კამათი ეკა ბესელიასა და თინათინ ბოკუჩავას შორის

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 15 вер 2024
  • ხმაური იყო ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე. კომიტეტის თავმჯდომარე და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
    თინათინ ბოკუჩავას კითხვები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გაუხსნელ დანაშაულებთან და სტატისტიკასთან დაკავშირებით ჰქონდა, რასაც ხმაური მოჰყვა.
    ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტში თითქმის ოთხი საათის განმავლობაში უსმენდნენ იმ უწყებების წარმომადგენლებს, რომლებმაც სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიშები წარმოადგინეს. მომხსენებლები შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და განათლების სამინისტროები იყვნენ.
    ომბუდსმენის განცხადებით, 2014 წელს გაცემული რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი გათვალიწინებულია, თუმცა კვლავ რჩება შეუსრულებელი პუნქტებიც.

КОМЕНТАРІ •