კურნების ლოცვა (სასწაულმოქმედი, სწრაფმოქმედი მტკიცებითი ლოცვა) მკურნალ ჰერცებთან 417, 528, 639Hz

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 8 січ 2021
  • - როცა ლოცულობთ ილოცეთ ისე თითქოს უკვე მიიღეთ ის რისთვისაც ლოცულობთ.
    ლოცვა განკუთვნილია ემოციური, ფიზიკური და სულიერი განკურნებისა და გაძლეირებისთვის.
    მასში ჩადებულია სოლფეჯიო ტალღები:
    417 Hz - აღადგენს ჰარმონიასა და ცუდს გარდაქმნის კარგში.
    528 Hz - სიყვარულის ჰერცი, აღადგენს დაზიანებულ დნმ-ს , სხეულს წმინდავს და ავსებს სუფთა ენერგიით.
    639 Hz - კომუნიკაციის, სიყვარულის , ჰერცი - აგვარებს პრობლემებს ოჯახში, პარტნიორებსა თუ საკუთარ თავში რაც დაკავშირებულია კომუნიკაციის პრობლემებთან. გულის ენერგიის ტალღა.
    963 Hz - ღმერთის ენერგია. ქრისტეს ცნობიერება- ერთიანობა ღმერთთან.
    ლოცვის ტექსტი: მოსიყვარულე ღმერთო, მამა ზეციერო, იესო ქრისტევ, ვლოცულობ რომ მანუგეშო და განკურნო ტკივილისაგან, მადლობა რომ მაძლიერებ, მე ვგრძნობ შენს თანადგომასა და სითბოს, შენს წმინდა ენერგიას თუ როგორ მკურნავს და მაძლიერებს იგი. მე ვარ უშიშარი რადგან ღმერთი არს ჩემში, და მე ვარ ღმერთში, შენ მაძლიერებ და მკურნავ ჩემო მხსნელო, იესო ქრისტევ, მადლობა, ამინ.
    ქრისტესთან ერთად მე ვამოწმებ, რომ ღმერთია ის ვინც მკურნავს მე.
    ღმერთი მაჯანსაღებს და ჭრილობისაგან მკურნავს, მე ყოველდღე ყოველმხრივ უფრო და უფრო ვჯანმრთელდები და ვძლიერდები. მე ვარ წმინდა ენერგიით სავსე. ღმერთი კურნავს ყველა სენს და აღადგენს ჩემს ჯანმრთელობას, მე მჯერა და ვიღებ სასწაულს, მე ვარ ჯანმრთელი და ძლიერი ღმერთთან ერთად. მადლობა ღმერთს რომ ის ჩემთანაა, ღმერთს ვუყვარვარ, რადგან ღმერთი არს თავად სიყვარული. ამინ.
    ღმერთი ამბობს: ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ, ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთ ვარ; განგამტკიცებ, შეგეწევი და მხარს დაგიჭერ სამართლის მარჯვენით. ამიტომ მე ვარ თავდაჯერებული ღმერთთან ერთად ის არის ვინც მკურნავს და ავლენს სასწაულს, მადლობა უფალო.
    ღმერთი ავლენს სული წმინდას ჩემზე და იგი მაძლიერებს, მკურნავს და მანუგეშებს, მადლობა, ამინ.
    მე ვგრძნობ ჩემი სხეული იკურნება ყოველწამიერად და მე ვარ ჯანმრთელი ახლა.
    სიტყვა ღმერთია, მე ვსაუბრობ მხოლოდ მოსიყვარულე და მკურნალ სიტყვებს - ამიტომ ვამტკიცებ რომ ღმერთთან ერთად მე ვარ ჯანმრთელი და ჩემი სხეული, გონება და სული სრულიად ჯანსაღია.
