მულტიმედიური ალბომის "ბეატრიჩეს" პრეზენტაცია რომში

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 2 лис 2023
  • რომში დანტე ალიგიერის საზოგადოებამ თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩეს“ სადადგმო გუნდი - იდეისა და კონცეფციის ავტორი, თსუ-ს პროფესორი დავით მაზიაშვილი, დამდგმელი ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძე, ოსკარისა და ოქროს გლობუსის მფლობელი კომპოზიტორი დარიო მარიანელი დანტე ალიგიერის ოქროს მედლებითა და საპატიო დიპლომებით დააჯილდოვა!
    25 ოქტომბერს, იტალიაში, რომში, ფლორენციის სასახლეში, დანტე ალიგიერის საზოგადოების სათავო ოფისში, დანტე ალიგიერის საზოგადოების ორგანიზებით გაიმართა მულტიმედიური ალბომის „ბეატრიჩეს“ პრეზენტაცია, რომლის იდეის, კონცეფციის ავტორი, შემდგენელი და რედაქტორია თსუ-ს ასოცირებული პროფესორი დავით მაზიაშვილი.
    მულტიმედიური ალბომი „ბეატრიჩე“ აერთიანებს საქართველოში 2021 წელს, დანტე 700-ის მსოფლიო აღნიშვნის ფარგლებში, დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ შთაგონებით ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის მიერ შექმნილი თანამედროვე ბალეტის, „ბეატრიჩეს“ დადგმის ყოველ მნიშვნელოვან ეტაპს იდეიდან პრემიერამდე.
    რომში ღონისძიების დასასრულს, საქართველოში თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩეს“ დადგმისათვის, დანტე ალიგიერის საზოგადოებამ შემოქმედებითი გუნდი - იდეისა და კონცეფციის ავტორი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი დავით მაზიაშვილი, დამდგმელი ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძე, ოსკარისა და ოქროს გლობუსის მფლობელი იტალიელი კომპოზიტორი დარიო მარიანელი დანტე ალიგიერის ოქროს მედლებითა და საპატიო დიპლომებით დააჯილდოვა!
    პროექტის მხარდამჭერი : ქალაქ თბილისის მერია
    მულტიმედიური ალბომის „ბეატრიჩეს“ გამოცემის მხარდამჭერი:
    იტალიის საელჩო საქართველოში
    „თიბისი“ ბანკი
    პროექტის პარტნიორი: საქართველოს პირველი არხი
    რომში მულტიმედიური ალბომის „ბეატრიჩეს“ პრეზენტაციის ორგანიზატორი:
    დანტე ალიგიერის საზოგადოება
    მხარდამჭერი:
    საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
    თბილისის მერია
    საქართველოს საელჩო იტალიაში
  • Розваги

КОМЕНТАРІ •