tamar shaishmelashvili
tamar shaishmelashvili
  • 14
  • 27 422
„მე შენ მეგონე“...
„მე შენ მეგონე“
კომპოზიტორი და შემსრულებელი: მაია სიჭინავა
ლექსის ავტორი: თამარ შაიშმელაშვილი
მე შენ მეგონე, ქარმა ოცნებას
ჩამოუქროლა სხვანაირ ქროლვით...
ეს სიყვარულის ცეცხლი ცოცხლდება
თუ ამომავალ მზეს უყვარს თოვლი?
მე შენ მეგონე, მე შენ მეგონე, მე შენ მეგონე... თოვლი...
რა მათრობელა ვნებით თენდება -
სულ არ უხდება სიცოცხლეს გლოვა...
ატმის ყვავილი როცა შეთვრება,
მე თოვლისფერი ტირილით მოვალ...
მე შენ მეგონე, მე შენ მეგონე, მე შენ მეგონე... თოვლი...
ატმის ყვავილი როცა შეთვრება,
მე თოვლისფერი ტირილით მოვალ...
Переглядів: 129

Відео

„სამი სავარძელი ხელოვანთათვის“
Переглядів 665 років тому
2019 წლის 29 მარტი. ქართული უნივერსიტეტი. პროექტი „სამი სავარძელი“: პოეზია - თამარ შაიშმელაშვილი, მხატვრობა - ვასილ ბოსტაშვილი; მუსიკა - ია მაისაია; მოწვეული სტუმარი - დავით არახამია. პროექტის ავტორი - ქეთევან შენგელია.
„სადღეგრძელო კახეთს!“ („შემოვევლე კახელებს!“)
Переглядів 22 тис.7 років тому
კომპოზიტორ ია მაისაიას ახალი ულამაზესი სიმღერა კახეთზე. ასრულებს ჯაბა მესტვირიშვილი. ლექსის ავტორი თამარ შაიშმელაშვილი
თენგო ავსაჯანიშვილის ლექსი
Переглядів 2197 років тому
თენგო ავსაჯანიშვილის საღამო სტეფანწმინდაში - 20.08.2016 თენგო ავსაჯანიშვილის ლექსს კითხულობს ენათმეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ავთანდილ არაბული
პატარა ფერეიდნელი გიორგი ლაჩინაშვილი
Переглядів 3157 років тому
ფერეიდნელი ქართველების ანსამბლი „ფესვები“ (ხელმძღვანელი მალხა მელქუაშვილი) ლიტერატურული კაფე პეკინზე, 26 მარტი, 2017წ.
„ლალე“
Переглядів 1267 років тому
ქართველი ფერეიდნელების ანსამბლი „ფესვები“ სიმღერა „ლალე“ თბილისი, ლიტერატურული კაფე პეკინზე, 26 მარტი, 2017 წელი
თემურ ჩალაბაშვილი - ვაჟაობა ივრისპირეთში, კოჭბანში
Переглядів 3578 років тому
2016 წლის 23 ივლისს საგარეჯოს რაიონის სოფელ კოჭბანში მე-40 ვაჟაობა აღინიშნა. გთავაზობთ თემურ ჩალაბაშვილის გამოსვლას.
ჯუბა ღებელის ლექსი „დარჩა სოფელში ჩემი ბავშვობა“...
Переглядів 4138 років тому
30 ივნისს კლუბ „დეჟავიუში“ ჩატარდა ჯუბა ღებელის პოეზიის საღამო: ''ის თბილისი მენატრება"... ჯუბა ღებელი კითხულობს ლექსს „დარჩა სოფელში ჩემი ბავშვობა“...
მღერის თემურ ჩალაბაშვილი
Переглядів 1,2 тис.8 років тому
10.06.2016. ხაშმი. რევა ინანიშვილის ხსოვნის დღე
„მზე ალაზნის პირს“... ვასილ ბოსტაშვილის ლექსი
Переглядів 1688 років тому
4.06.2016 - ჟურნალ „ანეულის“ სტუმრობა გომბორის საჯარო სკოლაში. ვასილ ბოსტაშვილი კითხულობს საკუთარ ლექსს „მზე ალაზნის პირს...“
ჟურნალი „ანეული“ - გომბორში
Переглядів 2788 років тому
4.06.2016, ჟურნალ „ანეულს“ გომბორის საჯარო სკოლამ უმასპინძლა. მე-4 კლასელთა გამოსაშვები საღამო (მასწავლებელი მარეხ დიდებაშვილი). მოსწავლეები კითხულობენ: მანანა ჩიტიშვილის, თემურ ჩალაბაშვილის, თამარ შაიშმელაშვილის, ვასილ ბოსტაშვილის ლექსებს.
მღერის გივი შაჰნაზარი
Переглядів 9628 років тому
გივი შაჰნაზარის „დაიგვიანეს“ - ხაშმი, 10 ივნისი, 2016 წელი, რევა ინანიშვილის ხსოვნის დღე!
მედეა კახიძის გასვენება
Переглядів 9348 років тому
მედეა კახიძის გასვენება - 20 მაისი, 2015 წელი, საბურთალოს პანთეონი
„ანეულის“ წარდგინება
Переглядів 838 років тому
აფხაზეთის ა/რ-ის განათლების სამინისტროს არტგალერეაში 3 აპრილს გაიმართა ლიტერატურულ ჟურნალ „ანეულის“ 2016 წლის 1-ლი ნომრის წარდგინება.

КОМЕНТАРІ

  • @ninorostiashvili6473
    @ninorostiashvili6473 2 роки тому

    სასწაული ლექსი დიდი პოეტი 🙏🏼

  • @mateaskilashvili5388
    @mateaskilashvili5388 2 роки тому

    იიიფ❤❤😊

  • @zazashildelashvili270
    @zazashildelashvili270 6 років тому

    magaria.

  • @artechofoundation6331
    @artechofoundation6331 6 років тому

    არაჩვეულებრივი ავტორების შესანიშნავი სიმღერა <3 თამრიკო <3 ია <3 წარმატებები სიმღერას და თქვენ - თავისთავად !

  • @natiagvazava7217
    @natiagvazava7217 7 років тому

    შესანიშნავი სიმრერაა, როგორ ქალბატონ ია მაისაიას ყველა სიმღერა. ქალბატონ თამარ შაიშმელაშვილის ბრწყინვალე ლექსი!!!

  • @ლიაგობეჯიშვილი

    ბრავო!ბრავო!

  • @lupuslupus3849
    @lupuslupus3849 8 років тому

    momewona magari leqsia, sulidan amoxetqili...