პერსონალური მონაცემების დაცვა: რა უნდა ვიცოდეთ

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 2 жов 2024
  • საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ბაზაზე შექმნილი კიბერმედეგობის ცენტრი (CRC), ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) თანამშრომლობით, იწყებს საინფორმაციო კამპანიას. კამპანიის მიზანია, კიბერსაფრთხეებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ საქართველოს შესაძლებლობების მხარდაჭერა, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ტექნოლოგიების, კიბერუსაფრთხოებისა და დეზინფორმაციის შესახებ.
    კამპანიის ფარგლებში, #CRC წარმოგიდგენთ პირველ ვიდეოს პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ, რომელშიც განმარტებულია მონაცემთა დამუშავების ძირითადი პრინციპები.
    საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მომზადებული ვიდეოები, ყოველკვირეულად, სოციალური ქსელის სხვადასხვა პლატფორმაზე გამოქვეყნდება და პარალელურად, ჟურნალისტიკის რესურსცენტრის (JRC) ჩართულობით, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ტელევიზიებში გავრცელდება. ვიდეოებში გამოყენებული ნარატიული მასალა GCSD-ის მიერ, საქართველოს ინფორმაციის და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრთან (GITAC) თანამშრომლობით მომზადდა.
    საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს პროექტის - „ინფორმირებული თემები მედეგი საზოგადოებისთვის“ - ფარგლებში , რომელსაც GCSD, აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით ახოეციელებს.

КОМЕНТАРІ •