ცივი იარაღის ტარებაზე სანქციები მკაცრდება

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 27 сер 2024
  • მიმდინარე წლიდან ცივი იარაღის ტარებაზე სანქციები მკაცრდება.
    ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა, შესაბამისი პროექტი კი პარლამენტმა დაამტკიცა.
    კანონის თანახმად, ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება 200 ლარით დაჯარიმების ნაცვლად 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებასა და ცივი იარაღის კონფისკაციას გამოიწვევს. აღნიშნული ქმედების განმეორებითი ჩადენა კი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება. კანონი არ გავრცელდება პირზე, რომელიც ცივ იარაღს ატარებს პირადი ჰიგიენის მოწესრიგების, საკვების მომზადების ან მიღების მიზნით, პროფესიული საქმიანობისთვის, ნადირობის, თევზაობის ან მცენარეული პროდუქციის შეგროვების, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ან მესაქონლეობის განხორციელების მიზნით. ასევე, იმ დროს, როდესაც აცვია ეროვნული ტანსაცმელი და ცივი იარაღი ამ ტანსაცმლის ნაწილია.
    როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, სტატისტიკის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ მკვლელობების 53 %-ში ცივი იარაღი ფიგურირებდა.
    ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
    მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
    გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
    ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
    მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
    დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
    ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

КОМЕНТАРІ • 6

  • @tubeguy4849
    @tubeguy4849 6 днів тому

    პუნქტი სადაც და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე პრაქტიკაზე ნიშნავს ყველგან სახლის გარდა და ჰიგიენის და საკვების მიზეზით არ მუსაობს აჯარიმებენ ხალხს

  • @user-ch3dq9ic6b
    @user-ch3dq9ic6b Рік тому

    მე მეგონა საქართველოში უკვე კარგი ხანია ცივი იარაღის ყიდვა და ტარება თავისუფლად შეიძლება როგოც ამერიკაში ისე ! დანის ტარება თუ არ შეიძლება მაშინ ცეცხლმსროლელ იარაღზე ალბად ზედმეტია ლაპარაკი როგორც გავიგე !

  • @user-ch3dq9ic6b
    @user-ch3dq9ic6b Рік тому

    ეგ როგორი დემოკრატია და თავისუფლებაა თუ იარაღი აკრძალულია !დავიჯერო პოლიცია ისე მუშაობს რომ ყველა მოქალაქე სათითაოდ დაიცვას ან ყველა ოჯახი ???????