    მე ვგრძნობ ხალისსა და სიყვარულს ჩემს გულში, მე ვგრძნობ რომ განვიკურნე. მე ვარ ჯანმრთელი გონებაში, სხეულსა და სულში. ყოვლისშემძლე უფალი მლოცავს და მკურნავს მე. ის ყველა ჩემს საჭიროებებს პასუხობს. მე ვარ მადლობელი რომ მან იცის ჩემი საჭიროების შესახებ და განკურნავს ჩემს სხეულს. ყოვლისშემძლე ღმერთი მკურნავს მე. იესო ქრისტემ განკურნა ყველა დაავადება და ტკივილი; მე ვიცი, მწამს და ვგრძნობ რომ ღმერთი მკურნავს; მამა ზეციერო, კეთილო და მოსიყვარულე მამავ, შენი სიტყვა ჩემი ნაწილია. შენი ძალით ჩემი სხეული ნახლდება და იკურნება, მადლობა; ჩემი იმუნური სისტემა ყოველდღე უფრო და უფრო ძლიერდება. ჩემი სხეული ყოველდღე უფრო და უფრო ძლიერდება და ძლიერდება. მე ყოველ დღე, ყოველ მხრივ ვუმჯობესდები და ვუმჯობესდები. მე ყოველდღე ყოველმხრივ უკეთესი და უკეთესი ვხდები. მე მიყვარს საკუთარი თავი, მე მომწონს საკუთარი თავი.
    ჩემი სხეული არის წმინდა სულის ეკლესია მადლობა ზეციერო მამავ, რომ შენი ძალა და სული ჩემშია. გონებიდან ყოველგვარი ეჭვი მიქრება, რადგან იმედს და ჩემს ძლიერ ღმერთს ვიღებ. მან მომცა ჯანსაღი გონება და სული, რომელიც სავსეა მისი ძალითა და სიყვარულით. მე არ მჯერა ჩემი მტრის სიტყვების, მე ვარ სრულყოფილი ქრისტეში, ქრისტეა ჭეშმარიტება, ქრისტეა სიყვარული, ქრისტეს ვუყვარვარ. ჩემი გონება იღებს მხოლოდ დადებითი ფიქრებს და აგდებს ყველა ტყუილს რაც ღმერთს და მის სიყვარულს ეწინააღმდეგება, მე ვარ სრულყოფილი, ღმერთს ვუყვარვარ, ღმერთი მკურნავს და მაძლიერებს. ღმერთს ვუყვარვარ, მაფასებს და ზრუნავს ჩემზე.
    როგორი ძლიერი განცხადებაა, და ჭეშმარიტებაა, მე ვარ მოსიყვარულე ღმერთის, ზეციერი მამის, შვილი, მან სიყვარულით შემარჩია ჯერ კიდევ სანამ სამყარო დაიბადებოდა. ღმერთ გთხოვ გააგრძელე შეხსენება და ჩემი თვალები გააღე ჩემი ღმერმა სიყვარულისადმი, რადგან ღმერთ არს სიყვარული, მე მიყვარს სიყვარული და სიყვარულია რაც მკურნავს და მაძლიერებს. მე ვიმსახურებ სიყვარულს, მე ვიღებ სიყვარულს, მე ვგრძნობ სიყვარულს, მე ვარ სიყვარულის გამოხატულება და ვირჩევ სიყვარულს ყველა მომემენტსა და ყველა სიტუაციაში.
    ღმერთმა სიყვარულით საოცარი შემქმნა. მე ვარ ძლიერი, ჭკვიანი და საკმარისი, რადგან შენ ზეციერო ღმერთო, მამა ღმერთო, ყველაფერი განაცხადე ჩემზე და მეც გავაგრძელებ შენი სიკეთის გამოცხადებას ჩემზე. როდესაც ჩემს ცხოვრებაში სიცრუე ხმამაღალი გახდება, მე შენს ხმას ვუსმენ რადგან შენ მაძლიერებ და მე ვარ სრულყოფილი ქრისტეში. მე ვარ მშვენიერი ქრისტეში.
    მადლობა ღმერთო, ზეციერო მამავ, იესო ქრისტევ, სული წმინდავ, მადლობა რომ ზრუნავთ და გიყვარვართ ჩვენ, მე ვგრძნობ ღმერთის თანადგომასა და სიყვარულს. ღმერთი არს ჩემთან, ღმერთი არს ჩემში, ღმერთი არს სიყვარული. ღმერთი მაძლიერებს და მეხმარება. ღმერთ მკურნავს. მე ვადიდებ მას. მე ვლოცულობ ჩემი რწმენით, მე ვარ განკურნებული, მე ვარ ჯანმრთელი. ყველაფერი მომეტევა და მეპატია, მადლობა ღმერთს. სიმართლე ჩემში ცხოვრობს, მე ვარ ჯანმრთელი. იესო ქრისტე აღმადგენს და მკურნავს, მაძლიერებს, ღმერთს ვუყვარვარ.
    - სიყვარულით, შოთა იასაშვილის მიერ. გისურვებთ სითბოს, სიყვარულს, სულიერ ჰარმონიასა და ყოველივე საუკეთესოს. ღმერთი არს ჩვენში.

