ეძღვნება ანსამბლ „გელათის“ სოლისტის, მომღერალ ნუგზარ დათიაშვილის ხსოვნას!

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 6 жов 2024
  • ეძღვნება ანსამბლ „გელათის“ სოლისტის,
    მომღერალ ნუგზარ დათიაშვილის ხსოვნას!
    --------------------------------------------------------------------------
    ადამიანის დაბადება თავისთავად იმქვეყნიურ
    სასუფეველში გადასვლასაც გულისხმობს, როცა ამას
    უფალი ინებებს, მაგრამ ყოველთვის სინანული მიჩნდება,
    როცა გამოსათხოვარი სიტყვების თქმა იმ ადამიანთან
    დაკავშირებით მიწევს, რომელთანაც წლების
    განმავლობაში მიწევდა ადამიანურად თბილი
    ურთიერთობა! ასეთი ადამიანია ტყიბულელი მომღერალი,
    ანსამბლ „გელათის“ სოლისტი ნუგზარ დათიაშვილი.
    იგი მრავალი წელი იყო ხელოვნების ერთგული,
    ქალაქ ტყიბულის ხელოვნების სკოლაში, მოსწავლე-
    ახალგაზრდობის სასახლეში.
    მუდამ გულთბილი, ალალი ღიმილით მეგებებოდა
    არა მარტო მე, არამედ მრავალ ტყიბულელს, ოკრიბელს,
    ბავშვები უყვარდა განსაკუთრებით!
    მუდამ მოფუსფუსე იყო, განსაკუთრებით ბავშვებთან
    მუშაობისას, ყოველთვის უხაროდა მორიგი
    საბავშვო სპექტაკლის პრემიერა, რომელთა სცენარის
    ავტორი და მუსიკალური გამფორმებელი გახლდათ.
    სიკვდილისთვის არავინ არ მემეტება, მაგრამ
    ნუგზარ დათიაშვილის წარსულში მოხსენიება ჩემთვის,
    მრავალი ტყიბულელისთვის, ოკრიბელისთვის, ვინც მას
    იცნობდა და აფასებდა, ყოველთვის მძიმე იქნება!
    ვინ იცის, რამდენი უთქმელი პირადი ტკივილი და დარდი
    გაიყოლე თან, იმქვეყნიურ სასუფეველში!
    ეს ვიდეო -კრებული გეძღვნება შენ, ჩემო ნუგზარ!
    სიკვდილის შემდეგ მეორე სიცოცხლის გასაგრძელებლად
    გეძღვნება! შენ ეს ნამდვილად დაიმსახურე საკუთარი
    ცხოვრებით, როგორც ხელოვანმა და როგორც ადამიანმა!
    ოჯახს, მის მეგობრებს, ყველა ტყიბულელს ვუთანაგრძნობ!
    დიდ ბოდიშს ვუხდი შენს სულს, უკანასკნელ გზაზე რომ
    ვერ გაგაცილებ!
    ვეფხია სამსონიძე, თბილისი, 13 დეკემბერი, 2022 წელი
  • Фільми й анімація

КОМЕНТАРІ •