეტი🙈 როცა ჩემი ნორმაა 60!
    როცა დავბრუნდი საწოლში დავიწყე "მამაო ჩვენოს" ლუღლუღი, ძლივს ვამბობდი წინადადებას, მავიწყდებოდა ყოველი შემდეგი სიტყვა. მესამეჯერ როცა წარმოვთქვი, მაშინ მივხვდი, რომ სრული სიმშვიდე დამეუფლა და ჩამეძინა.
    მეორე დღეს რა თქმა უნდა მივაკითხე ოჯახის ექიმს და მან მითხრა, სიმპტომები არის პრედ საინფარქტო, ოღონდ თუ კარდიოგრამაზე არაფერი გამოჩნდა, ესეიგი პანიკური შეტევა იყოვო. ორგანული მართლაც არ აღმოჩნდა.
    ამის შემდეგ სუპერმარკეტში ვიგრძენი საშიშროება, თითქოს იწყებოდა, შევხვდი მხნედ და ისევ დავიწყე გონებაში "მამაო ჩვენო", თუმცა ჩანთაში უკვე ფსიქოტროპული მედო ასეთი შემთხვევისთვის. გულწრფელად გეუბნებით, არ გამომიყენებია❤ ხანდახან მეც მეშინია ხოლმე განმეორების, მაგრამ ვიცი, რომ დაძლევადია და ჩემი პირადი მეთოდიც მაქვს🥰
    ყველას გისურვებთ წარმატებას ნებისმიერი პრობლემის დაძლევაში....
    თურმე უმთავრესი ყოფილა გიყვარდეს საკუთარი თავი ჯანსაღი გაგებით და შეგეძლოს მისი პატიება. ❤

  • @ninoakopashvili5528
    @ninoakopashvili5528 10 місяців тому

    გეთანხმებით❤

  • @ingatsenteradze5655
    @ingatsenteradze5655 11 місяців тому

    ეს არის ჯოჯოხეთი დედამიწაზე