КОМЕНТАРІ • 481

  • @nakogoqadzenako587
    @nakogoqadzenako587 3 місяці тому +5

    უფალო დაიფარე და განკურნე ჩემი შვილები ყველანაირი ცოდვებისაგან და ავადმყოფობისაგან!❤🙏♥️🙏♥️🙏 ამინ 🙏♥️

    • @Amine-Christ
      @Amine-Christ  3 місяці тому

      ამინ, დაგლოცოთ ღმერთმა

  • @NinaXvedelidze-fj2oy
    @NinaXvedelidze-fj2oy Місяць тому +2

    დიდება უფალს❤❤❤უფალო შემეწიე შეგვიწყალე მე ჩემი ოჯახი❤❤❤❤

  • @eleneoniani8406
    @eleneoniani8406 Рік тому +4

    დიდება უფალს უფალო შეეწიეჩემს შვილს გიორგი ქარჩხაძეს განკურნე ყველა სნეულისაგა მე მჯერა შენი უფალო დაეხმარე ცოდვილსა მონასა შენსა კაცთმოყვარებისა შენისათვის ამინ ამინ ამინ

  • @marinaabuladze4085
    @marinaabuladze4085 2 місяці тому +1

    უფალო გევედრები მიხსენი ამ განსაცდელისგან დიდება შენდა უფალო ამინ❤

  • @elenezabiloni8365
    @elenezabiloni8365 2 роки тому +29

    დიდება უფალს ჩვენთან არს ღმერთი

    • @user-to6xi4mg4x
      @user-to6xi4mg4x 3 місяці тому

      არს და იყოს !!!💒🙏🙏🙏❤❤❤🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪

    • @NatiaCuxishvili
      @NatiaCuxishvili Місяць тому

      დიდება უფალს

    • @marinaabuladze4085
      @marinaabuladze4085 Місяць тому

      უფალო შემიწყალენ ამინ❤

  • @Mishelitheluckiest
    @Mishelitheluckiest Місяць тому +2

    გევედრები უფალო წაიღე ყველა შავი ჯადოქრების დადებულიმძიმე დაავადება❤❤

  • @user-dc7hc1cs9o
    @user-dc7hc1cs9o 26 днів тому +2

    ღმერთი სიყვარულია ,მადლობა უფალო ყველაფრისთვის ,თანადგომისთვის ...

  • @eleneoniani8406
    @eleneoniani8406 Рік тому +2

    დიდება უფალს უფრო შემიწყალე მე ცოდვილი განკურნე ყოველგვარგანსაცდელისა და სნეულებისაგან ამინ

  • @natanata1428
    @natanata1428 Рік тому +3

    დიდება უფალს.მადლობა ყველაფრისათვის.მჯერა დაეხმარები ჩემ ოჯახს.დიდება უფალს ამინ.

  • @makvalaskirtladze1597
    @makvalaskirtladze1597 Рік тому +8

    ქალწულო დედაო ღვთისა დაიპარე და დაიცავი შენი წილხვედრი ქვეყანა და ჩვენ მონანი და მხევალნი შენნი ამინ🙏

  • @user-wi4yv5ik4h
    @user-wi4yv5ik4h 6 місяців тому +4

    დიდება უფალს!მადლობა უფალს.უფალო განკურნე ედუარდი მა

  • @katerinaeka9588
    @katerinaeka9588 Місяць тому +1

    დიდება და მადლობა უფალს ამინ 🙏🏻❤❤🇬🇪🇬🇪
    შემიწყალე უფალო🙏🏻❤❤

  • @xtiabogava7843
    @xtiabogava7843 Рік тому +1

    დიდება უფალო შენს სახელს.უფალო იესო ქრისტე შეგვიწყალენ ჩვენ ცოდვილნი.ამინ ამინ ამინ!!!!!!!

  • @eleneoniani8406
    @eleneoniani8406 Рік тому +2

    უფალო დიდებავამინ ამინ ამინ შენდა გევედრები უფალო განკურნებჩემი გიორგი ყველა სნეულებიდაგან

  • @user-zj4gj3oe6v
    @user-zj4gj3oe6v Місяць тому +2

    მადლობა და დიდება უფალს ყველაფრისათვის ამინ 🙏

  • @marikametreveli5842
    @marikametreveli5842 6 місяців тому +1

    მადლობა უფალს ყველაფრისათვის❤❤❤❤❤❤❤❤❤მადლობა თქვენ❤🎉🎉🎉🎉🎉

  • @lalimachitadze417
    @lalimachitadze417 8 місяців тому +2

    ამინ დიდება უფალს

  • @misheli1749
    @misheli1749 5 місяців тому +5

    ღმრთოსმშობელო გევედრები განმკურნე❤❤❤🙏🙏🥰🥰😇♾️♾️♾️

    • @Amine-Christ
      @Amine-Christ  5 місяців тому +1

      ამინ, ღმერთმა დაგლოცოთ და განგკურნოთ

  • @user-dj3td8rh1d
    @user-dj3td8rh1d 2 роки тому +5

    უფალო გევედრები გადამირჩინე შვილი, მიეცი ძალა რომ შეებრძოლოს თავის ავადმყოფობას .გამოიყვანე ავადმყოფოფობისგან უფალო ანნა. ამინ.

