ულტრამემარჯვენე ექსტრემისტების მსვლელობა სოფიაში

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 17 лют 2018
  • ბულგარეთის დედაქალაქში ულტრამემარჯვენე ექსტრემისტების მსვლელობა გაიმართა.
    სოფიას ქუჩებში გამოსულმა ასობით აქტივისტმა ბულგარელი გენერლის ხრისტო ლუკოვის ხსოვნას მიაგო პატივი, რომელიც 1930-40-იან წლებში ნაცისტურ ორგანიზაციას ედგა სათავეში.
    მარშის მონაწილეებს შავი ფერის ტანსაცმელი ეცვათ და ხელში ანთებული ჩირაღდნები ეჭირათ. მსვლელობაში გერმანელი, შვედი, ესტონელი და უნგრელი ულტრამემარჯვენეებიც მონაწილეობდნენ.
    სოფიას მერიამ აქციის ჩატარება აკრძალა, თუმცა, სასამართლომ ეს შეზღუდვა მოხსნა. ბულგარეთის დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ მსგავსი აქციების ადგილი სოფიაში არ არის.

КОМЕНТАРІ • 1

  • @edmrepublic.
    @edmrepublic. 5 років тому

    ამ წრიპინს რატო ადებთ ყველა თქვენ ვიდეოს? ან ხმის რეჟისორი გყავთ მაგარი დებილი ან ძალით გვაყრუებთ...