თეორემა - ჟვანიას საქმე

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 30 вер 2024
  • 10 წელია ადამიანთა გარკვეული ჯგუფი მიხეილ სააკაშვილს ზურაბ ჟვანიას მკვლელობაში, ხოლო ყოფილი ხელისუფლების ყველა სხვა წარმომადგენელს სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის დაფარვაში სდებს ბრალს. არიან ისეთებიც, ვისთვისაც მკვლელობის იარაღიც ცნობილია - საფერფლე.
    საზოგადობის ამ ნაწილის ფანტაზიებს გარდაცვლილი პრემიერის ოჯახის პოზიცია ასაზრდოებს - ზურაბ ჟვანიას ძმა და მეუღლე ექპსპრემიერის გაზით გაგუდვის ფაქტს უარყოფს.
    ორ წელიწადზე მეტია საქართველოს სათავეში ის ხელისუფლებაა, რომელიც ზურაბ ჟვანიას მკვლელის გამოვლენას დაპირდა საზოგადოებას. ხელისუფლების წევრია ზურაბ ჟვანიას ძმაც, გოგლა ჟვანია. ამ ორი წლის განმავლობაში, გამოძიებამ ვერ ნახა ვერცერთი მტკიცებულება, რაც პროკურატურას შესაძლებლობას მისცემდა გამოძიებისთვის კვალიფიკაცია შეცვალა და უბედური შემთხვევის მუხლი მკვლელობით შეეცვალა. სამაგიეროდ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა ხუთი ადამიანი. სამართალდამცავები ამ ხუთ ადამიანს არა მკვლელობასთან კავშირს, არამედ გამოძიებისთვის ხელის შეშლას ედავებიან. ამ ხუთი ადამიანიდან ერთი - დაცვის თანამშრომელი კობა ხარშილაძე ამჟამადაც ციხეშია. 9-9 თვე გაატარეს წინასწარ პატიმრობაში პათანატომმა ლევან ჩაჩუამ და დაცვის თანამშრომელმა ძაძამიამ. დანარჩენ ორს ახლახან წარუდგინეს ბრალი და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მოითხოვს, თუმცა სასამართლომ მათ გირაო შეუფარდა.
    კობა ხარშილაძის ადვოკატი - ბექა ბასილაია და ზურაბ ჟვანიას ძმა, პარლამენტის წევრი გოგლა ჟვანია უპასუხებს თეორემას შეკითხვებს ამ თემაზე.

КОМЕНТАРІ • 11