    • @Amine-Christ
      @Amine-Christ  2 роки тому +2

      ღმერთმა დალოცოს თქვენი შვილი, მიეცეს მას წმინდა ჯანმრთელობა და ღვთის მადლით; როგორც მამა ზეციერი ამბობს: "რადგან მე მოგცემ შენ განკურნებას და შენი წყლულისაგან მოგარჩენ," (იერემია 30:17) დალოცვილნი ყოფილიყავით🙏

    • @naziergin3574
      @naziergin3574 2 місяці тому

      💟🙏💟🙏💟🙏💟🙏💟❤❤❤❤❤❤❤

  • @user-fi2yy3jf2k
    @user-fi2yy3jf2k 2 місяці тому +1

    Დიდება მადლობა უფალო თქვენუფალო მადლობა ყველაფრისთვის მადლობა უფალო შემიწყალე მეცოდვილი გევედრები❤❤❤❤❤

  • @user-sj4xx5ep7c
    @user-sj4xx5ep7c 5 місяців тому +1

    მადლობა ღმერთს მადლობა უფალს ყველაფრისთვის ❤ამინ❤

  • @Mamuka141
    @Mamuka141 6 місяців тому +8

    დიდება უფალო შენს სახელს დაგვიფარე ქართველი ერი დაგვილოცე საქართველო გადაგვირჩინე სამშობლო.მიყვარხარ უფალო❤❤❤❤

  • @levanbalisevichi8817
    @levanbalisevichi8817 11 місяців тому +1

    ამინ უფალო დიდება შენდა ყველაფრისთვის რაც გამაჩნია

  • @natelatodadze1228
    @natelatodadze1228 10 місяців тому +2

    ღმერთი არს ჩემთან მუდამ და მკურნავს მე დიდება უფალს,ამინ.🙏🙏

  • @davitkosiani716
    @davitkosiani716 9 місяців тому +2

    დიდება შენდა უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო,ჩემო ღმერთო ჩემო იმედო ❤️🙏🙏🙏🙏🙏

  • @user-ce2gj8fg7w
    @user-ce2gj8fg7w 5 днів тому

    დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვის რომ ზრუნავს ჩვენზე

  • @Zaira23513
    @Zaira23513 9 місяців тому +4

    დიდება და მადლობა ღმერთს რადგან შენ ხარ ის ვინც ჩემს ცხოვრებას სიყვარულლით მპასუხობს და ღმერთი მეხმარება ჩემს ცხოვრებაში რაც ხდება გმადლობთ უფალო შენი დიდებით ვცხოვრობ,💥🌹🥀🌺💕❤️💝🙏🏻🙏🏻🙏🏻🤗🌳🌳🌳

  • @misheli1749
    @misheli1749 10 місяців тому +3

    დიდება უფალს დიდება ამინ უფალი არს ჩვენთან❤❤❤❤😇😇😇😇😇🫶🫶♾️♾️♾️♾️❤️❤️❤️❤️❤️🙏🙏🙏🙏🙏

  • @iraklifutkaradze510
    @iraklifutkaradze510 4 місяці тому +1

    დიდება უფალს,დიდება უფალს,დიდება უფალს,🙏🙏

  • @nonakiuti9513
    @nonakiuti9513 9 місяців тому +4

    დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის ამინ

  • @ninachanturia953
    @ninachanturia953 7 місяців тому +2

    დიდება უფალს, მადლობა უფალს 🙏❤უფალო იესო ქრისტე დაგვიფარე ყოველგვარი განსაცდელისაგან 🙏დიდება უფალს ამინ 🙏❤

  • @user-uf2ql2iw3x
    @user-uf2ql2iw3x Місяць тому +1

    დიდება უფალს გევედრები განმკურნე უფალო და წარმომიგზავნე შენი მფარველი ანგელოზები❤❤❤❤

    • @Amine-Christ
      @Amine-Christ  Місяць тому +1

      ამინ, ღმერთმა დაგლოცოთ და განგკურნოთ

  • @ninimoss7088
    @ninimoss7088 2 роки тому +15

    დიდება უფალო შენს სახელს დიდება!!! და მადლობა ყველაფრისთვის ყოვლად ძლიერო. ამინ.

  • @tamarjghamadze6086
    @tamarjghamadze6086 8 місяців тому +2

    დიდება უფალს. მადლობა ღემრთო რომ ჩემთან ხარ სულ და მიცავ ყველანაირი ბოროტისგან. ❤❤ დიდება უფალს. უფალო შემიწყალე🙏❤️ამინ🙏❤️

    • @natelan486
      @natelan486 6 місяців тому

      უფალო დიდება შენდა.დიდი მადლობა ყველაფრისათვის.შენ გვერდში დგომას ყოველთვის ვგრძნობ და დიდი მადლობა უფალო ამისათვის. უფალო დამიტოვე ჩემი შვილი და შვილიშვილები ეხლა ძალიან ვჭირდები. გმადლობთ უფალო ყველაფრისათვის გმადლობთ.

