ბუ - საქართველო / bu - saqartvelo

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 28 вер 2024
  • ხმის რეჟისორი - ქორი ლადო
    ხარი სტუდიო
    Prod. Eleven Empire Beats
    დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის - ბატონ თამაზ ბექაიას
    ლექსი - ნანა მეფარიშვილი
    ტექსტი
    ცას გაუმარჯოს, ნამუსის ქუდს ჩვენის მიწისა,
    მზეს გაუმარჯოს ცის გულ-მკერდზე შებნეულ ტაძარს,
    ლაზარეს ენას გაუმარჯოს ურყევს ფიცისა
    და ქართულ სიტყვას, სიყვარულად ანთებულ ხანძარს.
    ჩვენს სალოცავებს გაუმარჯოს მიწის კელაპტრებს,
    ქართულ ალიონს ცისკრის ლოცვით ვუთხრათ დიდება,
    უქრობ სანთლებად ეციმციმოს, მუდამ ელავდეს,
    რწმენა, რომელიც არ იცვლება, არ იყიდება.
    სვეტიცხოველის კედლებიდან გადმოღვრილ მირონს,
    და მის ფუძეზე ამონთებულ კვართის ნათებას,
    ეს გაუმარჯოს საკურნებლად დაწურულ ღვინოს,
    დედა ღვთისმშობლის ხატებიდან გამონათებას.
    წმიდა საძვალეს გაუმარჯოს წინაპრის გზა-კვალს,
    მათ ნატერფალზე მიმოფენილ სანთლების ციმციმს,
    აღმაშენებლის და თამარის გამომზრდელ აკვანს,
    ვერ დაჩოქებულ ვაჟკაც გმირებს, მათ ალალ სიცილს.
    მთებს გაუმარჯოს, საქართველოს შეუვალ სინდისს,
    ვაზს გაუმარჯოს, საქართველოს სისხლის დინებას,
    კაცს გაუმარჯოს, ვინც მიწა-წყალს არასდროს ყიდის,
    ვინც არ გაკადრებს, არც შეირჩენს დედის გინებას.
    მკერდს გაუმარჯოს, მშობლის თბილ მკერდს, შვილთა სალოცავს,
    დაღლილ სახეზე დასაკოცნელ ნაოჭს და ნაკვთებს,
    ქალს გაუმარჯოს ერთგულების ნიმუშს საოცარს
    და შვილის ხელებს, დედის ყელზე შებნეულ ბაფთებს.
    ეს გაუმარჯოს კელიებში მოფენილ ნათელს,
    მდუმარე ბერებს, სამშობლოსთვის მგალობელ მწყემსებს,
    უხრწნელ სხეულებს საქართველოს ჩაუქრობ სანთლებს,
    ტრადიციების შეურყეველ კანონს და წესებს.
    ეს, ქართულ ოჯახს გაუმარჯოს, მამულის კედელს,
    შვილების ხმაურს გაუმარჯოს და პაპის მარანს,
    იმ ნაღდ ქართველებს გაუმარჯოს, ოფლით რომ სჭედეს,
