მეუფე ანდრია: ჩვენების მიცემა-არმიცემის საკითხი არ არის კურთხევასთან დაკავშირებული

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 22 сер 2024
  • ჩვენების მიცემა-არმიცემის საკითხი არ არის კურთხევასთან დაკავშირებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მეუფე ანდრიამ განუცხადა, რომელმაც საპატიმროში დეკანოზი გიორგი მამალაძე მოინახულა.
    მისივე თქმით, სასულიერო პირს მხოლოდ აღსარების საიდუმლოს გაცემის უფლება არ აქვს, ხოლო ჩვენების მიცემა კურთხევასთან არაა დაკავშირებული.
    მეუფე ანდრიას განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას საპატიმროში ყველა საჭირო პირობა აქვს შექმნილი.
    ამ წუთებში დეკანოზ გიორგი მამალაძეს ადვოკატები ხვდებიან, მანამდე კი ის საია-ს წარმომადგენელმაც მოინახულა.
    შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე რამდენიმე დღის წინ მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს.

КОМЕНТАРІ • 1

  • @megisaganelidze644
    @megisaganelidze644 7 років тому

    მეუფე ღმერთმა გაგაძლიეროთ და გაგახაროთ