ფუტკრებთან მოლაპარაკე

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 14 вер 2022
  • თუ ფუტკრებს უმეგობრდები, მათი ენა უნდა გესმოდეს - სხვანაირად არაფერი გამოვა. ასეა უკვე წლებია ქობულეთელი მეფუტკრის, ფერმერის და მასწავლებლის, გია რომანაძისთვისაც. 12 წლისა იყო, ბაბუამ რომ ფუტკრის ერთი ოჯახი აჩუქა და მათი ცხოვრების საიდუმლო დეტალების სწავლაც მაშინ დაიწყო. თუმცა ფუტკრის ყოლა და მოვლა მისთვის მხოლოდ თაფლის ან ფუტკრის სხვა პროდუქტების მოპოვებას არ ნიშნავს - მეფუტკრეობის გზა, პროფესიით მათემატიკოსი გია რომანაძისთვის, ფუტკრის შესახებ მეცნიერებამდე მიდის.
    მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტში ლექტორობას თავი დაანება, გია რომანაძე ქობულეთის პროფესიულ კოლეჯში თავის სტუდენტებს მეფუტკრეობას ასწავლის და ცდილობს მათ თანამედროვე ცოდნა მიაწოდოს. მის გაკვეთილებზე გვერდიგვერდ მსხდარან 70-ს გადაცილებული გამოცდილი მეფუტკრეც და 16 წლის დამწყებიც.
    ვინც ერთხელ მაინც მოხვედრილა გია რომანაძის სახლში, სოფელ წყავროკაში და მისი კარ-მიდამო უნახავს, კივის და სხვადასხვა ჯიშის მანდარინის პლანტაციებით, სხვა უცნაური ჯიშის მცენარეებით, მისი ფუტკრებით, შინაური ცხოველებით, ის აუცილებლად შეამჩნევდა მთავარს - სიყვარულს ყველაფერ იმის მიმართ, რასაც აკეთებს. არც მისი ტელეფონი ჩერდება - ხან სკა ჰყავს ვინმეს საშველი, ხან კივის გასხვლის თუ დამყნობის რჩევის მიღება უნდათ. უპასუხოდ, როგორც წესი, არავინ რჩება.

КОМЕНТАРІ • 8

  • @SaBBa2
    @SaBBa2 Рік тому +4

    ძალიან მაგარია როცა ადამიანს საქმე ასე უყვარს ❤️

  • @mananazumbulidze8282
    @mananazumbulidze8282 4 місяці тому

    რა საინტერისოდ საუბრობთ.არაფერი შეხება არ მაქვს ფუტქრებთან და არც ვაპირებ,მაგრამ ბოლომდე ვუსმინე სიამოვმებით.წარმატებები ბატონო თქვენს საქმეში👍

  • @lelasirbiladze1488
    @lelasirbiladze1488 Рік тому +1

    ძმა ხო ერკვევი ტექნოლოგიებში და როგორ მოვაგვარო ეს პრობლემა ანუ ტელეფონი ჩართულზე არ იტენება მარა სულ თუ გამორთავ მაშინ ტენის და დამეხმარები?

  • @tammysilagadze2336
    @tammysilagadze2336 Рік тому

    Batono Gia, meputkreoba nulidan video gakvetilebi ikneb gaaketot da gagviziarot mteli tqveni sibrdzne. 🥰.mravali weli ixaret!

  • @DarejanQashakashvili
    @DarejanQashakashvili Рік тому

    ძალიან საინტერესო იყო თქვენი ვიდეო. გაიხარეთ.მაიტერესებს როგორ გავამრავლოთ ფუტკარი: გაყოფაით თუ მაღაზია დავადგათ.ერთი სკა მყავს და დახმარება მჭირდება

  • @giomeliqidze
    @giomeliqidze Рік тому

    იმენა WOW😇🤩

  • @arqimandritibasili5882
    @arqimandritibasili5882 Рік тому

    ვერ გავცდით კომუნიზმს , მათ შორის მეფუტკრეობაშიც…რას ნიშნავს, ერთ ოჯახზე გამოყენებული ასტამის გამოყენება არ შეიძლება მეორე ოჯახზე?…

  • @lizikodaliziko
    @lizikodaliziko Рік тому

    🤍