ჯაბა სამუშიას წიგნების „ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან“ და „საისტორიო ძიებანის“ პრეზენტაცია

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 22 гру 2022
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, პროფესორ ჯაბა სამუშიას წიგნების „ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან“ და „საისტორიო ძიებანის“ პრეზენტაცია.
    გამომცემლობა „პალიტრა L“-ის მიერ გამოცემულ წიგნში „ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან“ პოპულარულ ენაზე გადმოცემულია ინფორმაცია ისეთ თემებზე, როგორიცაა თბილისის დაარსება და განაშენიანება, სამეფო კარისა და ურჩი ფეოდალების დაპირისპირება, დავით აღმაშენებლის სტატუსი გამეფებამდე, თამარის ეპოქისა და მისი მემკვიდრეების დროინდელი პოლიტიკური სიტუაცია, შავი ჭირის ეპიდემია მე-19 საუკუნის დასაწყისში, საქართველო და დასავლეთი ალექსანდრე მაკედონელის დროიდან მე-20 საუკუნის დასაწყისამდე, ქართული ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა პირველი რესპუბლიკის დროს და სხვა.
    ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემულ წიგნში „საისტორიო ძიებანი“ მოცემულია ინფორმაცია ბიზანტია საქართველოს ურთიერთობის, თამარისა და დავითის ეპოქაში მეფეთა კურთხევის წესის, თბილისის მოსახლეობის შესახებ გვიან შუა საუკუნეებში, ექვთიმე თაყაიშვილის მიერ „თურქეთის საქართველოს“ შესწავლის, კავკასიის იდეის არსებობაზე მე-20 საუკუნის 20-30-იან წლებში და სხვა.

КОМЕНТАРІ •