  • @zazakhozrevanidze-pj7ky
    @zazakhozrevanidze-pj7ky 4 місяці тому +1

    უფალო გთხოვ გაგვათავისუფლე ყველანაირი ბოროტებისგან და უარყოფითისგან მე ჩემი შვილები შვილიშვილები და ყველა დედამიწელი❤🙏🙏🙏

    • @Amine-Christ
      @Amine-Christ  4 місяці тому

      ამინ, დიდება უფალს

  • @natelaburduli5772
    @natelaburduli5772 8 місяців тому +5

    შენი იმედი მაქვს უფალო 🙏🙏

    • @Maia-pq1qt
      @Maia-pq1qt 28 днів тому +1

      შენი იმედი მაქვს უფალო

  • @marikvernadze9019
    @marikvernadze9019 9 місяців тому +3

    მადლობა უფალო ყოველი გათენებული დღისათვის. მშვიდობისთვის ჩემი საყვარელი ახლობლებისთვის.ამინ ამინ ამინ🙏🙏🙏❤️❤️❤️❤️

  • @nunuxuchua458
    @nunuxuchua458 2 роки тому +10

    მადლობა მამა ღმერთს იესო ქრისტეს სული წმინდას ყველაფრისთვის

  • @user-sj7zr2zq2c
    @user-sj7zr2zq2c 11 місяців тому +5

    ღმერთო დაიფარე ჩვენი საქართველო ამინ

  • @koiavazurab3132
    @koiavazurab3132 2 роки тому +23

    დიდება უფალს.ამინ.
    ღმერთო დიდებულო, გთხოვ, გევედრები გადაარჩინე შენი შექმნილი დედამიწა, ადამიანები.
    გვაპატიე, შეგვინდევ და შეგვიწყალენ ჩვენ ცოდვილნი.ამინ.🇺🇦🇬🇪

  • @user-qz5lr1qt8m
    @user-qz5lr1qt8m 25 днів тому +1

    დიდება უფალს, ამინ!❤

  • @natanata1428
    @natanata1428 Рік тому +2

    უფალო დამეხმარე და გამომაჯამრთელე. დიდი მადლობა უფალო.გთხოვ უფალო დაგვეხმარე
    .დიდება უფალს .ამინ?

  • @marina-kx9vx
    @marina-kx9vx Рік тому +2

    გაანთავისუფლე უფალო გევედრები დეპრესიისგან ნერვოზისგა მიმყოფე ჯანმრთელები დღეგრძელები დიდება უფალს მის მადლს და ძალას ამინ

  • @user-uf2ql2iw3x
    @user-uf2ql2iw3x Місяць тому +1

    დიდება უფალს მომეცი უფალი ჯანმრთეკობა გევედრები

    • @Amine-Christ
      @Amine-Christ  Місяць тому

      ამინ, დაგლოცოთ ღმერთმა და მოგცეთ ჯანმრთელობა

  • @user-di7yf5fo3q
    @user-di7yf5fo3q 2 роки тому +12

    დიდება უფალს 🙏🙏🙏
    მადლობა უფალო რომ არსებობ და შენ ჩემში ხარ🙏🙏🙏
    ეს ლოცვა ჩემშია და მე მომწონს იგი❤❤🙏🙏🙏

  • @vardochiburdanidze9672
    @vardochiburdanidze9672 11 місяців тому +7

    დიდი მადლობა უფალო იესო ქრისტე გთხოვთ დალოცვილი გზით მატარე ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

  • @user-di7yf5fo3q
    @user-di7yf5fo3q 2 роки тому +7

    დიდება მაღალთა შინა🙏🙏🙏დიდება უფალს🙏🙏🙏

  • @ninoninonino2570
    @ninoninonino2570 Рік тому +1

    Dideba ufals amin madlob ufalo yvelafristvis madlob ufalo yoveli dxistvis da imedistvis 🙏🙏🙏🙏💖💖💖💖💖💖💖💖💖

  • @roulwer4150
    @roulwer4150 2 роки тому +27

    ყველაზე მეტად შენ მიყვარხარ,
    ყველაზე მეტად შენ გენდობი
    ყველაზე მეტად შენ მჭირდები უფალო იესო ქრისტე!!

