ლევან რამიშვილი - როგორ დავიწყოთ ახალი ცხოვრება? / რა უნდა ვიცოდეთ ჰოლოტროპული სუნთქვის შესახებ?

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 2 жов 2024
  • ადამიანები ხშირად ფიქრობენ ახალ ცხოვრებაზე, ორშაბათიდან ახალი საქმის დაწყებაზე, ინტერესების და საქმიანობის სფეროების განახლებაზე, თუმცა ეს ყველაფერი, როგორც წესი, ძალიან ძნელად გვეძლევა. რა არის მიზეზი, რომელიც არ გვაძლევს ცხოვრების გეგმის შეცვლის, ჩვენი ცხოვრების გზის კარდინალურად ან ნაწილობრივ მაინც შეტრიალების საშუალებას? ჩვენი ფსიქიკის რა ასპექტები განსაზღვრავს იმას, რომ ასე ძნელია ახალ გზაზე შედგომა? როგორ აგვარებს ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია და ჰოლოტროპული სუნთქვა ამ პრობლემას? სწორედ ამაზე საუბრობს პრაქტიკოსი ფსიქოლოგი და ჰოლოტროპული სუნთქვის თერაპევტი ლევან რამიშვილი ამ, მოკლე ვიდეოში, რომელიც ქვეყნდება რუბრიკით "რა უნდა ვიცოდეთ ჰოლოტროპული სუნთქვის შესახებ".
    ---------------
    Change, You Can / შეცვალე შეგიძლია აგრძელებს ახალი რუბრიკის ვიდეოებზე მუშაობას, რომელშიც პრაქტიკოსი ფსიქოლოგი ლევან რამიშვილი გვაწვდის ინფორმაციას ჰოლოტროპული სუნთქვის ჩვენს ფსიქიკაზე ზემოქმედების შესახებ.
    ---------------
    "შეცვალე, შეგიძლია" არის პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს ნებისმიერი ტიპის პოზიტიურ ცვლილებებს, როგორც პიროვნულ, ასევე საზოგადოებრივ დონეზე. პლატფორმის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია, განათლების სისტემის დემოკრატიზაციისადმი მამართული ცვილელების ინიცირება, საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდა... ნებისმიერი აქტივობის ორგანიზება თუ მხარდაჭერა, რომელიც განათლების დონის, თავისუფლების და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
    ---------------
    მონტაჟი და გრაფიკა - ივა თადიაშვილი

КОМЕНТАРІ • 3

  • @muradschalikaschwili8334
    @muradschalikaschwili8334 5 місяців тому +1

    Ახალ ცხოვრებას ქრისტეს შეურაცხყოფას და ღრეჭვა - კრეჭვას ეძახი?!

  • @malxazesebua999
    @malxazesebua999 10 місяців тому

    კონტაქტი

  • @sofiasamkharadze6029
    @sofiasamkharadze6029 Рік тому

    როგორ გავიგო სად ტარდება ჰოლოტროპულის შემდეგი სეანსი?