#დოსიე

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 27 вер 2024
  • 126 წიგნი. უმრავლესობა ბესტსელერი, 350 მილიონი გაყიდული ეგზემპლარი, ასზე მეტი ეკრანიზაცია, სერიალები, კომიქსები...
    მონსტრები, ფსიქოპათები, მოჩვენებები, რომლებიც უკვე ნახევარი საუკუნეა მსოფლიოს ოთხივე კუთხეში აიძულებენ ადამიანებს ნებაყოფლობით კოშმარში გატარებული ღამეების სანაცვლოდ, მათ მისტიკურ კრეატორს ფული გადაუხადონ.
    ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მწერლის, საშინელებათა ჟანრის აბსოლუტური მონარქის - სტივენ კინგის კულისები.
    ჟულიენ დუპუის დოკუმენტური ფილმი „სტივენ კინგი. აუცილებელი ბოროტება“ პაატა ქურდაძის საავტორო გადაცემაში „დოსიე“.
    ფილმის სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე:1tv.ge/video/d...
    ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
    მოიწონეთ ჩვენი გვერდი - bit.ly/2WZv1qY
    გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
    ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
    მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
    დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
    ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

КОМЕНТАРІ • 5

  • @ak11472
    @ak11472 3 роки тому +1

    რამდენადაც მახსოვს სტივენ კინგმა თქვა, რომ მისი სიუჟეტების, ნაწერის ერთ ერთ მთავარ ფაქტორს მისი სიზმრები წარმოადგენენ. ასევე, ამ ბოლო პერიოდში, "Horror", საშინელებათა ფილმებში ამერიკელ დამწერ, რეჟისორ Ti West-ს გამოვყოფდი, ძალიან მომწონს მისი ფილმი "The Innkeepers", რომელიც ძალიან კარგად არის დაწერილი, მსახიობების კარგი თამაშით და ასე შემდეგ. ყოველგვარი გადაჭარბებული, მომაბეზრებელი "მხტომარე" ეფექტების გარეშე. კლასიკური ფილმებიდან ერთ ერთ ,ფავორიტ ფილმს "The Changeling" წარმოადგენს... ასევე, ერთ ერთ საუკეთესო საშინელებათა სერიალებიდან წარმოადგენს-" Tales from the Darkside", შესანიშნავი სცენარით, გაფორმებით, მსახიობების თამაშით, ყველაფერთან ერთად, რეალობის შესანიშნავი იმპროვიზაციით და ასე შემდეგ. ასევე არაერთი მოკლე საშინელებათა ფილმებიც კარგად არის გაკეთებული, რომელთაგან სანტერესოა, მაგალითად ფილმი "The Angel", "The Farmhouse", " UA-cam" არხების-" Midnight video"-ს, " Alter"-ის და სხვების ფილმები.

  • @giorgimazmishvilig.m.8940
    @giorgimazmishvilig.m.8940 3 роки тому

    ფილმს რა ჭირს?
    ნაწყვეტებად გრძელდება

  • @puma6155
    @puma6155 Рік тому

    ვრცელია და იგრძნობა, რომ ავტორი არაა ინტელექტის მსხვერპლი და ახერხებს შინიდან ეგამომდინაროს ბუნებას...

  • @driveqe8652
    @driveqe8652 3 роки тому

    👍

  • @gioanchelotti3245
    @gioanchelotti3245 3 роки тому

    არ მუშაობს ბმული და იქნებ გაასწოროთ.