ზელენსკის მოთხოვნები დასავლეთს

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 17 жов 2024
  • ზელენსკიმ დასავლეთის ქვეყნებს „გამარჯვების გეგმა“ წარუდგინა.
    „მსოფლიო ომისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯები და ბირთვული იარაღით უკრაინის აღჭურვა“ - ასეთია უკრაინის პრეზიდენტის მთავარი გზავნილები ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებთან. მთავარი მოთხოვნა სამხედრო-ფინანსური დახმარების მიღება და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. უკრაინის პირველმა პირმა ევროკავშირის ქვეყნებს უთხრა, რომ რუსეთთან ერთად უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლას ჩრდილოეთ კორეის სამხედროებიც აპირებენ. ზელენსკიმ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინის მიერ ბირთვული არსენალის დათმობას შეცდომა უწოდა და გარანტორ ქვეყნებს უსაყვედურა. დღესვე დასავლურმა მედიამ უკრაინის მთავრობის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით დაწერა, რომ თანხმობის შემთხვევაში უკრაინას პირველი ბირთვული ბომბის შესაქმნელად რამდენიმე კვირა დასჭირდება, რაშიც წარსული გამოცდილება დაეხმარება.
    ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
    მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
    გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
    ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
    მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
    დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
    ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

КОМЕНТАРІ • 13