ყვარელში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს - შემთხვევა წუხელ სოფელ შილდაში მოხდა

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 18 лис 2022
  • ყვარელში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს - შემთხვევა წუხელ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მოხდა. 40 წლამდე მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 25 წლამდე ახალგაზრდას ჭრილობები ცივი იარაღით ყელის არეში მიაყენა. დაზიანებები სასიკვდილო აღმოჩნდა.
    დაჭრილია თავად მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებულიც, რომელიც ყვარლის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, უცნობია. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი უკვე დაკავებულია, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
    ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
    მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
    გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
    ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
    მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
    დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
    ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

КОМЕНТАРІ • 1

  • @ketixucishvili773
    @ketixucishvili773 Рік тому +2

    ქვეყანა უფსკრულშია