„ქართველურ ტომთა სახელებისა და ქართველთა სახელმწიფოს აღმნიშვნელი ქორონიმების ისტორია"

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 29 січ 2014
  • ლექცია #9 პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე. ლექციის თემა: „ქართველურ ტომთა სახელებისა და ქართველთა სახელმწიფოს აღმნიშვნელი ქორონიმების ისტორია". "ქართველურ ტომთა სახელებისა და და ქართველთა სახელმწიფოს აღმნიშვნელი ქორონიმების ისტორია" წარმოადგენს საბაკალავრო პროგრამის სასწავლო კურსის - ქართველოლოგიის შესავალის - ერთ-ერთ სალექციო თემას. ლექციაში გაანალიზებულია ქართულ თუ უცხოურ ისტორიულ წყაროებში დაცული წინარექართველური ტომებისა და ქართველური თემების სახელების, ასევე, საქართველოს აღმნიშვნელი ქართული და უცხოური ქორონიმების (ქორონიმი - ქვეყნის სახელი) ისტორიას; კერძოდ, ლექციის პროცესში წარმოდგენილ რუკებზე ასახულია ძველი ქართული საზოგადოებების განსახლების არეალი და ფორმობლივ-სემანტიკურად გაანალიზებულია მათი სახელები; კერძოდ, ლექციაში საუბარია ჰალიძონების ანუ ხალიბების, ქაშქების, მუშქების ანუ მოსხების, კოლხების ანუ კოლების, დაიანელების ანუ ტაოელების, ტობარენების,ქალდების ანუ ხალდების, დიძერების ანუ ბიძერების, სასპერების ანუ იბერების, ფასიანების, ჰენიოხების ანუ სვანების, ცხუმების, ზანების/სანების ანუ ჭანების, ლაზების, ტუსკების ანუ თუშების, კახებისა და კუხების, ჰერების, ფხოველების, აფშილების, აბაზგების, ობეზების ანუ ებზების... შესახებ.
    ტომთა ამ სახელების დიდი ნაწილი ერთმანეთის ფონეტიკური ვარიანტებია და იხსნება მხოლოდ მათი საერთო წარმომავლობით.
    აშკარაა, რომ ძველი წელთაღრიცხვის დასასრულს 10-ზე მეტი ქართველური ტომი თუ თემი ასებობდა, რომელთაც ამდენივე სასაუბრო კილო ჰქონდათ; მათი კილოებისთვის ამოსავალ თუ საერთო ენობრივ სისტემას, მოდელს დაეფუძნა ქუჯისა და ფარნავაზის ეპოქაში ზოგადეროვნული სამწიგნობრო ენა.
    ლექციაში ასევე განხილულია სხვადასხვა დროს სხვადასხვა ენაში ქართველთა ერთიანი სახელმწიფოს აღმნიშვნელი შემდეგი სახელები: ქართლი, კოლხა, იბერია/ივერია, აფხაზეთი... ახსნილია ამ ქორონიმთა შინაარსის ცვლის მიზეზები.

КОМЕНТАРІ •