გიორგი ქინქლაძის გოლი ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში ხუთ საუკეთესო გოლს შორის მოხვდა

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 10 сер 2017
  • პორტალმა FourFourTwo-მა ​ინგლისის პრემიერლიგაში საუკეთესო გოლების რეიტინგი გამოაქვეყნა. ამ სიაში მეხუთე ადგილი დაიკავა 1995-96 წლების სეზონში „მანჩესტერ სიტის" ქართველი ნახევარმცველის გიორგი ქინქლაძის გოლმა "საუთჰემპტონის“ კარში. ქინქლაძემ ხუთი ფეხბურთელი მოატყუა და ახლო კუთხეში ტექნიკური დარტყმით გაუტანა გოლი მეკარე დეივ ბისანტს.
    რეიტინგში მეოთხე ადგილზეა „საუთჰემპტონის" ნახევარმცველის მეტ ლე ტისიეს გოლი „ნიუკასლის" კარში (1993-94).
    მესამეზე გავიდა „ვესტ ჰემის" ფორვარდი პაოლო დი კანიო ("უიმბლდონთან", 1999-2000).
    მეორე ადგილზეა „ლიდსის" ფოვარდი ტონი იებოა ("ლივერპულთან", 1995-96).
    პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო გოლის ავტორი გახდა „ლიდსის" ფეხბურთელი როდ უოლასი ("ტოტენჰემთან", 1993-94).
  • Спорт

КОМЕНТАРІ • 3