    სინდის_ ნამუსი, ბოროტებას მუდამ რომ სძალავს.
    ეს, საქართველოს გაუმარჯოს ოთხივე კუთხით,
    უშბას სიწმინდეს და თეთნულდის კაბას ქათქათას,
    გოლგოთის მიწას გადავსებულს გვამით და ფურთხით
    და მაინც მედგარს, ღვთისმშობელის აფარულ კალთას.
    ფშავ-ხევსურეთში კანტი-კუნტად მოარულ ჭარმაგს,
    მთიულის ეზოს, მოღიღინე გლეხის მარჯვენას,
    ეს გაუმარჯოს ერთგულ კაცის შრომას და ამაგს,
    არ მიტოვებულ კერიაზე შვილის გაჩენას.
    იმერულ ოდას გაუმარჯოს სავსეს, სტუმრიანს,
    კახელის ჭერქვეშ ადუღებულ სისხლსა და მაჭარს,
    ეს გაუმარჯოს გულ-გადახსნილ მხარეს გურიას,
    ნიკორწმინდასთან მუხლებ_ მოყრილ თვალ-წარმტაც რაჭას.
    აფხაზეთიდან წამოქროლილ ცრემლიან ქარებს,
    შეურყევ ძმობას, სიშორეც რომ ვერაფრით მოხრის,
    ეს გაუმარჯოს ქართლის ჭირზე ნაცრემლარ თვალებს
    და დამწველ მზერას ამაყი და ნამდვილი კოლხის.
    აჭარის მიწას გაუმარჯოს სისხლით ნაპოხარს,
    ნენეს გულ-მკერდზე დაკიდებულ დამალულ ჯვარცმას,
    კლდეზე მიჯაჭვულ ამირანის ცრემლიან ოხვრას,
    ვეფხისტყაოსნის მარცვალ_მარცვალ ლოცვებად აცმას.
    მესხეთის მიწას გაუმარჯოს, მადლიან სამცხეს,
    ყოველ მტკაველზე შემონახულ სიწმინდის მარაგს,
    ეს გაუმარჯოს მთასა და ბარს მირონით ნაცხებს,
    ყაზბეგის მთიდან დაქანებულ ხვავრიელ არაგვს.
    ეს გაუმარჯოს დღეს ხვალინდელს, მზით რომ იდარებს,
    გულმართალ კაცებს, მამულისთვის ვინც არაგველობს,
    იბერიაში მობრძანებულ ნამდვილ წმინდანებს,
    თბილისის სიონს და ყინწვისის მთავარ ანგელოზს.
    საქართველოსთვის გაღებულ სისხლს, მისთვის წამებას,
    ძნელად გამოცხვარ ობლის კვერს და სურნელს პურისა,
    ეს გაუმარჯოს მამას, ძეს და წმიდა სამებას,
    სამშობლოს ჩვენსას, უქრობ ლამპარს სიყვარულისა.
    ეს გაუმარჯოს ქართულ ცეკვას, რითმიან ლექსებს,
    უძილო დედის იავნანას საქვეყნოდ განთქმულს,
    ეს გაუმარჯოს ყლორტებ-აყრილ მადლიან ფესვებს,
    ყველაფერს ნამდვილს გაუმარჯოს, ყველაფერს ქართულს.