  • @GiorgiDideba
    @GiorgiDideba 5 днів тому

    დიდებაუფალს უფალო დაიფარე ყველა

  • @nanaskhirtladze2434
    @nanaskhirtladze2434 2 роки тому +6

    უფალო დამლოცე გამაძლიერე დამლოცე დამლოცე ჩემი ქვეყანა ამინ

    • @user-yf1qk5ur1o
      @user-yf1qk5ur1o Рік тому

      ღმერთო გამაძლიერე დამლოცე ,დალოცე ჩემი საქართველო.

    • @marinaabuladze4085
      @marinaabuladze4085 2 місяці тому

      დამლოცე უფალო და გამაძლიერე❤

  • @ditomargia4095
    @ditomargia4095 Рік тому +1

    დამლოცე უფალო მაკურთხე რათა გავძლიერდე რწმენით ლოცვით და შენ მიერ ბოძებული სიყვარულით ამინ❤❤❤

  • @mariamfxiklashvili7266
    @mariamfxiklashvili7266 4 дні тому

    Ufalo ieso qriste ceo xvtisao shemiwyale me codvili gemudarebi ufalo gadmomxede am wams 🙏🙏🙏❤️❤️❤️❤️❤️

  • @maiagavasheli4520
    @maiagavasheli4520 2 роки тому +2

    დაე შეეწიოს ეს ლოცვა დათოს, სალომეს, ნუკრის უფალო დიდება შენდა ამინ

  • @ditomargia4095
    @ditomargia4095 Рік тому +2

    დამლოცე უფალო მაკურთხე რათა გავძლიერდე რწმენით ლოცვით და შენ მიერ ბოძებული სიყვარულით ამინ

  • @tamaributxuzi4200
    @tamaributxuzi4200 Рік тому +6

    მადლობა ჩემო იესო ქრისტე, ყოვლისშემძლე, ძლიერო, უკვდაო ყოველივესათვის. დიდება მამასა, ძესა და წმინდასა სულსა. მომეცით ჯანმრთელობა და მიხსენით ტკივილებისაგან. თაყვანს გცემთ, მიყვარხართ თქვენს იმედათ მყოფი. 💖💖💗

  • @SimonChichiashvili
    @SimonChichiashvili 2 роки тому +12

    დიდი მადლობა ამ ძვირფასი სიტყვებისთვის. დიდება უფალს!

  • @iakobregvadze8224
    @iakobregvadze8224 2 роки тому +6

    მადლობა უფალს სიყვარულისათვის.🙏🙏🙏❤️❤️მადლობა უფალს ყველაფრისათვის

  • @natanata1428
    @natanata1428 Рік тому +1

    ღმერთო გევედრები დაიცავი ჩემი შვილლი და შვილიშვილები.მოგვეც ჯანმრთელობა.უფალო ძალიიან გვჭირდები დაგვეხმარე.დიდება უფალს.ამინ.

  • @maiabukia8500
    @maiabukia8500 2 роки тому +6

    დიდება უფალს🙏 მადლობა ღმერთო ყველაფრისთვის🙏 მადლობა რომ არსებობ❤❤❤

  • @ninoninonino2570
    @ninoninonino2570 Рік тому +2

    Ufalo ieso qriste CEO xvtisao shemiwyale me codvili 🙏💖

  • @laligrigolaia9161
    @laligrigolaia9161 2 роки тому +5

    მადლობაᲓადიდება უფალს,ამენ,,💞💞💞💞და მადლობა თქვენ

    • @Amine-Christ
      @Amine-Christ  2 роки тому

      მადლობა თქვენ, დაგლოცოთ ღმერთმა

  • @dianakulkova4239
    @dianakulkova4239 Рік тому +5

    დიდება უფალს მადლობა უფალო 🙏🙏🙏

  • @Alias261
    @Alias261 2 роки тому +3

    მადლობა ამ ლოცვისათვის. ძლივს ვნახე ლოცვა, სადაც ყოველი სიტყვა და ფრაზა არსებობს, რომელიც ჩემს სულთან მოვიდა, გავიგე რას ვთხოვ უფალს და ზუსტად ის არის მე რაც მჭირდება. მადლობა თქვენ ამისათვის❤️

    • @Amine-Christ
      @Amine-Christ  2 роки тому +2

      მადლობა თქვენ, დაგლოცოთ ღმერთმა; მიხარია ამ სიტყვების მოსმენა ❤

  • @irakvaratsxelia7638
    @irakvaratsxelia7638 2 роки тому +2

    უფალო მადლობა რომ მამყოფებ შემთან! მე მჯერა შენი რომ ზრუნავ ჩემზე და მიყვარხარ!მჯერა რომგა ნმკურნავ

  • @makagabrichidze564
    @makagabrichidze564 10 місяців тому +2

    მადლობა უფალს მადლობა მთელი გულით და სიყვარულით💖🙏💖

  • @nikola_tvalchrelidze5103
    @nikola_tvalchrelidze5103 Рік тому +2

    დიდი მადლობა ყველაფრისთვის უფალს ამინ დიდება უფალს მე მწამს და მჯერა უფალი არასდროს მიგვატოვებს 💖💖💖💖💞💖💖💖💞💖💖💖💖💖💖💖💖

