ევროპის სასამართლოს ვერდიქტი ევროკომისიის წინააღმდეგ

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 29 сер 2024
  • ევროკომისია სკანდალში ეხვევა.
    „კოვიდ 19“-ის ვაქცინებთან დაკავშირებული კონტრაქტების გამო ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს მიმართ კითხვები გაჩნდა. საქმე ეხება ევროპის მართლმსაჯულების ზოგადი სასამართლოს დადგენილებას. ამ დადგენილების მიხედვით, ევროკომისიამ პანდემიის დროს ვაქცინების შესაძენად სხვადასხვა ფარმაცევტულ კომპანიასთან გაფორმებულ კონტრაქტებზე და ხელშეკრულების პირობებზე ევროპარლამენტარებს და საზოგადოებას საკმარისი წვდომა არ მისცა. საუბარია ორი მილიარდი ევროს ღირებულების კონტრაქტებზე, რომლებიც „ასტრაზენეკასთან“, „სანოფისთან“, „გლაქსო-სმიტ-კლაინთან“, „ჯონსონ ენდ ჯონსონთან“, „ბიოენტეკთან“, „ფაიზერთან“, „მოდერნასთან“ და სხვა კომპანიებთან გაფორმდა. ევროკომისია სასამართლოს დადგენილების გასაჩივრებას არ გამორიცხავს. სკანდალური საქმის გახმაურება დროში დაემთხვა ევროპარლამენტში დაგეგმილ კენჭისყრას. ხვალ გაირკვევა, განაგრძობს თუ არა ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის ხელმძღვანელობას. თუ საკმარისი ხმები ვერ მოგროვდება, ევროკომისია პოლიტიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდება.
    ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
    მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
    გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
    ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
    მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
    დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
    ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

КОМЕНТАРІ • 5

  • @mayvalasanteladze5206
    @mayvalasanteladze5206 Місяць тому +4

    ეს კორუმპირებული ჩვენ გვასწავლიან ჭკუას რა გავაკეთოთ დარა კანონი მივიღოთ რა ჯანდაბად გვინდა ასეთ სახედაკარგულ ერთობაში

  • @mariamilakia9422
    @mariamilakia9422 Місяць тому +1

    Ai am prastitutkas gamo dagvdevda chveni gmad pativcemuli mtavroba acrebze da gvaidzulebda.. kubovichi imnadzes dedas da okaxs shesca yvela acrilma

  • @xvichageguchadze
    @xvichageguchadze Місяць тому

    ეგაა ევროპარლამენტი მაფიოზები არიან