КОМЕНТАРІ • 23

  • @LadyZartbitter
    @LadyZartbitter 3 роки тому +11

    🦉, ეს რა სასწაული ტექსტია... მეოთხედ ვატრიალებ ზედიზედ და ყოველ მოსმენაზე ჟრუანტელი მივლის... ვაა, შოკი!😳 🖤🔥

  • @დიმიტრიქირია

    saxol cmaaaa magari adamiani xar

  • @Futureversehub
    @Futureversehub 3 роки тому +5

    პირველად გავძელი 5 წუთით სუნთქვა შეკრული! სასწაულია ბრავოო! !!♡♡♡

  • @giorgimiminoshvili5857
    @giorgimiminoshvili5857 3 роки тому

    საქართველოს შვილი ბუ-მიმინოშვილი.❤️❤️❤️💪

  • @theblacksociety6234
    @theblacksociety6234 3 роки тому +2

    ყველაზე ძერსკი ხარრ ბუუუუ ♥️♥️♥️♥️

  • @beqabeqaa829
    @beqabeqaa829 3 роки тому

    საუკეთესო ხარ ბუ!ბრავო👏

  • @ТеймуразТугуши
    @ТеймуразТугуши 3 роки тому +1

    მაგარია.

  • @sopotsurtsumia3194
    @sopotsurtsumia3194 Рік тому

    🇬🇪♥️

  • @besogerliani6073
    @besogerliani6073 2 роки тому

    წარმატებები შენ ნეტავ ფასდწბოდეს საქართველოში შენაირი პოეტები🖤

  • @aleksandrebezhashvili3733
    @aleksandrebezhashvili3733 3 роки тому

    ტექსტიც დადე ბუ 💖

  • @lashakhagulashvili3739
    @lashakhagulashvili3739 3 роки тому

    ტექსტი ჩაადეე ბუკაც რაა მაგარიაა

  • @nikaqitiashvili9327
    @nikaqitiashvili9327 3 роки тому

    💯👍👍👍👍👍👍👍👍👍

  • @GI--RA
    @GI--RA 3 роки тому +2

    ამ სიტყვებზე დისლაიქის გამკეთებლის დდმ 😠.
    მაგარი სიტყვებია ბუ ✌️✌️🥰

  • @beqapapu541
    @beqapapu541 3 роки тому +5

    ავტორი სათაურში დაუწერე ❤❤

  • @1GiorGi1
    @1GiorGi1 3 роки тому

  • @nianaa
    @nianaa 2 роки тому +2

    საოცარი სიტყვები დაილოცოს ჩვენი მამული ენა სარწმუნოება ამინ ☦️🙏🇬🇪♾️☮️👍✝️🧡

  • @sandroxutsishvili9367
    @sandroxutsishvili9367 2 роки тому +1

    ცას გაუმარჯოს, ნამუსის ქუდს ჩვენის მიწისა,
    მზეს გაუმარჯოს ცის გულ-მკერდზე შებნეულ ტაძარს,
    ლაზარეს ენას გაუმარჯოს ურყევს ფიცისა
    და ქართულ სიტყვას, სიყვარულად ანთებულ ხანძარს.
    ჩვენს სალოცავებს გაუმარჯოს მიწის კელაპტრებს,
    ქართულ ალიონს ცისკრის ლოცვით ვუთხრათ დიდება,
    უქრობ სანთლებად ეციმციმოს, მუდამ ელავდეს,
    რწმენა, რომელიც არ იცვლება, არ იყიდება.
    სვეტიცხოველის კედლებიდან გადმოღვრილ მირონს,
    და მის ფუძეზე ამონთებულ კვართის ნათებას,
    ეს გაუმარჯოს საკურნებლად დაწურულ ღვინოს,
    დედა ღვთისმშობლის ხატებიდან გამონათებას.
    წმიდა საძვალეს გაუმარჯოს წინაპრის გზა-კვალს,
    მათ ნატერფალზე მიმოფენილ სანთლების ციმციმს,
    აღმაშენებლის და თამარის გამომზრდელ აკვანს,
    ვერ დაჩოქებულ ვაჟკაც გმირებს, მათ ალალ სიცილს.
    მთებს გაუმარჯოს, საქართველოს შეუვალ სინდისს,
    ვაზს გაუმარჯოს, საქართველოს სისხლის დინებას,
    კაცს გაუმარჯოს, ვინც მიწა-წყალს არასდროს ყიდის,
    ვინც არ გაკადრებს, არც შეირჩენს დედის გინებას.
    მკერდს გაუმარჯოს, მშობლის თბილ მკერდს, შვილთა სალოცავს,
    დაღლილ სახეზე დასაკოცნელ ნაოჭს და ნაკვთებს,
    ქალს გაუმარჯოს ერთგულების ნიმუშს საოცარს