  • @nikola_tvalchrelidze5103
    @nikola_tvalchrelidze5103 Рік тому +1

    დიდი მადლობა ყველაფრისთვის უფალს ამინ დიდება უფალს 💖💖💖💖💖💖💖💖💖მწამს რომ არასდროს მიგვატოვებს უფალი ჩვენი ოჯახებით ამინ დიდება უფალს ამინ

  • @anamalazonia7455
    @anamalazonia7455 11 місяців тому +1

    დიდება და მადლობა უფალს!ამინ!

  • @zazakhozrevanidze-pj7ky
    @zazakhozrevanidze-pj7ky 4 місяці тому +1

    დიდება უფალს...მადლობა უფალს ...დამეხმარე უფალო...დამლოცე უფალო...უფალო შეგვიწყალენ ამი! ამინ! ამინ!!!❤❤❤

  • @atheansgree2347
    @atheansgree2347 11 місяців тому +1

    დიდება უფალს.....მადლობა უფალს ყველაფრისთვის რაც იყო, რაც არი და რაც იქნება ...უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე ცოდვილი ამინ❤

  • @leilakokilashvili2663
    @leilakokilashvili2663 2 роки тому +4

    მადლობა ღმერთო დიდება შენდა უფალოამინ.

    • @tristanjalagonia5891
      @tristanjalagonia5891 2 роки тому +1

      მადლობა უფალო ყოველდᲦე ,რომ კურნავ ᲩᲔᲛს სულსა და სხეულს ᲦᲛᲔრᲗᲝ ᲒᲗᲮᲝᲕ ᲒᲐᲜᲛᲙურნე ყოველგვარი სნეულებისგან დიდება უფალს ამინ

  • @rusikogogoxia3381
    @rusikogogoxia3381 2 роки тому +6

    მიყვარხარ და გენდობი უფალო ღმერთო.მჯერა ყველაფერი კარგად იქნება ამინ.ჩვენთან არს ღმერთი.დიდება უფალს ამინ➕💒❤🌺

  • @ninogulishvili9714
    @ninogulishvili9714 2 роки тому +6

    Dideba ufals amin madloba ufalo yvelafristvis ♥️

  • @user-zj4gj3oe6v
    @user-zj4gj3oe6v 6 місяців тому +1

    მადლობა და დიდება უფალს ყველაფრისათვის ამინ ♥️🙏🙏

  • @irakliphagava1128
    @irakliphagava1128 2 роки тому +10

    დიდება უფალს,მადლობა რომ არსებობ იესო ქრისტე, გაგვაძლიერე და სწორ გზაზე დაგვაყენე საქართველო და ქართველი ერი.გთხოვ და გევედრები მამა ზეციერო

  • @Mishelitheluckiest
    @Mishelitheluckiest 3 місяці тому +1

    მე და დედაჩემი მარად ცოცხალი ჯანმრთელი მშვიდი სულიერად და ხორციელად ❤❤

  • @mariamfxiklashvili7266
    @mariamfxiklashvili7266 3 місяці тому +2

    Ufalo ieso qriste CEO xvtisao shemiwyale me codvili Amin 🙏🙏🙏❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

  • @dodoiremashvili1524
    @dodoiremashvili1524 Рік тому +1

    უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩემო შემიწყალე მე ცოდვილი ამინ.

  • @user-ts6lk2mc9i
    @user-ts6lk2mc9i 3 місяці тому

    დიდება უფალს! ღმერთო დაგვიფარეთ ყველგან გაგვაძლიერეთ ოჯახით, და განმკურნეთ ავი თვალისგან და დაგვაყენეთ მომავალ ლამაზ ფერად ცხოვრების გზას წარმატებებით მე დედა ბებია ტატიანა, ჩემი შვილი ოთარი, ჩემი ლევანი შვილი შვილი დაგვლოცეთ. ამინ!. მადლობა უფალს.. ამინ!❤🌹🇬🇪

  • @makvalaskirtladze1597
    @makvalaskirtladze1597 Рік тому +1

    dedao gtisa daipare qalwulo mariam sruliad saqartvelo amin.🙏🙏

  • @rusikogogoxia5749
    @rusikogogoxia5749 2 роки тому +7

    ღმერთო მაღალო უფალო იესო დამლოცე განმკურნე მომმადლე ბედნიერი წარმატებული დღები გამაძლიერე დამიფარე ამინ ⛪🙏💖