    და შვილის ხელებს, დედის ყელზე შებნეულ ბაფთებს.
    ეს გაუმარჯოს კელიებში მოფენილ ნათელს,
    მდუმარე ბერებს, სამშობლოსთვის მგალობელ მწყემსებს,
    უხრწნელ სხეულებს საქართველოს ჩაუქრობ სანთლებს,
    ტრადიციების შეურყეველ კანონს და წესებს.
    ეს, ქართულ ოჯახს გაუმარჯოს, მამულის კედელს,
    შვილების ხმაურს გაუმარჯოს და პაპის მარანს,
    იმ ნაღდ ქართველებს გაუმარჯოს, ოფლით რომ სჭედეს,
    სინდის_ ნამუსი, ბოროტებას მუდამ რომ სძალავს.
    ეს, საქართველოს გაუმარჯოს ოთხივე კუთხით,
    უშბას სიწმინდეს და თეთნულდის კაბას ქათქათას,
    გოლგოთის მიწას გადავსებულს გვამით და ფურთხით
    და მაინც მედგარს, ღვთისმშობელის აფარულ კალთას.
    ფშავ-ხევსურეთში კანტი-კუნტად მოარულ ჭარმაგს,
    მთიულის ეზოს, მოღიღინე გლეხის მარჯვენას,
    ეს გაუმარჯოს ერთგულ კაცის შრომას და ამაგს,
    არ მიტოვებულ კერიაზე შვილის გაჩენას.
    იმერულ ოდას გაუმარჯოს სავსეს, სტუმრიანს,
    კახელის ჭერქვეშ ადუღებულ სისხლსა და მაჭარს,
    ეს გაუმარჯოს გულ-გადახსნილ მხარეს გურიას,
    ნიკორწმინდასთან მუხლებ_ მოყრილ თვალ-წარმტაც რაჭას.
    აფხაზეთიდან წამოქროლილ ცრემლიან ქარებს,
    შეურყევ ძმობას, სიშორეც რომ ვერაფრით მოხრის,
    ეს გაუმარჯოს ქართლის ჭირზე ნაცრემლარ თვალებს
    და დამწველ მზერას ამაყი და ნამდვილი კოლხის.
    აჭარის მიწას გაუმარჯოს სისხლით ნაპოხარს,
    ნენეს გულ-მკერდზე დაკიდებულ დამალულ ჯვარცმას,
    კლდეზე მიჯაჭვულ ამირანის ცრემლიან ოხვრას,
    ვეფხისტყაოსნის მარცვალ_მარცვალ ლოცვებად აცმას.
    მესხეთის მიწას გაუმარჯოს, მადლიან სამცხეს,
    ყოველ მტკაველზე შემონახულ სიწმინდის მარაგს,
    ეს გაუმარჯოს ყველა კუნჭულს მირონით ნაცხებს,
    მთიდან ბარად დაქანებულ მჩქეფარე არაგვს.
    ეს გაუმარჯოს დღეს ხვალინდელს, მზით რომ იდარებს,
    გულმართალ კაცებს, მამულისთვის ვინც არაგველობს,
    იბერიაში მობრძანებულ ნამდვილ წმინდანებს,
    თბილისის სიონს და ყინწვისის მთავარ ანგელოზს.
    საქართველოსთვის გაღებულ სისხლს, მისთვის წამებას,
    ძნელად გამოცხვარ ობლის კვერს და სურნელს პურისა,
    ეს გაუმარჯოს მამას, ძეს და წმიდა სამებას,
    სამშობლოს ჩვენსას, უქრობ ლამპარს სიყვარულისა.
    ეს გაუმარჯოს ქართულ ცეკვას, რითმიან ლექსებს,
    უძილო დედის იავნანას საქვეყნოდ განთქმულს,
    ეს გაუმარჯოს ყლორტებ-აყრილ მადლიან ფესვებს,
    ყველაფერს ნამდვილს გაუმარჯოს, ყველაფერს ქართულს.

  • @enterlife6812
    @enterlife6812 3 роки тому +2

    ბუ მაგარი ხარ , უფალი გფარავდეს ,მრავალს დაგასწროს უფლის მადლმა და კოსმოსი იყოს შენი პატრონი

  • @spiritual-სულიერი
    @spiritual-სულიერი 3 роки тому +2

    ოპა ბუ მოიხოდა

  • @svansskii22
    @svansskii22 3 роки тому +1

    ბუ გენიოსი ხარ ძმაო

  • @gegagegenava5039
    @gegagegenava5039 2 роки тому

    saswauli simgera dzalian sasiamovno mosasmenia upali iyos sheni mparveli didi madloba am lamazi simgerebistvis

  • @Bob_Marley13
    @Bob_Marley13 2 роки тому

    sagollllllllllllllllllllllllllllllllllllllllll

  • @gioo6064
    @gioo6064 3 роки тому

    v a u