  • @eleonoratsitadze4061
    @eleonoratsitadze4061 Рік тому +4

    ღმერთი ჩემთან არს მუდამ.მე ვგრძნობ უფლის დახმარებას.დიდება.უფალს.🙏🙏🙏🙏🙏🙏

  • @-e25
    @-e25 2 роки тому +11

    Მადლობა უფალო ყველაფრისათვის

  • @marinaabuladze4085
    @marinaabuladze4085 2 місяці тому +1

    დამლოცე უფალო განუკურნებელი ყოველი ს ნეულებისაგა დიდება შენდა უფალო ამინ❤

    • @Amine-Christ
      @Amine-Christ  2 місяці тому

      დაგლოცოთ ღმერთმა და ჯანმრთელობა მოგცეთ

  • @nikola_tvalchrelidze5103
    @nikola_tvalchrelidze5103 Рік тому +1

    დიდი მადლობა უფალო ყველაფრისთვის ვიცი არასდროს მიმატოვებ დიდება უფალს ამინ რომ

  • @levanigelashvili5544
    @levanigelashvili5544 Рік тому +1

    დიდება უფალო შენს სახელს უფალო დამლოცე გამადზლიერე

  • @user-qg5pl5fk6v
    @user-qg5pl5fk6v 11 місяців тому +2

    დიდება უფალს ამინ❤😊

  • @rsali7931
    @rsali7931 Рік тому +8

    Мадлоба ! Рахмет !
    Спаси и сохрани , Господь, Грузию!!! Мир и процветание этой прекрасной стране и благословенному народу !!! 💐💐💐🙏🏽🇰🇿

    • @Amine-Christ
      @Amine-Christ  Рік тому +1

      Спасибо от всего сердца , Будьте здоровы 💖

  • @user-si3wj7ko7z
    @user-si3wj7ko7z Рік тому +1

    დიდება ჩემს საყვარელ უფალს მიყვარხარ ღმერთო დიდება შენდა ამინ❤❤❤❤❤🙏🙏🙏🙏

  • @rusikogogoxia5749
    @rusikogogoxia5749 2 роки тому +6

    ღმერთო გამაძლიერე .გთხოვ განკურნე და შემეწიე უფალო ძლიერო.ამინ⛪💖

  • @marinachachhkiani6843
    @marinachachhkiani6843 Рік тому +2

    დიდება უფალს და მადლობა უფალს! უფალო დაიცავი ჩემი ოჯახი!

  • @user-ip2sh5eg6k
    @user-ip2sh5eg6k 11 місяців тому +1

    დიდება უფალს.უფალი დიდია ,იგი მართლა მკურნავს,რასაც ვთხოვ მისრულებს❤❤❤

  • @marinaabuladze4085
    @marinaabuladze4085 2 місяці тому +1

    დიდება დამადლობა უფალს ყველაფრისათვის უფალო შემიწყალენ❤

  • @makakomacharashvili6369
    @makakomacharashvili6369 10 місяців тому +3

    დიდება უფალს! 🙏❤️🌿

  • @rusikogogoxia3381
    @rusikogogoxia3381 2 роки тому +4

    მადლობა უფალო .შენს ძალას ვგრძნობ რომელუც მაძლიერებს.მკურნავს და მეცმარება სირთულეებში.ღმერთო მაღალო უფალო იესო შეგვეწიე ყველგან და ყველაფერში.ამინ➕💒🌺

  • @datoberidze8911
    @datoberidze8911 2 роки тому +5

    დიდება უფალს🙏 მე ვგრძნობ რომ ვარ ჯამრთელი რადაგნ ღმერთია თავად სიყვარული მადლობა უფალო🙏

    • @irakvaratsxelia7638
      @irakvaratsxelia7638 Рік тому +1

      მადლობა უფალო შენი სიყვარულისათვის ჩვენდამი. შემინდე,რამეთუ მავიწყდება რომ ხშირად მავიწყდება მადლობის თქმა ამ სიყვარულისთვის და იმისთვის,რაიცა მოგვმადლე ჩვენ.უფალო შემიწყალე განმკურნე დამიცევ

  • @aleqsandraferadze992
    @aleqsandraferadze992 2 роки тому +7

    მადლობა ღმერთო ამ სიყვარულისთვის

  • @tatianamshvildadze2168
    @tatianamshvildadze2168 3 роки тому +10

    მომეც ჯანმრთელობა მე და ჩემს ახლობლებს.ამინ.

    • @shotikoization
      @shotikoization 3 роки тому +1

      ამინ, დალოცვილნი ყოფილიყავით

    • @gochachumashvili8903
      @gochachumashvili8903 2 роки тому +1

      დიდება ღმერთს.
      ამინ.

  • @ninodoijashvili4330
    @ninodoijashvili4330 2 роки тому +5

    დიდება უფალს.ამინ!